განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2922-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------------–----------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ყვ-----–--------------------–-----–-------––-------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–--------------------------------------------–-.
ადვოკატი - ი----–----–-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 მაისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, კ--–------------------–- მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ე-–----------–---–ის კუთვნილ სილამაზის სალონ „-------–-- ფანჯრიდან ფარულად შეაღწია თ----------------–---–-- და მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 365 ლარად ღირებულ თმის საჭრელ „----------- ფირმის ერთ ცალ ვერცხლისფერ ელექტრო მანქანას ხუთი ცალი პირით და 25 ლარად ღირებულ ერთ ცალ ლურჯი ფერის ბლუთუზ ყურსასმენს.
თ----------------–---–-- ქმედებით ინდივიდუალურ მეწარმე ე-–----------–---–ს მიადგა ჯამში 390 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა თ----------------–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ე-–----------–---–ის, თ----------------–---–--, ა-----–------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ნივთმტკიცების ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთმტკიცებას, ნივთმტკიცების ამოცნობის ოქმს, ო---------–---------------------------------------------, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ თ----------------–---–-- მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ თ----------------–---–- ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ი.მ. „ე-–----------–---–ის“ კუთვნილი სილამაზის სალონი „------------ ფარულად დაუფლებოდა მის კუთვნილ სხვადასხვა ნივთებს, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. თ----------------–---–-- დანაშაულებრივი ქმედებით ი.მ. „ე-–----------–---–ს“ მიადგა 390 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ თ----------------–---–-.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
3.3. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თ----------------–---–-- მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ი.მ. „ე-–----------–---–ის“ კუთვნილი სილამაზის სალონი „------------ თმის საჭრელ „----------- ფირმის ერთი ცალი ვერცხლისფერი ელექტრო მანქანის ხუთი ცალი პირით და ერთ ცალ ლურჯი ფერის ბლუთუზ ყურსასმენის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთების მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, თ----------------–---–- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში თ----------------–---–-- მიერ ი.მ. „ე-–----------–---–ის“ კუთვნილი ნივთების დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
3.4 დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 390 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.5 საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით. საცავში იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა ჩაიდინა სწორედ ქურდობა, საცავში უკანონოდ შეღწევით, კერძოდ, უკანონოდ შეაღწია სილამაზის სალონ „დეიზიში,“ საიდანაც ფარულად დაეუფლა ი.მ. „ე-–----------–---–ის“ კუთვნილ ნივთებს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და თ----------------–---–-- მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------–---–-- მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ----------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ თ----------------–---–- აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ----------------–---–-- რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ერთი ცალი „----------- ფირმის ელექტრო თმისსაჭრელი მანქანა, თავისივე ხუთ ცალ პირთან ერთად, დალუქულ მდგომარეობაში, ერთ პაკეტად, ბლუთუზიანი დინამიკი (ხმის გამაძლიერებელი) დალუქულ მდგომარეობაში, ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–-----------–-----------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, თ----------------–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–-----------–-----------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლები 14 ცალ დაქტილოფირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
2. თ----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 25 მაისიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით.
3. ბრალდებულ თ----------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ერთი ცალი „----------- ფირმის ელექტრო თმისსაჭრელი მანქანა, თავისივე ხუთ ცალ პირთან ერთად, დალუქულ მდგომარეობაში, ერთ პაკეტად, ბლუთუზიანი დინამიკი (ხმის გამაძლიერებელი) დალუქულ მდგომარეობაში, ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–-----------–-----------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, თ----------------–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–-----------–-----------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლები 14 ცალ დაქტილოფირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი