განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100119003320645
1-----/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - რ------–----ე
ბრალდებული - ნ------ ზ-----------
ადვოკატი - ი-----–- ა--–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
საქმის გამოძიების ნომერი № 1-----------
ბრალდებული: ნ------ ზ-----------
მამის სახელი: ბ------
დაბადებული: 17.03.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ბათუმი, ფ------------–--–------------------–----------------------
დაკავებულია: 07.06.2019 წლის 11:46 საათი.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 187 მუხლის პირველი ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ზ ქვეპუნქტები
გამოძიებით დადგენილი გარემოებები:
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამკოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო;
2017 წლის მაისის თვიდან - 2019 წლის 7 ივნისამდე დროის პერიოდში, ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში, გენდერული და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალია და ამავდროულად არის ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი ნ------ ზ----------- ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრს - ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს. 2017 წლის მაისის თვის შემდეგ, ნ------ ზ-----------ს მიერ, მ----------–-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განმეორდა 2017 წლის მაისში, 2017 წლის ზაფხულში, 2017 წლის სექტემბრის თვეში, 2017 წლის ნოემბრის თვეში, 2018 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის მარტის თვეში, 2019 წლის 6 ივნისს და 2019 წლის 7 ივნისს კერძოდ: 1. 2017 წლის მაისის თვეში, ნ------ ზ----------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2. 2017 წლის მაისის თვეში, ნ------ ზ----------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავში და სახის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 3. 2017 წლის ზაფხულის პერიოდში, ნ------ ზ----------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს მოუწოდა, რომ შეეცვალა ქრისტიანული რელიგია, მიეღო ისლამი და ეტარებინა შესაბამისი ტანსაცმელი, ურთიერთშელაპარაკების დროს კი მეუღლეს დაარტყა სახეში, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 4. 2017 წლის სექტემბრის თვეში, ნ------ ზ----------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს თავისა და კისრის არეში მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 5. 2017 წლის ნოემბრის თვეში, ნ------ ზ----------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ცემა და ბალიშის გამოყენებით ცდილობდა მის გაგუდვას, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 6. 2018 წლის ივნისის თვეში, ნ------ ზ----------მა ხელის გამოყენებით ცემა მეუღლე მ----------–-----ი, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 7. 2019 წლის მარტის თვეში ნ------ ზ----------მა, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს მ----------–-----ს სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 8. 2019 წლის 6 ივნისის დაახლოებით 17:00 საათზე, ნ------ ზ----------მა მეუღლეს მ----------–-----ს ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 9. 2019 წლის 7 ივნისს დილის საათებში, ნ------ ზ----------მა მეუღლეს მ----------–-----ს თავის არეში, სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა და მიაყენა დაზიანებები, სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ნ------ ზ----------მა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
2017 წლის მაისის თვიდან - 2019 წლის 7 ივნისამდე დროის პერიოდში, ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში, გენდერული და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალია და ამავდროულად არის ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი, ნ------ ზ----------- ლანძღვა-გინებით, დამცინავი, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ორსულ მეუღლეს მ----------–-----ს, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 7 ივნისის დილის საათებში, ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში, ნ------ ზ----------მა საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს მ----------–-----ს, რა დროსაც მ----------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ------ ზ----------მა ჩაიდინა, ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2017 წლის ნოემბრის თვეში ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში, ნ------ ზ----------მა საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს მ----------–-----ს დაუზიანა ,,სამსუნგ გალაქსის ფირმის პლანშეტი“, რამაც გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამკოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო;
2017 წლიდან მაისის თვიდან - 2019 წლის 7 ივნისის ჩათვლით ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ნ------ ზ----------- ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრზე - ორსულ მეუღლეზე მ----------–-----ზე. მისი საბოლოო მიზანი იყო ეიძულებინა მეუღლე მ----------–-----ი შეეცვალა რელიგიურ აღმსარებლობა. ცემა განმეორდა 2019 წლის 6 ივნისის დაახლოებით 17:00 საათზე, ნ------ ზ----------მა მეუღლეს მ----------–-----ს ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც მ----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 7 ივნისს დილის საათებში, ნ------ ზ----------მა მეუღლეს მ----------–-----ს სცემა და მიაყენა დაზიანებები. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 7 ივნისის დილის საათებში, ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში, ნ------ ზ----------მა საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს მ----------–-----ს, რა დროსაც მ----------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ნ------ ზ----------მა ჩაიდინა, ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2017 წლის ნოემბრის თვეში ქ.ბათუმში ფ------------–--–-------------------–------------------------ში, ნ------ ზ----------მა საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს მ----------–-----ს დაუზიანა ,,სამსუნგ გალაქსის ფირმის პლანშეტი“, რამაც გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა.
დაზარალებულ მ----------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობდა მეუღლესთან ნ------ ზ----------თან ერთად ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 11 ბინა 66-ში. ნ------ ზ-----------თან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა გოგონა. 2017 წლის იანვრიდან შეუღლების შემდეგ ნ------ ზ----------- თანდათან შეიცვალა მის მიართ და გახდა აგრესიული. უთანხმოების დაიწყო რელიგიური მოტივით. თვითო მ----------–-----ი არის ქრისტიანი, ხოლო მის ნ------ ზ----------- მუსულმანი. ნ------ ზ----------ს არ უნდოდა, რომ მის მეუღლე მ----------–-----ი ყოფილიყო ქრისტიანი და სთხოვდა შეეცვალა რელიგიური აღმსარებლობა და მონათლულიყო მუსულმანად. მ----------–-----ი მტკიცე უარს ეუბნებოდა რელიგიის შეცვლაზე. ამის გამო ნ------ ზ----------მა შეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება. გახდა აგრესიული აღარ ერიდებოდა იმ ფაქტს, რომ მ----------–-----ი იყო ორსული და სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ორსულს მ----------–-----ს ხშირად ცემდა და აგინებდა დედის და ნათესავების მისამართით. მ----------–-----ის ამგვარმა ყოფამ და ნ------ ზ----------სგან რელიგიური მრწამსის გამო ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. იმდენად ხშირი იყო ამგვარი ძალადობა, რომ უკვე კონკრეტული დღეების და რიცხვის ცალკე დასახელება უჭირს ათეულობით იყო აგვარი შემთხვევები. მართალია გამოძიებისას დაასახელა თარიღები და გაიხსენა კონკრეტული დღეები, მაგრამ სასამართლოში იმდენად მოქმედებს მასზე ძალადობის გახსენება, რომ უჭირს ცემის ფაქტების ზუსტი რიცხვების გახსენება. ქმარი ავიწროვებდა უშლიდა ეკლესიაში წასვლას. არ მოსწონდა ჩაცმის სტილი მოითხოვდა მისგან ჩაეცვა ისე, როგორ ეცვა მუსულმან ქალებს, დაეფარა ჩადრი და ევლო ჯამეში. აუკრძალა ბინაში ხატების განთავსება. მ----------–-----ი ოჯახის დიდხანს ითმენდა ქმრის ასეთ ქცევას, რადგან ეშინოდა. ეშინოდა იმიტომ, რომ ზ----------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ცემით ის ტკივილს და ტანჯვას განიცდიდა. ასეთი მდგომარეობაში მყოფმა თავის მოკვლაც კი სცადა. ზ-----------ს ძალადობას ჯერ არ უმხელდა დედას და ძმებს. ეშინოდა რომ მის ძმებსა და ქმარს შორის კონფლიქტი უფრო სავალალო შედეგებს მიიღება. მეუღლე აკონტროლებდა მის ქცევას და უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას. თუმცა ნ------ ზ----------- უკვე აღარც მ----------–-----ის დედასთან მოერიდა მარიამის ცემას და დედის თვალწინაც რამდენჯერმე დაარტყა სახეში. მან ასევე სცემა დის ნ---------–-----ის თანდასწრებით. ინტენსიური ცემის გამო დასჩემდა ძლიერი თავის ტკივილები რადგან ზ----------- სწორედ თავში ურტყამდა გამეტებით. ამცირებდა და როგორც მონას ისე ექცეოდა, რის გამოც განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ბოლოს ძალადობის ფაქტი 2019 წლის 06 ივნისიდან დაიწყო. 06 ივნისს მ----------–-----ს და ნ---------–-----ი ეწვია მცირეწლოვან შვილთა ერთად სტუმრად. ნ------ ზ----------- არ მოერიდა დის სტუმრობას დასთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ააფარა პირზე ხელი, რომ არ ეყვირა, ხოლო მეორე ხელით ყელში მოუჭირა და დაუწყო დახრჩობა. მ----------–-----ი იძულებული იყო საძინებელში ჩაკეტილიყო და ქმარს დაემუქრა პოლიციის გამოძახებით, რის გამოც ნ------ ზ----------მა შეწყვიტა ძალადობა. იმ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გაშორებოდა ზ----------ს. ცემიდან დიდი დრო არ გასულა და ღამით უკვე 2019 წლის 07 ივნისს ნ------ ზ----------მა კვლავ გააგრძელა მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აიღო სამზარეულოს დანა მიადო კისერზე და ნ---------–-----ის თანდასწრებით დაემუქრა მოკვლით თუ კი გაბედავდა და პატრულს შეატყობინებდა ძალადობის შესახებ. იმის გამო რომ მ----------–-----ს არ დაეკერა პლანშეტის საშულებით პოლიციაში დაუმტვრია პლანშეტიც. მ----------–-----მა მოახერხა და დასთან და ბავშვებთან ერთად იმ საძინებელ შეაფარა თავის, რომლის კარებიც შიგნიდან იკეტებოდა. ვერ იპოვა ტავის მობილური ტელეფონი პლანშეტიც დამტვრეული იყო ისარგებლა დის მობილური ტელეფონით და ამ ტელეფონით გამოყენებით დაიწყო პოლიციაში დარეკვა. თუმცა ზ-----------ი მაინც არ ეშვებოდა, ძალადობის გაგრძელების მიზნით კვლავ ცდილობდა შეღწევას საძინებელო ოთახში და ამტვრევდა კარს. ძალადობის შესახებ პოლიციის შეტყობინებიდან მალევე მივიდნენ პოლიციელები ბინაში, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ ყველაფერი. პოლიციელებმა ნახეს დამტვრეული პლანშეტი, ნახეს დაზიანებული საძინებლის კარი და ზ----------- ადგილზევე დააკავეს, ხოლო თვითონ ბინაშივე გამოკითხეს მომხდარის შესახებ.
მოწმე ნ---------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს და მ----------–-----ი, რომელიც ცოლად გაყვა ნ------ ზ----------ს. ცოლ-ქმრის ურთიერთობა არ იყო კარგი. მიზეზი იყო რელიგიური აღმსარებლობა. ნ------ ზ----------- მოითხოვდა მ----------–-----ისგან შეეცვალ ქრისტიანული რელიგი და მონათლულიყო მუსულმანად და მოქცეულიყო ისე, როგოც მუსულმანები იქცეოდნენ. მ----------–-----ი უარს ეუბნებოდა ნ------ ზ----------ს რელიგიის შეცვლაზე, რაც იყო მიზეზი ნ------ ზ-----------ს მხრიდან სისტემატური ძალადობის. ზ----------- ამცირებდა აგინებდა და სცემდა მ----------–-----ს. პირველად, როდესაც მის თვალწინ ცემა მ----------–-----ი ნ------ ზ----------მა მაშინ მოხდა, როდესაც მარიამი სამი თვის ფეხმძიმე იყო. სწორედ მაშინ გაიგო ნ------ ზ-----------ს ასეთი დამოკიდებულება მეუღლის მიმართ. მაშინ ნ---------–-----ს მ----------–-----მა სთხოვა არ მოეყოლა მომხდარი დედისთვის და ძმებისთვის რადგან ეშინოდა უფრო მძიმე შედეგები არ მოჰყოლოდა ამას ყველაფერს. ნ------ ზ-----------ს ამგვარმა ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. არ ერიდებოდა თვითონ მასაც ამცირებდა და აგინებდა ორივე დას. შვიდ თვის ფეხმძიმე იყო მ----------–-----ი, როდესაც მორიგი ძალადობის ფაქტი ვეღარ დამალა ნათია ღლოტმა და მოუყვა დედას ყველაფერი. თუმცა ნ------ ზ----------მა დედის თვალწინაც სცემა მ----------–-----ი. ზ----------- ხშირად ემუქრებოდა მოკლით მარიამს. 2019 წლის 06 ივნისს მცირე წლოვან შვილთან ერთად ესტუმრა მარიამს და ნ------ს ბათუმში. იმ დღესაც იგივე განმეორდა და ნ------ ზრადნოვმა მის თვალწინ ცემა მ----------–-----ი. ასევე ააფარა პირზე ხელი, რომ არ ეყვირა ხოლო მეორე ხელით ყელში მოუჭირა და დაუწყო დახრჩობა. ნ---------–-----ის კითხვაზე თუ არ უნდოდა მარიამთან ერთად ცხოვრება რატო იქცეოდა ასე, გაშორებოდნენ ერთმანეთს და დამთავრებულიყო ძალადობები, მაგრამ ზ----------მა უპასუხა ის მონაა და ასე უნდა მოვექცე, ისე უნდა დავაინვალიდო, რომ არავინ აღარ მოინდომოს მისი ცოლად შერთვა ჩემს მერე. ის ღამე დებმა შიშისგან ვერ დაიძინეს და მარიამმა გადაწყვიტა გაშორებოდა ზ----------ს. საძინებელში იყვნენ ჩაკეტილები რათ თავი დაეცვათ ზ-----------სგან. ღამით ბავშვის საჭმლის გამო სამზარეულოში გავიდა, ხოლო მარიამი ღ-–-----ი საძინებელში დარჩა. კარების გაღებით ისარგებლა ზ----------მა და კვლავ გააგრძელა მ----------–-----ის ცემა. მარიამი დაემუქრა რომ მის საქციელს პოლიციას შეატყობინებდა. ზ----------მა სამზარეულოს დანა აიღო, დაადო კისერზე მ----------–----- და მოკვლით დაემუქრა. იძულებული დები ერთად ისევ საძინებელში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც მარიამმა და მობილური ტელეფონით პოლიცია დაურეკა და შველა სთხოვა. პოლიციელები მალევე მივიდნეც საცხოვრებელ ბინაში და ზ----------- დააკავეს.
მოწმე ნ-----–------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მის შვილი მ----------–-----ი მეუღლესთან ნ------ ზ----------თან ერთად ცხოვრობდა ბათუმში. მეუღლეებს შორის არ იყო კარგი დამოკიდებულება. ნ------ ზ----------- მოითხოვდა მარიამისგან შეეცვალა ქრისტიანული რელიაგია და მონათლულიყო მუსულმანად. მარიამი უარს ეუბნებოდა რელიგიის შეცვლაზე, რის გამოც ნ------ ზ----------- ხშირად სცემდა ორსულ მ----------–-----ს. 2018 წელს სტუმრად იმყოფებოდა ნ------ ზ----------თან და მ----------–-----თან ბათუმში. ამ დროს მარიამი ღ-–-----ი ორსულად იყო. ნ------ ზარდაოვი არ მოერიდა მის სტუმრობად და დედის თვალწინ ორსული მ----------–-----ი ცემა და სამჯერ გაარტყა სახეში. ნ------ ზ----------- ამგვარი საქციელის გამო ურჩია შვილს, რომ გაშორებოდა ზ----------ს. 2019 წლის 07 ივნისს მისი მეორე ქალიშვილი ნ---------–-----ი იმყოფებოდა სტუმრად მარია ღ-–-----თან ბათუმში. იმ დღეს დაურეკა ნ---------–-----მა და აცნობა რომ ნ------ ზ----------მა ისევ ცემა მ----------–-----ი.
მ----------–-----ის სხეულზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად 2019 წლის 07 ივნისს მ----------–-----ს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე მუქი მოწითალო ფერის უსწორო ფორმის სისხლნაჟღენთი 4,8X2,9 ზომის. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთები აღენიშნება-მარხენა მხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე მოოვალო ფორმის 1,3 X 1,1 სმ ზომის, კისრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში მარჯვნივ უსწორო ფორმის 2,5 X 2,1 სმ ზომის, მარჯვენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე უსწორო ფორმის 2,7 X 2,2 სმ ზომის და მუცლის წინა ზედაპირზე მარცხენა შუა მესამედში უსწორო ფორმის 3,3 X 1,9 სმ ზომის დაზიანებანი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 9019 წლის 07 ივნისს.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ----------------–---–მა.
განიცდიდა თუ არა მ----------–-----ი მეუღლის ნ------ ზ-----------ს მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად სულიერ ტანჯვა და მიიღო თუა რა ფსიქოლოგიურუ ტრავმა დანიშნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის N 005184619 დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ მ----------–-----ი განიცდიდა მეუღლის -ნ------ ზ-----------ს ქმედებებიდან გამომდინარე სისტემატური შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს და დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის სულიერ ტანჯვას. მ----------–-----მა ნ------ ზ-----------ს ქმედებებით მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------ემ.
მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ი-----–- ა--–--ეს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან თ-----------------ესთან და ა-------------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ბრალდებული ნ------ ზ-----------. დაზარალებულმა მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო ტიროდა და ეტყობოდა დაზიანებანი გამომძიებელს განუცხადა, რომ განიცდიდა მეუღლე ნ------ ზ-----------სგან სისტემატურ ძალადობას, მეუღლე ცემდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმ დღეს ზ----------მა სამზარეულო დანა დაადო კისერზე და დაემუქრა. ცემის ძირითადი მოტივი იყო რელიგიური. ნ------ ზ----------- მ----------–-----ისგან მოითხოვდა შეეცვალა ერთი სარწმუნოება მეორეთი და ქრისტიანული აღმსარებლობიდან გადასულიყო მუსულმანურზე. დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებანი. დაზარებულის მიერ დანაშაულის განცხადების გამო ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ა-------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 07 ივნის პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან თ-----------------ესთან და ი-----–- ა--–--ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ბრალდებული ნ------ ზ-----------. დაზარალებულმა მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო ტიროდა გამოძიებელს განუცხადა, რომ განიცდიდა მეუღლე ნ------ ზ-----------სგან სისტემატურ ძალადობას, მეუღლე ცემდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმ დღეს ზ----------მა სამაზარეულო დანა დაადო კისერზე და დაემუქრა სიცოცხლს მოსპობით, ცემის ძირითადი მოტივი იყო რელიგიური. ნ------ ზ----------- მ----------–-----ისგან მოითხოვდა შეეცვალა ერთი სარწმუნოება მეორეთი. დაზარებულის მიერ დანაშაულის განცხადების გამო ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2020 წლის 07 ივნის პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან ი-----–- ა--–--ესთან, ამირან ტაკიძესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები და ბრალდებული ნ------ ზ-----------. მასს დაზარალებული მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო განუცხადა მეუღის ნ------ ზ-----------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. ამიტომ მ----------–-----ის იქვე ბინაშივე გამოკითხა და შეადგინა შესაბამის ოქმი. ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
2019 წლის 01 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ინფორმაცის გამოთხოვის ოქმით ირკვევა, რომ თბილისში ლ---- ქუჩა N 1-ა 112-ის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში 112-ის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს სპეციალისტიდან გამოთხოვილი იქნა 112- სამსახურში ტელეფონის ნომრიდან 5-------- შესული N 1468390 შეტყობინების აუდიო ჩანაწერი “CD”-ზე. დისკი შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
2019 წლის 01 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, “CD”-ზე არსებობს ჩანაწერი, შემდეგი შინაარსის : 112-ის სამსახურის ოპერატორს გოგონა სთხოვს პოლიციის გამოძახებას, ატირებული გოგონა აცხადებს მეუღლის მიერ ძალადობის ფაქტის შესახებ, ისმის ბავშვის ტირილი და სხვა ხმაური, ოპერატორი შეკითხვაზე გოგონა კარნახობს მისამართს და ასახლებს თავის სახელსა და გვარს -„მ----------–-----ი“. გოგონა უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, ოპერატორს აუწყებს, რომ მეუღლე უმტვრევს კარს და იძახებს პოლიციას. დისკი შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა.
„CD”-ზე არსებული ჩანაწერი სასამართლო მიმდინარეობისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა. გამოკვლევისას დადასტურდა ოქმში ასახული საუბრის შინაარსი. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის მყარ საგანზე ინტენსიური ბრახუნის ხმა და გოგონას ყვირილი სიტყვებით - კარებს ამტვრევს.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინა წარმოადგენს ნ------ ზ-----------ს და მ----------–-----ს საცხოვრებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელიც მონაწილებას იღებდა მ----------–-----ი ნანახი იქნა დაზიანებული სამსუნგის ფირმის „ პლანშეტი “ და დანა, რომლითაც მ----------–-----ის განმარტებით დაემუქრა ნ------ ზ----------- სიცოცხლის მოსპობით. ასევე ნანახი იქნა საძინებელი ოთახის შესასვლელი ხის კარებზე გარეთა მხრიდან საკეტზე დაზიანებანი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ექსპერტი ი-----–- ჭ-----–--ე. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა ფოტოგადაღება. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის და ექსპერტების ი-----–- ჭ-----–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
დაზარალებულმა ღ-–-----მა მონაწილება მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში რა დროსაც სრულად აღწერა ადგილი სადაც აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას მეუღლე ნ------ ზ----------- რელიგიურ ნიადაგზე, სადაც დაუზიანა „ პლანშეტი “ და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინა წარმოადგენს ნ------ ზ-----------ს და მ----------–-----ს საცხოვრებელს. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მარამ ღ-–-----მა, რომელიც მონაწილებას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიუთითა ის ადგილები სადაც აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას მეუღლე ნ------ ზ----------- რელიგიურ ნიადაგზე, სადაც დაუზიანა „პლანშეტი“ და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ ასევე გამომძიებელი ა-–-------------------ე და ექსპერტები ე-----------------ე და პეტერ კ----–-–---–ი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა ფოტოგადაღება. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის, ა-–--------------------ძის, ექსპერტების ე-----------------ის და პეტრე კ----–-–---–ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N ც.ი/207 დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--------------ემ.
სასაქონლიო ექსპერტიზის N 581/ს დასკვნის თანახმადა ექსპერტიზაზე წარდგენლი პლანშეტის „Samsung galaxy tab 4” model sm-t531, imei: 352961068155180, s/n:r 52g614ls5hd საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 200 (ორასი) ლარს.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------------ემ.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში ბინა მარამ ღ-–-----ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული პლანშეტი და სამზარეულოს დანა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ექსპერტები ი-----–- ჭ-----–--ე. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის და ექსპერტის ი-----–- ჭ-----–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
2019 წლის 24 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ბათუმში ალექსანდრე პუშკინის ქუჩა 118/120 შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის“ ადმინისტრაციულ შენობაში შპს-ს დირექტორის თანაშემწე ქეთევან ყოლბაიასგან ამოღებული იქნა მარია ღ-–-----ის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით 2017 წლის 05 მაისის მდგომარეობით მ----------–-----ი ორსულია. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
N 1468390 შეტყობინებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის სამორიგეოში 2019 წლის 07 ივნის შესული იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2019 წლის 07 ივნისს 09:52:34 საათზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში მ----------–-----ზე ხორციელდება ოჯახური ძალადობა და მეუღლე კარებს უნგრევს მ----------–-----ს.
შეტყობინების ფაქტი და რეალობა სრულად დაადასტურა ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ე-------------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს და განმარტა, რომ მიღებული შეტყობინება აცნობა პოლიციის ხელმძღვანელობას.
მოწმე კ---------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება მ----------–-----ზე მეუღლის მხრიდან განხორცილებულ ძალადობის ფაქტზე. მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო მან დაიწყო გამოძიება. შედგენილი იქნა გამომძიებელთა ჯგუფი და მის გარდა გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა გამომძიებლებმა. საქმეში მისი სახლით შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები შედგენილია მის მიერ და ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების შინაარს და შედეგებს.
2019 წლის 07 ივნისს მ----------–-----ის სხეულის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ მ----------–-----ს სხეულზე აღენიშნება მარჯვენა ხელის ზედა კიდურის უკანა მხარეს სამი-ოთხი პატარა ზომის დაზიანება, ამავე ხელის მაჯის წინა მხარეს ოთხი მცირე წერტილოვანი დალურჯებები მოყავისფრო ფერის, მარცხენა ხელის ზედა კიდურის უკანა მხარეს საშუალო ზომის დალურჯება, ყელის მიდამოში წინა მხარეს ორი მცირე ზომის წერტილის მაგვარი მოყავისფრო ფერის დაზიანებანი, მარჯვენა მკერდის ზემოდან დალურჯება, მუცლის მარცხენა მხარეს ერთი დაზიანება. ზურგზე ფეხებსა და წვივზე დალურჯებები. მ----------–-----ის განმარტებით დაზიანებანი მიაყენა მეუღლემ ნ------ ზ----------მა. მოხდა დათვალიერების ფოტო გადაღება.
მოწმე რ-------ან ხ------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება მ----------–-----ზე მეუღლის მხრიდან განხორცილებულ ძალადობის ფაქტზე. მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. შედგენილი იქნა გამომძიებელთა ჯგუფი და მის გარდა გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა გამომძიებლებმა. მან როგოც ქალმა გამომძიებელმა დაათვალიერე მ----------–-----ის სხეულზე არსებული დაზიანებანი. საქმეში მისი სახლით შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი შედგენილია მის მიერ და ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების შინაარს და შედეგებს.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის მათ შორის სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის შესაბამის მუხლით ამ მუხლზე მითითებით.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის შენიშვნის თანახმად საქართველოს სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრია მეუღლე.
რაც შეეხება საქართველოს სს-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილს. სასამართლო განმარტავს რომ იმისათვის რათა მოხდეს დამნაშავის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის ამ მუხლით აუცილებელია რამდენიმე კომპონენტის არსებობა. კერძოდ პირველ რიგში აუცილებელია, რომ დამნაშავეს მხრიდან ძალადობა არ იყოს სპონტანური და მოკლე დროში ერთეული შემთხვევა, არამედ აუცილებელი, რომ ძალადობას სისტემატიურად ხასიათი ქონდეს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდეს. გარდა ამისა აუცილებელი, რომ მოძალადის მხრიდან ამგვარმა სისტემატიურმა ძალადობამ მსხვერპლის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს. რაც შეეხება თვითონ ძალადობას იგი მხლოდ პირდაპირი განზრახვით შიძლება იქნეს ჩადენილი და შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური.
ფიზიკური ძალადობაა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას;
ფსიქოლოგიური ძალადობაა- შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;
ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული დათქმები სრულად იქნა გამოკვლეული გაანალიზებული სასამართლოს მიერ. კერძოდ:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოძალადე ნ------ ზ----------- და მსხვერპლი მ----------–-----ი დანაშაულის ჩადენის დროს ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კერძოდ: ისინი 2017 წლის იანვარში დაქორწინდნენ, შექმნეს ოჯახი და მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ 2019 წლის 07 ივნისამდე.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა ასევე რომ 2017 წლიდან 2019 წლის 07 ივნისამდე ნ------ ზ----------- სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე მ----------–-----ზე, სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დადგინდა ისიც, რომ ნ------ ზ-----------ს ძალადობამ მ----------–-----ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ძალადობის დროს ზ----------- მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და მისი მიზანი მეუღლის- მ----------–-----ისათვის ტკივილის და ტანჯვის მიყენება იყო, ხოლო საბოლოო მიზანი რელიგიური აღმსარებლობის შეცვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის117-ე ან 118-ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი.
სისტემატიური ცემა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ცემა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) აუცილებელია დადგინდეს, რომ მოძალადემ ძალადობის განხორცილებისას იცოდა მსხვერპლი ორსულობის შესახებ.
ეს გარემოება სასამართლოში გამოკვლეული იქნა და დაზარალებულის მ----------–-----ის, მოწმეების ნ-----–------–-----ის და ნ---------–-----ის პირდაპირი ჩვენებებით დადგინდა, რომ ნ------ ზ----------- სისტემატიურად ცემდა მეუღლეს მ----------–-----ის მაშინაც, როდესაც ეს უკანასკნელი ორსული იყო.
ორსულობის ფაქტი ასევე დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცნო ცნობით, რომლის თანახმად მ----------–-----ის 2017 წლის 05 მაისის მდგომარეობით ორსულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის117-ე ან 118-ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
სისტემატიური ცემა, რელიგიური შუწყნარებლობის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატიური ცემა რელიგიური შუწყნარებლობის გამო როგორც წესი, განპირობებულია სხვა რელიგიის მიუღებლობითა და სხვა კონფესიის წარმომადგენელთა მიმართ შეურიგებელი, არატოლერანტული დამოკიდებულებით.
იმისათვის რათა პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ცემა, რელიგიური შუწყნარებლობის გამო.) აუცილებელია დადგინდეს, რომ მოძალადემ დანაშაულს ჩადიოდა რელიგიური მოტივით.
ეს გარემოება სასამართლოში გამოკვლეული იქნა და დაზარალებულის მ----------–-----ის, მოწმეების ნ-----–------–-----ის და ნ---------–-----ის პირდაპირი ჩვენებებით და დადგინდა, რომ ნ------ ზ----------- სისტემატიურად ცემდა მეუღლეს მ----------–-----ის რელიგიურო მოტივით. დანაშაულის ჩადენის არა მარტო მოტივი იყო რელიგიური არამედ მიზანიც რელიგიის აღმსარებლობის შეცვლა უკავშირდებოდა და ქმარი მეუღლეზე ძალადობდა ერთი მიზნით - ეიძულებინა ცოლი, რომ ერთი რელიგია შეეცვალა მეორე რელიგიით, იმ რელიგიით, რომელსაც თვითო მოძალადე აღიარებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის117-ე ან 118-ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი, რელიგიური შუწყნარებლობის გამო.
ოჯახის ერთი წევრი მიერ სხვა წევრის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა:
დაზარალებულ მ----------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობდა მეუღლესთან ნ------ ზ----------თან ერთად ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 11 ბინა 66-ში. ნ------ ზ-----------თან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა გოგონა. 2017 წლის იანვრიდან შეუღლების შემდეგ ნ------ ზ----------- თანდათან შეიცვალა მის მიართ და გახდა აგრესიული. უთანხმოების დაიწყო რელიგიური მოტივით. თვითო მ----------–-----ი არის ქრისტიანი, ხოლო მის ნ------ ზ----------- მუსულმანი. ნ------ ზ----------ს არ უნდოდა, რომ მის მეუღლე მ----------–-----ი ყოფილიყო ქრისტიანი და სთხოვდა შეეცვალა რელიგიური აღმსარებლობა და მონათლულიყო მუსულმანად. მ----------–-----ი მტკიცე უარს ეუბნებოდა რელიგიის შეცვლაზე. ამის გამო ნ------ ზ----------მა შეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება. გახდა აგრესიული აღარ ერიდებოდა იმ ფაქტს, რომ მ----------–-----ი იყო ორსული და სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ორსულს მ----------–-----ს ხშირად ცემდა და აგინებდა დედის და ნათესავების მისამართით. მ----------–-----ის ამგვარმა ყოფამ და ნ------ ზ----------სგან რელიგიური მრწამსის გამო ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. იმდენად ხშირი იყო ამგვარი ძალადობა, რომ უკვე კონკრეტული დღეების და რიცხვის ცალკე დასახელება უჭირს ათეულობით იყო აგვარი შემთხვევები. მართალია გამოძიებისას დაასახელა თარიღები და გაიხსენა კონკრეტული დღეები, მაგრამ სასამართლოში იმდენად მოქმედებს მასზე ძალადობის გახსენება, რომ უჭირს ცემის ფაქტების ზუსტი რიცხვების გახსენება. ქმარი ავიწროვებდა უშლიდა ეკლესიაში წასვლას. არ მოსწონდა ჩაცმის სტილი მოითხოვდა მისგან ჩაეცვა ისე, როგორ ეცვა მუსულმან ქალებს, დაეფარა ჩადრი და ევლო ჯამეში. აუკრძალა ბინაში ხატების განთავსება. მ----------–-----ი ოჯახის დიდხანს ითმენდა ქმრის ასეთ ქცევას, რადგან ეშინოდა. ეშინოდა იმიტომ, რომ ზ----------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ცემით ის ტკივილს და ტანჯვას განიცდიდა. ასეთი მდგომარეობაში მყოფმა თავის მოკვლაც კი სცადა. ზ-----------ს ძალადობას ჯერ არ უმხელდა დედას და ძმებს. ეშინოდა რომ მის ძმებსა და ქმარს შორის კონფლიქტი უფრო სავალალო შედეგებს მიიღება. მეუღლე აკონტროლებდა მის ქცევას და უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას. თუმცა ნ------ ზ----------- უკვე აღარც მ----------–-----ის დედასთან მოერიდა მარიამის ცემას და დედის თვალწინაც რამდენჯერმე დაარტყა სახეში. მან ასევე სცემა დის ნ---------–-----ის თანდასწრებით. ინტენსიური ცემის გამო დასჩემდა ძლიერი თავის ტკივილები რადგან ზ----------- სწორედ თავში ურტყამდა გამეტებით. ამცირებდა და როგორც მონას ისე ექცეოდა, რის გამოც განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ბოლოს ძალადობის ფაქტი 2019 წლის 06 ივნისიდან დაიწყო. 06 ივნისს მ----------–-----ს და ნ---------–-----ი ეწვია მცირეწლოვან შვილთა ერთად სტუმრად. ნ------ ზ----------- არ მოერიდა დის სტუმრობას დასთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ააფარა პირზე ხელი, რომ არ ეყვირა ხოლო მეორე ხელით ყელში მოუჭირა და დაუწყო დახრჩობა. მ----------–-----ი იძულებული იყო საძინებელში ჩაკეტილიყო და ქმარს დაემუქრა პოლიციის გამოძახებით, რის გამოც ნ------ ზ----------მა შეწყვიტა ძალადობა. იმ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გაშორებოდა ზ----------ს. ცემიდან დიდი დრო არ გასულა და ღამით უკვე 2019 წლის 07 ივნისს ნ------ ზ----------მა კვლავ გააგრძელა მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აიღო სამზარეულოს დანა მიადო კისერზე და ნ---------–-----ის თანდასწრებით დაემუქრა მოკვლით თუ კი გაბედავდა და პატრულს შეატყობინებდა ძალადობის შესახებ. იმის გამო რომ მ----------–-----ს არ დაეკერა პლანშეტის საშულებით პოლიციაში დაუმტვრია პლანშეტიც. მ----------–-----მა მოახერხა და დასთან და ბავშვებთან ერთად იმ საძინებელ შეაფარა თავის, რომლის კარებიც შიგნიდან იკეტებოდა. ვერ იპოვა ტავის მობილური ტელეფონი პლანშეტიც დამტვრეული იყო ისარგებლა დის მობილური ტელეფონით და ამ ტელეფონით გამოყენებით დაიწყო პოლიციაში დარეკვა. თუმცა ზ-----------ი მაინც არ ეშვებოდა, ძალადობის გაგრძელების მიზნით კვლავ ცდილობდა შეღწევას საძინებელო ოთახში და ამტვრევდა კარს. ძალადობის შესახებ პოლიციის შეტყობინებიდან მალევე მივიდნენ პოლიციელები ბინაში, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ ყველაფერი. პოლიციელებმა ნახეს დამტვრეული პლანშეტი, ნახეს დაზიანებული საძინებლის კარი და ზ----------- ადგილზევე დააკავეს, ხოლო თვითონ ბინაშივე გამოკითხეს მომხდარის შესახებ.
მოწმე ნ---------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს და მარია ღ-–-----ი, რომელიც ცოლად გაყვა ნ------ ზ----------ს. ცოლ-ქმრის ურთიერთობა არ იყო კარგი. მიზეზი იყო რელიგიური აღმსარებლობა. ნ------ ზ----------- მოითხოვდა მ----------–-----ისგან შეეცვალ ქრისტიანული რელიგი და მონათლულიყო მუსულმანად და მოქცეულიყო ისე, როგოც მუსულმანები იქცეოდნენ. მ----------–-----ი უარს ეუბნებოდა ნაუკრი ზ----------ს რელიგიის შეცვლაზე, რაც იყო მიზეზი ნ------ ზ-----------ს მხრიდან სისტემატური ძალადობის. ზ----------- ამცირებდა აგინებდა და სცემდა მ----------–-----ს. პირველად, როდესაც მის თვალწინ ცემა მ----------–-----ი ნ------ ზ----------მა მაშინ მოხდა, როდესაც მარიამი სამი თვის ფეხმძიმე იყო. სწორედ მაშინ გაიგო ნ------ ზ-----------ს ასეთი დამოკიდებულება მეუღლის მიმართ. მაშინ ნ---------–-----ს მ----------–-----მა სთხოვა არ მოეყოლა მომხდარი დედისთვის და ძმებისთვის რადგან ეშინოდა უფრო მძიმე შედეგები არ მოჰყოლოდა ამას ყველაფერს. ნ------ ზ-----------ს ამგვარმა ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. არ ერიდებოდა თვითონ მასაც ამცირებდა და აგინებდა ორივე დას. შვიდ თვის ფეხმძიმე იყო მ----------–-----ი, როდესაც მორიგი ძალადობის ფაქტი ვეღარ დამალა ნათია ღლოტმა და მოუყვა დედას ყველაფერი. თუმცა ნ------ ზ----------მა დედის თვალწინაც სცემა მ----------–-----ი. ზ----------- ხშირად ემუქრებოდა მოკლით მარიამს. 2019 წლის 06 ივნისს მცირე წლოვან შვილთან ერთად ესტუმრა მარიამს და ნ------ს ბათუმში. იმ დღესაც იგივე განმეორდა და ნ------ ზრადნოვმა მის თვალწინ ცემა მ----------–-----ი. ასევე ააფარა პირზე ხელი, რომ არ ეყვირა ხოლო მეორე ხელით ყელში მოუჭირა და დაუწყო დახრჩობა. ნ---------–-----ის კითხვაზე თუ არ უნდოდა მარიამთან ერთად ცხოვრება რატო იქცეოდა ასე, გაშორებოდნენ ერთმანეთს და დამთავრებულიყო ძალადობები, მაგრამ ზ----------მა უპასუხა ის მონაა და ასე უნდა მოვექცე, ისე უნდა დავაინვალიდო, რომ არავინ აღარ მოინდომოს მისი ცოლად შერთვა ჩემს მერე. ის ღამე დებმა შიშისგან ვერ დაიძინეს და მარიამმა გადაწყვიტა გაშორებოდა ზ----------ს. საძინებელში იყვნენ ჩაკეტილები რათ თავი დაეცვათ ზ-----------სგან. ღამით ბავშვის საჭმლის გამო სამზარეულოში გავიდა, ხოლო მარიამი ღ-–-----ი საძინებელში დარჩა. კარების გაღებით ისარგებლა ზ----------მა და კვლავ გააგრძელა მ----------–-----ის ცემა. მარიამი დაემუქრა რომ მის საქციელს პოლიციას შეატყობინებდა. ზ----------მა სამზარეულოს დანა აიღო, დაადო კისერზე მ----------–----- და მოკვლით დაემუქრა. იძულებული დები ერთად ისევ საძინებელში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც მარიამმა და მობილური ტელეფონით პოლიცია დაურეკა და შველა სთხოვა. პოლიციელები მალევე მივიდნეც საცხოვრებელ ბინაში და ზ----------- დააკავეს.
მოწმე ნ-----–------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მის შვილი მ----------–-----ი მეუღლესთან ნ------ ზ----------თან ერთად ცხოვრობდა ბათუმში. მეუღლეებს შორის არ იყო კარგი დამოკიდებულება. ნ------ ზ----------- მოითხოვდა მარიამისგან შეეცვალა ქრისტიანული რელიაგია და მონათლულიყო მუსულმანად. მარიამი უარს ეუბნებოდა რელიგიის შეცვლაზე, რის გამოც ნ------ ზ----------- ხშირად სცემდა ორსულ მ----------–-----ს. 2018 წელს სტუმრად იმყოფებოდა ნ------ ზ----------თან და მ----------–-----თან ბათუმში. ამ დროს მარიამი ღ-–-----ი ორსულად იყო. ნ------ ზარდაოვი არ მოერიდა მის სტუმრობად და დედის თვალწინ ორსული მ----------–-----ი ცემა და სამჯერ გაარტყა სახეში. ნ------ ზ----------- ამგვარი საქციელის გამო ურჩია შვილს, რომ გაშორებოდა ზ----------ს. 2019 წლის 07 ივნისს მისი მეორე ქალიშვილი ნ---------–-----ი იმყოფებოდა სტუმრად მარია ღ-–-----თან ბათუმში. იმ დღეს დაურეკა ნ---------–-----მა და აცნობა რომ ნ------ ზ----------მა ისევ ცემა მ----------–-----ი.
მ----------–-----ის სხეულზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად 2019 წლის 07 ივნისს მ----------–-----ს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე მუქი მოწითალო ფერის უსწორო ფორმის სისხლნაჟღენთი 4,8X2,9 ზომის. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთები აღენიშნება-მარხენა მხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე მოოვალო ფორმის 1,3 X 1,1 სმ ზომის, კისრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში მარჯვნივ უსწორო ფორმის 2,5 X 2,1 სმ ზომის, მარჯვენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე უსწორო ფორმის 2,7 X 2,2 სმ ზომის და მუცლის წინა ზედაპირზე მარცხენა შუა მესამედში უსწორო ფორმის 3,3 X 1,9 სმ ზომის დაზიანებანი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 9019 წლის 07 ივნისს.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ----------------–---–მა.
მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ი-----–- ა--–--ეს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან თ-----------------ესთან და ა-------------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ბრალდებული ნ------ ზ-----------. დაზარალებულმა მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო ტიროდა და ეტყობოდა დაზიანებანი გამომძიებელს განუცხადა, რომ განიცდიდა მეუღლე ნ------ ზ-----------სგან სისტემატურ ძალადობას, მეუღლე ცემდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმ დღეს ზ----------მა სამზარეულო დანა დაადო კისერზე და დაემუქრა. ცემის ძირითადი მოტივი იყო რელიგიური. ნ------ ზ----------- მ----------–-----ისგან მოითხოვდა შეეცვალა ერთი სარწმუნოება მეორეთი და ქრისტიანული აღმსარებლობიდან გადასულიყო მუსულმანურზე. დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებანი. დაზარებულის მიერ დანაშაულის განცხადების გამო ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ა-------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 07 ივნის პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან თ-----------------ესთან და ი-----–- ა--–--ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ბრალდებული ნ------ ზ-----------. დაზარალებულმა მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო ტიროდა გამოძიებელს განუცხადა, რომ განიცდიდა მეუღლე ნ------ ზ-----------სგან სისტემატურ ძალადობას, მეუღლე ცემდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმ დღეს ზ----------მა სამაზარეულო დანა დაადო კისერზე და დაემუქრა სიცოცხლს მოსპობით, ცემის ძირითადი მოტივი იყო რელიგიური. ნ------ ზ----------- მ----------–-----ისგან მოითხოვდა შეეცვალა ერთი სარწმუნოება მეორეთი. დაზარებულის მიერ დანაშაულის განცხადების გამო ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2020 წლის 07 ივნის პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან ი-----–- ა--–--ესთან, ამირან ტაკიძესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები და ბრალდებული ნ------ ზ-----------. მასს დაზარალებული მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო განუცხადა მეუღის ნ------ ზ-----------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. ამიტომ მ----------–-----ის იქვე ბინაშივე გამოკითხა და შეადგინა შესაბამის ოქმი. ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
2019 წლის 01 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ინფორმაცის გამოთხოვის ოქმით ირკვევა, რომ თბილისში ლ---- ქუჩა N 1-ა 112-ის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში 112-ის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს სპეციალისტიდან გამოთხოვილი იქნა 112- სამსახურში ტელეფონის ნომრიდან 5-------- შესული N 1468390 შეტყობინების აუდიო ჩანაწერი “CD”-ზე. დისკი შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
2019 წლის 01 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, “CD”-ზე არსებობს ჩანაწერი, შემდეგი შინაარსის : 112-ის სამსახურის ოპერატორს გოგონა სთხოვს პოლიციის გამოძახებას, ატირებული გოგონა აცხადებს მეუღლის მიერ ძალადობის ფაქტის შესახებ, ისმის ბავშვის ტირილი და სხვა ხმაური, ოპერატორი შეკითხვაზე გოგონა კარნახობს მისამართს და ასახლებს თავის სახელსა და გვარს -„მ----------–-----ი“. გოგონა უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, ოპერატორს აუწყებს, რომ მეუღლე უმტვრევს კარს და იძახებს პოლიციას. დისკი შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა.
„CD”-ზე არსებული ჩანაწერი სასამართლო მიმდინარეობისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა. გამოკვლევისას დადასტურდა ოქმში ასახული საუბრის შინაარსი. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის მყარ საგანზე ინტენსიური ბრახუნის ხმა და გოგონას ყვირილი სიტყვებით - კარებს ამტვრევს.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინა წარმოადგენს ნ------ ზ-----------ს და მ----------–-----ს საცხოვრებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელიც მონაწილებას იღებდა მ----------–-----ი ნანახი იქნა დაზიანებული სამსუნგის ფირმის „ პლანშეტი “ და დანა, რომლითაც მ----------–-----ის განმარტებით დაემუქრა ნ------ ზ----------- სიცოცხლის მოსპობით. ასევე ნანახი იქნა საძინებელი ოთახის შესასვლელი ხის კარებზე გარეთა მხრიდან საკეტზე დაზიანებანი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ექსპერტი ი-----–- ჭ-----–--ე. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა ფოტოგადაღება. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის და ექსპერტების ი-----–- ჭ-----–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
დაზარალებულმა ღ-–-----მა მონაწილება მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში რა დროსაც სრულად აღწერა ადგილი სადაც აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას მეუღლე ნ------ ზ----------- რელიგიურ ნიადაგზე, სადაც დაუზიანა „ პლანშეტი “ და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინა წარმოადგენს ნ------ ზ-----------ს და მ----------–-----ს საცხოვრებელს. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მარამ ღ-–-----მა, რომელიც მონაწილებას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიუთითა ის ადგილები სადაც აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას მეუღლე ნ------ ზ----------- რელიგიურ ნიადაგზე, სადაც დაუზიანა „პლანშეტი“ და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ ასევე გამომძიებელი ა-–-------------------ე და ექსპერტები ე-----------------ე და პეტერ კ----–-–---–ი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა ფოტოგადაღება. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის, ა-–--------------------ძის, ექსპერტების ე-----------------ის და პეტრე კ----–-–---–ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N ც.ი/207 დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--------------ემ.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში ბინა მარამ ღ-–-----ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული პლანშეტი და სამზარეულოს დანა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ექსპერტები ი-----–- ჭ-----–--ე. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის და ექსპერტის ი-----–- ჭ-----–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
N 1468390 შეტყობინებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის სამორიგეოში 2019 წლის 07 ივნის შესული იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2019 წლის 07 ივნისს 09:52:34 საათზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში მ----------–-----ზე ხორციელდება ოჯახური ძალადობა და მეუღლე კარებს უნგრევს მ----------–-----ს.
შეტყობინების ფაქტი და რეალობა სრულად დაადასტურა ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ე-------------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს და განმარტა, რომ მიღებული შეტყობინება აცნობა პოლიციის ხელმძღვანელობას.
მოწმე კ---------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება მ----------–-----ზე მეუღლის მხრიდან განხორცილებულ ძალადობის ფაქტზე. მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო მან დაიწყო გამოძიება. შედგენილი იქნა გამომძიებელთა ჯგუფი და მის გარდა გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა გამომძიებლებმა. საქმეში მისი სახლით შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები შედგენილია მის მიერ და ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების შინაარს და შედეგებს.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის მათ შორის სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის შესაბამის მუხლით ამ მუხლზე მითითებით.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის შენიშვნის თანახმად საქართველოს სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრია მეუღლე.
რაც შეეხება საქართველოს სს-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა მოხდეს დამნაშავის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის ამ მუხლით აუცილებელია, რომ დამნაშავეს მხრიდან განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაზარალებულმა აღიქვას რეალურად.
ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული დათქმები სრულად იქნა გამოკვლეული გაანალიზებული სასამართლოს მიერ. კერძოდ:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა ასევე, რომ 2017 წლიდან 2019 წლის 07 ივნისამდე ნ------ ზ----------- სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე მ----------–-----ზე, სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დადგინდა ისიც, რომ ნ------ ზ-----------ს ძალადობამ მ----------–-----ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ძალადობის დროს ზ----------- მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და მისი მიზანი მეუღლის- მ----------–-----ისთვის ტკივილის და ტანჯვის მიყენება იყო, ხოლო საბოლოო მიზანი რელიგიური აღმსარებლობის შეცვლა. 2019 წლის 06 ივნისს ნ------ ზ----------მა კვლავ სცემა მ----------–-----ი, რის გამოც უთხრა მ----------–-----მა, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. აღნიშნულით განაწყენებულმა ნ------ ზ----------მა აიღო დანა დაადო კისერზე მ----------–-----ს და დაემუქრა თუ დარეკავდა პოლიციაში მოკლავდა. მ----------–-----მა მოკვლის მუქრა აღიქვა რეალურად.
სასამართლო თვლის, რომ მ----------–-----ის ჩვენება, მისი შეფასება და აღქმა, რომ ნ------ ზ----------- მოკლავდა დამაჯერებელია. რადგან ეს ძალადობა არ იყო სპონტანურად მომხდარი და მხლოდ იმ წუთიერად გამოვლენილი ადამიანური სისუსტის შედეგი, არამედ ამ დანაშაულს წინ უძღოდა მოძალადის მხრიდან მსხვერპლზე ორი წლის მანძილზე განხორცილებული სისტემატური ცემა, მათ შორის ორსულობის დროსაც, განხორცილებული რელიგიური ზიზღითა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფებით, რომლის აშკარა გამოთქმასაც ბრალდებული აღარ ერიდებოდა სხვა ოჯახის წევრებთანაც. იმავდროულად სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორცილდა საცხოვრებელი ბინაში სადაც დაზარალებულის მ----------–-----ის, დაზარალებულის შვიდი თვის ფეხმძიმე დის ნ---------–-----ის და მცირე წლოვანი ბავშვების მეტი არავინ იყო. სხვა არავინ ესწრებოდა მუქარას ვისი დახმარების იმედიც შეიძლება ქონოდა მარამ ღ-–-----ს. იმ წუთისათვის მას კისერზე დანა ქონდა მიბჯენილი და მოძალადის პირისპირ მარტო იმყოფებოდა. ამიტომ სასამართლო აანალიზებს რა ყოველივეს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ნური ზ-----------ს მიერ დანის კისერზე დადებამ და სიცოცხლის მოსპობის მუქარამ მართლაც დააჯერა მ----------–-----ი, რომ მუქარა რეალური იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
ოჯახის ერთი წევრი მიერ სხვა წევრის ქონების დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია:
დაზარალებულ მ----------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობდა მეუღლესთან ნ------ ზ----------თან ერთად ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 11 ბინა 66-ში. ნ------ ზ-----------თან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა გოგონა. 2017 წლის იანვრიდან შეუღლების შემდეგ ნ------ ზ----------- თანდათან შეიცვალა მის მიართ და გახდა აგრესიული. უთანხმოების დაიწყო რელიგიური მოტივით. თვითო მ----------–-----ი არის ქრისტიანი, ხოლო მის ნ------ ზ----------- მუსულმანი. ნ------ ზ----------ს არ უნდოდა, რომ მის მეუღლე მ----------–-----ი ყოფილიყო ქრისტიანი და სთხოვდა შეეცვალა რელიგიური აღმსარებლობა და მონათლულიყო მუსულმანად. მ----------–-----ი მტკიცე უარს ეუბნებოდა რელიგიის შეცვლაზე. ამის გამო ნ------ ზ----------მა შეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება. გახდა აგრესიული აღარ ერიდებოდა იმ ფაქტს, რომ მ----------–-----ი იყო ორსული და სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ორსულს მ----------–-----ს ხშირად ცემდა და აგინებდა დედის და ნათესავების მისამართით. მ----------–-----ის ამგვარმა ყოფამ და ნ------ ზ----------სგან რელიგიური მრწამსის გამო ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. იმდენად ხშირი იყო ამგვარი ძალადობა, რომ უკვე კონკრეტული დღეების და რიცხვის ცალკე დასახელება უჭირს ათეულობით იყო აგვარი შემთხვევები. მართალია გამოძიებისას დაასახელა თარიღები და გაიხსენა კონკრეტული დღეები, მაგრამ სასამართლოში იმდენად მოქმედებს მასზე ძალადობის გახსენება, რომ უჭირს ცემის ფაქტების ზუსტი რიცხვების გახსენება. ქმარი ავიწროვებდა უშლიდა ეკლესიაში წასვლას. არ მოსწონდა ჩაცმის სტილი მოითხოვდა მისგან ჩაეცვა ისე, როგორ ეცვა მუსულმან ქალებს, დაეფარა ჩადრი და ევლო ჯამეში. აუკრძალა ბინაში ხატების განთავსება. მ----------–-----ი ოჯახის დიდხანს ითმენდა ქმრის ასეთ ქცევას, რადგან ეშინოდა. ეშინოდა იმიტომ, რომ ზ----------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ცემით ის ტკივილს და ტანჯვას განიცდიდა. ასეთი მდგომარეობაში მყოფმა თავის მოკვლაც კი სცადა. ზ-----------ს ძალადობას ჯერ არ უმხელდა დედას და ძმებს. ეშინოდა რომ მის ძმებსა და ქმარს შორის კონფლიქტი უფრო სავალალო შედეგებს მიიღება. მეუღლე აკონტროლებდა მის ქცევას და უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას. თუმცა ნ------ ზ----------- უკვე აღარც მ----------–-----ის დედასთან მოერიდა მარიამის ცემას და დედის თვალწინაც რამდენჯერმე დაარტყა სახეში. მან ასევე სცემა დის ნ---------–-----ის თანდასწრებით. ინტენსიური ცემის გამო დასჩემდა ძლიერი თავის ტკივილები რადგან ზ----------- სწორედ თავში ურტყამდა გამეტებით. ამცირებდა და როგორც მონას ისე ექცეოდა, რის გამოც განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ბოლოს ძალადობის ფაქტი 2019 წლის 06 ივნისიდან დაიწყო. 06 ივნისს მ----------–-----ს და ნ---------–-----ი ეწვია მცირეწლოვან შვილთა ერთად სტუმრად. ნ------ ზ----------- არ მოერიდა დის სტუმრობას დასთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ააფარა პირზე ხელი, რომ არ ეყვირა, ხოლო მეორე ხელით ყელში მოუჭირა და დაუწყო დახრჩობა. მ----------–-----ი იძულებული იყო საძინებელში ჩაკეტილიყო და ქმარს დაემუქრა პოლიციის გამოძახებით, რის გამოც ნ------ ზ----------მა შეწყვიტა ძალადობა. იმ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გაშორებოდა ზ----------ს. ცემიდან დიდი დრო არ გასულა და ღამით უკვე 2019 წლის 07 ივნისს ნ------ ზ----------მა კვლავ გააგრძელა მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აიღო სამზარეულოს დანა მიადო კისერზე და ნ---------–-----ის თანდასწრებით დაემუქრა მოკვლით თუ კი გაბედავდა და პატრულს შეატყობინებდა ძალადობის შესახებ. იმის გამო რომ მ----------–-----ს არ დაეკერა პლანშეტის საშულებით პოლიციაში დაუმტვრია პლანშეტიც. მ----------–-----მა მოახერხა და დასთან და ბავშვებთან ერთად იმ საძინებელ შეაფარა თავის, რომლის კარებიც შიგნიდან იკეტებოდა. ვერ იპოვა ტავის მობილური ტელეფონი პლანშეტიც დამტვრეული იყო ისარგებლა დის მობილური ტელეფონით და ამ ტელეფონით გამოყენებით დაიწყო პოლიციაში დარეკვა. თუმცა ზ-----------ი მაინც არ ეშვებოდა, ძალადობის გაგრძელების მიზნით კვლავ ცდილობდა შეღწევას საძინებელო ოთახში და ამტვრევდა კარს. ძალადობის შესახებ პოლიციის შეტყობინებიდან მალევე მივიდნენ პოლიციელები ბინაში, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ ყველაფერი. პოლიციელებმა ნახეს დამტვრეული პლანშეტი, ნახეს დაზიანებული საძინებლის კარი და ზ----------- ადგილზევე დააკავეს, ხოლო თვითონ ბინაშივე გამოკითხეს მომხდარის შესახებ.
მოწმე ნ---------–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს და მარია ღ-–-----ი, რომელიც ცოლად გაყვა ნ------ ზ----------ს. ცოლ-ქმრის ურთიერთობა არ იყო კარგი. მიზეზი იყო რელიგიური აღმსარებლობა. ნ------ ზ----------- მოითხოვდა მ----------–-----ისგან შეეცვალ ქრისტიანული რელიგი და მონათლულიყო მუსულმანად და მოქცეულიყო ისე, როგოც მუსულმანები იქცეოდნენ. მ----------–-----ი უარს ეუბნებოდა ნაუკრი ზ----------ს რელიგიის შეცვლაზე, რაც იყო მიზეზი ნ------ ზ-----------ს მხრიდან სისტემატური ძალადობის. ზ----------- ამცირებდა აგინებდა და სცემდა მ----------–-----ს. პირველად, როდესაც მის თვალწინ ცემა მ----------–-----ი ნ------ ზ----------მა მაშინ მოხდა, როდესაც მარიამი სამი თვის ფეხმძიმე იყო. სწორედ მაშინ გაიგო ნ------ ზ-----------ს ასეთი დამოკიდებულება მეუღლის მიმართ. მაშინ ნ---------–-----ს მ----------–-----მა სთხოვა არ მოეყოლა მომხდარი დედისთვის და ძმებისთვის რადგან ეშინოდა უფრო მძიმე შედეგები არ მოჰყოლოდა ამას ყველაფერს. ნ------ ზ-----------ს ამგვარმა ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. არ ერიდებოდა თვითონ მასაც ამცირებდა და აგინებდა ორივე დას. შვიდ თვის ფეხმძიმე იყო მ----------–-----ი, როდესაც მორიგი ძალადობის ფაქტი ვეღარ დამალა ნათია ღლოტმა და მოუყვა დედას ყველაფერი. თუმცა ნ------ ზ----------მა დედის თვალწინაც სცემა მ----------–-----ი. ზ----------- ხშირად ემუქრებოდა მოკლით მარიამს. 2019 წლის 06 ივნისს მცირე წლოვან შვილთან ერთად ესტუმრა მარიამს და ნ------ს ბათუმში. იმ დღესაც იგივე განმეორდა და ნ------ ზრადნოვმა მის თვალწინ ცემა მ----------–-----ი. ასევე ააფარა პირზე ხელი, რომ არ ეყვირა ხოლო მეორე ხელით ყელში მოუჭირა და დაუწყო დახრჩობა. ნ---------–-----ის კითხვაზე თუ არ უნდოდა მარიამთან ერთად ცხოვრება რატო იქცეოდა ასე, გაშორებოდნენ ერთმანეთს და დამთავრებულიყო ძალადობები, მაგრამ ზ----------მა უპასუხა ის მონაა და ასე უნდა მოვექცე, ისე უნდა დავაინვალიდო, რომ არავინ აღარ მოინდომოს მისი ცოლად შერთვა ჩემს მერე. ის ღამე დებმა შიშისგან ვერ დაიძინეს და მარიამმა გადაწყვიტა გაშორებოდა ზ----------ს. საძინებელში იყვნენ ჩაკეტილები რათ თავი დაეცვათ ზ-----------სგან. ღამით ბავშვის საჭმლის გამო სამზარეულოში გავიდა, ხოლო მარიამი ღ-–-----ი საძინებელში დარჩა. კარების გაღებით ისარგებლა ზ----------მა და კვლავ გააგრძელა მ----------–-----ის ცემა. მარიამი დაემუქრა რომ მის საქციელს პოლიციას შეატყობინებდა. ზ----------მა სამზარეულოს დანა აიღო, დაადო კისერზე მ----------–----- და მოკვლით დაემუქრა. იძულებული დები ერთად ისევ საძინებელში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც მარიამმა და მობილური ტელეფონით პოლიცია დაურეკა და შველა სთხოვა. პოლიციელები მალევე მივიდნეც საცხოვრებელ ბინაში და ზ----------- დააკავეს.
მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ი-----–- ა--–--ეს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან თ-----------------ესთან და ა-------------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ბრალდებული ნ------ ზ-----------. დაზარალებულმა მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო ტიროდა და ეტყობოდა დაზიანებანი გამომძიებელს განუცხადა, რომ განიცდიდა მეუღლე ნ------ ზ-----------სგან სისტემატურ ძალადობას, მეუღლე ცემდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმ დღეს ზ----------მა სამზარეულო დანა დაადო კისერზე და დაემუქრა. ცემის ძირითადი მოტივი იყო რელიგიური. ნ------ ზ----------- მ----------–-----ისგან მოითხოვდა შეეცვალა ერთი სარწმუნოება მეორეთი და ქრისტიანული აღმსარებლობიდან გადასულიყო მუსულმანურზე. დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებანი. დაზარებულის მიერ დანაშაულის განცხადების გამო ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ა-------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 07 ივნის პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან თ-----------------ესთან და ი-----–- ა--–--ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ბრალდებული ნ------ ზ-----------. დაზარალებულმა მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო ტიროდა გამოძიებელს განუცხადა, რომ განიცდიდა მეუღლე ნ------ ზ-----------სგან სისტემატურ ძალადობას, მეუღლე ცემდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმ დღეს ზ----------მა სამაზარეულო დანა დაადო კისერზე და დაემუქრა სიცოცხლს მოსპობით, ცემის ძირითადი მოტივი იყო რელიგიური. ნ------ ზ----------- მ----------–-----ისგან მოითხოვდა შეეცვალა ერთი სარწმუნოება მეორეთი. დაზარებულის მიერ დანაშაულის განცხადების გამო ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2020 წლის 07 ივნის პოლიციაში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან ი-----–- ა--–--ესთან, ამირან ტაკიძესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინაში დახვდათ დაზარალებული მ----------–-----ი, მისი და ნ---------–-----ი მცირეწლოვანი ბავშვები და ბრალდებული ნ------ ზ-----------. მასს დაზარალებული მ----------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო განუცხადა მეუღის ნ------ ზ-----------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. ამიტომ მ----------–-----ის იქვე ბინაშივე გამოკითხა და შეადგინა შესაბამის ოქმი. ნ------ ზ----------- დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი პოლიციის შესაბამის განყოფილებაში.
2019 წლის 01 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ინფორმაცის გამოთხოვის ოქმით ირკვევა, რომ თბილისში ლ---- ქუჩა N 1-ა 112-ის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში 112-ის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს სპეციალისტიდან გამოთხოვილი იქნა 112- სამსახურში ტელეფონის ნომრიდან 5-------- შესული N 1468390 შეტყობინების აუდიო ჩანაწერი “CD”-ზე. დისკი შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
2019 წლის 01 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, “CD”-ზე არსებობს ჩანაწერი, შემდეგი შინაარსის : 112-ის სამსახურის ოპერატორს გოგონა სთხოვს პოლიციის გამოძახებას, ატირებული გოგონა აცხადებს მეუღლის მიერ ძალადობის ფაქტის შესახებ, ისმის ბავშვის ტირილი და სხვა ხმაური, ოპერატორი შეკითხვაზე გოგონა კარნახობს მისამართს და ასახლებს თავის სახელსა და გვარს -„მ----------–-----ი“. გოგონა უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, ოპერატორს აუწყებს, რომ მეუღლე უმტვრევს კარს და იძახებს პოლიციას. დისკი შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა.
„CD”-ზე არსებული ჩანაწერი სასამართლო მიმდინარეობისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა. გამოკვლევისას დადასტურდა ოქმში ასახული საუბრის შინაარსი. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის მყარ საგანზე ინტენსიური ბრახუნის ხმა და გოგონას ყვირილი სიტყვებით - კარებს ამტვრევს.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინა წარმოადგენს ნ------ ზ-----------ს და მ----------–-----ს საცხოვრებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელიც მონაწილებას იღებდა მ----------–-----ი ნანახი იქნა დაზიანებული სამსუნგის ფირმის „ პლანშეტი “ და დანა, რომლითაც მ----------–-----ის განმარტებით დაემუქრა ნ------ ზ----------- სიცოცხლის მოსპობით. ასევე ნანახი იქნა საძინებელი ოთახის შესასვლელი ხის კარებზე გარეთა მხრიდან საკეტზე დაზიანებანი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ექსპერტი ი-----–- ჭ-----–--ე. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა ფოტოგადაღება. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის და ექსპერტების ი-----–- ჭ-----–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
დაზარალებულმა ღ-–-----მა მონაწილება მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში რა დროსაც სრულად აღწერა ადგილი სადაც აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას მეუღლე ნ------ ზ----------- რელიგიურ ნიადაგზე, სადაც დაუზიანა „ პლანშეტი “ და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში. ბინა წარმოადგენს ნ------ ზ-----------ს და მ----------–-----ს საცხოვრებელს. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მარამ ღ-–-----მა, რომელიც მონაწილებას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიუთითა ის ადგილები სადაც აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას მეუღლე ნ------ ზ----------- რელიგიურ ნიადაგზე, სადაც დაუზიანა „პლანშეტი“ და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ ასევე გამომძიებელი ა-–-------------------ე და ექსპერტები ე-----------------ე და პეტერ კ----–-–---–ი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა ფოტოგადაღება. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის, ა-–--------------------ძის, ექსპერტების ე-----------------ის და პეტრე კ----–-–---–ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
სასაქონლიო ექსპერტიზის N 581/ს დასკვნის თანახმადა ექსპერტიზაზე წარდგენლი პლანშეტის „Samsung galaxy tab 4” model sm-t531, imei: 352961068155180, s/n:r 52g614ls5hd საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 200 (ორასი) ლარს. პლანშეტი არა მუშა მდგომარეობაშია. გატეხილია სენსორული ეკრანი, კორპუსი, ელ დაფები, არ გააჩნია უკანა ხუფი.
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------------ემ.
2019 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თ-----------------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში ბინა მარამ ღ-–-----ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული პლანშეტი და სამზარეულოს დანა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ექსპერტები ი-----–- ჭ-----–--ე. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ-----------------ის და ექსპერტის ი-----–- ჭ-----–--ის ჩვენების ანალიზით დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის შინაარსი, შედეგები და შესაბამის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა.
N 1468390 შეტყობინებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის სამორიგეოში 2019 წლის 07 ივნის შესული იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2019 წლის 07 ივნისს 09:52:34 საათზე ბათუმში ფრიდონ ხ--–--–------------------–-----------------------ში მ----------–-----ზე ხორციელდება ოჯახური ძალადობა და მეუღლე კარებს უნგრევს მ----------–-----ს.
შეტყობინების ფაქტი და რეალობა სრულად დაადასტურა ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ე-------------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს და განმარტა, რომ მიღებული შეტყობინება აცნობა პოლიციის ხელმძღვანელობას.
მოწმე კ---------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 07 ივნისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება მ----------–-----ზე მეუღლის მხრიდან განხორცილებულ ძალადობის ფაქტზე. მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო მან დაიწყო გამოძიება. შედგენილი იქნა გამომძიებელთა ჯგუფი და მის გარდა გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა გამომძიებლებმა. საქმეში მისი სახლით შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები შედგენილია მის მიერ და ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების შინაარს და შედეგებს.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის მათ შორის სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის შესაბამის მუხლით ამ მუხლზე მითითებით.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის შენიშვნის თანახმად საქართველოს სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრია მეუღლე.
რაც შეეხება საქართველოს სს-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილს. სასამართლო განმარტავს რომ იმისათვის რათა მოხდეს დამნაშავის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის ამ მუხლით აუცილებელია რამდენიმე კომპონენტის არსებობა. კერძოდ პირველ რიგში აუცილებელია, რომ დამნაშავეს მხრიდან ადგილი ქონდეს მიზანმიმართულ ქმედებას ქონების დაზიანებისკენ რადგან ეს დანაშაული მხლოდ პირდაპირი განზრახვით შიძლება იქნეს ჩადენილი. ასევე აუცილებელი დადგინდეს ნივთის დაზიანებამ გამოიწვია თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოძალადე ნ------ ზ----------- და მსხვერპლი მ----------–-----ი დანაშაულის ჩადენის დროს ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კერძოდ: ისინი 2017 წლის იანვარში დაქორწინდნენ, შექმნეს ოჯახი და მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ 2019 წლის 07 ივნისამდე.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა ასევე რომ 2019 წლის ივნისში ნ------ ზ----------- ნივთის დროს ზ----------- პირდაპირი განზრახვით და მან ნივთი დააზიანა რადგან არ ესარგებლა დაზარალებულს პლანშეტის გამოყენებით არ დაერეკა პოლიციაში.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება) საქართველოს სსკ-ის მიხედვით განეკუთვნება ეკონომიურ დანაშაულებს და იგი განთავსებულია 25-ე თავში - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. ამ თავში განთავსებულ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------ ზ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ნივთის დაზიანება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდებულმა ზ----------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია..
მისმა დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლა სასამარლოს წინაშე, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები არ არის დამაჯერებელი და ნ------ ზ-----------ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი. ასევე აღნიშნა, რომ ნ------ ზ-----------ს დაკავების ოქმში აღწერილი შინაარსი არ შესაბამება სიმართლეს მის დაკავება მოხდა არა საცხოვრებელ ბინაში არამდე ქუჩაში და ამ კუთხითაც პოლიციელებმა სამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. მას მიაჩნია, რომ სასამრთლო უნდა დაეყრდნოს არ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ინფორმაციას არამედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ რომ ნ------ ზ----------- იყო კარგი მეოჯახე, მზრუნველი მეუღლე და არავითარ ძალადობას მისი მხრიდან მ----------–-----ის მიმართ ადგილი არ ქონია.
სასამართლო აანალიზებს რა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს განმარტავს, რომ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია რაც მათთვის იყო ცნობილი. მათ არ უნახავთ ნ------ ზ-----------ს მხრიდან მ----------–-----ზე ძალადობის ფაქტები თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავს იმ რეალობას, რომ ძალადობა ხდებოდა. მოწმეები არ არიან ნ------ ზ-----------ს და ნ---------–-----ის ოჯახის წევრები ან მათთან მუდმივად მცხოვრები პირები. ამიტომ სასამართლო თვლის რომ ამ პირებს ბუნებრივია ყველაფერი სხვა ოჯახის შესახებ არ ეცოდინებოდათ. ამიტომ სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მოწმეები ზ-----------ს და ღ-–-----ის ოჯახში არსებული გარემოებების შეფასებისას კეთილსინდისიერად ცდებიან. რაც შეხება ბრალდებულის დის სოფიო ზ----------ას ჩვენების ნაწილს ნ------ ზ-----------ს დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენებაში აღწერილი გარემოებები არ შესაბამება ისეთი მოწმეების ჩვენებას, რომებიც წარმოადგენენ ნეიტრალურ მხარეს კერძოდ კი პოლიციებს ჩვენებს, გარდა ამისა სასამართლო ითვალისწინებს იმასაც რომ იგი ბრალდებულთან ემოციურად დაკავშირებული პირია და ამ შემთხვევაში სასამართლოს ნეიტრალური პირების-პოლიციელების ჩვენებაა სანდოდ და დამაჯერებლად მიაჩნია.
სასამართლომ ვერც ბრალდებულისგან და ვერც დაცვის მხარისგან ვერ მოისმინა სასამართლომ თუნდაც იმ ფაქტის ახსნა თუ, რატომ მიუთითა დაზარალებულმა ღ-–-----მა და მოწმეებმა რომლებიც ფაქტის თვით მხილველი პრები არიან მასზე როგორც დანაშაულის ჩამდენზე. ვერ მოისმინა ასევე რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი თუ რატომ უნდა მიეცათ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენება პოლიცის მუშაკებს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არც ბრალდებულს და არც დაზარალებულს დანაშაულის ჩადენამდე არანაირი კავშირი მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელებთან არ ქონიათ და მათთან არავითარი პირადი ინტერესი არ აკავშირებდათ. სასამართლომ ვე მოისმინა ვერ ახსნა იმის თუ რატომ უნდა დაებრალებინა ტყუილად (როგორც დაცვის მხარეს ამტკიცებს მზრუნველი მეუღლისთვის) მ----------–-----ს დანაშაული. მართალია ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა, მაგრამ იმისათვის რომ სასამართლომ უარყოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გაჩნდეს სხვა ისეთი მტკიცებულება რომელიც შეუპირისპირდებოდა ბრალდების მტკიცებულებებს და დამძლევი ხასიათის იქნებოდა მათთან მიმართებაში.
აქედან გამომდინარე სასამართლოს არ აქვს დაზარალებულების და მოწმეებს შემხვედრ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში არ გამოკვეთილა მოწმეთა მხრიდან ბრალდებულთან მიმართებაში მანამდე, რაიმე სახის მოტივი, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოში მოწმეთა ჩვენებების მიკერძოებაზე და აფიქრებინებდა, რომ ისინი შეგნებულად იგონებენ რაიმეს. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც შეესწრნენ ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ქონების დაზიანების ფაქტს სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან. გარდა ამისა ჩვენებები არის დამაჯერებელი, გულწრფელი და თანამიმდევრული.
სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს დაცვი მხარის შუამდგომლობას, რადგან თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
რაც შეეხება ბრალდების ნაწილს სადაც ნ------ ზ-----------ს ქმედება შეფასებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდების მხარეს ნ------ ზ-----------ს ერთიდაიგივე ქმედება დაკვალიფიცირებული აქვს, როგოც საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო ასევე დაკვალიფიცირებული აქვს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
ბრალდები მხარე მიიჩნევს, რომ ნ------ ზ----------- 2017 წლიდან 2019 წლის 07 ივნისის ჩათვლით ოჯახის წევრზე მ----------–-----ზე სისტემატიურად ძალადობდა და ბრალდებულის ქმედება შეფასებული აქვს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლით და იმავდროულად მაჩნია, რომ ბრალდებული იგივე ვადებში და დროის კონკრეტული დღეებზე მითითებით ანუ 2017 წლიდან 2019 წლის 07 ივნისის ჩათვლით დაზარალებულზე ძალადობით ჩადიოდა ასევე ოჯახში ძალადობას და ბრალდებული იგივე ქმედება დაკვალიფიცირებული აქვს ასევე საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით.
სასამართლო თვლის, რომ ნ------ ზ----------- 2017 წლიდან 2019 წლის 07 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა ერთიანი განზრახვით, სისტემატიურად ცემდა ორსულ მეუღლეს რელიგიური შეუწყნარებლობის გამო და მისი საბოლოო მიზანი იყო შეეცვალა მეუღლეს რელიგიური აღმსარებლობა და ამ შემთხვევაში ნ------ ზ-----------ს იგივე ქმედების კიდევ სხვა მუხლით დაკვალიფიცირება არა სწორია, რის გამოც ნ------ ზ----------ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------ ზ----------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით.
მანვე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მანვე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქონების დაზიანებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ------ ზ----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ნ------ ზ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
ნ------ ზ-----------ს მიმართ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებულ ნ------ ზ----------ს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ნ------ ზ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ნ------ ზ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 187 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ------ ზ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მაკცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------ ზ----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ------ ზ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 07 ივნისიდან.
ნ------ ზ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი