განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
130100120003501467
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/35-2020

(N 03824022000-)

ხ-–--რის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28.02.2020 წელი ქ. ხ-–--რი

 

ხ-–--რის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული -მ--–--------–-–---–----------, დაბადებული 0-.0-.1--- საქართველოს მოქალაქე, (პ/ნ 5----------) უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.ხ-–--რი, კარლო ტაბატაძის ქ.N 10.

ადვოკატი: მ--------ძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი.

სხდომის სახე: ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 23 თებერვალს შპს „ა-–---ის“ დაცვის თანამშრომელმა მ--–--------–-–---–მა განიზრახა ხ-–--რის რაიონის სოფელ კაკალათხევში განთავსებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შპს კორპორაცია „ს------------ს“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ხსენებული კომპანიის კუთვნილ ლითონის სამაგრებსა და სხვადასხვა ზომის ხრახნილებს . განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს დაახლოებთ 23 საათზე მ--–--------–-–---–ი მისივე კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანით, სახ.N C--------, მივიდა ხსენებული კომპანიის ბაზის მიმდებარე ღია ტერიტორიაზე და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს კორპორაცია „ს------------ს“ კუთვნილ 803 ლარად ღირებულ ლითონის სამაგრებსა და ლითონის სხვადასხვა ზომის ხრახნილებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ კომპანიას მიადგა 803 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ე.ი. მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მ--–--------–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების:გ----------------ძის, გ--------------სის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ს---------–---ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით ცნობით ზარალის შესახებ და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ მ--–--------–-–---–ს შორის, ადვოკატ მ--------ძის მონაწილეობით.

 

პროკურორმა რ-----------–იამ 2020 წლის 28 თებერვალს ხ-–--რის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: მ--–--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული მ--–--------–-–---–ი და მისი ადვოკატი მ--------ძე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო

შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული მ--–--------–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხ-–--რის რაიონული პროკურორის მოადგილის, რ-----------–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20--216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ მ--–--------–-–---–ს შორის 2020 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. მ--–--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

4. კონტროლი და დახმარება მ--–--------–-–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ნივთიერი მტკიცებულება მ--–--------–-–---–ის კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანის სახ.N C--------,- ჩხრეკის შედეგად ამოღებული 803 ლარად ღირებული ლითონის სამაგრები და ლითონის სხვადასხვა ზომის ხრახნილები, რომლებიც ინახება შსს ხ-–--რის რაიონული სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილებაში,- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი