განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3835-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე------ აბ--–-- ძე ტ------–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 9-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: თ---–-------–-------------------------------------------------- ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ჯ--------ას ქუჩა #---.
ადვოკატი - ი--------------–---–-
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის მაისის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის მაისის ბოლოს, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ------–--–-- ჯ--------ას ქუჩა #2---–ი, ე------ ტ------–მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს მ-----------–---–ს მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახესა და სხეულზე, რითაც მ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ------–--–-- ჯ--------ას ქუჩა #2---–ი, ე------ ტ------–მა შელაპარაკებისას მეუღლეს მ-----------–---–ს მოქაჩა თმებით, დააგდო საწოლზე და მუშტები მრავალჯერ დაარტყა სხეულზე და თავში, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები, ახრჩობდა და ემუქრებოდა მოკვლით. ე------ ტ------–ის ქმედებებით მ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქ------–--–-- ჯ--------ას ქუჩა #2---–ი და ქ------–--–-- დ------------ ქუჩა #---–- ე------ ტ------–ი შელაპარაკებისას მეუღლეს მ-----------–---–ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით. ძალადობდა მასზე გენდერული ნიშნით, რომ იყო ქალი და მის ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, უკრძალავდა მისთვის არასასურველ პირებთან ურთიერთობას, უშლიდა საკუთარი აზრის გამოხატვას, ეუბნებოდა, რომ მას როგორც ქალს არ ჰქონდა არანაირი უფლება ოჯახში და მამაკაცის აზრს უნდა დამორჩილებოდა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის მაისის ბოლოს, ქ------–--–-- ჯ--------ას ქუჩა #2---–ი ე------ ტ------–მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს მ-----------–---–ს მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახესა და სხეულზე. ძალადობის გამო მ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2019 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ------–--–-- ჯ--------ას ქუჩა #2---–ი ე------ ტ------–მა, ყოფით საკითხებზე დაწყებული შელაპარაკებისას მეუღლეს მ-----------–---–ს მოქაჩა თმებით, დააგდო საწოლზე და მუშტები მრავალჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავში. ე------ ტ------–ის ქმედებებით მ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი,2.3. 2019 წლის 23 ივლისს, ფიზიკური ძალადობის შემდეგ ე------ ტ------–მა მეუღლეს მ-----------–---–ს ყელში წაუჭირა ხელები, ახრჩობდა და ემუქრებოდა მოკვლით. ე------ ტ------–ის მუქარა მ-----------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ე------ ტ------–ი ყოფით საკითხებზე შელაპარაკებისას მეუღლეს მ-----------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა. ე------ ტ------–ის ქმედებით მ-----------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი)
3.1. დაზარალებულ მ-----------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ სამი წელია ქორწინებაში იმყოფება ე------ ტ------–თან. 2019 წლის 23 ივლისს, გვიან ღამით, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის დროს ე------ ტ------–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. ურტყამდა მუშტებს სახის, თავისა და შუბლის არეში. დააგდო საწოლზე და ყელში ხელის მოჭერით ცდილობდა მის დახრჩობას, შემდეგ ხელი ჩაავლო თმებში და ამ ფორმით ათრია. ტკივილისგან ყვიროდა და ითხოვდა შველას. დარტყმების და თმების ამოგლეჯვის გამო განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. კივილზე სახლში დასახმარებლად შევიდნენ მეზობლები, რომლებმაც იგი ნახეს ნაცემ მდგომარეობაში, შენიშნეს თავიდან მოგლეჯილი თმები, რომლებიც ეყარა იატაკზე. ძალადობის სიმძიმიდან გამომდინარე იძულებული გახდა დახმარება პოლიციისათვის და მეზობლებისთვის ეთხოვა.
3.2. 2019 წლის 24 ივლისს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორმა მ-----------–---–მა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს განუცხადა, რომ მეუღლემ ე------ ტ------–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით.
3.3. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა:
ა) მ-----------–---–ს პირადი შემოწმებისას (24.07.2019წ-ს) აღენიშნებოდა: შუბლის, მარჯვენა წარბის, მარცხენა თვალბუდის, გულმკერდის, მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა და მარჯვენა მტევნის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, მარცხენა ზედა ქუთუთოს, გულმკერდის უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოებში ნაჭდევები. ყველა დაზიანება განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ბ) შესამოწმებლის გადმოცემით: „2019 წლის 23 ივლისს, დაახლოებით, 24:00 საათისათვის იმყოფებოდა სახლში მისამართზე: ქ.თბილისი, ჯ--------ას ქუჩა #2---–ი, რა დროსაც მოუვიდა შელაპარაკება მეუღლესთან, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.
გ) პირადი შემოწმების მონაცემები: ობიექტურად შუბლის არეში მარჯვნივ, მარჯვენა წარბის შუა მესამედიდან (0,7 სმ-ით ზევით აღინიშნება განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, გაფანტული ხასიათის, მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი 1,8X1,5 სმ-ფართობზე, შუბლის მარცხენა ნახევარში, თმოვანი საფარის საზღვარზე აღენიშნება შეშუპებული უბანი ასეთივე ხასიათის და შეფერილობის სისხლნაჟღენთით 3,8X2,7 სმ ფართობზე. მარცხენა თვალბუდის ზედა ქუთუთოს შუა მესამედში აღენიშნება დასწვრივად და ოდნავ ირიბად, კანის დონეზე ქვევით მდებარე უსწორო ზოლისებური ფორმის, მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევი, ზომით - 0,5X0,2 სმ. გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის შუა ხაზზე, 4-5 ნეკნების დონეზე აღენიშნება გაფანტული ხასიათის, მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი 1,5X1,3 სმ-ფართობზე. გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ხერხემლის ხაზიდან - მარჯვენა ბეჭის ხაზამდე აღენიშნება განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, წყვეტილი ხასიათის, ზოლისებური ფორმის, მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევი, ზომით-9,3X1,8 სმ, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე, დასწვრივად და ოდნავ ირიბად, ზომით-1,7X0,3 სმ, ირგვლივ გაფანტული ხასიათის, მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი 2,0X1,8 სმ-ფართობზე. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღინიშნება: მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე 1 (0X0,9 სმ-ფართობზე, აქვე მარჯვენა წინამხრის ზედა და შუა მესამედის საზღვარზე, შიგნითა ზედაპირზე 3,8X2,7სმ-ფარიკოზზე, აქვე მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე 6,7 X5,8 სმ-ფართობზე, აქვე მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე 1,8X1.5 სმ ფართობზე, მარჯვენა მტევნის ფუძეზე 1,3X1,0 სმ-ფართობზე. გარეგნულად სხეულზე სხვა რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებელი უჩივის თავის ტკივილს და ტკივილს კისრის არეში, სხვა ჩივილები არ გააჩნია. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/2).
3.4. მოწმე ე-------------ნაგაძის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 23 ივლისს, გვიან ღამით, მეზობლების ე------ ტ------–ისა და მ-----------–---–ის სახლიდან შემოესმა ამ უკანასკნელის კივილის ხმა. დაზარალებული ითხოვდა შველას, მეუღლესთან - მ--–----------–-----ძესთან ერთად შევიდა მათ ბინაში, ე------ ტ------–მა მეზობლების მისვლიდან, მალევე დატოვა ბინა, პრაქტიკულად გაიქცა, ხოლო რაც შეეხება მ-----------–---–ს აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მოგლიჯა თმები, რომლებიც იატაკზე ეყარა. მოწმე ე-------------ნაგაძის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან „... ჩემს მეზობლად მცხოვრები მ------- ე------ი ჩხუბობდნენ, მათი სახლიდან ისმოდა ჩხუბის და კონფლიქტის ხმა, ისმოდა გინების ხმაც, ე------ი მაიას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამ დროს გავიგონე მაიას ხმა, ყვიროდა მიშველეთო...“, „...მ-----ყო ძალიან აღელვებული, ტიროდა, მეუბნებოდა ნახე რა დღეში ჩამაგდო, თმებით მითრია, თმები მომაგლიჯაო, ყელში მომიჭირა ხელები და მახრჩობდაო, ჩემი მოკვლა უნდოდაო...“, „...მათი სახლიდან სხვა დროსაც გამიგონია კონფლიქტის ხმა, სიტყვიერი შეკამათება და უთანხმოებები...“.
3.5. მოწმე მ--–----------–-----ძის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, შემოესმა კივილისა და ჩხუბის ხმა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მეუღლესთან ერთად შევიდა დაზარალებულის ოჯახში, სადაც დახვდათ-------- ტ------–ი და მ-----------–---–ი, რომელიც უკვე რეკავდა პოლიციაში. ე------მა მალევე დატოვა სახლი. დაზარალებულმა ე-------------ნაგაძეს აჩვენა თავიდან მოგლეჯილი თმები. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული ოჯახიდან ხშირად სმენია გინების და ჩხუბის ხმა.
3.6. დეტექტივ - გამომძიებლის ლ------------–---–ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა დაზარალებული მ-----------–---–ი, რომელიც იყო აღელვებული, სახეზე და ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, სახეზე ჰქონდა სიწითლეები. იყო ნამტირალევი და აცხადებდა რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი.
3.7. მ-----------–---–ის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამომძიებლის თ--------------ის, ექსპერტების და უშუალოდ მსხვერპლის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი: თბილისში, ჯ--------ას ქუჩა #---. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მისაღებ ოთახში დაგებული მუქი ფერის ლამინატის ზედაპირზე შესასვლელი კარიდან პირდაპირ ყრია თმის ნაწილები, თმა ასევე ყრია მარცხენა საწოლის ზედაპირზე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა თმის ბოჭკო და გადაღებულ იქნა ფოტოები, რომლებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები. ფოტოებში ნათლად ჩანს თუ როგორ ახდენს დაზარალებული იმ ადგილების მითითებას, სადაც მისი განმარტებით განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ფოტოებზე ჩანს, რომ საწოლზე ჰყრია თმის ბღუჯა, რომელიც მსხვერპლს მოძალადემ დააგლიჯა.
3.8. გამომძიებელმა თ--------------მა ვიზუალურად დაათვალიერა მსხვერპლი სამედიცინო ექსპერტიზაზე წარდგენამდე. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად მ-----------–---–ს, მკერდის არეში, მარცხენა ხელის ზედაპირზე, ყელისა და კისრის არეში, ასევე სახის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნება შეშუპებული, შეწითლებული ადგილები, ვიზუალური დათვალიერება აღიბეჭდა ფოტოსურათებზე. გადაღებული ფოტო კადრები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფერადი ფოტოსურათები ელექტრონულ დისკზე. ფერად ფოტოებში, განსხვავებით შავთეთრი ფოტოებისა, ნათლად ჩანს სხეულის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული დაზიანების კვლები.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი)
3.9. დაზარალებულ მ-----------–---–ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 23 ივლისს, მეუღლე ე------ ტ------–ი მუშტებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ამოაგლიჯა ბღუჯა თმა, შემდეგ ყელში მოუჭირა ხელები და ცდილობდა მის დახრჩობას, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
3.10. მოწმე ე-------------ნაგაძის ზეპირი ჩვენებით, მ-----------–---–ის კივილის ხმაზე შევიდა მასთან სახლში. მსხვერპლმა განუცხადა, რომ არა, მეზობლების დროული ჩართულობა, კონფლიქტი ფატალურად დასრულდებოდა. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან „...მ-----ყო ძალიან აღელვებული, ტიროდა, მეუბნებოდა ნახე რა დღეში ჩამაგდო, თმებით მითრია, თმები მომაგლიჯაო, ყელში მომიჭირა ხელები და მახრჩობდაო, ჩემი მოკვლა უნდოდაო...“.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია
3.11. დაზარალებულ მ-----------–---–ის ზეპირი ჩვენებით, ბრალდებულთან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვე, 2019 წლის მაისიდან, ე------ ტ------–ის მხრიდან სისტემატურად, კვირაში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას, რასაც ფსიქოლოგიურად ძალიან განიცდიდა. დაზარალებულ მ-----------–---–ის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან „...ყოველი ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფიზიკურ ტკივილთან ერთად განვიცდიდი ფსიქიკურ ტანჯვას, ვიყავი სულ დაძაბული და განერვიულებული, იმის მოლოდინში, რომ ყოველგვარ წვრილმანზე ამიშარდებოდა უმიზეზოდ და მომაყენებდა შეურაცხყოფას და დამამცირებდა..., ...ყოველივე ამის გამო წლებია უკვე განვიცდი ფსიქიკურ ტანჯვას...“.
3.12. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა:
ა) ე------ ტ------–ის ქმედების შედეგად მ-----------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ბ) ფსიქოლოგიური გამოკვლევის მონაცემებით: „გამოსაკვლევი პირი, მ-----------–---–ის გამომეტყველება – უხალისობის, სევდის გამომხატველი. საუბრისას ცრემლიანობს. ვლინდება ემოციური ლაბილობის ნიშნები, გუნება-განწყობის დაწეული ფონი, შიში, უმწეობის განცდა, მიჯაჭვულობა უარყოფით ემოციურ განცდებზე. ლუშერის მეთოდით კვლევის მონაცემებით ვლინდება პასიური დაცვითი პოზიცია, საკუთარი განწყობების დაცვა, დაცვითი ხასიათის დაპირისპირება გარემოებებთან. ვლინდება პოზიციის პრესტიჟულობის დაკარგვის საფრთხე, შიშის განცდა. მოუსვენრობა, დისტრესი, გუნება-განწყობის დაწეული ფონი. გამოხატულია უკმაყოფილება, უიმედობა, შელახული თავმოყვარეობა. საკუთარი პოზიციის დაცვის და გარემო პირობების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. უიმედობა სტრესის საფუძველია. შიშს, უიმედობას, დამცირებულის განცდას სხვებისაგან მალავს მიზანმიმართულად.
გ) შესამოწმებლის გადმოცემით: „დაშინებული ვარ. მცემა, თმები დამაგლიჯა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ეს არის ფიზიკური შეურაცხყოფის მეორე შემთხვევა. მე თავი დამანებოს. ამ ჩხუბის მერე ვარ დაშინებული, რომ გამოვა რამე არ დამიშავოს, მეშინია ამ პიროვნების“. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/4-3/4).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (2019 წლის მაისის ეპიზოდი)
3.13. დაზარალებულ მ-----------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 ივლისის შემთხვევა არ ყოფილა ფიზიკური ძალადობის პირველი ფაქტი. 2019 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ყოფით საკითხებზე დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტის დროს ე------ ტ------–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა მომხდარი პოლიციისთვის არ უცნობებია, რადგან არ იყო იმ მასშტაბის, რაც 2019 წლის 23 ივლისში.
3.14. დაზარალებულმა მ-----------–---–მა ფსიქოლოგიური კვლევის დროს, ექსპერტ - ფსიქოლოგს დაუდასტურა, რომ 2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი, არ ყოფილა ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულშიც ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას.
3.15. ექსპერტმა თ-----------აძემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ შესამოწმებელმა პირმა კლინიკური საუბრისას განუცხადა, რომ წარსულშიც ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობას. შესამოწმებლის გადმოცემით: „დაშინებული ვარ. მცემა, თმები დამაგლიჯა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ეს არის ფიზიკური შეურაცხყოფის მეორე შემთხვევა“. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/4-3/4).
3.16. მოწმე ე-------------ნაგაძემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მ-----------–---–ისგან შეიტყო, რომ 2019 წლის 23 ივლისამდეც მიაყენა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის ჩვენებით, ხშირად ესმოდა დაზარალებულის და ბრალდებულის ოჯახიდან ჩხუბის ხმა, იგივე დაადასტურა მ--–----------–-----ძემაც.
3.17. დაცვის მხარის პოზიციის ანალიზი:
3.17.1. ბრალდებულმა ე------ ტ------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და ჩვენებაში განმარტა, რომ თავად არის მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ბრალდებულის ჩვენებით 2019 წლის 23 ივლისს, ყოფით საკითხებზე დაწყებული კონფლიქტის დროს, რაც უკავშირდებოდა დაზარალებულის დამოკიდებულებას აზარტულ თამაშებზე და ალკოჰოლზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ-----------–---–მა სამზარეულოს დანა მოუღერა, თავდაცვის მიზნით, ძალის გამოყენებით, კერძოდ სახეში ერთჯერადად ხელის დარტყმითა და თმებზე დაქაჩვით დანა წაართვა.
3.17.2. ე------ ტ------–ის მხრიდან დაზარალებულის ლუდომანიით და ალკოჰოლ დამოკიდებულ პირად წარმოჩენა არის მცდელობა მსხვერპლის დისკრედიტაციის და ბრალდებულის ბრალეულობის გადატანის ე.წ. ღირსების მოტივზე. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის’’ 42-ე მუხლის თანახმად, ეგრეთ წოდებული „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაულის გამართლება მიუღებელია. კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, რომ მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება, კერძოდ, ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები ან ადათ-წესები.
3.17.3. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადჰყოფენ, რომ ბრალდებული ცრუობს და ამ სიცრუეს ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში. ბრალდებულის ჩვენება თითქოს მსხვერპლი თავად დაესხა თავს დანით შეიარაღებული და ე------ ტ------–მა მხოლოდ თავდაცვის მიზნით ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში გაბათილდა მ-----------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების სიმრავლით. მ-----------–---–ს პირადი შემოწმებისას (24.07.2019წ-ს) აღენიშნებოდა: შუბლის, მარჯვენა წარბის, მარცხენა თვალბუდის, გულმკერდის, მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა და მარჯვენა მტევნის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, მარცხენა ზედა ქუთუთოს, გულმკერდის უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოებში ნაჭდევები. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2029 წლის 23 ივლისს. ობიექტურად შუბლის არეში მარჯვნივ, მარჯვენა წარბის შუა მესამედიდან (0,7 სმ-ით ზევით აღინიშნება განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, გაფანტული ხასიათის, მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი 1,8X1,5 სმ-ფართობზე, შუბლის მარცხენა ნახევარში, თმოვანი საფარის საზღვარზე აღენიშნება შეშუპებული უბანი ასეთივე ხასიათის და შეფერილობის სისხლნაჟღენთით 3,8X2,7 სმ ფართობზე. მარცხენა თვალბუდის ზედა ქუთუთოს შუა მესამედში აღენიშნება დასწვრივად და ოდნავ ირიბად, კანის დონეზე ქვევით მდებარე უსწორო ზოლისებური ფორმის, მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევი, ზომით - 0,5X0,2 სმ. გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის შუა ხაზზე, 4-5 ნეკნების დონეზე აღენიშნება გაფანტული ხასიათის, მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი 1,5X1,3 სმ-ფართობზე. გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ხერხემლის ხაზიდან - მარჯვენა ბეჭის ხაზამდე აღენიშნება განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, წყვეტილი ხასიათის, ზოლისებური ფორმის, მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევი, ზომით-9,3X1,8 სმ, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე, დასწვრივად და ოდნავ ირიბად, ზომით-1,7X0,3 სმ, ირგვლივ გაფანტული ხასიათის, მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი 2,0X1,8 სმ-ფართობზე. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღინიშნება: მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე 1 (0X0,9 სმ-ფართობზე, აქვე მარჯვენა წინამხრის ზედა და შუა მესამედის საზღვარზე, შიგნითა ზედაპირზე 3,8X2,7სმ-ფარიკოზზე, აქვე მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე 6,7 X5,8 სმ-ფართობზე, აქვე მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე 1,8X1.5 სმ ფართობზე, მარჯვენა მტევნის ფუძეზე 1,3X1,0 სმ-ფართობზე. გარეგნულად სხეულზე სხვა რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებელი უჩივის თავის ტკივილს და ტკივილს კისრის არეში, სხვა ჩივილები არ გააჩნია. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/2).
3.17.4. ბრალდებული მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე - მოწმეთა დაკითხვის დროს არაერთგზის ხაზს უსვამდა, რომ მ-----------–---–ს თმები სცვივა და სწორედ ბუნებრივად ჩამოცვენილი თმა ეყარა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საწოლზე, მისი ეს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის მისივე ჩვენებასთან (დაქაჩა თმებში), რაც მიუთითებს მასზედ, რომ ბრალდებული აშკარად ცრუობს. გამოკვეული მტკიცებულებებით: დაზარალებულის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა ოქმით და ელექტრონულ დისკზე ასახული ფოტოსურათებით აშკარად დადასტურდა, რომ თმის მასა, ერთგვარი ბღუჯა იყო ძალადობის შედეგად ამოგლეჯილი თმა.
3.17.5. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას 2019 წლის მაისის ეპიზოდთან მიმართებაში მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური დანაშაულის ბუნებას, რომელიც მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, დანაშაული ძირითადად ხდება გარეშე პირების თვალთახედვის მიღმა დახურულ ოჯახურ სივრცეში. ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ვერ ააშკარავებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, დაზარალებულმა განმარტა, რომ არა, 2019 წლის 23 ივლისს განხორციელებული ძალადობის მასშტაბი, იგი არ გეგმავდა პოლიციისთვის მიმართვას. მტკიცებულებათა საკმარისობის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქოლოგიური ტაჯვა გამოწვეულია არა მხოლოდ 2019 წლის 23 ივლისის შემთხვევიდან, არამედ კუმულაციურად 2019 წლის მაისის ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდებიდან. მოწმეების ე-------------ნაგაძის და მ--–----------–-----ძის ჩვენებებით, ხშირად ესმოდათ ამ ოჯახიდან ჩხუბის ხმა, თუმცა ადრე დაზარალებულის დასახმარებლად არასდროს შესულან, 23 ივლისს, მ-----------–---–ი თავად ითხოვდა შველას და კიოდა, რის გამოც გადაწყვიტეს მსხვერპლის სახლში შესვლა და დახმარების აღმოჩენა.
3.17.6.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, თითქოსდა დაზარალებული მოტივირებულია ცრუდ ამხილოს ბრალდებული მათ შორის არსებული ქონებრივი დავიდან გამომდინარე. დაზარალებულის ჩვენებით, ქონებრივი დავა არ უკავშირდება ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, მან გაასხვისა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, რომელთანაც ობიექტურად და სამართლებრივად ე------ ტ------–ს კავშირი არ გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულის ჩვენება იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და კატეგორიული და მისი სანდოობა დაცვის მხარის არგუმენტებმა ვერ გააბათილა. მ-----------–---–ის ზეპირ ჩვენებაში არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც გონივრულ ეჭვს გააჩენდა მისი ჩვენების სანდოობაში. სასამართლო აკვირდებოდა მ-----------–---–ის მიერ ფაქტების გადმოცემის მანერას, ჟესტიკულაციას, თვალშისაცემი იყო მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა, განცდები, რაც გამოწვეული იყო ე------ ტ------–ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის თუ დამცირების გამო, მსხვერპლი იყო უკიდურესად დათრგუნული, გამოხატავდა შეურაცხყოფის განცდას, საფრთხიდან თავის დაღწევის მოტივაციას, გამოხატული იყო უკმაყოფილება, უიმედობა, შელახული თავმოყვარეობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. ოჯახში ფიზიკური ძალადობა გულისხმობს განზრახი ისეთი ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის მაისში და 23 ივლისს ე------ ტ------–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე მ-----------–---–ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში ასევე კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. დაზარალებულ მ-----------–---–ის ზეპირი ჩვენებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტ თ.კ----ის ზეპირი ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ე------ ტ------–ი სისტემატურად, კვირაში რამდენჯერმე, დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აგინებდა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება მსხვერპლში იწვევდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. რაც შეეხება ქმედების ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეს ელემენტი მკაფიოდ და სათანადოდ არ დადასტურდა დაზარალებულის ზეპირი ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს. გენდერი არის სოციალური სქესი, განსხვავება ქალსა და კაცს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით, ამა თუ იმ საზოგადოებაში კაცისა და ქალის როლის თავისებურებებით. იმისათვის, რათა გაირკვეს ხომ არ იყო დანაშაული ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უნდა დადგინდეს მოძალადის დანაშაულებრივი ქმედება ხომ არ იყო განპირობებული გენდერული სტერეოტიპების გავლენით. გენდერული სტერეოტიპია ქალისა და მამაკაცის მსგავსი ქცევის რადიკალურად განსხვავებული შეფასება და არათანაზომიერად გაკიცხვა. სტერეოტიპული შეხედულებები გამოიხატება ძირითადად ამგვარ შეფასებებში: მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცი მეუღლეს მიიჩნევს საკუთრებად, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალს უფლება არ აქვს მეუღლის ნებართვის ან თანხმობის გარეშე გავიდეს სახლიდან, კონტაქტი დაამყაროს ნათესავებთან, ისარგებლოს ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, აირჩიოს მეგობრები, მიიღოს განათლება, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას, დაიწყოს მუშაობა და ა.შ. ანუ, როდესაც ქალს წართმეული აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხება. გენდერული სტერეოტიპებით განპირობებული ძალადობრივი ქცევა მიჩნეულია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლური მოტივით ჩადენილ დანაშაულად. ამონარიდი დაზარალებულის ზეპირი ჩვენებიდან ,,...მე გამომძიებელთან ვთქვი, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ მონობაში ვყავდი“. დაზარალებულის ეს პოზიცია არ არის საკმარისი ამ მოტივის უტყუარად დასადასტურებლად. ამდენად, ე------ ტ------–ს სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდში უნდა ამოერიცხოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი.
4.3. რაც შეეხება მუქარას, კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, მუდმივად ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულმა ზეპირი ჩვენებისას მიუთითა, რომ მეუღლის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტი, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი, სწორედ ამ შიშის გამო დახმარებისთვის მიმართა მეზობლებს და დარეკა პოლიციაში. სასამართლოს შეფასებით-------- ტ------–ის მხრიდან, მსხვერპლის მისამართით გაცხადებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამყარებული იყო მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებით და ფიზიკური ძალადობის მრავალჯერადი შემთხვევებით, მათ შორის ყელში ხელის მოჭერით, ბრალდებულის აგრესიულ ქცევასთან ერთად, მსხვერპლში რეალურად იქნა აღქმული. სასამართლოს განმარტებით, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი: ფიზიკური ძალადობის დროს სასუნთქი გზების გადაკეტვის მცდელობა ყელში ხელის წაჭერის გზით და მუქარის განხორციელებამდე მასშტაბური ფიზიკური ძალადობის ფაქტი, უმოწყალო ცემა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება იმ გარემოებით, რომ მსხვერპლმა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის მიზნით დახმარება სთხოვა მეზობლებს და პოლიციას. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მსხვერპლს სუბიექტურად ჰქონდა შიშის საფუძველი. საყურადღებოა ფსიქოლოგიური კვლევის პროცესში მსხვერპლის კლინიკური საუბრის ეპიზოდები შიშზე, ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ მოძალადის აგრესიული ქმედებები დაზარალებულის სუბიექტურ აღქმაში წარმოშობს შიშს.
4.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლებათა ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
4.5. სასამართლომ შეაფასა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ე------ ტ------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის მაისის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ე------ ტ------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.2. ე------ ტ------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ინტენსივობა, ქმედებათა რაოდენობა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
6.3.1. ქმედებათა სიმრავლე: ჩადენილია სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის დანაშაულის 4 ეპიზოდი.
6.3.2.დანაშაულის ინტენსივობა: - ჩადენილია დროის მცირე პერიოდში.
6.3.3. ფიზიკური ძალადობის ხერხი და დაზიანებათა სიმრავლე: მრავალჯერადი დარტყმები მუშტებით სხეულის სხვადასხვა არეში, სხეულის 12 ლოკაციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება. შუბლის, მარჯვენა წარბის, მარცხენა თვალბუდის, გულმკერდის, მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა და მარჯვენა მტევნის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, მარცხენა ზედა ქუთუთოს, გულმკერდის უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოებში ნაჭდევები.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია მოითხოვს, მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
6.6.სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა მაქსიმალურმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ე------ ტ------–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმის ბოჭკო - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
7.2. მ-----------–---–ის ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე------ ტ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. ე------ ტ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 23 ივლისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3. ე------ ტ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. ე------ ტ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ივლისის ფიზიკური ძალადობა) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე------ ტ------–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით-------- ტ------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 ივლისიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმის ბოჭკო - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- მ-----------–---–ის ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა