გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002673001
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ს-----------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–-------“
წარმომადგენლები - ი-----–------–--–---, თ------------------–-–---–ი, ნ------------ი, მ-----------------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენლები - ან-----–-----–--ე, დ---------------–---–ი, თ---------–--------–---–ი, ნ---------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ანაზღაურებაზე უარის და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი №3--------------------------- ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება ს-----------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–-------ს“ 2018 წლის 5 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტები: დ--------------ე (შ/ნ: 3---------), ი--------–--–---–---------–---–ი (შ/ნ 3--------), ს--------–----------ა (შ/ნ 3--------), ე-------------ა (შ/ნ 3---------), მ-------------–------ა (შ/ნ 4---------), ნ-------------ი (შ/ნ 3---------), ე-–----------------------ი (შ/ნ 3---------), მ-----------–---–ი (შ/ნ 3---------), რ---------–---–-----ი (შ/ნ 8--------), გადიოდნენ მკურნალობას ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------–--’ 2017 წლის აგვისტოში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურის კომპონენტით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, I50 - გულის მწვავე უკმარისობა.
ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- მიერ მითითებულ პაციენტებთან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, სახ. კოდი: INT0001-/-I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; I50 - გულის მწვავე უკმარისობა. სამედიცინო შემთხვევები შეფასდა სტატუსით ,,ექვემდებარება ანაზღაურებას’’, თუმცა ამავე შეტყობინებებში, ინსპექტორის კომენტარში, თითოეულ პაციენტთან დაკავშირებით მითითებულია მკურნალობის დრო (თვე, რიცხვი, წელი), როდესაც ინსპექტორმა ვიზუალური დაკვირვებით მიიჩნია, რომ პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა I ინტენსიურ დონეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ს.ფ. 183-208);
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული (ს.ფ. 75-101).
3.1.2. ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- №3--------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, №3---------, №3--------, №3---------, №4---------, №3---------, №3---------, №3---------, №8-------- და №738297397 წარდგენილ შემთხვევებს, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- №3--------------------------- ,,ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი (ს.ფ. 15).
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტები: დ--------------ე, ი--------–--–---–---------–---–ი, ს--------–----------ა, ე-------------ა, მ-------------–------ა, ნ-------------ი, ე-–----------------------ი, მ-----------–---–ი, რ---------–---–-----ი, არიან ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები. პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------–--’ 2017 წლის აგვისტოში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურის კომპონენტით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ICD - I50 - გულის უკმარისობა. მონიტორინგის ეტაპზე №3---------, №3--------, №3---------, №4---------, №3---------, №3---------, №3---------, №8-------- სამედიცინო შემთხვევები შეფასდა სტატუსით ,,ექვემდებარება ანაზღაურებას’’, თუმცა მონიტორის პროგრამულ კომენტარებში მითითებულია მკურნალობის დრო (რიცხვი), როცა ვიზუალური დაკვირვებით პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამება ინტენსიური მკურნალობა, მოვლის I დონეს. შესაბამისად, ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- მიერ მიწოდებულ შემთხვევას დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 13-14).
3.1.4. 2018 წლის 05 მარტს ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შემთხვევების ანაზღაურება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებით ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- 2018 წლის 05 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- 2018 წლის 05 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 16-17);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება ს-----------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–-------ს“ 2018 წლის 5 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 29-30).
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3-------- დაინიშნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შეკითხვები, წარდგენილი სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, პაციენტებთან: დ--------------ესთან, ი--------–--–---–---------–---–თან, ს--------–----------ასთან, ე-------------ასთან, მ-------------–------ასთა, ნ-------------თან, ე-–----------------------თან, მ-----------–---–თან და რ---------–---–-----თან მიმართებით კონკრეტულ პერიოდში (თითოეულ პაციენტთან დაკავშირებით ინდივიდუალურად იქნა მითითებული თარიღები) განხორციელებული მკურნალობა/მოვლა შეესაბამებოდა თუ არა I (პირველი) დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას.
3.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მაისის №5--------- წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ეცნობა, რომ ვინაიდან ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილმა ექიმ-სპეციალისტებმა უარი განაცხადეს მონაწილეობის მიღებაზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, ექსპერტიზის წინაშე დასმული სამედიცინო საკითხების გადაწყვეტა ვერ შესრულდა. შესაბამისად, №3-------- ადმინისტრაციული საქმე დაუბრუნდა საქმის განმხილველ მოსამართლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 243-249);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მაისის №5--------- წერილი (ს.ფ. 256-258).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 28-ე მუხლი ადგენს, რომ მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- 2018 წლის 5 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- №3--------------------------- ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი, ეს უკანასკნელი კი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს და მასზე, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლო დამოუკიდებლად არ იმსჯელებს, თუმცა აღნიშნული ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ პაციენტები: დ--------------ე, ი--------–--–---–---------–---–ი, ს--------–----------ა, ე-------------ა, მ-------------–------ა, ნ-------------ი, ე-–----------------------ი, მ-----------–---–ი, რ---------–---–-----ი, გადიოდნენ მკურნალობას ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------–--’ 2017 წლის აგვისტოში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურის კომპონენტით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ICD - I50 - გულის უკმარისობა. მონიტორინგის ეტაპზე №3---------, №3--------, №3---------, №4---------, №3---------, №3---------, №3---------, №8-------- სამედიცინო შემთხვევები შეფასდა სტატუსით ,,ექვემდებარება ანაზღაურებას’’, თუმცა მონიტორის პროგრამულ კომენტარებში მითითებულია მკურნალობის დრო (რიცხვი), როცა ვიზუალური დაკვირვებით პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ინტენსიური მკურნალობა, მოვლის I დონეს. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა და ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- მიერ მიწოდებულ შემთხვევას დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის ეტაპზე №3---------, №3--------, №3---------, №4---------, №3---------, №3---------, №3---------, №8-------- სამედიცინო შემთხვევები შეფასდა სტატუსით ,,ექვემდებარება ანაზღაურებას’’, ინსპექტირების ეტაპზე კი, როდესაც მიჩნეულ იქნა, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა, მოპასუხე დაეყრდნო ინსპექტორის კომენტარს, რომელმაც პაციენტებზე ვიზუალური დაკვირვებით მიიჩნია, რომ მათი მდგომარეობა (კონკრეტულ დროს) არ შეესაბამებოდა I ინტენსიურ დონეს, თუმცა სასამართლოსთვის გაუგებარია რას ეყრდნობოდა ინსპექტორის აღნიშნული განმარტება ან რატომ იქნა გაზიარებული ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1.2-ის გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების მე-2 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოიცავს შემდეგს - ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ − ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.
იქიდან გამომდინარე, რომ სადავო საკითხის შეფასება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, ხოლო კვალიფიციური განმარტება პაციენტების სამედიცინო დოკუმენტების, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1.2-ის გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების მე-2 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის - I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლის თანხვედრასთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობის მქონეა, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ №3-------- ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა დაენიშნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3-------- დაინიშნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად კი დაისვა შეკითხვები, წარდგენილი სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, პაციენტებთან: დ--------------ესთან, ი--------–--–---–---------–---–თან, ს--------–----------ასთან, ე-------------ასთან, მ-------------–------ასთა, ნ-------------თან, ე-–----------------------თან, მ-----------–---–თან და რ---------–---–-----თან მიმართებით კონკრეტულ პერიოდში (თითოეულ პაციენტთან დაკავშირებით ინდივიდუალურად იქნა მითითებული თარიღები) განხორციელებული მკურნალობა/მოვლა შეესაბამებოდა თუ არა I (პირველი) დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას.
აღნიშნულის პასუხად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მაისის №5--------- წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ეცნობა, რომ ვინაიდან ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილმა ექიმ-სპეციალისტებმა უარი განაცხადეს მონაწილეობის მიღებაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, ექსპერტიზის წინაშე დასმული სამედიცინო საკითხების გადაწყვეტა ვერ შესრულდა.
ამდენად, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, სადავო აქტი კი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება. (იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას).
სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ 2019 წლის 30 იანვარს გამართულ სხდომაზე, სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნენ ინსპექტორები - ნ------------–---–ი და ნ---------------–-–---–ი, რომელთა მიერ გაკეთებული კომენტარების საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ არ მომხდარა შესაბამისი ოქმების (რომლის ვალდებულებაც გააჩნიათ) წარმოდგენა იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებზე დაკვირვებასაც აწარმოებენ, სასმართლომ ვერ დაადგინა რა დაედო საფუძვლად მათ მიერ განხორციელებულ ჩანაწერს, ხოლო ზეპირსიტყვიერი განმარტებები 2 წლის წინ არსებულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება სარწმუნოდ მიჩნეული და მით უფრო ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რის გამოც, ის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.5. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ს-----------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–-------ს“ 2018 წლის 5 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 607,05 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე - ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 607,05 (ექვსას შვიდი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება ს-----------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–-------ს“ 2018 წლის 5 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სასარგებლოდ დაეკისროს 607,05 (ექვსას შვიდი ლარი და ხუთი თეთრის) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი