გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2020
საქმის ნომერი
330210020003421160
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თ----------

სხდომის მდივანი - ნ----------–----

მოსარჩელე - სს ,,------------“

წარმომადგენელი - თ------------–---–-

მოპასუხეები - ზ-------–--–--------–-------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხეებს სს ,,------------“ მიმართ არსებული დავალიანების გადახდა, კერძოდ:

1.1. 2017 წლის 30 დეკემბრის სს ,,ბ-----------“ და ზ-------–--–---- შორის გაფორმებული კრედიტის სარგებლობის შესახებ N3---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზ-------–--–---- დაეკისროს დავალიანების 3885,74 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 3548 ლარი, ხოლო პროცენტი 337.47 ლარი, გადახდა;

1.2. 2017 წლის 24 ივლისს სს ,,ბ-----------“ და ზ-------–--–---- შორის გაფორმებული კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზ-------–--–---- დაეკისროს დავალიანების 2380,34 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 1384.78 ლარი, პროცენტი 164,08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 831.48 ლარი, გადახდა;

1.3. 2017 წლის 8 ივლისს სს ,,ბ-----------“ და ზ-------–--–---- შორის გაფორმებული კრედიტის სარგებლობის შესახებ N2------------------------------ ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 8 ივლისს სს ,,ბ-----------“ და ს--–-------------- შორის გაფორმებული N2------------------------------ თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზ-------–--–----ა და ს--–-------------- სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 7862.88 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 5601.17 ლარი, პროცენტი - 379.01 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1882.70 ლარი, გადახდა;

1.4. 2017 წლის 8 ივლისისა და 2017 წლის 24 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმდა კრედიტის სარგებლობის შესახებ N3---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე დაშვებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი 2710 ლარის ოდენობით. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად სესხის თანხა, რის გამოც, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ერიცხება დავალიანება 3885,74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3548 ლარი, ხოლო პროცენტი 337.47 ლარი.

 

2017 წლის 24 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმდა კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2750 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 22 %-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად სესხის თანხა, რის გამოც აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ერიცხება დავალიანება 2380,34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1384.78 ლარი, პროცენტი 164,08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 831.48 ლარი.

 

2017 წლის 8 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმდა კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე, სს ,,ბ-----------“ და ს--–-------------- შორის გაფორმდა N2------------------------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე ზურაბ ცინცაძის ფულად ვალდებულებებზე 16300 ლარის ფაგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ზურაბ ცინცაძეზე გაიცა სესხი 13000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 12.5 %-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ზ-------–--–----, როგორც ძირითადმა მოვალემ, არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად სესხის თანხა, რის გამოც, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ-------–--–----ა და ს--–-------------- სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 7862.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5601.17 ლარი, პროცენტი - 379.01 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1882.70 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების მოპასუხეებზე შესაბამისად დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში. რაც შეეხება სარგებელსა და პირგასამტეხლოს, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმდა კრედიტის სარგებლობის შესახებ N3---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე დაშვებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი 2710 ლარის ოდენობით. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად სესხის თანხა, რის გამოც აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ერიცხება დავალიანება 3885,74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3548 ლარი, ხოლო პროცენტი - 337.47 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 30 დეკემბრის N3---------------- ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 24 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმდა კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2750 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 22 %-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად სესხის თანხა, რის გამოც, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ერიცხება დავალიანება 2380,34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1384.78 ლარი, პროცენტი 164,08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 831.48 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 24 ივლისის N24---------------------- ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. 2017 წლის 8 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმდა კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე, სს ,,ბ-----------“ და ს--–-------------- შორის გაფორმდა N2------------------------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე ზურაბ ცინცაძის ფულად ვალდებულებებზე 16300 ლარის ფაგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ზურაბ ცინცაძეზე გაიცა სესხი 13000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 12.5 %-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ზ-------–--–----, როგორც ძირითადმა მოვალემ, არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად სესხის თანხა, რის გამოც აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ-------–--–----ა და ს--–-------------- სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 7862.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5601.17 ლარი, პროცენტი - 379.01 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1882.70 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 8 ივლისის კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულება;

- 2017 წლის 8 ივლისის N2------------------------------ თავდებობის ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. მოპასუხე ზ-------–--–----, როგორც ძირითადმა მოვალემ, არ შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ არ გადაუხადა თანხა მოსარჩელეს გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. 2017 წლის 8 ივლისს ზ-------–--–----თან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტით და, ასევე, 2017 წლის 8 ივლისს ს--–--------------თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, იგივე გათვალისწინებულია 2017 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 მუხლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 8 ივლისის კრედიტის სარგებლობის შესახებ N24---------------------- ხელშეკრულება;

- 2017 წლის 8 ივლისის N2------------------------------ თავდებობის ხელშეკრულება;

- 2017 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316--ე317-ე, 867-ე, 463-ე, 464-ე, 417-ე, 418-ე, მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თვდები კირულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრილებლად.

 

ამავე კანონის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ს--–-------------- შორის არსებობდა თავდებობის ხელშეკრულება, მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმებულ 2017 წლის 8 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში და თავდების პასუხისმგებლობა ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრული იყო 16000 ლარის მოცულობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალემ ზ-------–--–---- ყველა საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ასევე, 2017 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებასთან მიმართებაში თავდებმა სალომე სანიკიძემ სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, ცნეს სრულად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ 2017 წლის 30 დეკემბრისა და 24 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ზ-------–--–---- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხების, 3548.27 ლარისა და 1384.78 ლარის ოდენობით გადახდა. ამასთან, 2017 წლის 8 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ზ-------–--–----ა და ს--–-------------- სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ძირი თანხის 5601,17 ლარის ოდენობით გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ინდივიდუალური იყო ყველა ხელშეკრულებისათვის. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც სარჩელი მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, 2017 წლის 30 დეკემბრისა და 24 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდიანრე, იმ ოდენობით რაც მითითებულია სასარჩელო მოთხოვნაში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს 2017 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებზე ზურაბ ცინცაძეზე და სალომე სანიკიძეზე დარიცხული სარგებელი 379,01 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულებისდარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015, 26/01/2018წ. №ას-1441-1361-2017).

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-914-864-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ბ------------“ და მოპასუხე ზ-------–--–---- შორის გაფორმებული 2017 წლის 24 ივლისისა და 2017 წლის 8 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2017 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 337.47 ლარი, ხოლო 2017 წლის 8 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1882.70 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რადგან ის აღემატება სარჩელით მოთხოვნილ სარგებელს, რის გამოც, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, 2017 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 337.47 ლარი, უნდა შემცირდეს 100 ლარამდე, ხოლო 2017 წლის 8 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1882.70 ლარი, უნდა შემცირდეს 150 ლარამდე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.

 

2017 წლის 8 ივლისს ზ-------–--–----თან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტით და, ასევე, 2017 წლის 8 ივლისს ს--–--------------თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, იგივე გათვალისწინებულია 2017 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 მუხლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს მოცემული გადაწყვეტილება მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 8 ივლისისა და 2017 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან მიმართებით.

 

7.სასამართლო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, ამასთან მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს ნაწილობრივ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, მოპასუხე ზ-------–--–---- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სს ,,------------ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 18.05 ლარის გადახდა. ასევე, მოპასუხეებს ზ-------–--–----ა და ს--–--------------, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარაჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 15,87 ლარის გადახდა.

 

სს ,,ბ-----------“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 15 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 423,87 ლარიდან 316,03 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 1991, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. სს ,,------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ზ-------–--–---- სს ,,------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 3885,74 ლარის (ძირი - 3548,27 ლარი, სარგებელი - 337,47 ლარი) გადახდა;

 

1.2. ზ-------–--–---- სს ,,------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 1648,86 ლარის (ძირი - 1384,78 ლარი, სარგებელი - 164,08 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი) გადახდა;

 

1.3. ზ-------–--–---- და ს--–-------------- სს ,,------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 6130,18 ლარის (ძირი - 5601,17 ლარი, სარგებელი - 379,01 ლარი, ჯარიმა - 150 ლარი) გადახდა, ამასთან თავდების სალომე ნიკურაძის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვროს 16 300 ლარით;

 

2. ზ-------–--–---- სს ,,------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟიდან 18,05 ლარის გადახდა;

3. ზ-------–--–---- და ს--–-------------- სს ,,------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 15,87 ლარის გადახდა;

3. სს ”ბ-----------” (ს/ნ: 203841833), სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 15 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 423,87 ლარიდან 316,03 ლარი;

 

4. მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მოცემული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და 1.3 პუნქტები;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლით აღსრულების ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

თ----------