განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/51-2019
(გამო N038200319002)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------------–--ლი, დაბადებული 1991 წლის 06 ნოემბერს, პ/ნ 4----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ ქ---------–აში.
ადვოკატი: ზ---------–--–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე: ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ--------------–--ლის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
გ--------------–--ლმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევის გზით, არაერთგის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა გ--------------–--ლმა, 2019 წლის 20 მარტს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ხაშურის რაიონის დ-----------ში, გრიგოლ სურამელის ქუჩა N 13-ში მდებარე, მ--–------------ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც შეეცადა ეზოს მხრიდან მაღაზიაში შესასვლელი კარის გატეხვის გზით შეეღწია ჯიხურში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა პროდუქციას. ქურდობის მცდელობის დროს იგი შენიშნეს მ--–------------ძის ოჯახის წევრებმა, რის შემდეგ გ--------------–--ლი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ე.ი. გ--------------–--ლმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გ--------------–--ლის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: ბ-------–-–--ძის, მ--------------ძის, ლ----------ძის, ბ-----------ძის, რ------–-–--ძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნიმუშის აღების ოქმით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით, გ--------------–--ლის მიმართ ნასამართლობასთან დაკავშირებული დოკუმენტებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ-----------------–--ლსა და ბრალდებულ გ--------------–--ლს შორის, ადვოკატ ზ---------–--–--ლის მონაწილეობით.
პროკურორმა ბ----------------–--ლმა 2019 წლის 30 მარტს, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ გ--------------–--ლის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა: ბრალდებული გ--------------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთ და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01(ერთი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 04 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული გ--------------–--ლი და მისი ადვოკატი ზ---------–--–--ლი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული გ--------------–--ლი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს საქმის მასალებისა და გ--------------–--ლის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ბ----------------–--ლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.დამტკიცდეს პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ გ--------------–--ლს შორის 2019 წლის 30 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. გ--------------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთ და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01(ერთი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 04 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ--------------–--ლს დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2019 წლის 30 მარტიდან.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ--------------–--ლის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთიერი მტკიცებეულება - მინის მამსხვრევი და სისხლის კვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი