გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/14337-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი: შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - „ს----------–-----------–---------------ო“
წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი
მოპასუხე - შპს „ფ---–----------–ი“
წარმომადგენელი - კ-----------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ფ---–----------–ს“ მოსარჩელე ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 621.60 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ-----–-----------------სა და შპს „ფ---–----------–ს" შორის 01.03.2019 წელს გაფორმდა N136 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება თ-----–-----------------სათვის 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით მოეწოდებინა, ხელშეკრულების დანართი N1 გათვალისწინებული ქონება, კერძოდ 1) ლითონის ბადე (მინ. 40მმ 50x50) 2X2.5 222 ერთეული - ღირებულებით 4216 ლარი, 2) კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი, 3) ზოლოვანა 403 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი, 4) ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი, 5) პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი-ღირებულებით 261.8 ლარი, 6) რკინის მილი დ-32X3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 13 654 ლარი.
შპს „ფ---–----------–მა“ თ-----–-----------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 11.03.2019 წელს მოაწოდა ხელშერულების დანართი N1-ში ჩამოთვლილი 6 სახეობის საქონლიდან მოაწოდა მხოლოდ 5 სახეობის საქონელი, კერძოდ; კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი; ზოლოვანა 40x3 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი; ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი; პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი ღირებულებით 261.8 ლარი; რკინის მილი დ-32x3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი, საერთო ღირებულებით 7 438.00 ლარი. მომწოდებელმა ვერ უზრუნველყო ლითონის ბადის (მინ. 40მმ 50X50) 2X2.5 მოწოდება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, შპს „ფ---–----------–მა" 2019 წლის 12 მარტს N12-03 წერილით მომართა თ-----–-----------------ს და შეატყობინა ხელშეკრულების დანართი N1 გათვალისწინებული ლითონის ბადე (მინ. 40მმ 50X50) 2X2.5 222 ერთეული - ღირებულებით 6216 ლარი, ტექნიკური მიზეზის გამო მიუწოდებლობის შესახებ და ითხოვა ხელშეკრულების დანართიდან პირველი პოზიციის ამოღება. თ-----–-----------------ს 20.03.2019 წლის N230900 წერილით შპს „ფ---–----------–ს“ ეცნობა, რომ თ-----–----------------- ვერ დააკმაყოფილებდა მის თხოვნას, ვინაიდან აშკარა იყო, რომ მომწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას და თ-----–-----------------მ 01.03.2019 წლის N136 ხელშეკრულების 14.4 პუნქტის შესაბამისად ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება შპს „ფ---–----------–თან".
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 01.04.2019 წლის N1---- აქტით შპს „ფ---–----------–ს“ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო მიუწოდებელი საქონლის 10%-ის ოდენობით, მიუწოდებელი საქონელის ღირებულებაა 6216 ლარი, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო 621.60 ლარი. 01.03.2019 წლის N1---- ხელშკერულების 5.6 პუნქტის შესაბამისად „ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშკერულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით. დაკისრებული პირგასამტეხლო შპს „ფ---–----------–ს” დღემდე არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შპს ,,ფ---–----------–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართულია სასამართლოს შეცდომაში შეყვანისკენ, რისი დასტურიც გახლავთ მოსარჩელისადმი 2019 წლის 07 მარტს გაგზავნილი წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, ტექნიკური ხარვეზის შესახებ, რომელმაც გამოიწვია შეკვეთილი პროდუქციის ღირებულების თითქმის გასამმაგება, რის გამოც მოპასუხემ გამოიჩინა კეთილსინდისიერება და დროულად შეატყობინა მოსარჩელეს არსებული ხარვეზის შესახებ. რის შემდეგაც მოსარჩელის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოპასუხეს და სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ არავითარი დაბრკოლება არ იქნებოდა და მითითებული ხარვეზიანი პროდუქტის ამოღება შესაძლებელი იყო ხელშეკრულებიდან. თუმცა მოსარჩელე მხარე ასევე დაუკავშირდა 2019 წლის მარტში და სთხოვა მოპასუხეს წერილის თავიდან და ოდნავი სახეცვლილებით გაგზავნა, ეს თხოვნა კი იმით განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას და ხელმძღვანელობის უკმაყოფილების თავიდან არიდების მიზნით მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა წერილის ამგვარი რედაქცია, რაზედაც კეთილმეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოპასუხემ უარი არ უთხრა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და კეთილსინდისიერების სტანდარტებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ-----–-----------------სა და შპს „ფ---–----------–ს" შორის 01.03.2019 წელს გაფორმდა N136 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება თ-----–-----------------სათვის 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით მოეწოდებინა, ხელშეკრულების დანართი N1 გათვალისწინებული ქონება, კერძოდ 1) ლითონის ბადე (მინ. 40მმ 50x50) 2X2.5 222 ერთეული - ღირებულებით 4216 ლარი, 2) კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი, 3) ზოლოვანა 403 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი, 4) ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი, 5) პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი-ღირებულებით 261.8 ლარი, 6) რკინის მილი დ-32X3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 13 654 ლარი.
ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ს----------–-----------–---------------ოს მიერ ელექტრონული შტამპის დასმიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით. 5.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა შემსყიდველისთვის, მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 5.6 პუნქტის შესაბამისად „ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 01 მარტის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 15-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს „ფ---–----------–მა“ თ-----–-----------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 11.03.2019 წელს მოაწოდა ხელშეკრულების დანართი N1-ში ჩამოთვლილი 6 სახეობის საქონლიდან მხოლოდ 5 სახეობის საქონელი, კერძოდ; კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი; ზოლოვანა 40x3 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი; ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი; პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი ღირებულებით 261.8 ლარი; რკინის მილი დ-32x3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი, საერთო ღირებულებით 7 438.00 ლარი. მომწოდებელმა ვერ უზრუნველყო ლითონის ბადე (მინ. 40მმ 50X50) 2X2.5 მოწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი #1 (ს.ფ. 19);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 20-21);
- მიღება-ჩაბარების აქტი #27/259683 (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს ,,ფ---–----------–ის“ 12.03.2019 წლის წერილის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ ს----------–-----------–---------------ოს წერილობით განუმარტა, რომ ლითონის ბადის, მინ. 4 მმ, 50X50, 2X2.5 მიწოდება ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია, შესაბამისად, მიმართა სამინისტროს თხოვნით, რომ #136 ხელშეკრულების დანართი #1-დან ამოეღოთ პირველი პოზიცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- #12-03 წერილი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 01.04.2019 წლის N1---- აქტით შპს „ფ---–----------–ს“ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო მიუწოდებელი საქონლის 10%-ის ოდენობით, მიუწოდებელი საქონელის ღირებულებამ შეადგინა 6216 ლარი, ხოლო დაკისრებულმა პირგასამტეხლომ 621.60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.03.2019 წლის წერილი (ს.ფ. 24);
- აქტი #1---- (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსბა-
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ფ---–----------–მა“ ს----------–-----------–---------------ოსთან 01.03.2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რაც 01.03.2019 წლის ხელშეკრულების 5.6 პუნქტიდან, გამომდინარე პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხემ 01.03.2019 წლის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, შპს „ფ---–----------–მა“ თ-----–-----------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 11.03.2019 წელს მოაწოდა ხელშერულების დანართი N1-ში ჩამოთვლილი 6 სახეობის საქონლიდან მოაწოდა მხოლოდ 5 სახეობის საქონელი, კერძოდ; კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი; ზოლოვანა 40x3 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი; ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი; პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი ღირებულებით 261.8 ლარი; რკინის მილი დ-32x3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი, საერთო ღირებულებით 7 438.00 ლარი. მომწოდებელმა ვერ უზრუნველყო ლითონის ბადის (მინ. 40მმ 50X50) 2X2.5 მოწოდება, რის საფუძველზეც მოპასუხე მხარეს დაეკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ 2019 წლის 07 მარტს გაგზავნილი წერილთ დასტურდება ტექნიკური ხარვეზის არსებობა, რომელმაც გამოიწვია შეკვეთილი პროდუქციის ღირებულების თითქმის გასამმაგება, რის გამოც მოპასუხემ გამოიჩინა კეთილსინდისიერება და დროულად შეატყობინა მოსარჩელეს არსებული ხარვეზის შესახებ. რის შემდეგაც მოსარჩელის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოპასუხეს და სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ არავითარი დაბრკოლება არ იქნებოდა და მითითებული ხარვეზიანი პროდუქტის ამოღება შესაძლებელი იყო ხელშეკრულებიდან. თუმცა მოსარჩელე მხარე ასევე დაუკავშირდა 2019 წლის მარტში და სთხოვა მოპასუხეს წერილის თავიდან და ოდნავი სახეცვლილებით გაგზავნა, ეს თხოვნა კი იმით განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას და ხელმძღვანელობის უკმაყოფილების თავიდან არიდების მიზნით მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა წერილის ამგვარი რედაქცია, რაზედაც კეთილმეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოპასუხემ უარი არ უთხრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, ვერ შეძლო წარმოედგინა არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია, მის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე. ამასთან, მოპასუხის განმარტება, ხელშეკრულებიდან იმ პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით, რომლის მიწოდებაც ვერ განხორციელდა, და აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა შორის სხვაგვარი შინაარსის შეთანხმების თაობაზე, არ დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით, შესაბამისად, მოპასუხე მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია და სასამართლო მას არ იზიარებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 2019 წლის 01 მარტის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 15-18);
2. დანართი #1 (ს.ფ. 19);
3. სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 20-21);
4. მიღება-ჩაბარების აქტი #27/259683 (ს.ფ. 22);
5. #12-03 წერილი (ს.ფ. 23);
6. 20.03.2019 წლის წერილი (ს.ფ. 24);
7. აქტი #1---- (ს.ფ. 25)
8. მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, თ-----–-----------------სა და შპს „ფ---–----------–ს" შორის 01.03.2019 წელს გაფორმდა N136 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება თ-----–-----------------სათვის 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით მოეწოდებინა, ხელშეკრულების დანართი N1 გათვალისწინებული ქონება, კერძოდ 1) ლითონის ბადე (მინ. 40მმ 50x50) 2X2.5 222 ერთეული - ღირებულებით 4216 ლარი, 2) კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი, 3) ზოლოვანა 403 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი, 4) ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი, 5) პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი-ღირებულებით 261.8 ლარი, 6) რკინის მილი დ-32X3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 13 654 ლარი. ხელშეკრულების 5.6 პუნქტის შესაბამისად „ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, შპს „ფ---–----------–მა“ თ-----–-----------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 11.03.2019 წელს მოაწოდა ხელშეკრულების დანართი N1-ში ჩამოთვლილი 6 სახეობის საქონლიდან მოაწოდა მხოლოდ 5 სახეობის საქონელი, კერძოდ; კუთხოვანა 40X40X3 1996 მეტრი - ღირებულებით 6786.4 ლარი; ზოლოვანა 40x3 52 მეტრი- ღირებულებით 150.8 ლარი; ბარგალკის ქვა 2.5X230 90 ცალი- ღირებულებით 225 ლარი; პროფ. მილები 100X100X3 14 მეტრი ღირებულებით 261.8 ლარი; რკინის მილი დ-32x3 მეტრი 4 მეტრი, ღირებულებით 14 ლარი, საერთო ღირებულებით 7 438.00 ლარი. მომწოდებელმა ვერ უზრუნველყო ლითონის ბადე (მინ. 40მმ 50X50) 2X2.5 მოწოდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 621.60 ლარი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 310.80 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 621.60 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 25 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 25 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის , 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,ფ---–----------–ს” ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 310.80 ლარის გადახდა.
3. შპს ,,ფ---–----------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 25 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე