გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2020
საქმის ნომერი
100210019003311176
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003311176

№2/373-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26.03.2020 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“

წარმომადგენელი: დ----- ხ------ი

მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია)

წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე, გ------- ც---–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია)

წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე, გ------- ც---–--ე

შეგებებული სარჩელის მოპასუხე: შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“

წარმომადგენელი: დ----- ხ------ი

 

დავის საგანი - პირგასამტეხლო

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.შპს „ ა---–- თ----ი“-ს წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში 2019 წლის 12 (ორი) 14 და 19 თებერვალს გააფორმა მოპასუხესთან N35, N36, N37 და N45 ხელშეკრულებები. იგი მიუთითებს ,რომ გაიმარჯვა რა ელექტრონულ ტენდერში. N35 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 164321.53 ლარს. N36 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1059 93.30 ლარს, N 37 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 18428.11 ლარს და N45 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 61800.97 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულდებოდა ერთდროულად.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან პრეტენზია არ აქვს. სამუშაოების შესრულებისას არსებული ვადაგადაცილებული დღეები, დათვალეს არითმეტიკული პროგრესით და ჯამში დააჯარიმეს 112 748.90 ლარით, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებების ფაქტიურად შეუსრულებლობა და სამუშაოთა შეწყვეტა, მოსარჩელე განმარტავს რომ რადგან ფინანსების გარეშე მათ ვერ შეძლეს სამუშაოების დასრულება , რაზედაც არაერთი წერილით თუ ზეპირი კომუნიკაციით აცნობებს მოპასუხეს. იგი განმარტავს, რომ შეასრულეს 39 0844.10 ლარის სამუშაოები ხოლო თანხა ჩაერიცხათ თითქმის 50% -იანი დანაკლისით 112750 ლარით ნაკლები. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ფარული სამუშაოები შესრულებული აქვთ , ასევე გააჩნიათ მომწოდებლის ვალი 135 000 ლარის ოდენობით. მოპასუხის უკანონო მოქმედებით მათ არ ეძლევათ საშუალება გააგრძელონ სამუშაოები და მიიღონ მოგება.

მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული სოლიდური თანხის ნაკლებობით ჩაერიცხა მომდევნო ტრანში, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის პროექტს, აყენებს ზარალს , არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას .

1.2.მოსარჩელე ითხოვს:

1.2.1. 2019 წლის 12 თებერვლის N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის- 0.1%-ის ოდენობით შემცირებას 0.01%-მდე ანუ 9655.26 ლარის ნაცვლად 965.5 ლარამდე, შესაბამისად მოპასუხეს დაეკისროს 8689.76 ლარის გადახდა შპს „ ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ.

1.2.2. 2019 წლის 12 თებერვლის N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის- 0.1%-ის ოდენობით შემცირებას 0.01%-მდე ანუ 39249.67 ლარის ნაცვლად 3925 ლარამდე, შესაბამისად მოპასუხეს დაეკისროს 35 325 ლარის გადახდა შპს „ ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ.

1.2.3. 2019 წლის 12 თებერვლის N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის- 0.1%-ის ოდენობით შემცირებას 0.01%-მდე ანუ 361558.13 ლარის ნაცვლად 6158 ლარამდე, შესაბამისად მოპასუხეს დაეკისროს 55 400 ლარის გადახდა შპს „ ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ.

 

1.2.4. 2019 წლის 12 თებერვლის N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის- 0.1%-ის ოდენობით შემცირებას 0.01%-მდე ანუ 2285.84 ლარის ნაცვლად 228 ლარამდე, შესაბამისად მოპასუხეს დაეკისროს 2057ლარის გადახდა შპს „ ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება. იგი განმარტავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ა---– თ----ა“-ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმებულ N 35 ხელშეკრულების (NAT190000890) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გეგმა -გრაფიკი დაარღვია სულ 59 დღით. შპს „ ა---–- თ----ა“ დაჯარიმდა 59 დღით გრაფიკის დარღვევის გამო თანხით - 9695,26 ლარით.

მოპასუხე ასევე განმარტავს , რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ა---– თ----ა“-ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმებულ N 36 ხელშეკრულების (NAT190000893) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გეგმა -გრაფიკი დაარღვია სულ 1699 დღით (რცხილათის საუბნო გზა 756 დღე და მელუშეეთის საუბნო გზა 943 დღე). შპს „ ა---–- თ----ა“ დაჯარიმდა გრაფიკის დარღვევის გამო თანხით - 132586 ლარითა და 12თეთრით.

 

მოპასუხის განმარტებით ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ა---– თ----ა“-ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმებულ N 37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე გეგმა -გრაფიკი დაარღვია სულ 194 დღით შპს „ ა---–- თ----ა“ დაჯარიმდა 194 დღით გრაფიკის დარღვევის გამო თანხით - 35740 ლარითა და 23 თეთრით. შესაგებლის პოზიციით N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე დაჯარიმდა სულ 513 259,22 ლარით.

მოპასუხე განმარტავს , რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ა---– თ----ა“-ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმებულ N 45 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გეგმა -გრაფიკი დაარღვია სულ 37 დღით. შპს „ ა---–- თ----ა“ დაჯარიმდა გრაფიკის დარღვევის გამო თანხით - 2285 ლარითა და 84 თეთრით.

 

3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

3.1. წარმოდგენილ სარჩელზე მოპასუხე- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ შემოიტანა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის-- შ.პ.ს. ,,ა---–- თ----”-ის მიმართ და N35, N36, N37 და N45 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესაგებელში მითითებული მოტივაციით ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, კერძოდ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა”-ს N35 ხელშეკრულებიდან დაეკისროს გადასახდელად პირგასამტეხლო - 9695 ლარისა და 26 თეთრის ოდენობით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა”-ს N36 ხელშეკრულებიდან დაეკისროს გადასახდელად პირგასამტეხლო - 132586 ლარისა და 12 თეთრის ოდენობით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა”-ს N37 ხელშეკრულებიდან დაეკისროს გადასახდელად პირგასამტეხლო - 35740 ლარისა და 23 თეთრის ოდენობით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა”-ს N37 ხელშეკრულებიდან დაეკისროს გადასახდელად პირგასამტეხლო - 2285 ლარისა და 84 თეთრის ოდენობით.

 

4. შეგებებული სარჩელზე მოპასუხის პოზიცია

 

4.1. შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა” სარჩელითა და შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით ერთობლიობაში ცნობს შეგებებულ სარჩელს N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 965,5 ლარის ფარგლებში, N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა” ცნობს შეგებებულ სარჩელს 3925 ლარის ფარგლებში, N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა” ცნობს შეგებებულ სარჩელს 6158 ლარის ფარგლებში, N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. ,,ა---– თ----ა” ცნობს შეგებებულ სარჩელს 2285,84 ლარის ფარგლებში.

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

5.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

5.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ (ს.ნ.4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია საქართველო ქ.ა------- თამარ მეფის ქუჩა N2) რეგისტრაციის თარიღი 22.10.2015 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის რ---- მ---------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.113)

- მხარეთა განმარტებები.

 

5.2.2. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №35 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190000890) გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 164321, 53 ლარს.

მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებია 2019 წლის 07 მაისის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.

ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრება 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

დადგენილია, რომ მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია. საბოლოო 2019 წლის 15 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა დასრულებული გზის მობეტონების სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 159535,39ლარს. 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად და აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წლის 26 სექტემბრის წერილით აცნობა შ.პ.ს. ,,ა---–- თ----“-ის დირექტორს, რომ საწარმო 59 დღით გეგმა -გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 9695,26 ლარით. საწარმოს წარმომადგენელი ეთანხმება დღეების ოდენობას , თუმცა არ ეთანხმება ჯარიმის ოდენობას .

შესრულებული სამუშაოს ღირებულება საწარმოს მიღებული აქვს 149879 ლარისა და 13 თეთრის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ.15-19).

-მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.296).

-ინსპექტირების აქტი(126-176)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი).

- მერის წერილი(ს.ფ.107).

-ცნობა (ს.ფ.112)

 

5.2.3.დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №36 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190000893) გზის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 105993, 30 ლარს.

მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებია 2019 წლის 07 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა საბოლოოდ განისაზღვრა 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით . მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.

დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაუსრულებელია. შესრულებულია 81107,53 ლარის სამუშაოები და შესასრულებელია 24 885 ,77 ლარის სამუშაოები. მხარეებს ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციით საწარმო 1699 დღით გეგმა -გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 132586,12 ლარით. საწარმო არ ეთანხმება ჯარიმის ოდენობას.

შესრულებული სამუშაოს ღირებულება საწარმოს მიღებული აქვს 41857ლარისა და 86 თეთრის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ.25-29)

- ცნობა(ს.ფ.112)

- შეთანხმება (ს.ფ.60. ტ.2)

- მიღება-ჩაბარების აქტები(ს.ფ.293-295)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

5.2.4. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 14 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №37 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190001168) გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 184228, 11 ლარს.

მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებია 2019 წლის 09 მაისის ჩათვლით. საბოლოოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციით საწარმო 194 დღით გეგმა -გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 35 740,23 ლარით. საწარმო არ ეთანხმება ჯარიმის ოდენობას.

დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაუსრულებელია და შესრულებულია 90222,20 ლარის სამუშაოები და შესასრულებელია 94005,91 ლარის სამუშაოები. მხარეებს ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ.

შესრულებული სამუშაოს ღირებულება საწარმოს მიღებული აქვს 28664 ლარისა და 07 თეთრის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.64-68)

-ცნობა(ს.ფ.112)

-შეთანხმება(ს.ფ.8)

-შეგებებული სარჩელი(ს.ფ.203)

- მიღება-ჩაბარების აქტები(ს.ფ.298-300)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

5.2.5. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №45 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190001164) გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება საბოლოოდ შეადგენს 61779, 38 ლარს.

მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებია 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.

სამუშაოები დასრულებულია. შესრულებულია 59979,98 ლარის სამუშაოები. საბოლოო 2019 წლის 25 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა დასრულებული გზის მობეტონების სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 59 979,98 ლარს. 2019 წლის 25 ივნისის მდგომარეობით სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად და აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამუშაოები დასრულებულია ვადაგადაცილებით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციით საწარმო 37 დღით გეგმა -გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 2285,84 ლარით. საწარმო ეთანხმება დღეების ოდენობას , მაგრამ არ ეთანხმება ჯარიმის ოდენობას.

შესრულებული სამუშაოს ღირებულება საწარმოს მიღებული აქვს 57694 ლარისა და 14 თეთრის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ.84-88)

- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები(ს.ფ.1 ტ.2)

- მიღება -ჩაბარების აქტები(ს.ფ.2-9)

- ცნობა(ს.ფ.112)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

5.2.6. ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. სწორედ აღნიშნული პუნქტის შინაარსია სადაო მხარეთა შორის. სასამართლო მიუთითებს, რომ დაგვიანებულ დღეების ოდენობასთან მიმართებაში ზოგადად მოპასუხე არ დაობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ.84-88)

- ხელშეკრულება (ს.ფ.64-68)

- ხელშეკრულება (ს.ფ.25-29)

- ხელშეკრულება (ს.ფ.15-19)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

5.2.7. ხელშეკრულებების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განახორციელოს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს 2-ჯერ. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ.84-88)

- ხელშეკრულება (ს.ფ.64-68)

- ხელშეკრულება (ს.ფ.25-29)

- ხელშეკრულება (ს.ფ.15-19)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1.სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს სარჩელი ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და

ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ (N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) უნდა დაეკისროს 8689 ლარისა და 76 თეთრის გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).

შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 965 ლარისა და 50 თეთრი (პირგასამტეხლო) (დასრულებულია ვადაში)

ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ (N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) უნდა დაეკისროს 1841 ლარისა და 99 თეთრის გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).

შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 443 ლარისა და 85 თეთრი (პირგასამტეხლო)

ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს (ს.ნ.)-ს სასარგებლოდ (N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) უნდა დაეკისროს 35325 ლარისა გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).

შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3925 ლარის (პირგასამტეხლო)

 

ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს (ს.ნ.)-ს სასარგებლოდ (N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) უნდა დაეკისროს 55400 ლარის გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).

შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6158 ლარის გადახდა (პირგასამტეხლო).

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,629-ე მუხლებით

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

8.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

8.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

8.4.სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

8.4. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №35 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190000890) გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 164321, 53 ლარს. დასრულდა და მიღებულია მთლიანად 159535,39ლარის სამუშაოები.

 

8.5.დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №36 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190000893) გზის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 105993, 30 ლარს.

8.6. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 14 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №37 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190001168) გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 184228, 11 ლარს.

 

8.7. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“ -ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №45 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190001164) გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233120. ხელშეკრულება დასრულებულია და შესრულებულია 59979,98 ლარის სამუშაოები.

 

8.8..სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

8.9.დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ის“ მიერ შესრულებულია მთლიანად N35 და N45 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულია N36 და N37 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ N36 ხელშეკრულებიდან დადგენილია, რომ შესრულებულია 81107,53 ლარის სამუშაოები და შესასრულებელია 24 885 ,77 ლარის სამუშაოები. მხარეებს ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ. დადგენილია, რომ N37 ხელშეკრულებიდან შესრულებულია 90222,20 ლარის სამუშაოები და შესასრულებელია 94005,91 ლარის სამუშაოები. მხარეებს ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ.

8.10.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

8.11. ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. სწორედ აღნიშნული პუნქტის შინაარსია სადაო მხარეთა შორის. სასამართლო მიუთითებს, რომ დაგვიანებულ დღეების ოდენობასთან მიმართებაში ზოგადად მოპასუხე არ დაობს.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

6.13. სასამართლო თვლის, რომ ერთმნიშვნელოვანია ხელშეკრულების მე-12 მუხლში ნების გამოვლენა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესს, რადგან გარიგების შინაარსი სრულიად ნათლად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ პირგასამტეხლო გამოიანგარიშება მთლიანი შესასრულებელი სამუშაოს ვადა გადაცილებიდან და არა ინდივიდუალური სამუშაოების მიხედვით. დასახელებულ დღეების ოდენობაზე მოსარჩელე არ დაობს.

 

სასამართლოს მიაჩნია , რომ მოპასუხე-ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მთლიანად შესრულებული სამუშაოს 0,01 პროცენტი თითოეულ დღეზე. ამიტომ 159535,39X0,01 :100=15,95X59=941,46 ე.ი. 941,46 ლარია პირგასამტეხლო, თუმცა მოსარჩელე ადასტურებს 965,5 ლარის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. ,, ა---–- თ----“-ის სასარგებლოდ N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 8689 ლარისა და 76 თეთრი . ხოლო შეგებებული სარჩელის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შ.პ.ს. ,, ა---–- თ----ა“-ს N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 965 ლარისა და50 თეთრი .

 

სასამართლოს მიაჩნია , რომ მოპასუხე-ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მთლიანად შესრულებული სამუშაოს 0,02 პროცენტი თითოეულ დღეზე. ხელშეკრულება საბოლოოდ შესრულდა 59 979,98 ლარის ფარგლებში , ამიტომ 59 979,98 X0,02 :100=12,36 X37=443,85ე.ი. 443,85ლარია პირგასამტეხლო, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. ,, ა---–- თ----“-ის სასარგებლოდ N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 1841 ლარისა და 99 თეთრი. ხოლო შეგებებული სარჩელის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შ.პ.ს. ,, ა---–- თ----ა“-ს N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 443 ლარისა და 85 თეთრი.

 

სასამართლოს მიაჩნია , რომ სასამართლოს მიაჩნია , რომ მოპასუხე-ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი სამუშაოს-24 885 ,77 ლარის ათი პროცენტით-2488,6 ლარით, თუმცა შ.პ.ს. ,, ა---–- თ----ა“ ადასტურებს 3925 ლარის გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. ,, ა---–- თ----“-ის სასარგებლოდ N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 35325 ლარი ხოლო შეგებებული სარჩელის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შ.პ.ს. ,, ა---–- თ----ა“-ს N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 3925 ლარი .

 

სასამართლოს მიაჩნია , რომ სასამართლოს მიაჩნია , რომ მოპასუხე-ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი სამუშაოს-94005,91 ლარის ხუთი პროცენტით-4700,30 ლარით, თუმცა შ.პ.ს. ,, ა---–- თ----ა“ ადასტურებს 6158 ლარის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. ,, ა---–- თ----“-ის სასარგებლოდ N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 55400 ლარი ხოლო შეგებებული სარჩელის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შ.პ.ს. ,, ა---–- თ----ა“-ს N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად 6158 ლარი .

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

9.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად. აღნიშნული ნორმების გამოყენებით უნდა იქნას გაანგარიშებული სასამართლოს ხარჯები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სარჩელი და ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ. 215609544) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს (ს.ნ.4--------)-ს სასარგებლოდ (N35 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დაეკისროს 8689 (რვაათასექვსასოთხმოცდაცხრა) ლარისა და 76 (სამოცდათექვსმეტი)თეთრის გადახდა.

1.1.1. შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 965 (ცხრაასსამოცდახუთი) ლარისა და 50(ორმოცდაათი) თეთრი.

1.2.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ (N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დაეკისროს 1841(ათასრვაასორმოცდაერთი) ლარისა და 99(ოთხმოცდაცხრამეტი) თეთრის გადახდა.

1.2.1. შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ დაეკისროს 443(ოთხასორმოცდასამი) ლარისა და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრი (პირგასამტეხლო).

 

1.3.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ (N36 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დაეკისროს 35325(ოცდათხუთმეტიათას სამასოცდახუთი) ლარის გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).

1.3.1. შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ დაეკისროს 3925 (სამიათასცხრაასოცდახუთი) ლარის (პირგასამტეხლო)

 

1.4.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ (N37 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დაეკისროს 55400 (ორმოცდათხუთმეტიათასოთხასი) ლარის გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).

1.4.1. შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ა“-ს ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის(მერია) სასარგებლოდ დაეკისროს 6158 (ექვსიათასასორმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა (პირგასამტეხლო).

 

2.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,ა---–- თ----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3031(სამიათასოცდათერთმეტი) ლარის და 22 (ოცდაორი)თეთრის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი).

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი