გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2020
საქმის ნომერი
330210119003089855
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16379-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 მარტი 2020 წელი ქ. თბ--–---

 

თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი დალი მახაური

 

მოსარჩელე - ცა------------–---–ი

წარმომადგენელი - მა------------------ე

 

მოპასუხე - სე------------–ია, ნათ--–-------------ა

ნათ--–-------------ას წარმომადგენელი - ვლ-------------–---–ი

 

დავის საგანი - უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე სე------------–ია ცნობილ იქნეს ქ. თბ--–--–----------–---------–-----------------------–--------------–-------------------------------------------------, ფართით 113.62 კვმ, თანამესაკუთრედ, 1/2 წილით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელე ცა------------–---–ის მითითებით, სე------------–ია და ნათ--–-------------ა 1987 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში, სე------------–იამ იკისრა მოსარჩელისთვის 104.7 კვ.მ ფართის ბინის, მდებარე: ქ. თბ--–---, მეტრო სადგურ „ღრ------–-ს“ მიმდებარე ტერიტორია, მე-9 სართული, ბინა N1--, გადაცემის ვალდებულება. სანაცვლოდ სე------------–იამ მოსარჩელისგან მიიღო 17 500 ევრო. სე------------–იამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ცა------------–---–მა მიმართა სასამართლოს. თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება, რომლის მიხედვით, სე------------–იამ აიღო ვალდებულება ცა------------–---–ისთვის ეტაპობრივად გადაეხადა 17 500 ევრო 2012 წლის 15 ივლისამდე. მოსარჩელემ 2011 წლის 23 მაისის განჩინების თანახმად, 2011 წლის 13 დეკემბერს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმართა აღსრულების ბიუროს. სააღსრულებო წარმოება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა დაფარულია მხოლოდ 1 500 ევრო. მოსარჩელის მითითებით, განჩინების აღსრულება ვერ ხორციელდება იმ მიზეზით, რომ სე------------–იას არ გააჩნია შემოსავალი და საკუთრების უფლებით აღრიცხული რაიმე ქონება.

 

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხეებმა 2008 წლის 05 აგვისტოს შეიძინეს 178 კვმ ფართის ბინა, მდებარე: ქ. თბ--–--–------–------------------- სართული, ბინა N41. მოსარჩელის მტკიცებით, 2010 წელს სე------------–ია და ნათ--–-------------ა ფიქტიურად განქორწინდნენ, მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების თავის არიდების მიზნით. განქორწინების შემდეგ ყველა ქონება და შემოსავალი ნათ--–-------------ას სახელზე აღირიცხება; მოპასუხეებმა 2015 წლის 09 ივნისს 150 000 აშშ დოლარად გაყიდეს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი, თბ--–--–------–-----ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთი, რის შემდეგაც, 2015 წლის 15 ივნისს, ნათ--–-------------ამ შეიძინა თბ--–--–-----------------ზე მდებარე, 58.90 კვ.მ და და------------–---ს ქუჩაზე მდებარე 130.26 კვ.მ ფართის ბინები. შემდგომში ეს უძრავი ნივთები გაასხვისა და ამონაგები თანხით მიიღო დამატებითი სარგებელი, ხოლო თბ--–--–------–-----ს ქუჩაზე მდებარე ბინის რეალიზაციით მიღებული ფულით შეიძინა თბ--–--–----------–---------–-----------------------ში მდებარე ბინა.

 

ამას გარდა, მოსარჩელის მითითებით, 2013 წელს სე------------–იას მოთხოვნით სასამართლო დავის ფარგლებში ყადაღა დაედო ამხანაგობა „ახალი ღრ------–-ს“ სახელზე აღრიცხულ უძრავ ნივთს, რითაც შპს „ჯო-----------------–---ს“ ხელი შეეშალა მშენებლობის გაგრძელებაში; ყადაღის მოხსნის სანაცვლოდ, სე------------–იას გადაეცა სამოთახიანი ბინა. ცა------------–---–ის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების მიზნით, სე------------–იამ ეს უძრავი ნივთი აღრიცხა ნათ--–-------------ას დისშვილის სა--------------–---–ის სახელზე. 2014 წელს სა--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ნივთის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულით, ბინის გაყიდვის დღესვე, იპოთეკა მოიხსნა თბ--–--–------–-----ს ქუჩაზე მდებარე ბინაზე.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეები დღემდე ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ისინი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულ ფულით იძენენ სხვა ქონებას, რასაც აღრიცხავენ ნათ--–-------------ას სახელზე იმ მიზნით, რომ მოსარჩელის მიმართ არ შესრულდეს სასამართლო გადაწყვეტილებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე სე------------–ია ცნობილ იქნეს ქ. თბ--–--–----------–---------–-----------------------ში მდებარე, მშენებარე ბინა N1---ის, ს/კ 01.--------------0-----1--, ფართით 113.62 კვმ, თანამესაკუთრედ, 1/2 წილით.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ სე------------–იას თანამესაკუთრედ ცნობა მოსარჩელისთვის წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას იმისთვის, რომ აღსრულდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის განჩინება, რომლითაც სე------------–იას დაეკისრა მის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სე------------–იამ და ნათ--–-------------ამ სარჩელი არ ცნეს.

 

2.1. სე------------–იამ შესაგებელში განმარტა, რომ თბ--–--–------–-----ს ქუჩა N6-ში მდებარე უძრავი ნივთი შეიძინა ნათ--–-------------ამ.

 

სე------------–იამ შესაგებელში დაადასტურა, რომ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, 2008 წელს ცა------------–---–მა გადასცა 17 500 ვერო, ფართის გადაცემის სანაცვლოდ მშენებარე საცხოვრებელ სახლში, რის მშენებლობასაც აწარმოებდა შპს „სა----“.

ამასთან, განმარტა, რომ 17 500 ევროდან მოსარჩელეს სე------------–იასგან მიღებული აქვს 3 000 ევრო, კერძოდ: 2011 წლის 19 ივლისს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 1 500 ევრო, ხოლო 1 500 ევრო მოსარჩელეს აუნაზღაურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სე------------–იას ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ დარჩენილი ვალდებულება შეადგენს 14 500 ევროს.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ იგი ნამდვილად განქორწინდა ნათ--–-------------ასთან 2010 წლის 1 აპრილს და მათ შეწყვიტეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა. 2015 წელს ნათ--–-------------ასთან არაფერი აკავშირებდა. მისთვის უცნობია, რა შეიძინა ნათ--–-------------ამ ამ პერიოდში. ნათ--–-------------ას მიერ ქონების შეძენას, ან გაყიდვას მის ფულად ვალდებულებასთან რაიმე კავშირი არ აქვს და ათი წლის წინ განქორწინებული მეუღლე მის ფულად ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, კერძოდ განმარტა, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნისთვის მოქმედებს 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამ ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან - 2011 წლის 23 მაისი, რაც ამოიწურა 2017 წლის 24 მაისს.

 

2.2. მოპასუხე ნათ--–-------------ამ შესაგებელში განმარტა, რომ თბ--–--–---------–----------------ში მდებარე უძრავი ნივთი შეიძინა თვითონ და სასარჩელო მოთხოვნასთან ამ ქონების შეძენას კავშირი არ აქვს. სე------------–იას მიერ ცა------------–---–ისგან თანხის აღების შესახებ მისთვის უცნობია.

 

2010 წლის 01 აპრილს რეალურად შეწყდა ქორწინება მასსა და სე------------–იას შორის. ამ თარიღის შემდეგ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ერთმანეთს არაფერს უთანხმებენ.

 

სარჩელში მითითებული უძრავი ნივთების შეძენა და რეალიზაცია განხორციელდა ნათ--–-------------ას მიერ.

 

მოპასუხე ნათ--–-------------ას მტკიცებით, უძრავი ნივთი მდებარე, ქ. თბ--–--–----------–---------–-----------------------ში, ბინა N1--, ს/კ 0--72.14.0------0--1--, მისი საკუთრებაა და არ არსებობს ბინის რაიმე წილზე სე------------–იას თანასაკუთრების უფლების აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლზე დაყრდნობით, განმარტა, რომ უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობისთვის დადგენილია 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, მოსარჩელემ კი სასამართლოს მიმართა მოთხოვნის წარმოშობიდან 9 წლის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2008 წლის 16 ივნისს სე------------–იას (გამყიდველი), შპს „სა----ს“ (გარანტი)და ცა------------–---–ს (მყიდველი), შორის გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 104.7 კვმ, რომელიც აშენებული უნდა ყოფილიყო მისამართზე: ქ. თბ--–---, მეტრო „ღრ------–-ს“ მიმდებარე ტერიტორია, საკუთრებაში გადაეცემოდა მყიდველს.

 

მოსარჩელის და მოპასუხე სე------------–იას განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ცა------------–---–მა ამ ხელშეკრულების საფუძველზე სე------------–იას გადასცა 17 500 ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30);

- სარჩელი (ს.ფ. 2-22);

- სე------------–იას შესაგებელი (ს.ფ. 28-33);

- მხარეთა განმარტება (27.---20119, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2010 წლის 1 აპრილს სე------------–ია და ნათ--–-------------ა განქორწინდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-22);

- განქორწინების მოწმობა, განმეორებით გაცემული განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 134, 161);

- სე------------–იას შესაგებელი (ს.ფ. 114-124);

- ნათ--–-------------ას შესაგებელი (ს.ფ. 152-160).

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება, რომლის მიხედვით, სე------------–იამ აიღო ვალდებულება ცა------------–---–ისთვის გადაეხადა 17 500 ევრო 2012 წლის 15 ივლისამდე, გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-22);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება (იხ. ს.ფ. 41-44);

- სე------------–იას შესაგებელი (ს.ფ. 114-124).

 

3.1.4. 2019 წლის 07 ივნისის ხელშეკრულებით ნათ--–-------------ამ, გამყიდველის მიერ გამოსყიდვის უფლებით, 45 000 აშშ დოლარად შეიძინა 113.62 კვმ მშენებარე ბინა, მდებარე ქ. თბ--–--–----------–---------–----------------------, სა-------–-----, ბინა 1--, ს/კ 01.72.14.0------0--1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-16);

- გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------, 0--06.2019 (ს.ფ. 60-64).

 

3.1.5 სა--------------–---–ი არის მოპასუხე ნათ--–-------------ას დისშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-22);

- ნათ--–-------------ას განმარტება (27.---2019 სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლს 24 ივნისის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების (A--------- ფარგლებში, კრედიტორი - ცა------------–---–ი, დავალიანების ოდენობა შეადგენს 15 343.18 ევროს ეკვივალენტს ლარში.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო პროცესში მოქმედ, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში ჩამოყალიბებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრისა და დავის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით გაამყაროს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე _ შესაბამისად გააქარწყლოს მოთხოვნა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ასევე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს“ (იხ.: სუსგ №ას-1127-1047, 18/10/2017, § 48).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტის სადავოობის შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობას, რომლითაც ნათლად არის განსაზღვრული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა კონკრეტული თარიღისთვის, უპირისპირდება მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტება ანგარიშსწორების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე. სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ უნდა დაეყრდნოს წერილობით მტკიცებულებას, რომელიც გაცემულია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოს მიერ.

 

მოპასუხე სე------------–იამ მიუთითა, რომ ცა------------–---–ის მიმართ ვალდებულებიდან დაფარული იყო 3 000 ევრო, შესაბამისად, დავალიანება შეადგენდა 14 500 ევროს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ წამოუდგენია ამ გარემოების დამადასატურებელი მტკიცებულება, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირისპიროდ ვერ ჩაითვლება დასახელებული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-22);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს A--------------- ცნობა (ს.ფ. 69).

 

3.2.2. სასამართლო არ იზიარებს და შესაბამისად არ მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხეებს შორის განქორწინების რეგისტრაციის აქტის გაფორმების მიუხედავად, მხარეები არ განქორწინებულან და კვლავაც ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები ვალდებული არიან სასამართლოს წარუდგინონ ფაქტები. საპროცესო სამართალში ფაქტების წარმოდგენის და ამ ფაქტების სამტკიცებლად შესაბამისი მტკიცებულებების დართვის ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, ხოლო სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებულიც არის შესაბამისი სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით საქმეზე მიიღოს ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმის გადაწყვეტის მიზნისთვის სასამართლო დაეყრდნობა საქმეში მითითებული იმ გარემოებებს, რაც გადამწყვეტია სამართლებრივი შეფასების ჩამოსაყალიბებლად. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასებაზე მსჯელობისას სასამართლო ასევე ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბუბულ მსჯელობას. მაგალითად, საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), NN 21447/11 35839/11, § 65, ECHR 2020, სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

„65. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ქვეყნის სასამართლოებს ავალდებულებს, საკმარისად ნათლად მიუთითონ ის საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. ტაქსკე ბელგიის ქინააღმდეგ (Taxquet v. Belgium) [დიდი პალატა], N 926/05, § 91, ECHR 2010, და ნიკოლაი გენოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Nikolay Genov v. Bulgaria), N 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ამ ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების ხასიათის მიხედვით და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. რუის ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz Torija v. Spain), 9 დეკემბერი 1994, § 29, სერია A N 303-A; გარსია რუისი ესპანეთის წინააღმდეგ (García Ruiz v. Spain) [დიდი პალატა], N 30544/96, § 26, ECHR 1999-I; და მორეირა ფერეირა პორტუგალიის წინააღმდეგ (Moreira Ferreira v. Portugal) (N 2) [დიდი პალატა] (N 19867/12, § 84, 11 ივლისი 2017).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული გარემოებებიდან ამ დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებები, რომლებიც გარკვეული ალბათობის ხარისხით შეიძლება მიუთითებდნენ მოპასუხეების მიერ 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებაზე.

 

2010 წლის შემდეგ სე------------–იას და ნათ--–-------------ას თანაცხოვრების მტკიცების გასამყარებლად მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სა--------------–---–ი იყო ნათ--–-------------ას დისშვილი და მის სახელზე აღირიცხა ის უძრავი ნივთი, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნის უფლება გააჩნდა სე------------–იას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოებაზე დაყრდნობა, რომ სა--------------–---–სა და ნათ--–-------------ას სისხლით ნათესაობა აკავშირებთ და შპს „ჯო-----------------–---ის“ მშენებარე ბინაზე, რომელიც ფაქტობრივად სე------------–იას საკუთრებას წარმოადგენდა, აღირიცხა სა--------------–---–ის საკუთრების უფლება, სასამართლოს ვერ შეუქმნის საკმარის საფუძველს იმ დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, რომლითაც დადგინდება სე------------–იასა და ნათ--–-------------ას თანაცხოვრებასთან დაკავშირებული გარემოება.

 

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მა--------------ემ განმარტა, რომ მან ბინა რეალურად იყიდა სე------------–იასგან, ფული გადასცა სე------------–იას, რადგან იცოდა, რომ ბინას სე------------–ია ყიდდა, თუმცა სა--------------–---–ის სახელზე იყო რეგისტრირებული.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მა------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ იმ ბინის გაყიდვის შედეგად, რომელთან დაკავშირებითაც მან დავა მოიგო და აღრიცხული იყო სა--------------–---–ის სახელზე, მიღებული ფულით გაუქმდა ნათ--–-------------ას სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე, მდებარე ქ. თბ--–--–---–-------------ში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მა--------------ისგან მიღებული თანხა მოხმარდა ნათ--–-------------ას სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თ---–--–--–------------ რეგისტრირებულ იპოთეკის უფლების გაუქმებას, რადგან მოსარჩელე ფაქტობრივ გარემოებად ასახელებს იმას, თითქოს შპს „ჯო-----------------–---ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულით, რომელზე სამომავლო საკუთრების უფლება ეკუთვნოდა სა--------------–---–ს, იპოთეკის უფლება გააუქმა ნათ--–-------------ამ, შემდეგ კი მიუთითებს, რომ სე------------–იამ შპს „სა----“-სთან დავის შედეგად მიღებული უძრავი ქონების, რომელიც სა--------------–---–ის სახელზე იყო აღრიცხული, გაყიდვის შედეგად მიღებული ფული მოახმარა ნათ--–-------------ას სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე იპოთეკის უფლების გაუქმებას.

 

შესაბამისად, მოსარჩელისავე მითითებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გაუგებარია, მოსარჩელე რომელ ბინაზე მიუთითებს, როგორც ფორმალურად სა--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე, რომელიც თითქოს რეალურად წარმოადგენდა სე------------–იას ქონებას და გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მოხმარდა ნათ--–-------------ას სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე, მდებარე ქ. თბ--–--–---–-------------ში, იპოთეკის უფლების გაუქმებას: სამომავლო უფლება ეხებოდა შპს „ჯო-----------------–---ის“, თუ შპს „სა----ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, თუ სხვა უძრავ ნივთს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესში სე------------–იას იცავდა მაია დარბაიძე.

 

საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქ. თბ--–--–----------------------–---–-------------–--------------------დ მშენებარე შენობა-ნაგებობაში, სადარბაზო 1, სართული 12, ბინა N41, ს/კ 01.1--0--0---0---0--------, 97 კვმ ფართის ბინაზე, მა--------------ემ სა--------------–---–ისგან შეიძინა სამომავლო საკუთრების უფლება, გამყიდველს კი წარმოადგენდა შპს „ჯო-----------------–---ი“. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ამ გარემოებას და აქვე აღნიშნავს, რომ ამ გარემოების დადასტურება საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებად ვერ ჩაითვლება, რადგან მისგან გამომდინარე, ობიექტურად შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მოპასუხე ნათ--–-------------ამ საკუთარი ფინანსური ვალდებულება შეასრულა რეალურად სე------------–იას ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული ფულით. შესაბამისად, ამ გარემოების დადგენილად მიჩნევით არ მტკიცდება ამ დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის გარემოება, რომ მოპასუხეები განქორწინების რეგისტრაციის შემდეგაც აგრძელებენ ერთობლივი საოჯახო მეურნეობის წარმოებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-22);

- 17/01/2014 წ., შეთანხმება N------- (ს.ფ. 87),- 11/07/2014 წ., შეთანხმება N------- (ს.ფ. 91),- სე------------–იას შესაგებელი (ს.ფ. 114-124);

- ნათ--–-------------ას შესაგებელი (ს.ფ. 152-160)

- მა--------------ის ჩვენება 10.02.2020 სხდომის ოქმი;

- მა------------ის ჩვენება 10.02.2020 სხდომის ოქმი.

 

მხარეებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებზე არ მიუთითებიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 1158-ე, 1106-ე, 1122-ე, 1170-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო ყურადღებას მიქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი და აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის მიზანი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობით უნდა იყოს განპირობებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელისთვის დამახასიათებელია შემდეგი აუცილებელი პირობები: 1. აღიარებითი სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს იურიდიული ინტერესი (ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე), რომლის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, 2. იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, 3. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა შეძლოს თავისი იურიდიული ინტერესის მიღწევა, რაც სამართლებრივად გამართლებული უნდა იყოს. ანუ, მოსარჩელე უნდა აყენებდეს სამართლებრივად დასაბუთებულ მოთხოვნას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის იურიდიულ საფუძველს.

 

საბოლოოდ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს მოპასუხე სე------------–იას მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სასამართლო მეუღლეთა საერთო ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობას უკავშირებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

ამ მუხლიდან გამომდინარე, მეუღლეთა საერთო ქონების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოსთვის არ არის გადამწყვეტი, კონკრეტულად რომელი მეუღლის სახსრებით არის შეძენილი ქონება, უშუალოდ რომელი მეუღლის მიერ გამომუშავებული ფული მოხმარდა ცალკეული ნივთის შეძენას. ასევე, ის, თუ ვის კუთვნილებად ითვლება ეს ქონება, მოძრავ ნივთებთან მიმართებით, ან, თუ საკითხი უძრავ ნივთებს ეხება, ვის სახელზეა კონკრეტული ნივთი რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ის გარემოება, რომ მეუღლეები ერთობლივად წარმართავენ საოჯახო საქმეებს, საკმარისია იმისთვის, რომ ქონება ჩაითვალოს ქორწინების პერიოდში შეძენილ საერთო ქონებად (თანასაკუთრებად).

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეები დღესაც ეწევიან საოჯახო მეურნეობას, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იმის საკმარის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სე------------–ია ცნობილ იქნეს მშენებარე, 113.62 კვმ ფართის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბ--–--–----------–--------------------------------, სართული 14, ბინა N1--, ს/კ 0----------------0-----1-- თანამესაკუთრედ.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ, 1158-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსზე დაყრდნობით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრება წარმოიშვება მხოლოდ ქორწინების დროს შეძენილ ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნათლად არის ჩამოყალიბებული ქორწინების, როგორც სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების წარმომშობი იურიდიული ფაქტის, ცნება. კერძოდ, კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

ამრიგად, მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოში სათანადო ფორმით, რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა შორის საერთო უფლება-მოვალეობებს და ეს უფლება-მოვალეობები გრძელდება მეუღლეთა ქორწინების დროის განმავლობაში, მის შეწყვეტამდე.

 

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლშია ჩამოყალიბებული, კერძოდ: ქორწინება წყდება: ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით; ბ) კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ) განქორწინებით.

 

შესაბამისად, განქორწინების შემდეგ, მეუღლეთა შორის საერთო უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა წყდება, თითოეულის მიერ შეძენილი ქონება აღარ ჩაითვლება მათ საერთო ქონებად (თანასკუთრებად).

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის განქორწინების რეგისტრაცია შედგა 2010 წლის 1 აპრილს. შესაბამისად, ამ თარიღიდან თითოეული მათგანის მიერ შეძენილი ქონება ჩაითვლება მათ ინდივიდუალურ საკუთრებად და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთო საკუთრების რეჟიმი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აყალიბებს მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფასთან დაკავშირებულ წესებს, ისევე, როგორც ცალკეული მათგანის ვალის დაფარვის წესს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, 1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. 2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებული მეუღლეებიდან ერთ-ერთი მეულის მიერ შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციას. მოსარჩელის მიზანია ამ ქონებით სე------------–იას მიერ აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხე სე------------–იას სადავო ფულადი ვალდებულება წარმოიშვა სე------------–იას მიერ 2011 წლის 23 მაისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობის, ვალის აღიარების, თანახმად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება არის ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, კერძოდ, ის ცალმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის ძალითაც პირს, რომელმაც განახორციელა აღიარება წარმოეშვება შესრულების ვალდებულება, ხოლო მას, ვის წინაშეც მოხდა აღიარება, აქვს მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლში ჩამოყალიბებულია ვალის აღიარების ხელშეკრულებასთან, ძირითადად მის ფორმასთან დაკავშირებული პირობები.

 

კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, 1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

მოცემულ საქმეზე ვალის აღიარება განხორციელდა მორიგების გზით, ამიტომ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარებისთვის საკმარისია სასამართლოს განჩინების არსებობა, რომელშიც მორიგების პირობებია ასახული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება წარმოშობს მოთხოვნის ახალ, დამოუკიდებელ საფუძველს. ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება ნამდვილია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავოა თავდაპირველი ვალდებულება. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების დღიდან აითვლება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები: სე------------–ია და ნათ--–-------------ა განქორწინდნენ 2010 წელს. განქორწინებით შეწყდა მეუღლეთა თანაცხოვრება და შესაბამისად, მათ შეწყვიტეს იმგვარი ურთიერთობა, რაც შეიძლება მათ ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობებს და ერთობლივ ქონებრივ ვალდებულებებს წარმოშობდეს. სე------------–იას მიერ სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული ვალის აღიარების საფუძველზე, ფულადი ვალდებულება წარმოიშვა ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, 2011 წელს.

 

მეუღლეების საერთო ქონებიდან ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულების შესასრულებლად საერთო ქონებაზე მიქცევა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობის არსებობისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

ამგვარი გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

 

მოსარჩელე, მართალია შეეცადა იმის მტკიცებას, რომ მოპასუხეებს არ გაუწყვეტიათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა, მაგრამ ამ გარემოების დამტკიცება მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ შეძლო.

 

ამასთან, განქორწინების შემდეგ ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება ვერ გახდება სამართლებრივად ვარგისი საფუძველი იმისთვის, რომ სე------------–იას ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს განქორწინებულ მეუღლეს; როგორც აღინიშნა, ფულადი ვალდებულების სანაცვლოდ სე------------–იას მიერ აღებული ვალდებულება უნდა მოხმარებოდა ოჯახის საერთო ინტერესებს. ამგვარი კი ობიექტურად შეუძლებელი იყო, რადგან როგორც ზემოთ, ვალის აღიარების ხელშეკრულების ბუნებასთან მიმართებით, აღინიშნა, ცა------------–---–ის მიმართ სე------------–იას ფულადი ვალდებულება წარმოიშვა ცალმხრივი გარიგების საფუძველზე. ვალის აღიარების, როგორც ცალმხრივი გარიგების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება, ვალდებულ მხარეს არ აკისრებს სანაცვლო უფლებებს. გადამწყვეტია ასევე ის, რომ სე------------–იას მიერ ვალის აღიარება განხორციელდა განქორწინების შემდეგ, იმ დროს, როდესაც ოჯახი უკვე აღარ არსებობდა და შეუძლებელი იყო ვალდებულების სანაცვლო მოთხოვნის შესრულება მოხმარებოდა ოჯახის საერთო ინტერესებს.

 

სასამართლო ასკვნის, რომ სე------------–იას მიერ ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ტვირთი აწევს მხოლოდ სე------------–იას, წარმოადგენს მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ არის გამართლებული.

 

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიზღუდება ნათ--–-------------ას საკუთრების უფლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაცულია როგორც უძირითადესი ეკონომიკური სიკეთე.

 

პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა სასამართლოს აქტით დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამავე მუხლით დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილის საკუთრების უფლების შეზღუდვას უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, უნდა არსებობდეს სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულება, რის გამოც დასაბუთებული იქნება შესრულების მიქცევა პირის ქონებაზე.

 

მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლითაც გამართლდებოდა სამართლებრივი საფუძვლის არსებობა მოპასუხე ნათ--–-------------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე წილის მოპასუხე სე------------–იას საკუთრებაში აღრიცხვისთვის.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჰიპოთეზის სამტკიცებლად, რომ მოპასუხეები აგრძელებენ ერთობლივი საოჯახო მეურნეობის წარმოებას, მოსარჩელემ ვერც ის დაასაბუთა, თუ სე------------–იას ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული რა ნივთის გაყიდვით მიღებული ფული იქნა გამოყენებული თითქოსდა ნათ--–-------------ას ფულადი ვალდებულების შესრულების და უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების გასაუქმებლად; შესაბამისად ვერც ის დამტკიცდა, რომ სე------------–იას შეიძლება გააჩნდეს რაიმე მოთხოვნის უფლება ნათ--–-------------ას მიმართ, რის გამოც სამართლებრივი საფუძველი ექნება ნათ--–-------------ას საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სე------------–იას ვალდებულების შესრულების მიქცევას.

 

6.2. რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საერთო ხანდაზმულობის ვადა, რადგან ვალდებულება, რომლის შესრულებაც წარმოადგენს იურიდიული ინტერესის საგანს მოცემულ საქმეზე, წარმოშობილია სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული ვალის აღიარებიდან. შესაბამისად, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა, როგორც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით წარმოშობილი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა. სადავო არ არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქმეში მონაწილე მხარეებს შორის რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს მასზე სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ვერ გავრცელდება.

 

ხოლო რაც შეეხება მხარეთა მიერ დასახელებულ სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლით გათვალისწინებულ სამწლიან ვადას სასამართლო განმარტავს, რომ მუხლის შინაარსის თანახმად: „განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა“. შესაბამისად ცხადია, რომ მუხლი აწესრიგებს თავად განქორწინებულ მეუღლეთა შორის თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნათა წარდგენის ვადას და არა მესამე პირთა მიერ მეუღლეთა თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრულ აღიარებითი სარჩელიდან გამომდინარე მოთხოვნებისთვის ხანდაზმულობის ვადას, რის გამოც სასამართლო არც ამ შემთხვევაში იზარებს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს. სასამართლო ასკვნის, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, მაგრამ დაუსაბუთებელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 1 300.25 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა 550 ლარის გადახდის გადავადება.

 

მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა იმ ვალდებულების თანხით, რასთან დაკავშირებით არსებული იურიდიული ინტერესის ფარგლებში აღიძრა სარჩელი, კერძოდ, 15 343.18 ევროთი. ამ თანხის ეკვივალენტს, სარჩელის აღძვრის დროისთვის შეადგენდა 50 017.23 ლარი. ამ საქმეში სარჩელის ფასი უნდა განისაზღვროს მითითებული თანხის 3 %-ის, შესაბამისად, 1 530.52 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს დამატებით უნდა დაეკისროს მითითებულ თანხასა და მის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას შორის სხვაობა, 230 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით ცა------------–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ცა------------–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ნათ--–-------------ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, რომლის რეკვიზიტებია: თბ--–---, სო----–----------------------------------------------–------------1--, ს/კ N0----------------0-----1--, (113.62 კვ.მ), 1/2 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ცა------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ცა------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 230 ლარის გადახდა.

 

3. გაუქმდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ცა------------–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ნათ--–-------------ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია:

 

- თბ--–---, სო----–----------------------------------------------–------------1--, ს/კ N0----------------0-----1--, (113.62 კვ.მ);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე