გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
020310018002625341
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310018002625341 (3/163-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.04.2019 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სა---------–----–-------------------------რო

წარმომადგენელი მუ------------–-ა

მოპასუხე ზვ-------–---ა

დავის საგანი:

ზედმეტად დარიცხული ხელფასის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ზედმეტად დარიცხული ხელფასის 990,51 ლარის დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სა---------–----–-------------------------როს თანამშრომელი ზვ-------–---ა დათხოვნილ იქნა სამუშაოდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით 31.12.2017 წლიდან.

 

გათავისუფლების კანონიერება მოსარჩელეს სადავო არ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

–ბძანება #208734

–მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმი

 

2.2. ზვ-------–---ას დეკემბრის თვეში ჩაერიცხა ერთი დღის ხელფასი 30,95 ლარი, ხოლო იანვრის თვეში თანამდებობრივი სარგო სრულად 959,56 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

–ბძანება #208734

–15.03.2018 წ M|IA 8 18 00607407

-საგადახდო მოთხოვნა #302213

-საგადახდო მოთხოვნა #16243

-საგადახდო მოთხოვნა #21816

-საგადახდო მოთხოვნა #296822

-საგადახდო მოთხოვნა #299914

-საგადახდო მოთხოვნა #13975

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, ,,სა---------–----–-------------------------როს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013 წ #997 ბრძანება

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტით პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013 წ #997 ბრძანებით დამტკიცებული სა---------–----–-------------------------როს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის სამუშაო დღეების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

დსაახელებული ნორმის მე-2 ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოებები არ არსებობენ, რის გამოც მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სულ 990,51 ლარის ოდენობით.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.ზვ-------–---ას სა---------–----–-------------------------როს სასარგებლოდ დაეკისროს 990,51 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა