გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2020
საქმის ნომერი
130210019003290187
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
23.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003290187

2-992-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

23 აპრილი, 2020 წელი. ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე გ------------–---ძე

წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე

მოპასუხე ა----–-----ძე

წარმომადგენელი მაია პირველაშვილი

დავის საგანი განქორწინება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

შეწყდეს მოსარჩელე გ------------–---ძესა და მოპასუხე ა----–-----ძეს შორის ქორწინება.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხესთან ხშირი კონფლიქტის გამო, მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია;

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------------–---ძე და ა----–-----ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 5---ვ---------- (იხ. ქორწინების მოწმობა. ს.ფ.15);

3.1.2. მხარეებს ჰყავთ ერთი შვილი - 2--- წლის 1------- დაბადებული ა------------–----ე (იხ.ს.ფ.16);

მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ფაქტობრივად, შეწყვეტილი აქვთ საქორწინო ურთიერთობა. ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი მიკუთვნების თაობაზე დავა არ არსებობს (იხ.მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნევს, მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და მათ შორის ქორწინება უნდა შეწყდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა;

მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, - რომ მხარეები, მათ შორის ხშირი კონფლიქტის გამო, ახლაც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შედავებული არ არის.

სასამართლომ, გადადო საქმის განხილვა და მხარეებს დაუნიშნა ვადა შესარიგებლად, რისი გასვლის შემდეგაც, მათ დაადასტურეს, რომ არ შერიგებულან.

ასეთი გარემოების არსებობისას, სასამართლოს მიაჩნია, სარჩელში აღნიშნული გარემოებები მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”. 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელშივე აღნიშნა, რომ სარჩელს ცნობს, შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (იხ.ს.ფ.17);

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

შეწყდეს 1--- წლის 1-------------- დაბადებულ ა----–-----ძეს (პირადი ნომერი 5----------) და 1--- წლის 2-----------ს დაბადებულ გ------------–---ძეს (პირადი ნომერი 5----------) შორის 2--- წლის 5---ვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის N6----------);

2. გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გადაეგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;

3. გ------------–---ძეს დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი