განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/6161-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - შ----- ბ------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ზ---- ღ-------ე - დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ხ-–--------------–--------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ------------------------–-----------------
ადვოკატი - გ------- შ---–---–ი
კვალიფიკაცია:
ზ---- ღ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისი, ქ----------------------ში მდებარე ,,კ--------------–-----–------ში“, პირველი სართულის დერეფანში, ზ---- ღ-------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ--–- კ--------ს კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, დოკუმენტებით, ბარათებითა და სამკაულებით. ზ---- ღ-------ის ქმედების შედეგად, ლ--–- კ--------ს მიადგა 5425.15 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. დაზარალებულმა ლ--–- კ--------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს მეუღლესთან - ი-----–- ხ--–-–---–თან და შვილთან ერთად ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებზე იმყოფებოდა თბილისში, ქ----------------------ში მდებარე ,,კ--------------–-----–------ში“. ისინი N--- ოთახის წინ დერეფანში სკამზე ისხდნენ და ელოდებოდნენ ექიმს. ლ--–- კ--------ს ხელში ეჭირა ჩანთა, შვილის ქურთუკი და წითელი ფერის საფულე. როდესაც მათი რიგი მოვიდა, ჯერ ი-----–- ხ--–-–---–ი და მისი შვილი შევიდნენ ექიმის ოთახში, შემდეგ ლ--–- კ--------. მისთვის მოულოდნელად ოთახში შეყვა უცნობი პირი, რომელიც რამდენიმე წამში უკან გაბრუნდა. შემდეგ ის და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ N--- ოთახში, საიდანაც გამოსვლისას მოიძია საფულე და აღმოაჩინა, რომ დაკარგული ჰქონდა. ლ--–- კ--------მ მიმართა სამედიცინო ცენტრის დაცვის სამსახურს, ნახეს ვიდეო ჩანაწერები და აღმოაჩინეს, რომ ლ--–- კ--------, როდესაც წამოდგა სკამიდან, დაუვარდა წითელი ფერის საფულე, რომელიც აიღო მამაკაცმა, შევიდა N----ე ოთახში და რამდენიმე წამში უკან გამოვიდა. მამაკაცს ხელში ეჭირა თაბახის ფურცლები, რომლებშიც მოთავსებული ჰქონდა ლ--–- კ--------ს კუთვნილი საფულე. ლ--–- კ--------ს საფულეში ჰქონდა 700 ლარი, 1325 აშშ დოლარი, ოქროს და ვერცხლის სამკაულები და პლასტიკური ბარათები. დაცვის თანამშრომლების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცი, რომელმაც მისი საფულე მიისაკუთრა აღმოჩნდა სამედიცინო ცენტრის პაციენტი - ზ---- ღ-------ე, რომელსაც დაუკავშირდა დაცვის სამსახურის უფროსი და უთხრა მისულიყო სამედიცინო ცენტრში. ზ---- ღ-------ემ დაადასტურა, რომ აიღო ლ--–- კ--------ს საფულე და დააბრუნებდა 600 ლარს, რაც საფულეში იყო მოთავსებული. ლ--–- კ--------მ რამდენჯერმე გააფრთხილა ზ---- ღ-------ე, რომ დაებრუნებია სრულად თანხა, რაზეც ზ---- ღ-------ე უარს აცხადებდა. აღნიშნულის შემდეგ ლ--–- კ-------- დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. ლ--–- კ--------სთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 5425.15 ლარს.
2.2. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ლ--–- კ--------ს მეუღლემ - მოწმე ი-----–- ხ--–-–---–მა.
2.3. მოწმე ზ----- კ------ემ განაცხადა, რომ არის ,,კ--------------–-----–------ის“ უ--------------ს სამსახურის უფროსი. 2019 წლის 4 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დასახმარებლად მიმართა პაციენტმა ლ--–- კ--------მ, რომელიც აცხადებდა, რომ დაკარგა საფულე და სთხოვა დახმარებოდა მის მოძიებაში. ზ----- კ------ემ შეამოწმა იმ დერეფნის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ლ--–- კ-------- იმყოფებოდა და ნახა, რომ როდესაც N----ე ოთახის წინ ლ--–- კ-------- წამოდგა სკამიდან, დაუვარდა წითელი ფერის საფულე, რომელიც მამაკაცმა აიღო ისე, რომ არ უთხრა ლ--–- კ--------ს. მამაკაცი რამდენიმე წამით შევიდა N----ე ოთახში და იქიდან გამობრუნებულს ხელში მოთავსებული ჰქონდა ლ--–- კ--------ს საფულე თაბახის ფურცლებით.
2.4. ზ---- ღ-------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: ზ---- ღ-------ის, გ------- გ--–-–---–ის (გამომძიებელი), ლ-–- გ------ს (გამომძიებელი) ჩვენებები, ზ---- ღ-------ესთან ჩატარებული ამოღების ოქმი, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები (6 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ოქროს ნივთები და ბიჟუტერია, შავი ფერის ტყავის საფულე, მასში არსებული პირადობის მოწმობით), აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.5. ბრალდებულმა ზ---- ღ-------ემ დასკვნით სიტყვაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნა, რომ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი.
2.6. ბრალდებულ ზ---- ღ-------ის ადვოკატის პოზიციით ზ---- ღ-------ე ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ზარალი ანაზღაურებულია და მოითხოვა აღნიშნულის სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინება.
2.7. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ზ---- ღ-------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ზ---- ღ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ღ-------ის ბრალდებას. კერძოდ:
2.7.1. დაზარალებულ ლ--–- კ--------ს, მოწმეების ი-----–- ხ--–-–---–ის, ზ----- კ------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს თბილისში, ქ----------------------ში მდებარე ,,კ--------------–-----–------ში“ ლ--–- კ--------მ დაკარგა საფულე. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებისას დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ დადგენილ იქნა ის პირი, რომელმაც აიღო ლ--–- კ--------ს კუთვნილი საფულე. იგი აღმოჩნდა ბრალდებული ზ---- ღ-------ე.
2.7.2. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან, რასაც დაცვის მხარე არ ხდის სადაოდ. ასევე დაცვის მხარემ უდაოდ გახადა და სრულად ეთანხმება ზ---- ღ-------ის ბრალდების მამხილებელ ნივთიერი მტკიცებულებებს.
2.7.3. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების კვლევის შედეგად ზ---- ღ-------ემ აღიარა წარდგენილი ბრალი და ის ფაქტი, რომ ლ--–- კ--------ს საფულის ფარულად აღების შემდეგ იგი დაეუფლა საფულეში არსებულ თანხას, რაც შემდეგში სრულად აუნაზღაურა დაზარალებულ ლ--–- კ--------ს.
2.7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და უტყუარად ადასტურებენ ზ---- ღ-------ის ბრალდებას მასში, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისი, ქ----------------------ში მდებარე ,,კ--------------–-----–------ში“, პირველი სართულის დერეფანში, ზ---- ღ-------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ--–- კ--------ს კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, დოკუმენტებით, ბარათებითა და სამკაულებით. ზ---- ღ-------ის ქმედების შედეგად, ლ--–- კ--------ს მიადგა 5425.15 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.8. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ზ---- ღ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.10. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ---- ღ-------ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად, ლ--–- კ--------სთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 5425.15 ლარს.
2.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ღ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ღ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ღ-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ---- ღ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება.
4.2. ზ---- ღ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ზ---- ღ-------ე არის დაოჯახებული, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის ნასამართლობის არ მქონე, ზიანი აუნაზღაურა ლ--–- კ--------ს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია ზ---- ღ-------ის მიმართ.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ზ---- ღ-------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. 6 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ოქროს ნივთები და ბიჟუტერია, შავი ფერის ტყავის საფულე, მასში არსებული პირადობის მოწმობით - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- ღ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ზ---- ღ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3. ზ---- ღ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. ნივთმტკიცება:
4.1. 6 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ოქროს ნივთები და ბიჟუტერია, შავი ფერის ტყავის საფულე, მასში არსებული პირადობის მოწმობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/