გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/6453-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელე - შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ი
წარმომადგენელი - თ--------------ე, დ--------------ა, მ-------------ა
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი, თ-----------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილება შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 29 მარტის №-- გადაწყვეტილება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილების გაზიარების თაობაზე;
1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ისათვის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და მიიჩნიეს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 9 ივნისის №-------- მიმართვით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------მა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარუდგინა სამართლის სადოქტორო პროგრამა, აკრედიტაციის თვითშეფასების თვითშეფასების ანგარიშთან და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 ივნისის №-------- მიმართვა, თანდართული დოკუმენტები (ტ. 2, ს.ფ. 159-197);
3.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2017 წლის 7 დეკემბრის №--- ბრძანებით შეიქმნა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი, განისაზღვრა მისი შემადგენლობა; დაევალა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, განეხორციელებინა ვიზიტი შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ში, შეედგინა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინა ვიზიტის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საბოლოო დასკვნა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარედგინა დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2017 წლის 7 დეკემბრის №--- ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 199-201);
3.3. 2018 წლის 3 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარედგნა ექსპერტთა ჯგუფის დაკვნა 48 გვერდად, რაც ასევე გადაეგზავნა შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ს.
2018 წლის 4 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარედგნა ექსპერტთა ჯგუფის ტექნიკური შენიშვნები, რაც ასევე გადაეგზავნა შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ტ, 3, ს.ფ. 204);
- ელექტრონული ფოსტის ამონაწერი (ტ. 3, ს.ფ 205);
- აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა (ტ. 3, ს.ფ. 211-217);
- პროგრამის შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან (ტ. 3, ს.ფ 218-257);
- განცხადება (ტ. 3, ს.ფ. 207);
- ელექტრონული ფოსტის ამონაწერი (ტ. 3, ს.ფ 208-209);
3.4. შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------მა 2018 წლის 17 იანვრის №01-03/05 მიმართვით წარადგინა პოზიცია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------მა 2018 წლის 17 იანვრის №01-03/05 მიმართვა, თანდართული პოზიცია (ტ. 3. ს.ფ. 260-308);
3.5. 2018 წლის 25 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარედგნა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საბოლოო ვარიანტი, რომელიც თავდაპირველი დასკვნის იდენტურია და რაიმე ცვლილებები არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 იანვრის განცხადება (ტ. 3, ს.ფ. 408);
3.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის სხდომაზე (მე-4 საკითხი) კენჭისყრის შედეგად 11 წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო პროგრამას არ მიენიჭა აკრედიტაცია.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 208 წლის 29 მარტის №-- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ გაზიარებულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილება შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო პროგრამისათვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №6 სხდომის ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 322-329);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილება (ტ. 3, ს.ფ. 335);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 208 წლის 29 მარტის №-- გადაწყვეტილება (ტ. 3, ს.ფ. 360);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5 . კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ, გამოცემის დროს მოქმედ ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით თანახმად, აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად: 1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.
ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; ამავე მუხლის მე-31 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც დასტურდება შიდა შეფასება (თვითშეფასება). თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივნისის №-------- მიმართვით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------მა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარუდგინა სამართლის სადოქტორო პროგრამა, აკრედიტაციის თვითშეფასების თვითშეფასების ანგარიშთან და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2017 წლის 7 დეკემბრის №--- ბრძანებით შეიქმნა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი, განისაზღვრა მისი შემადგენლობა; დაევალა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, განეხორციელებინა ვიზიტი შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ში, შეედგინა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინა ვიზიტის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საბოლოო დასკვნა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარედგინა დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დადგენილია, რომ 2018 წლის 3 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარედგნა ექსპერტთა ჯგუფის დაკვნა 48 გვერდად, რაც ასევე გადაეგზავნა შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ს. 2018 წლის 4 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარედგნა ექსპერტთა ჯგუფის ტექნიკური შენიშვნები, რაც ასევე გადაეგზავნა შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ს. შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------მა 2018 წლის 17 იანვრის №01-03/05 მიმართვით წარადგინა პოზიცია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტთან დაკავშირებით. 2018 წლის 25 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარედგნა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საბოლოო ვარიანტი, რომელიც თავდაპირველი დასკვნის იდენტურია და რაიმე ცვლილებები არ შესულა.
6.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-13 მუხლის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია; ბ) პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას; გ) პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით; დ) პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე) და დასაქმების ბაზარზე; ე) პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის განვითარების პროცესში დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება.
დადგენილია, რომ პროგრამის აღნიშნული სტანდარტი შეფასდა მოთხოვნებთან შეუსაბამოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.4.1. პირველი სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის მიზნები შეესებამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებული დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია, - შეფასდა უარყოფითად: 1. ვერ დასახელდა პროგრამა რა ახალი ცოდნის შექმნას და კვლევის ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს დოქტორანტებს და პროგრამაში განსაზღვრული მიზანი პროგრამის რომელი კომპონენტებით არის უზრუნველყოფილი; 2. არასრულად იქნა მიჩნეული პროგრამის დასაქმების ბაზარზე ორიენტირების მტკიცებითი მიზნით თვითშეფასების ანგარიშზე თანდართული ბაზრის კვლევა; კერძოდ მიჩნეულ იქნა, რომ კვლევა არ მოიცავს ინფორმაციას, რაც გამოყენებული იქნებოდა პროგრამის განვითარებისათვის, პროგრამის მიზნების მიღწევადობის გარემოს გაძლიერებისა და პროგრამირებისათვის ინდივიდუალური ხასიათის მისანიჭებლად, რაც მას მომავალში განასხვავებდა სხვა ანალოგიური პროგრამებისაგან; 3. აკადემიური პერსონალის კომპეტენციები მიჩნეულ იქნა არასათანადოდ, კერძოდ ყურადღება გამახვილდა ზოგიერთი პერსონალის მიერ შედგენილ სამენცნიერო ნაშრომებზე, სადაც ასევე გამოქვეყნებული იყო სტატიები, ზოგი შემოფარგლული იყო სამი სტატიით, რომელიც ბოლოს გამოქვეყნებული იყო 2009 წელს; ასევე ზოგიერთ სილაბუსში მითითებული ლიტერატურა არააკადემიური ფორმით იყო წარდგენილი, ასევე რიგ შემთხვევაში - 37 ინტერნეტწყაროს ნაწილი იყო წიგნის გაყიდვის პირობების შეთავაზება; ასევე რიგ სილაბუსებში მითითებული ვებ-გვერდები არ იხსნებოდა; 4. ასევე უარყოფითად შეფასდა წარდგენილი ბიუჯეტი, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ განმეორებით წარდგენილი, გაზრდილი ბიუჯეტი არ იყო დეტალურად გაწერილი; 5. პროგრამის მიზნების მიღწევადობის კრიტერიუმის დადგენისას საბიბლიოთეკო ფართი შეფასდა უარყოფითად, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ არასაკმარისი იყო იმ რაოდენობის დოქტორანტებისთვის, რომლებისაც იგი უნდა მომსახურებოდა; ასევე არ იყო გამიჯნული სამართლის ლიტერატურა სხვა დარგის ლიტერატურისაგან; ვერ განხორციელდა წვდომა ელ-ბიბლიოთეკებზე და საერთაშორისო ბაზებზე; 6. ასევე უარყოფითად შეფასდა პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობა, ვინაიდან იგი არ ესწრებოდა თვითშეფასების ჯგუფთან შეხვედრას, გამოცხადდა მხოლოდ 16:00 საათზე.
6.4.2. პირველი სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. ცალკეული კომპონენტების სწავლების მეთოდები სასწავლო კურსის სპეციფიკის მიუხედავად ფაქტობრივად ერთი და იგივეა, ამავდროულად საკმაოდ მრავლობითია და იყენებს ყველა იმ მიდგომას, რაც ზოგადად დაშვებულია სწავლების პროცესში; 2. სასწავლო კურსში გამოყენებული იყო სამუშაო ჯგუფში მუშაობა, ხოლო სილაბუსში არ იყო მითითება გუნდური მუშაობის უნარზე;
6.4.3. პირველი სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.4.4. პირველი სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე) და დასაქმების ბაზარზე, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.4.5. პირველი სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრ ისა და პროგრამის განვითარების პროცესში დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-14 მუხლის თანახმად, სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობის სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) პროგრამაზე მიღების წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას; ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას; გ) პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია; დ) სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით; ე) სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
დადგენილია, რომ პროგრამის აღნიშნული სტანდარტი შეფასდა მოთხოვნებთან ნაწილობრივ შესაბამისად შემდეგ გარემოებათა გამო:
6.5.1. მეორე სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამაზე მიღების წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. დოქტორანტის მიღებისას გასაუბრების ეტაპისათვის არ არის დადგენილი ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დოქტორანტურის მისაღებ კონკურსში მონაწილე პირი შეფასდება; 2. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნა. გაურკვეველია, როგორც ხდება სხვა ენის (ინგლისურის გარდა) საფუძველზე დოქტორანტობის კანდიდატის გამოცდა ან შესაბამისი სერთიფიკატის აღიარება; 3. პროგრამაზე დაშვების პროცესში განსაზღვრულია წინასწარ გამოცხადებული თემის მიხედვით დოქტორანტის ჩარიცხვა, თუმცა ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ასეთი პრინციპის დაცვით არ გამოუცხადებია მიღება; 4. უნივერსიტეტს განსაზღვრული აქვს დოქტორანტის ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის დანიშვნის პროცედურა, რომლის თანახმად, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ინიშნება იგი; 5. ამჟამად სდასუ-ს ჰყავს 21 აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი, თუმცა აკრედიტაციის შემდგომ (2013 წელი) არც ერთ დოქტორანტს არ დაუცავს დისერტაცია.
6.5.2. მეორე სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში, ძირითადად, სწავლების ერთი და იგივე მეთოდებია გამოყენებული;
6.5.3. მეორე სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.5.4. მეორე სტანდარტის კომპონენტი, - სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.5.5. მეორე სტანდარტის კომპონენტი, - სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-15 მუხლის თანახმად, სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა - სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) სტუდენტი იღებს თავისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას; ბ) დაწესებულების აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემაში გათვალისწინებულია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა; გ) დაწესებულება ხელს უწყობს სტუდენტის ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში, პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში; დ) დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების, სამეცნიერო მუშაობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე.
დადგენილია, რომ პროგრამის აღნიშნული სტანდარტი შეფასდა მოთხოვნებთან ნაწილობრივ შესაბამისად შემდეგ გარემოებათა გამო:
6.6.1. მესამე სტანდარტის კომპონენტი, - სტუდენტი იღებს თავისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. ბიბლიოთეკაში არსებული ონლაინბაზებზე წვდომა შეზღუდულია; 2. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზირებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის უფლება უნივერსიტეტს არ აქვს; 3. უნივერსიტეტს არ აქვს პლაგიატის პროგრამა; 4. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კომპონენტში, დოქტორანტებისათვის გათვალისწინებული იყო ისეთი სტანდარტული სასწავლო კურსები, რაც მათ საფუძვლიანად უნდა გაევლოთ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე, გამოთქმულ იქნა ეჭვი, რომ არსებული პროგრამა სასწავლო კომპონენტების ნაწილში საკმარისად არ არის სადოქტორო პროგრამის სტანდარტთან შესაბამისი;
6.6.2. მესამე სტანდარტის კომპონენტი, - დაწესებულების აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემაში გათვალისწინებულია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.6.3. მესამე სტანდარტის კომპონენტი, - დაწესებულება ხელს უწყობს სტუდენტის ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში, პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.6.4. მესამე სტანდარტის კომპონენტი, - დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების, სამეცნიერო მუშაობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტებში გაცვლითი სემესტრის სრული დაფინანსების რესურსი უნივერსიტეტს არ აქვს; 2. უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია საერთაშორისო საგრანტო პროგრამებისა და საერთაშორისო კვლევითი სტიპენდიების მოპოვებისათვის, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ; 3. დოქტორანტების ნაშრომების საერთაშორისო გამოცემებთი გამოქვეყნების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია ენობრივი ბარიერით და მატერიალური ფაქტორით (უნივერსიტეტი სრულად არ აფინანსებს საერთაშორისო გამოცემებთი სტუდენტთა ნაშრომების გამოქვეყნებას); 4. უნივერსიტეტს არ ჰყქვს პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც მათი კურსდამთავრებულების დასაქმების რეალური შესაძლებლობა შეიძლება იკვეთებოდეს;
6.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-16 მუხლის თანახმად, სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას; ბ) კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით (სახელოვნებო მიმართულებებში - შემოქმედებითი პროექტით), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლების შემთხვევაში - შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით; გ) პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია სათანადო კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით; დ) სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას; ე) არსებობს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა.
დადგენილია, რომ პროგრამის აღნიშნული სტანდარტი შეფასდა მოთხოვნებთან შეუსაბამოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.7.1. მეოთხე სტანდარტის კომპონენტი, - დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას, - შეფასდა უარყოფითად: 1. დოქტორანტებისთვის გამოყოფილი სივრცე არ არის გათვლილი მეტი რაოდენობის დოქტორანტებზე; 2. საბიბლიოთეკო რესურსი მწირია, შეზღუდულია წიგნად ფონდთან უშუალო წვდომა, საბიბლიოთეკო სივრცე ძალიან პატარა და გადატვირთულია, წიგნადი ფონდის უმეტესობა არ არის ასახული; 3. შეზღუდულია საკანონმდებლო მაცნეს სრულ რესურსზე წვდომა, არ არის შესაძლებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაცნობა, კოდექსის პროგრამა არ არის დამაკმაყოფილებელი, განახლების ერთკვირიანი ინტერვალის გამო; 4. ელექტრონული ბიბლიოთეკის წყაროებზე წვდომა ვერ მოხერხდა შემოწმების პროცესში; 5.კონსორციუმის ბაზა მწირია სამართლის მიმართულებით;
6.7.2. მეოთხე სტანდარტის კომპონენტი, - კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით (სახელოვნებო მიმართულებებში - შემოქმედებითი პროექტით), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლების შემთხვევაში - შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით, - შეფასდა უარყოფითად: 1. აკადემიური პერსონალის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალზე მწირი კვლევა აქვთ ჩატარებული, ხოლო აკადემიური ნაშრომების რაოდენობა მცირეა; 2. აკადემიური პერსონალის/სადისერტაციო საბჭოს წევრების ნაწილს გამოქვეყნებულ ნაშრომებში მითითებული აქვს საგაზეთო პუბლიკაციები; 3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი პარალელურად დაკავებულია სამოსამართლო საქმიანობით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სადოქტორო პროგრამისათვის დროის მაქსიმალურად დათმობის საკითხს;
6.7.3. მეოთხე სტანდარტის კომპონენტი, - პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია სათანადო კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.7.4. მეოთხე სტანდარტის კომპონენტი, - სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.7.5. მეოთხე სტანდარტის კომპონენტი, - არსებობს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა, - შეფასდა მოთხოვნებთან შესაბამისად.
6.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-17 მუხლის თანახმად, სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობების სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“ ციკლს; ბ) შიდა და გარე შეფასება გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.
დადგენილია, რომ პროგრამის აღნიშნული სტანდარტი შეფასდა მოთხოვნებთან ნაწილობრივ შესაბამისად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.8.1. მეხუთე სტანდარტის კომპონენტი, - მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე- განავითარე“ ციკლს, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. უნივერსიტეტში არ არსებობდა SWOT ანალიზის განხორციელების შესახებ ინფორმაცია;
6.8.2. მეხუთე სტანდარტის კომპონენტი, - შიდა და გარე შეფასება გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: 1. ვილნიუსის უნივერსიტეტთან მემორანდუმი დაიდო თვითშეფასების ანგარიშის პროცესში; 2. თვითშეფასების ანგარიშში არ არის ინფორმაცია გარე შეფასების შედეგები იქნა თუ არა გამოყენებული სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად; 3. SWOT ანალიზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი რე-აკრედიტაციის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის; 4. დოქტორანტების მიერ სასწავლო პროცესის შეფასებაში მონაწილეობა არ დასტურდებოდა;
6.9. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-8 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში; გ) დასკვნის უნარი – ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება; დ) კომუნიკაციის უნარი – ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე; ე) სწავლის უნარი – უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში; ვ) ღირებულებები – ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამავე მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
6.9.1. სასამართლო არამართებულად მიიჩნევს პირველი სტანდარტის პირველი კომპონენტის შეუსაბამოდ მიჩნევას, ვინაიდან აღნიშნული კომპონენტის შინაარსი მოიცავს იმ ფაქტის შეფასებას, პროგრამის მიზნები შეესებამება თუ არა დაწესებულების მისიას, ნათლად არის თუ არა ჩამოყალიბებული, ორიენტირებული დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია თუ არა. შესაბამისად, ამ კომპონენტის შესაფასებლად ყურადღების გამახვილება ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა აკადემიური პერსონალის კომპეტენცია, ბიუჯეტის თანაზომიერება, საბიბიოთეკო და წიგნადი რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, ასევე პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობა, ცდება აღნიშნული კომპონენტის შინაარსს და თავისთავად მოიცავს სხვა სტანდარტებში გათვალისწინებული რიგი კომპონენტების შეფასების მცდელობას. აღნიშნული ფაქტორი გავლენას ახდენს საერთო შეფასების შინაარსზე, ვინაიდან ერთი კონკრეტული კომპონენტის რამდენიმეჯერ, სხვადასხვა სტანდარტის განხილვისას უარყოფით შეფასებას, ერთობლიობაში, მთლიანი პროგრამის არაზუსტი შეფასება მოჰყვა. ამასთან, აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კომპონენტის შეფასება თავის თავში გულისხმობს წარდგენილი დოკუმენტაციის იმ ნაწილის შეფასებას, რომელიც პროგრამის მიზნებს, დაწესებულების მისიას და მასთან პროგრამის შესაბამისობას მოიცავს და არა, ერთობლივად, სამართლის პროგრამის შინაარსის და მისი პრაქტიკული განხორციელების ურთიერთშეჯერებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სამაგისტრო პროგრამის შინაარსზე, რომელიც გაწერს სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობას, ამასთან, ამავე კომპონენტებით მისაღწევი სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისი დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. ამასთან, დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშში ვრცლად არის წარმოდგენილი აღნიშნული სტანდარტის დეტალური მახასიათებლები და გაწერილია როგორც პროგრამის მიზნები, ისე ახსნილია მიღწევის ძირითადი ამოცანები.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.
სასამართლო ასევე მიუთითებს პირველი სტანდარტის მეორე კომპონენტის შეფასებაზე და აღნიშნავს, რომ წარდგენილი სამაგისტრო პროგრამის მიხედვით აღწერილი სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდებში მოცემულია სწავლის არაერთი მეთოდი, თუმცა აქვე დაკონკრეტებულია, რომ სწავლების პროცესში გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე, ან ნებისმიერი სხვა მეთოდი კონკრეტული სასწავლო-კვლევითი ამოცანის შესასრულებლად, პროფესორის შეხედულების შესაბამისად, რის შედეგად სწავლების პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი, ხოლო დოქტორანტების საქმიანობა - უფრო აქტიური. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასწავლო კურსის სპეციფიკის მიუხედავად სწავლების ძირითადი მეთოდების ერთობლივად მითითება არ შეიძლება ზოგადად პროგრამის უარყოფით მხარედ შეფასდეს, ვინაიდან სწავლების მიეთოდები შეიძლება თითოეული საგნის ან მოდულის მიხედვით დასაძლევი მიზნის მიხედვით, უფრო კონკრეტულად გაიწეროს აკადემიური პერსონალის სწავლების დაგეგმვის ავტონომიის შესაბამისად.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ექსპერტთა შეფასებაში ასახულ მოსაზრებას, რომ სასწავლო კურსში გამოყენებული იყო სამუშაო ჯგუფში მუშაობა, ხოლო სილაბუსში არ იყო მითითება გუნდური მუშაობის უნარზე; სასამართლო მიუთითებს წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამის სწავლის შედეგებში აღწერილ მიღწევებში ასახულ პროგრამის დაძლევის შედეგად კომუნიკაციის უნარის გამომუშავებული უნარის საერთო არსზე, რაც თავისი შინაარსით გუნდური მუშაობის უნარს ემყარება.
6.9.2. სასამართლო მიუთითებს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების მე-20-21-ე მუხლებზე, სადაც დეტალურად აღწერილია დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები და წესი. ამასთან, გათვალისწინებულია სამართლის პროგრამის მხოლოდ ინგლისური ენის ან უცხოენოვან კანდიდატთათვის ქართული ენის B2 დონეზე ცოდნა, ან შესაბამისი სერთიფიკატის არსებობა. ამასთან, პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, შესაბამისად, გაუგებარია მეორე კომპონენტის შეფასება ნაწილობრივ შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული კომპონენტის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად აღწერს დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობებსა და წესს, რაც დადგენილია თავად უნივერსიტეტის მიერ დებულების შესაბამისი ნორმებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპონენტის დანარჩენი ასპექტები, რაც გამოტანილ იქნა ექსპერტთა შეფასებაში (წინასწარ გამოცხადებული თემის მიხედვით დოქტორანტის ჩარიცხვის პრაქტიკის არქონა, ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის დანიშვნის პროცედურა, დოქტორანტების მიერ დისერტაციის დაუცველობა) შეუძლებელია მოაზრებულ იქნეს სადოქტორო პროგრამის სტანდარტთან შეუსაბამობად, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს უარყოფითი კონტექტის ასპექტებს, მით უმეტეს დოქტორანტების მიერ თავდაპირველად გაწერილ ვადაში პროგრამის დაუმთავრებლობა ვერ იქნება მოაზრებული თავად პროგრამის უარყოფით მხარედ.
ამასთან, ამავე სტანდარტის მეორე კომპონენტის უარყოფითად შეფასებისათვის ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში, ძირითადად, სწავლების ერთი და იგივე მეთოდებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეფასება უკვე იქნა გამოტანილი სხვა კომპონენტის შეფასებისათვის და ამავე შეფასების შინაარსმა განაპირობა პირველი სტანდარტის მეორე კომპონენტის შეფასების უარყოფითი მხარე. ამასთან, არ არის ახსნილი თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების ესა თუ ის მეთოდი პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;
6.9.3. მესამე სტანდარტის კომპონენტი, - სტუდენტი იღებს თავისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას, ერთობლიობაში არასწორად შეფასდა, ვინაიდან აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის, ასევე ხელმძღვანელის ურთიერთობის შესაძლებლობის ფაქტორებს, თუ რა სახით ხდება სტუდენტის მიერ აუცილებელი ინფორმაციის, კონსულტაციისა და დახმარების მიღება თავად აკადემიური პერსონალისაგან. აღნიშნული კომპონენტი არ მოიცავს ინფორმაციის მიღების ტექნიკურ შესაძლებლობებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი კომპონენტი სხვა სტანდარტის შემადგენელი ნაწილია; შესაბამისად, აღნიშნული მახასიათებლის ორჯერ შეფასება იწვევს ზოგადად პროგრმის არაზუსტ შეფასებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კომპონენტში, დოქტორანტებისათვის გათვალისწინებული იყო წინა საგანმანათლებლო საფეხურების სტანდარტული სასწავლო კურსების გათვალისწინებას, აღნიშნული ვერ იქნება უპირობოდ პროგრამის უარყოფითად შეფასებისა და იმ დასკვნის გამოტანის საფუძველი, რომ ამგვარი კურსების არსებობა პროგრამის არაეფექტურობას ადასტურებს; არამედ, ეს ფაქტორი უნივერსიტეტის მიერ ახსნილ იქნა წინა წლების პრაქტიკული გამოცდილების გააანალიზებით სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
6.9.4. მეოთხე სტანდარტის კომპონენტის, - დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობის შეფასების ფარგლებში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაში ჩართული სტუდენტებისათვის ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობის ფაქტს, კერძოდ წარმოდგენილია საბიბლიოთეკო სივრცის ამსახველი მასალა, ასევე წარმოდგენილია ხელშეკრულებები საკანონმდებლო მაცნესა და ელექტრონული ბაზების გამოყენების თაობაზე, რომლებიც ერთვის საქმეს (ტ. 3, ს.ფ. 122-147, 151-164);
საქმეში ასევე დაცულია სადისერტაციო საბჭოს წევრთა CV-ები, სადაც თითოეულ შემთხვევაში მითითებულია როგორც სამეცნიერო ხარისხის, პედაგოგიური და პრაქტიკული მუშაოების გამოცდილებისა და პუბლიკაციების ამსახველი ინფორმაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპონენტის უარყოფითად შეფასებისათვის არ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული საბჭოს წევრთა ის აქტივობები, რაც ასახულია წარდგენილ დოკუმენტაციაში. ასევე გაუგებარია, რატომ განაპირობა პროგრამის ხელმძღვანელის სამოსამართლო საქმიანობამ აღნიშნული კომპონენტის უარყოფითად შეფასება მაშინ, როცა ხუთივე სტანდარტის ძირითადი კომპონენტები დადებითად შეფასდა, ხოლო უარყოფითად ან ნაწილობრივ შესაბამისად შეფასებული კომპონენტების ნაწილი ეჭვქვეშ დადგა შეფასებების განმეორებადობისა და რიგ შემთხვევაში სათანადო დასაბუთების არარსებობის გამო. ამასთან, უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პოზიცია შეიცავდა არაერთ არგუმენტს ექსპერტთა წინასწარი შეფასების გასაბათილებლად, რაც არ იქნა გაზიარებული, თუმცა პირველადი დასკვნისაგან განსხვავებული რაიმე მსჯელობა ან არგუმენტი ექსპერტთა საბოლოო დასკვნაში არ ასახულა.
6.9.5. მეხუთე სტანდარტის კომპონენტი, - შიდა და გარე შეფასება გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად, - შეფასდა ნაწილობრივ შესაბამისად: ამასთან, ერთ-ერთ გარემოებად აღინიშნა, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტთან მემორანდუმი დაიდო თვითშეფასების ანგარიშის პროცესში; ექსპერტთა შეფასება არ შეიცავს იმ დასაბუთებას, თუ რატომ წარმოადგენს აღნიშნული უარყოფით ფაქტორს კონკრეტულ კომპონენტის შეფასებისათვის. ამასთან, შეფასებაში არ არის ასახული რაიმე პოზიცია სხვა მემორანდუმების არსებობის თაობაზე, რომლებიც წარდგენილი იყო უნივერსიტეტის მიერ. გარდა ამისა, შიდა შეფასებისათვის თვითშეფასების ანგარიშში მითითებულია გამოკითხვის ანკეტებზე, რომელთა არსებობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ უნდა გამოკვლეულიყო.
6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნისნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტარციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 27-ე მუხლის თანახმად: 1. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“. 2. აკრედიტაციის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება ეფუძნება შემდეგ მიდგომას: ა) თუ სტანდარტის ყველა კომპონენტი შეფასებულია როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“; ბ) თუ სტანდარტის ერთ-ერთი კომპონენტი შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა კომპონენტი – „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“; გ) თუ სტანდარტის ერთზე მეტი კომპონენტი შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“; დ) თუ სტანდარტის ერთ-ერთი კომპონენტი შეფასებულია როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“ სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“. 3. სტანდარტის კომპონენტი ფასდება როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და საგანმანათლებლო დაწესებულებას გაწერილი აქვს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი სამოქმედო გეგმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისათვის წარდგენილი ექსპერტთა ჯგუფის წინასწარი დაკვნა და მასში ასახული შეფასებები, რიგ შემთხვევაში არაზუსტი და გაორებულია, რაც მის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ ნორმატიულ დანაწესთან შეუსაბამობას ადასტურებს. ამასთან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პოზიციის არც ერთი არგუმენტი არ იქნა გაზიარებული და საბოლოო დასკვნა, მასში ასახული შეფასებებით უცვლელად იქნა გადატანილი წინასწარი შეფასებიდან. ამასთან, რაიმე არგუმენტი, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული უნივერსიტეტის ესა თუ ის პოზიცია, დასაბუთებული არ ყოფილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 272 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №6 სხდომაზე (მე-4 საკითხი) ერთობლივად გაჟღერებულ იქნა ის პრეტენზიები; სხდომაზე მოსმენილ იქნა უნივერსიტეტის წარმომადგენლის მოსაზრება. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე არაერთი განმარტება გაკეთდა უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ, მათ შორის პლაგიატის პროგრამის, აკადემიური პერსონალისა აკადემიური მოსწრებისა და პროგრამის ხელმძღვანელის აქტივობის თაობაზე, რაც არ იქნა გაზიარებული გადაწყვეტილების მიღებისას.
დადგენილია, რომ ამავე სხდომაზე კენჭისყრის შედეგად 11 წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო პროგრამას არ მიენიჭა აკრედიტაცია.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი; შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ისათვის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
6.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 281 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. ამავე დებულების 285 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ აკრედიტაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. ამავე დებულების 287 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 29 მარტის №-- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ გაზიარებულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის №-- გადაწყვეტილება შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო პროგრამისათვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააპელაციო საჩივრის 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე განხილვის შედეგად, რა დროსაც შედგა N2 სხდომის ოქმი. ამავე სხდომაზე გამოთმულ იქნა უნივერსიტეტის წარმომადგენლის არგუმენტები, რაც არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საბჭოს მიერ; ამასთან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 29 მარტის №-- გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას აღნიშნული არგუმენტები რა გარემოებებზე დაყრდნობით არ იქნა გაზიარებული და რა დასაბუთებით იქნა გაბათილებული თავად საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 29 მარტის №-- გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო საბჭოს სააპელაციო საბჭოს 2018 წლის 29 მარტის N05 გადაწყვეტილება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N25 გადაწყვეტილება შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს საქართველოს დ-----------–-----–--------–---------------------ის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით;
3. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე