გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040210019003363567
საქმე №2/99-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16.04.2020 წელი. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი: ბექა ვირსალაძე
მოსარჩელე: სსიპ ,,ე---------–- ს------- ს---------“
წარმომადგენელი: მ------ ი-----–---–-
მოპასუხე: ი/მ ს------- გ------------
წარმომადგენელი: ლ----- მ------–---–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.სსიპ ,,ე---------–- ს------- ს---------“-ს (ს/ნ.2--------) მიერ ცაგერის რაიონულ სასამართლოში 2--- წლის 25 დეკემბერს შემოტანილი იქნა სარჩელი ი/მ „ს------- გ-------------“ ს/კ 2---------- მიმართ.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ რ----ლ-------, ქ----- ს-------- რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 505,85 კუბური მეტრი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხე ტყის/მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი და წიფელა) დამზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ ე---------–- ს------- ს---------სა და ი/მ ს-------ი გ------------ს შორის, 2--- წლის 0- აგვისტოს, გაფორმდა N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2--- წლის 05 ივნისის ჩათლით, ხოლო მომსახურება და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 25 დ--------- ჩათვლით (ხელშ. 5.1 პუნქტი), თუმცა მომსახურება განხორციელდა მოგვიანებით, არაჯეროვნად და არასრულად (ნაცვლად 505,85 კუბური მეტრი ხე-ტყისა 2--- წლის 05 ივნისის მდგომარეობით დამზადდა 371,97 კუბური მეტრი ხე-ტყე), ამასთან მომსახურების გაწევის პროცესში 1-ჯერ დაფიქსირდა ნარჩენებისაგან გაუწმინდაობა.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის შესაბამისად, ი/მ ს-------ი გ------------ს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით, რომელიც სულ შეადგენს 6137,17 (ექვსი ათას ას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარს.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტის შესაბამისად, ი/მ ს-------ი გ------------ს დაერიცხა პირგასამტეხლო 1-ჯერ არაჯეროვნად შესრულებისათვის (ტყეკაფის გაუწმინდაობა) ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 პროცენტის ოდენობით, რომელიც შეადგენს 193,51 (ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარს
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.6 პუნქტის შესაბამისად, ი/მ ს-------ი გ------------ს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის, სრულად შეუსრულებელი ვალდებულების 10 პროცენტის ოდენობით, რომელიც შეადგენს 1024,32 (ათს ოცდაოთხი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარს
საერთო ჯამში ი/მ ს-------ი გ------------ს დაერიცხა პირგასამტეხლო 7---.00 ( შვიდი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი ლარი) ლარის ოდენობით
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს 7---,00 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 221 ლარის გადახდას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. ი/მ ს-------ი გ------------- მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, სადაც მიუთითებს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება, რადგან შესასრულებელი სამუშაო იყო საორიენტაციო, რაც უნდა დაზუსტებულიყო მუშაობის პროცესში, ხოლო იმ დროს, როდესაც არ არის დადგენილი შეუსრულებელი სამუშაოს ზუსტო მოცულობა ვერ იქნება დადგენილი და დაზუსტებული პირგასამტეხლოს ოდენობაც, ასევე მოპასუხის განმარტებით ხე-ტყის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს. გარდა აღნიშნულისა მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს, რომ სასამართლომ იმსჯელოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე. აღნიშნულის მტკიცებულებად მოჰყავს სახელმწიფო შესყიდვების ს---------ს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1.დადგენილია, რომ რ----ლ-------, ქ----- ს-------- რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 505,85 კუბური მეტრი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხე ტყის/მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი და წიფელა) დამზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ ე---------–- ს------- ს---------სა და ი/მ ს-------ი გ------------ს შორის, 2--- წლის 0- აგვისტოს, გაფორმდა N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2--- წლის 05 ივნისის ჩათლით, ხოლო მომსახურება და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 25 დ--------- ჩათვლით (ხელშ. 5.1 პუნქტი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 0- აგვისტოს N--- შესყიდვის ხელშეკრულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 0- აგვისტოს, გაფორმდა N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2--- წლის 05 ივნისის ჩათლით, ხოლო მომსახურება და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 25 დ--------- ჩათვლით (ხელშ. 5.1 პუნქტი),თუმცა მომსახურება განხორციელდა მოგვიანებით, არაჯეროვნად და არასრულად (ნაცვლად 505,85 კუბური მეტრი ხე-ტყისა 2--- წლის 05 ივნისის მდგომარეობით დამზადდა 371,97 კუბური მეტრი ხე-ტყე), ამასთან მომსახურების გაწევის პროცესში 1-ჯერ დაფიქსირდა ნარჩენებისაგან გაუწმინდაობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 0- აგვისტოს N--- შესყიდვის ხელშეკრულება
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. ხელშეკრულების 11.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. ხელშეკრულების 11.2. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 პროცენტის ოდენობით. ხელშეკრულების 11.6. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო, სრულად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 0- აგვისტოს N--- შესყიდვის ხელშეკრულება
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დაგვიანებით, არაჯეროვნად და არასრულად (ნაცვლად 505,85 კუბური მეტრი ხე-ტყისა 2--- წლის 05 ივნისის მდგომარეობით დამზადდა 371,97 კუბური მეტრი ხე-ტყე), ამასთან მომსახურების გაწევის პროცესში 1-ჯერ დაფიქსირდა ნარჩენებისაგან გაუწმინდაობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ უნდა შემცირდეს გაანგარიშებული პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ რ----ლ-------, ქ----- ს-------- რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 505,85 კუბური მეტრი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხე ტყის/მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი და წიფელა) დამზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ ე---------–- ს------- ს---------სა და ი/მ ს-------ი გ------------ს შორის, 2--- წლის 0- აგვისტოს, გაფორმდა N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2--- წლის 05 ივნისის ჩათლით, ხოლო მომსახურება და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 25 დ--------- ჩათვლით (ხელშ. 5.1 პუნქტი).
6.5 მოპასუხე მხარის მიერ მითითებული სსიპ შესყიდვების ს---------, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ თავის რეკომენდაციაში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პროპორციულობის ფარგლების დაცვის აუცილებლობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს, სადაც ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს.
ს---------ს მითითებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.7.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014.)
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 28 დ--------- (საქმე ას-848-814-2---) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა. შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო პალატა ამავე გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbeitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aufl.,Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).
საქმეზე №ას-1199-1127-2015 ( 2--- წელი 13 აპრილი) უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; სუსგ 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013).
6.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილების, მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ოდენობის, შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მთლიანად შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებითა და შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 2--- წლის 0- აგვისტოს გაფორმებული N--- ხელშეკრულების მე -11 მუხლის 11.1 პუნქტის ნაწილში - 600 ლარამდე, ხელშეკრულების მე -11 მუხლის 11.2 პუნქტის ნაწილში - 50 ლარამდე, ხოლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.6 პუნქტის ნაწილში 100 ლარამდე. ჯამში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდეს 750 ლარამდე
6.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 200- წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სსიპ ,,ე---------–- ს------- ს---------“-ს სარჩელი ი/მ ს-------ი გ------------- მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.ი/მ ს-------ი გ------------ს სსიპ ,,ე---------–- ს------- ს---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. ი/მ ს-------ი გ------------ს სსიპ ,,ე---------–- ს------- ს---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისთვის მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 22 ლარისა და 50 თეთრის გადახდა.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ცაგერი, ლ. ასათიანის N14)
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი