გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5197-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ-------------–----
წარმომადგენელი - დ----------------–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ-------------–----- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------------------------.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. წარმომადგენელის მოსაზრებით, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის შესაბამისად, ამდენად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მ-------------–---ამ 2019 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, მის სახელზე ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––-----------------–--------------- ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
1993 წლის 21 სექტემბერს ა---------------–---ასა და 1-----------------–-----–-----------------ს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ა---------------–---ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––-----------------–--------------- ბინა. ხელშეკრულება თავისი ხელმოწერით დაადასტურა ქ. თბილისის 22-ე სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუსმა ფ-----------მ. ხელშეკრულებაზე არ ფიქსირდება ბეჭედი, რეესტრის ნომერი და მხარეთა ხელმოწერა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 მარტის №8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილების მინიჭებით წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 57);
- მ-------------–---ას 2019 წლის 26 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 58);
- 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 59-60);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 მარტის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 69).
3.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №8------------05 და 2019 წლის 11 აპრილის №8------------07 გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა როგორც განმცხადებლის მიერ წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობიდან და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის მოძიების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 70);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 აპრილის №8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 71).
3.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 3 და 11 აპრილის წერილებით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულ დოკუმენტაციასთან 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების შესაბამისობის შესახებ.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2019 წლის 11 და 19 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობით აცნობა, რომ ანასტასია ა-–-----------------–------–----ს სახელით 1993 წლის 21 სექტემბერს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება არ იძებნება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულ ნოტარიუს ფ-------–---------ის მიერ ნაწარმოებ არქივში, ასევე, არ არის ჩანაწერი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულ ნოტარიუს ფ----------- მიერ 1993 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №1----- წერილი (ს.ფ. 62);
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის №1------ წერილი (ს.ფ. 63);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 აპრილის №1----- წერილი (ს.ფ. 64);
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის №1------ წერილი (ს.ფ. 65).
3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების ფაქტთან დაკავშირებით (რომლითაც დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების დადების ფაქტი) ინფორმაციის წარდგენის მიზნით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, წარდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულება არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და არ აქვს რეესტრის ნომერი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 72);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილება (ს.ფ. 73).
3.5. მ-------------–---მა 2019 წლის 10 მაისის №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებს სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენდა: სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 7 მარტს განმეორებით გაცემული №0---------- ქორწინების მოწმობა, თბილისის 26 კომისრების სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული №0---- ორდერი (ს-------), 2019 წლის 23 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა (რეგ. №1--------) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 მარტის №0--------- დასკვნა.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 7 მარტს განმეორებით გაცემული №0---------- ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ა----------------–---ა და ბ------------------- დაქორწინდნენ 1970 წლის 23 ნოემბერს (სააქტო ჩანაწერი №--). ქორწინების შემდეგ ცოლს მიენიჭა გვარი ფ------------.
თბილისის 26 კომისრების სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული №0---- ორდერით (ს-------), რაიონული აღმასკომის 1966 წლის 8 აპრილის №3-- გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე ა------------–-----------------–-------–----ს მიეცა უფლება დაიკავოს 2 ოთახი, ფართობით 32,55 კვ.მ., კერძოდ, ბ-------------------------------------------–--------------------------------–----------------------–--–--------------. მისი ოჯახი შედგებოდა ორი წევრისაგან, ესენი იყვნენ: თავად ა----------------–---ა და მ----------–---- - ქალიშვილი. ორდერზე გაკეთებული შესწორების თანახმად, კორპუსი „3“-ის ნაცვლად უნდა იყოს კორპუსი „ზ“.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 მარტის №0--------- დასკვნის თანახმად, მ-------------–----- სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ფიქსირდებოდა სახელი - მ------, გვარი - კ-----–----, ხოლო დაბადების აქტის ჩანაწერში - სახელი - მ------, გვარი - კ-----–----. ამავე გადაწყვეტილებით მ-------------–----- განცხადება დაკმაყოფილდა და მის კანონიერ მონაცემად განისაზღვრა მ-------------–----, დაბადებული 1964 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, პ/ნ 0----------.
2019 წლის 23 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით (რეგ. №1--------) მ-------------–---მა, როგორც 2018 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვლილი ა--------- ფ------------ს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო მოწმობაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ-------------–----- 2019 წლის 10 მაისის №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამავე გადაწყვეტილებით მართებულად იქნა მიჩნეული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად სარეგისტრაციოდ წარდგენილ/ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე რეესტრის ნომრის არარსებობისა და ხელშეკრულების ნოტარიუსის მიერ დაუმოწმებლობის მითითება. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში, მათ შორის, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი 2019 წლის 23 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით (რეგ. №1--------), ვერ იქნებოდა აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარდგენილი ხელშეკრულების დადების ფაქტთან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-------------–----- 2019 წლის 10 მაისის №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი, თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 83-101);
- ქორწინების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 94);
- სანოტარო წესით დამოწმებული თბილისის 26 კომისრების სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული №0---- ორდერი (ს-------) (ს.ფ. 23-27);
- 2019 წლის 23 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა №1-------- (ს.ფ. 76-77);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 107-111);
- მ-------------–----- 2019 წლის 23 აპრილის განცხადება (ს.ფ. 74-75).
3.6. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცული ინფორმაციის (1971 წლის 10 ივნისის №0----- სააღრიცხვო ბარათი) თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––------- კორპუსში მდებარე ბინა (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი 32.50 კვ.მ., საერთო ფართი 52.35 კვ.მ.) ნოტარიუს რ------- მიერ 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების (ნომერი არ არის მითითებული) საფუძველზე აღრიცხულია ა--------- ა-–-----------------–-------–----ს სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოთხოვნილი იქნა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცული ა--------- ა-–-----------------–-------–----ს სააღრიცხვო მასალა. აღნიშნულის საპასუხოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 22 ოქტომბერს წარმოადგინა 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც ასევე არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და არ აქვს რეესტრის ნომერი. ამასთან, ხელშეკრულებაზე მიწერილია კორპუსი „ზ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 26 თებერვლის ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 68);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №8---- წერილი (ს.ფ. 95);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 131-132);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №3----- წერილი, თანდართული ხელშეკრულებით (ს.ფ. 137-139).
3.7. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივნისს გაცემული №0------------ საინფორმაციო ბარათის თანახმად, მ------/მ-------------–---ი/კ-----–---- 1981 წლის 3 აგვისტოდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, მ---------------------------–-------------------------------------–---------------–-----------------------------------------.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს გაცემული №0------------ საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ა--------- ფ------------ 1998 წლის 7 აპრილიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, მ-------------------------------------–----------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ივნისის №0------------ საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 125-128);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 11 ოქტომბრის №0------------ საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 135-136).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-------------–----- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილება და ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1----- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ-------------–----- ადმინისტრაციული საჩივარი, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე და რომლითაც განხორციელდება ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––-----------------–--------------- ბინის მ-------------–----- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი” ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება, წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს. შესაბამისად, ,,რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები”, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2019 წლის 26 თებერვალს და 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა მის სახელზე ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––------------------–--------------- ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია ა---------------–---ასა და 1-----------------–-----–-----------------ს შორის, ა---------------–---ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––-----------------–--------------- ბინა. ხელშეკრულება თავისი ხელმოწერით დადასტურებული აქვს ქ. თბილისის 22-ე სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუსს ფ-----------ს, თუმცა მასზე არ ფიქსირდება ბეჭედი, რეესტრის ნომერი და მხარეთა ხელმოწერა.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, მათ შორის, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის მონაცემებით, ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––------- კორპუსში მდებარე ბინა (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი 32.50 კვ.მ., საერთო ფართი 52,35 კვ.მ.) ნოტარიუს რ------- მიერ ხელმოწერილი 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების (ნომერი არ არის მითითებული) საფუძველზე აღრიცხულია ა--------- ა-–-----------------–-------–----ს სახელზე. ამასთან, მითითებული ხელშეკრულება არ იძებნება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულ ნოტარიუს ფ-------–---------ის მიერ ნაწარმოებ არქივში, ასევე, არ არის ჩანაწერი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულ ნოტარიუს ფ----------- მიერ 1993 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში.
6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.
ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების ფაქტთან დაკავშირებით (რომლითაც დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების დადების ფაქტი) ინფორმაციის წარდგენის მიზნით. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, წარდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულება არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და არ აქვს რეესტრის ნომერი.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მ-------------–---მა 2019 წლის 10 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნა სხვა სარეგისტრაციო ნომრით წარდგენილ განცხადებაზე თანდართული 2019 წლის 23 აპრილს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მ-------------–---მა, როგორც 2018 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვლილი ა--------- ფ------------ს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო მოწმობაში შემავალი აქტივებითა და პასივებით, ამასთან, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად სარეგისტრაციოდ წარდგენილ/ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე რეესტრის ნომრის არარსებობისა და ხელშეკრულების ნოტარიუსის მიერ დაუმოწმებლობის მითითება მართებულად იქნა მიჩნეული, ძალაში დარჩა როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება, ასევე, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას წარდგენილ პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება, რომ 1971 წლის 10 ივნისის №0----- სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------------------––------- კორპუსში მდებარე ბინა (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი 32.50 კვ.მ., საერთო ფართი 52.35 კვ.მ.) ხელმოწერილი ნოტარიუს რ------- მიერ 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების (ნომერი არ არის მითითებული) საფუძველზე აღრიცხულია ა--------- ა-–-----------------–-------–----ს სახელზე. ამდენად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სანოტარო წესით დაამოწმა პრივატიზაციის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღრიცხა თავის სახელზე. შესაბამისად, მას სადავო ქონება აღრიცხული ჰქონდა სწორედ იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არასათანადო ფორმით შედგენილ დოკუმენტად მიიჩნევს. სასამართლოს შეფასებით, იმ დროს, როდესაც კონკრეტულმა პირმა შეასრულა კანონმდებლობის მოთხოვნა და პრივატიზაციის ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუსთან, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, დაუშვებელია მოთხოვნილი იქნეს მტკიცებულებათა ის ხარისხი, რისი წარმოდგენის შესაძლებლობა ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და ამავე დროს ეს მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული.
ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის 26 კომისრების სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემულ №0---- ორდერზე (ს-------), ასევე სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაცულ მონაცემებსა და სამკვიდრო მოწმობაზე. მითითებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ბინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტით - ორდერით გადაეცა ა---------------–---ას და მის ქალიშვილს - მ-------------–---ს, რომლებიც ამავე მისამართზე რეგისტრირებულ პირებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ისინი ფაქტობრივად სარგებლობდნენ კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართით, ხოლო მოგვიანებით, 2019 წლის 23 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელემ - მ-------------–---მა სრულად მიიღო გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 1993 წლის 21 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 2019 წლის 23 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, სხვა დოკუმენტაციებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, წარმოადგენდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, რომელიც განაპირობებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშნული ნორმა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას იმოქმედოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძვლებზე დაყრდნობით, არ გასცდეს წარდგენილი მოთხოვნისა და რეგისტრაციისათვის დასადგენი ფაქტების კვლევას და წარდგენილ განაცხადებზე მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები ამომწურავად არის გაწერილი კანონმდებლობით, რათა არ მოხდეს უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევა და კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გარდა სხვა მასალის გამოთხოვა, რითაც შესაძლოა ხელოვნური ბარიერები წარმოიქმნას საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მსჯელობა მოსარჩელის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტების მიმართ, არ არის მართებული, ვინაიდან საქმეში არსებული მასალები წარმოშობენ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობას ზემოაღნიშნულ მისამართზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მხრიდან შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობით ილახება მისი საკუთრების უფლება, რომლის ძალითაც იგი თავისუფლად უნდა ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილება, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1----- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-------------–----- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ვ---------–-------------------------------–----------------------------.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს მ-------------–----- სასარგებლოდ მის მიერ მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------------–----- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №8------------09 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის №8------------11 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
5. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ-------------–----- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------------------------;
6. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის მ-------------–----- სასარგებლოდ ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე