გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210019003277873
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2020 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სო-------------ა
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) ომ-----–-----–--ა
წარმომადგენელი იზა შანავა
მესამე პირი სსიპ სახ--–-–----------------------------------------------–---------------–-----–---------------------------------------–-------------------------------–--–------ი
წარმომადგენელი ტა-------------ა
დავის საგანი:
განქორწინება, ალიმენტის დაკისრება (სარჩელით)
შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სო-------------ას სარჩელის მოთხოვნა
1.1.1. განქორწინების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტა სო-------------ას და ომ-----–-----–--ას შორის.
1.1.2. ომ-----–-----–--ასთვის მისი არასრულწლოვანი შვილის გი--------–-----–--ას სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
1.2. ომ-----–-----–--ას სარჩელის მოთხოვნა
ომ-----–-----–--ასთვის მის არასრულწლოვან შვილთან გი--------–-----–--ასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა იმგვარად, რომ მამას შესაძლებლობა ჰქონდეს კვირაში სამი დღე ყოველი კვირის პარასკევს დღის 11.00 სთ-დან კვირა დღის 18.00 სთ-მდე წაიყვანოს ბავშვი მასთან, მისივე საცხოვრებელ სახლში, ზუგდიდი, სოფ. ანაკლია შოთა რუსთაველის ქ.142. ასევე ზაფხულის და ზამთრის არდადეგები გაიყოს შუაზე და მიეცეს შესაძლებლობა საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, სკაიპი)იკონტაქტოს შვილთან ხანგრძლივობის შეუზღუდავად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ომ-----–-----–--ას პოზიცია: მოპასუხე არ ცნობს სარჩელს განქორწინების ნაწილში. მიუთითებს, რომ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდა არ შეუძლია, გადაიხდის თვეში 70 ლარს.
2.2. სო-------------ას შესაგებელი: მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. ის თანახმაა, მამამ ბავშვი ნახოს მხოლოდ საბავშვო ბაღში, ბავშვის ღამე მამასთან დარჩენის წინააღმდეგია. მიუთითებს მამის უარყოფით პიროვნულ მახასიათებლებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სო-------------ამ (დაბ. 19.04.1978 წ, პ/ნ 19--------8) და ომარი ლაგვილავამ (დაბ. 14.10.1966 წ, პ/ნ 19--------5) იქორწინეს 08.05.1995 წ. რეგისტრირებულია აქტის ჩანაწერი #6, გაცემულია ქორწ. მოწმ. #28141001548, განმეორებით 09.10.2014 წ სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.
3.2. მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი გი--------–-----–--ა (დაბ. 23.09.2014 წ, პ/ნ 19--------8). ბავშვი დედასთან ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიაში. იქვე ცხოვრობს ბავშვის ბებია - დედის დედა. ოჯახურ გაუგებრობამდე იქვე ცხოვრობდა ბავშვის მამაც, თუმცა კონფლიქტის შემდეგ ის საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან და ძმასთან.
ბავშვის საცხოვრებელი დედასთან ორსართულიანი სახლია, რომლის პირველი სართული საცხოვრებლად არ გამოიყენება. მეორე სართულზე აქვთ ერთი მისაღები, 3 საძინებელი და სასადილო ოთახი. ოთახები კეთილმოწყობილია. მოწესრიგებულია აბაზანა-ტუალეტი, დაცულია ჰიგიენური ნორმები.
3.3. გი--------–-----–--ას სამედიცინო ბარათი გახსნილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ანაკლიის ამბულატორიაში. გაკეთებული აქვს მხოლოდ 2 ასაკობრივი აცრა. ბავშვი ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ანაკლიის საბავშვო ბაღში. მისი ფიზიკური და კოგნიტური განვითარება შეესაბამება მის ასაკს, არის გონიერი, სხარტი აზროვნების. აქვს მუსიკალური სმენა, კარგად მღერის. ძალიან კომუნიკაბელურია არ უჭირს ურთიერთობა გარშემომყოფებთან.
3.4. მოსარჩელე დასაქმებულია, მუშაობს საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. ხელფასი აქვს 175 ლარი. დამატებითი შემოსავალი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდანწელიწადში დაახლოებით 2700 ლარს შეადგენს. ასევე ზაფხულის პერიოდში ოთახების გაქირავებიდან მიღებული თანხა შეადგენს 700 ლარს.
გი--------–-----–--ა დედასთან უძრუნველყოფილია ძირითადი საჭიროებებით.
3.5. ომ-----–-----–--ა ამჟამად ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ანაკლიაში. მათი საცხოვრებელი ორსართულიანი კაპიტალური სახლია, რომლის პირველი სართული საცხოვრებლად არ გამოიყენება. მეორე სართულზე 1 მისაღები და 3 საძინებელია. მისაღები გაურემონტებელია. ეზოში სახლის გვერდით არის ასევე ერთსართულიანი კაპიტალური სახლი, სადაც ასევე 1 მისაღები და 3 საძინებელია.
ომ-----–-----–--ა ამჟამად არ მუშაობს. ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი. იცის სხვადასხვა ხელობა და ამ საქმიანობიდან ზოგჯერ აქვს შემოსავლებიც.
3.6. მამა-შვილს შორის თბილი, მზრუნველი და გულწრფელი დამოკიდებულებაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი
-შეგებებული სარჩელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ქორწინების მოწმობა
- დაბადების მოწმობა
- სოციალური მუშაკის დასკვნა
-ფსიქოლოგის შუალედური დასკვნა
-მოწმეთა ჩვენება, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
განქორწინების და ალიმენტის მოთხოვნა საფუძვლიანია.
ამასთან, მამას უნდა მიეცეს ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარების გათვალისწინებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1212-ე, 1214-ე, 1198-ე, 1202-ე მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის დანაწესებით განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის საფუძველზე მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ხოლო 1213-ე მუხლის მიხედვით არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
როგორც ვნახეთ ალიმენტის ოდენობის შესახებ შეთანხმება მშობლებს შორის არ არის მიღწეული. ასეთ შემთხვევაში იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულებები მათი და მათი შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე მოპასუხის პოზიციის (სარჩელის ნაწილობრივ ცნობის) და მხარეთა განმარტებების მოსმენის, შედეგად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა თვეში 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
როდესაც საკითხი ეხება ბავშვებთან ურთიერთობის საკითხს, უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მშობლის უფლებები (მათ შორის უფლება, იქონიოს ურთიერთობა შვილთან) უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი.
მცირეწლოვანი გი--------–-----–--ას ინტერესია ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან, რასაც ადასტურებს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოც.
საქმეში არ არის რაიმე მტკიცება, რომ მამასთან ურთიერთობამ შეიძლება რაიმე ფორმით უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ინტერესებზე. პირიქით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბავშვს სჭირდება ორივე მშობლის ფინანსური და მორალური მხარდაჭერა, მამას გარკვეულწილად შეუძლია მისიი მხარდაჭერა, მის აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობის მიღება და მზად არის ამისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ომ-----–-----–--ას შესაძლებლობა უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს მის არასრულწლოვან შვილთან რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც შეგებებული სარჩელის მოსარჩელის უფლება ბავშვთან ურთიერთობისა, ასევე გარკვეულწილად უკეთესად შესრულდება მისი ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. ამასთან, ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარება შეესაბამება ასაკს, რაც იძლევა საშუალებას სათანადო მზრუნველობის პირობებში ბავშვი მამასთან დარჩეს დედის გარეშეც.
საქმეზე დაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად და საჭიროდ მიაჩნია ომ-----–-----–--ასთვის განისაზღვროს მის არასრულწლოვან შვილთან გი--------–-----–--ასთან ურთიერთობის წესი იმდაგვარად, რომ მამას შესაძლებლობა ჰქონდეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან ყოველკვირეულად ყოველ პარასკევს 17:00 სთ-დან კვირა დღის 17:00 სთის ჩათვლით, ასევე ზაფხულის და ზამთრის არდადეგებს ბავშვი თანაბრად გაატარებს მშობლებთან. მამას შეუძღუდავად მიეცემა შესაძლებლობა შვილთან კომუნიკაცია ჰქონდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ბავშვის დედის საცხოვრებელი ადგილიდან წამოყვანის და მასთან დაბრუნების ხარჯები უნდა გაიღოს მამამ).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესებით ძირითადი სარჩელის მოპასუხის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩება სახ. ბიუჯეტში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ანგარიშში, ხოლო შეგებებული სარჩელის მოპასუხე გათავისუფლდება სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 243-249-ე, 250-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება სო-------------ას (დაბ. 19.04.1978 წ, პ/ნ 19--------8) და ომარი ლაგვილავას (დაბ. 14.10.1966 წ, პ/ნ 19--------5) შორის, რეგისტრირებული 08.05.1995 წ აქტის ჩანაწერი #6 (ქორწ. მოწმ. #28141001548, გაც. განმეორებით 09.10.2014 წ სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).
3. ომ-----–-----–--ას მისი არასრულწლოვანი შვილის გი--------–-----–--ას (დაბ. 23.09.2014 წ, პ/ნ 19--------8) სარჩენად (კანონიერი წარმომადგენელი სო-------------ა) სარჩელის აღძვრის დღიდან ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს შესაბამის ანგარიშზე.
5. ომ-----–-----–--ასთვის (პ/ნ 19--------5) განისაზღვროს მის არასრულწლოვან შვილთან გი--------–-----–--ასთან (დაბ. 23.09.2014 წ, პ/ნ 19--------8) ურთიერთობის წესი იმდაგვარად, რომ მამას შესაძლებლობა ჰქონდეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან ყოველკვირეულად ყოველ პარასკევს 17:00 სთ-დან კვირა დღის 17:00 სთის ჩათვლით, ასევე ზაფხულის და ზამთრის არდადეგების ნახევარს ბავშვი გაატარებს მამასთან. მამას ეძლევა შესაძლებლობა შვილთან კომუნიკაცია ჰქონდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეუზღუდავად.
6. შეგებებული სარჩელის მოპასუხე გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა