განაჩენი

სისხლის სამართლის 29.04.2020
საქმის ნომერი
130100119003230325
დავის ტიპი
19 - 177 2 ბ
თარიღი
29.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/191-2019

(გამო N 038101019001)

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12.10.2019 წელი ქ. ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი -ქეთევან ცერიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ-----------–---------------ძე, დაბადებული 26.11.1973 წელს, საქართველოს მოქალაქე პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ხ-–----ის რაიონი დ-----------ში, ე.ნინოშვილის ქ.N27-ში.

ადვოკატი: მ-----------–-–--ლი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე: ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ბ-------------ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

ბ-------------ძემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 22 საათზე ხ-–----ის რაიონის სოფელ ოსიაურში მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ არსებულ შპს კორპორაცია “ს----------ოს“ ქვის სამსხვრევი საწარმოს ტერიტორიაზე ამავე საწარმოს მძღოლი ბ-------------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაუფლებოდა შპს კორპორაცია“ს----------ოს“ „ჰ-----ს“ მარკის ა/მანქანის სახ.N O-------- საწვავის ავზში არსებულ დიზელის საწვავს. ბ-------------ძემ აღნიშნული ა/მანქანის საწვავის ავზიდან მოხსნა მასზე არსებული ლითონის მილი, რის შემდეგ რეზინის მილის გამოყენებით უკანონოდ შეაღწის ა/მანქანის საწვავის ავზში და შეეცადა ფარულად დაუფლებოდა დიზელის საწვავას, რასაც შეეძლო გამოეწვია 16 ლარის და 50 თეთრის მატერიალური ზიანი, მაგრამ მან ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოეყვანა, რადგან მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა დაზარალებული ორგანიზაციის თანამშრომლის მიერ. ბ-------------ძე დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, შსს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

ე.ი. ბ-------------ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბ-------------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: თ-----------------ლის, ლ--------ოს, გ--------------ძის, შ--–---------–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ს---------–--ნის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ ბ-------------ძეს შორის, ადვოკატ მ------------–-–--ლის მონაწილეობით.

 

პროკურორმა რ-----------–იამ 2019 წლის 11 ოქტომბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ ბ-------------ძის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ბ-------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ბ-------------ძე და მისი ადვოკატი მ-----------–-–--ლი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ბ-------------ძე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილის, რ-----------–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ ბ-------------ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ბ-------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

4. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ბ-------------ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ბ-------------ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ოქტომბრიდან ამავე წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. ნივთიერი მტკიცებულება,-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დიზელის საწვავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. რეზინის მილი და პლასტმასის ბიდონი კი, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი,- განადგურდეს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი