განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001210974
საქმე №3ბ/1785-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ზ----- ზ-------ე
წარმომადგენელი - ვ-----------–------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ-------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ს--–--------------ია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ზ----- ზ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 24 ივნისის N-----5 დადგენილებით ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისათვის 10000 (ათიათასი) ლარით დაჯარიმდნენ ა---------– გ--–---ი, გ------ი მ--------ძე, მ----- დ----ძე, გ-- კ------–-–--ლი, გ------ი მ--–-–---–ი და ზ----- ზ-------ე. ამავე დადგენილების თანახმად, კონკრეტულად ზ----- ზ-------ის კუთვნილ ფართში უნებართვოდ მოწყობილი იყო ვიტრაჟი.
მითითებული დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 26 აგვისტოს N---- განკარგულებით იმ საფუძვლით, რომ ცალკეული პირებისათვის პასუხისმგებლობის ზომა არასწორად იქნა განსაზღვრული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის
24 ივნისის N-----5 დადგენილება.
- ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 26 აგვისტოს N---- განკარგულება.
2.2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტს ზ----- ზ-------ის მიმართ შედგა N------ მითითება, რომელშიც დაფიქსირდა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსზე, გამზირის მხრიდან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კიბის მარშის მოწყობა და მისი ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. მითითება ზ----- ზ-------ეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 20 მარტს.
ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 აპრილის N------ შემოწმების აქტის მიხედვით, მოქალაქე ზ----- ზ-------ემ არ შეასრულა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ 2015 წლის 20 აპრილის ოქმის თანახმად, ვინაიდან დამრღვევი ობიექტზე არ იმყოფებოდა, სამსახურის სპეციალისტებმა შემოწმების აქტი განათავსეს ობიექტის ფასადზე. ამავე სამსახურის
2015 წლის 19 ივნისის N4---------- ბრძანებით გაგრძელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტის N------ მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზით, დაკვალვის აქტით დგინდება, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც არ წარმოადგენს კერძო საკუთრების ობიექტს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის 2015 წლის 19 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათის თანახმად, მის მიერ ობიექტის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ზემოხსენებული მითითების მოთხოვნების შეუსრულებლობა, კერძოდ, არ იყო დემონტირებული უნებართვოდ მოწყობილი კიბის მარში და ბაქანის ქვეშ შექმნილი ფართი, რაც დასტურდება წარდგენილი ფოტომასალით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილებით ზ----- ზ-------ე დაჯარიმდა 10000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (კიბის მარშისა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა). ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტის N------ მითითება.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 აპრილის N------ შემოწმების აქტი.
- ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ 2015 წლის 20 აპრილის ოქმი.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 ივნისის N4---------- ბრძანება.
- აზომვითი ნახაზი.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის 2015 წლის 19 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათი.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება.
2.2.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს N---------- შეტყობინების თანახმად, ზ----- ზ-------ემ A-------- განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში უნებართვოდ მოწყობილი ვიტრაჟების ლეგალიზება, რასთან დაკავშირებითაც ზეპირი მოსმენის სხდომა დანიშნული იყო 2015 წლის 02 სექტემბერს, 15:00სთ-ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს N---------- შეტყობინება.
2.2.4.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 11 სექტემბერს N-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზ----- ზ-------ემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ----- ზ-------ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ზ----- ზ-------ის მიერ 2015 წლის 11 სექტემბერს წარდგენილი N-------- ადმინისტრაციული საჩივარი.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება.
2.2.5. ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N------ში მდებარე, N01--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - ნახევარსარდაფი წარმოადგენს ზ----- ზ-------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 02.09.2015წ.).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
2.2.6. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კერძოდ, 2015 წლის 25 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ზ----- ზ-------ის მიმართ შედგა N------ მითითება. მითითების თანახმად, მის მიერ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსზე შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელდა კიბის მარშის მოწყობა და კიბის ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა. ამავე მითითებით მოსარჩელეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც მის მიერ არ განხორციელდა. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილების მიღება და სამართალდამრღვევის დაჯარიმება, რაც უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა - განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ შეიძლება იქნას გაზიარებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტის N------ მითითება.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 აპრილის N------ შემოწმების აქტი.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება.
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება.
- მხარეთა ახსნა-ანმარტებები.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონზე ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომლის 14.2-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა - ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
ამავე კანონის 15-ე მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
2.3.4. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო - ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადას. რეკომენდაციის შესრულების ვადის გასვლამდე დამკვეთის მიერ დასაბუთებული განცხადების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები ამ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და უზრუნველყოს მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობა. რეკომენდაციის შესრულების ვადაში დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაიწყება. რეკომენდაციის შესრულების ვადის არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
სასამართლომ ხსენებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც მისივე აზრით უფრო ეფექტურია. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვალდებულების დაწესება კი პირს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება საბოლოოდ განაპირობებს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების როგორც კანონიერებასა და დასაბუთებულობას, ასევე მის მიზანშეწონილობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ N01--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად ადგილი აქვს კიბის მარშის მოწყობასა და კიბის ბაქნის ქვეშ ფართის შექმნას, რომლის ნაწილი ცდება კერძო საკუთრებაში არსებულ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 25 მარტს შედგა N------ მითითება. არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, N01--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს - ზ----- ზ-------ეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადა ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად ან სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. სამსახურის სპეციალისტის მიერ 2015 წლის 20 აპრილს შედგა N------ შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. იგივე მდგომარეობა დადასტურდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის 2015 წლის 19 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათით.
2.3.5. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 44.1-ე მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
მითითებული მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის შესაბამისად, „უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, მითითებული აქტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე დადგენილების 36-ე მუხლში მოცემულია მშენებლობის ნებართვის გაიცემის ზოგადი წესი. კონკრეტულად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ყ“ ქვეპუნქტების თანახმად, „I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი...“ ამავე დადგენილების 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, „I კლასის შენობა- ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად კი, „ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა“.
სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (შენობის განთავსება) დასაშვებია შესაბამისი ნებართვის/წერილობითი დასტურის არსებობის შემთხვევაში, ხოლო თუ რა ითვლება მშენებლობად, აღნიშნული განმარტებულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით.
ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის 78-ე პუნქტის თანახმად, შენობა – ნაგებობა ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილების საფუძველზე, ზ----- ზ-------ე საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაჯარიმდა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (კიბის მარშისა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა).
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი აქვს იმ სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, რომელსაც ესაჭიროებოდა ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული სათანადო წესით გაცემული წერილობითი დასტური მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელ პირს, არ არსებობს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, იმ შემთხვევაში თუ ვერ დგინდება მწარმოებელი პირი, პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც უცნობია მშენებლობის განხორციელების თარიღი და საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, უძრავი ქონება 2002 წლიდან წარმოადგენს ზ----- ზ-------ის საკუთრებას, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე შეუძლებელია დადგინდეს ის გარემოება, რომ მშენებლობა ნაწარმოებია არა ზ----- ზ-------ის, არამედ სხვა პირის მიერ. მით უმეტეს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ზ----- ზ-------ის მიერ სადავო ქონების შეძენა ზუსტად იმ სახით, როგორიც საკითხის განხილვის დროისათვისაა და ასევე, საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობა სწორედ დააკისრა მოსარჩელეს, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს.
სასამართლომ აქვე განმარტა, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რომელიც გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. განსახილველ შემთხვევაში სადავო მშენებლობით, ვიდრე იგი არ აღმოიფხვრება, უწყვეტად ირღვევა შესაბამისი კანონმდებლობა და გაგრძელდება მანამ, სანამ სახეზე იქნება სამართალდარღვევა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის მოსაზრება რომ მას არ განუხორციელებია სადავო სამშენებლო სამუშაოები, სამართალდარღვევა გრძელდებოდა იმ პერიოდშიც, რაც უძრავი ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებას. აქედან გამომდინარე, დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება სწორედ მას ეკისრებოდა, კერძოდ, ზ----- ზ-------ე ვალდებული იყო სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტისათვის დაეცვა კანონის მოთხოვნები და კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა წარმოებული მშენებლობა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოიხატა არა მხოლოდ მის მიერ ჩადენილ კონკრეტულ ქმედებაში, ასევე, მის უმოქმედობაშიც. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედებით სამშენებლო საქმიანობაში განხორციელებულმა დარღვევებმა გამოიწვია მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრება, კერძოდ - დაჯარიმება და უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟის დავალება.
2.3.6. მოსარჩელემ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ იგივე დარღვევასთან დაკავშირებით უკვე იყო დაჯარიმებული და დაჯარიმების შესახებ დადგენილება ბათილად სცნო ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 26 აგვისტოს N---- განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 24 ივნისის N-----5 დადგენილება, რომლითაც ზ----- ზ-------ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა კუთვნილ ფართში ვიტრაჟის მოწყობისათვის. სასამართლომ გამოარკვია, რომ ამ დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა არა სამართალდარღვევის არარსებობა, არამედ ცალკეული პირებისათვის პასუხისმგებლობის ზომის არასწორად განსაზღვრა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავიდან დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გარემოებათა გამოკვლევის შედეგად გამოავლინა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა უნებართვოდ არა ვიტრაჟების მოწყობას, არამედ კიბის მარშის მოწყობასა და ახალი ფართის შექმნას, კერძოდ, კიბის ბაქანის ქვეშ არსებული სივრცის შევსებას, რომელიც ემიჯნება ზ----- ზ-------ის საკუთრებას. აქედან გამომდინარე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სამართალდარღვევის ობიექტად მიჩნეულ იქნა კიბის მარშის მოწყობა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა.
სასამართლომ განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა - ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
აღნიშნული ნორმის ანალიზისა და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს კიბის მარშის მოწყობასა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნას, ეს თავისთავად გულისხმობს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაბარიტების გაზრდას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით (დაკვალვის აქტით) დგინდება, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები სცდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, არსებული ფართის გაბარიტების გაზრდისათვის კანონმდებლობა პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრავს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 10000 (ათიათასი) ლარით.
2.3.7. სასამართლომ არსებული მდგომარეობით ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მოძრავ ნივთებსა და არამატრიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია გულისხმობს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების აღრიცხვას. აქედან კი გამომდინარეობს, რომ საჯარო რეესტრი მხოლოდ ადასტურებს რეგისტრირებული მონაცემების არსებობას და არ არის უფლებამოსილი ორგანო განსაზღვროს შენობა-ნაგებობის კანონიერება.
სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული ობიექტის დარეგისტრირება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გარეშე აზრს უკარგავს მშენებლობის სფეროში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით სამართლებრივად შეუძლებელი ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულზე დაკისრებული ერთიანი საჯარო პოლიტიკის განხორციელება სამშენებლო საქმიანობის სფეროში, რადგან კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის და სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად გახდომის დოკუმენტის - მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გვერდის ავლით უძრავი ქონების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ფუნქციის გარეშე ტოვებს მშენებლობის ნებართვის გამცემ და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სამშენებლოდ განვითარება მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელსაც წყვეტს ერთიანი საჯარო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო მშენებლობის ნებართვის გაცემის სფეროში. იმ შემთხვევაში თუ უძრავი ნივთის კანონიერების დასადგენად საკმარისად იქნება მიჩნეული მხოლოდ შენობა-ნაგებობის, როგორც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ობიექტის კანონიერების დასადგენად აუცილებელ დოკუმენტად არ იქნება მიჩნეული სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი, მაშინ აზრს დაკარგავს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი სამშენებლო საქმიანობის სფეროში. აღნიშნული კი დაუშვებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, არ შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისი კანონიერების დამადასტურებელ ფაქტად. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილება პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე არ შეიძლება უზღუდავდეს მოსარჩელე - ზ----- ზ-------ეს საკუთრების უფლებას, რადგან სადავო აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ საკანონმდებლო აქტების დებულებებთან მიმართებაში.
2.3.8. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სადავო სამუშაოების შედეგად ობიექტი სცდებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საზღვრებს, მისი ლეგალიზების მიზნით განახორციელა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსის საზღვრების კორექტირება, მაგრამ თავად ობიექტის ლეგალიზება ვერ მოასწრო დადგენილების გამოცემამდე, სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ განმარტა, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს არეგულირებს საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც საქმის წარმოების შეჩერების მხოლოდ ერთ შემთხვევას ითვალისწინებს. მითითებული კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე“. აქედან გამომდინარეობს, რომ უფლებამოსილ სამსახურთან სადავო ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, მითითებით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება კონკრეტული ვადით, კერძოდ, ამ უკანასკნელი სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც გრძელდება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილია მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება - დადგენილება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ზ----- ზ-------ეს არც მითითებით განსაზღვრულ ვადაში და არც დადგენილების გამოცემამდე ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსათვის არ მიუმართავს. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს N---------- შეტყობინების თანახმად, ზ----- ზ-------ემ A-------- განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში უნებართვოდ მოწყობილი ვიტრაჟების ლეგალიზება იმ დროს, როდესაც გასაჩივრებული დადგენილების შესაბამისად, სადავო სამშენებლო სამუშაოებს წარმოადგენდა კიბის მარშის მოწყობა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი შეეჩერებინა განსახილველი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება გარკვეული ვადით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ასევე, განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადებს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 25 მარტს შედგა N------ მითითება, რომლითაც დამრღვევს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 20 დღის ვადა, 2015 წლის 20 აპრილს შედგა N------ შემოწმების აქტი, ხოლო ამავე სამსახურის 2015 წლის 19 ივნისის N4---------- ბრძანებით გაგრძელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტის N------ მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა.
ამდენად, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო კანონით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში, კერძოდ, შემოწმების აქტის შედგენიდან 4 თვეში. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სადავო ობიექტის ლეგალიზებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ეს დრო, სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად. როგორც უკვე აღინიშნა, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ არსებობდა უნებართვოდ/პროექტის დარღვევით ნაწარმოები ობიექტების ან მისი ნაწილების ლეგალიზების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მხრიდან ადგილი არ აქვს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან სამართალდარღვევის გამოსწორება არ მომხდარა, შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა კანონშესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი სუბიექტის დაჯარიმებისა და უნებართვო ობიექტის დემონტაჟის დავალების თაობაზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.3.9. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი, ასევე, უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.3.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ზ----- ზ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი ნორმების არასწორი განმარებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც ითხოვს მის გაუქმებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტს ზ----- ზ-------ის მიმართ შედგა N------ მითითება, რომელშიც დაფიქსირდა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსზე, გამზირის მხრიდან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კიბის მარშის მოწყობა და მისი ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. მითითება ზ----- ზ-------ეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 20 მარტს.
4.2. ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 აპრილის N------ შემოწმების აქტის მიხედვით, მოქალაქე ზ----- ზ-------ემ არ შეასრულა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ 2015 წლის 20 აპრილის ოქმის თანახმად, ვინაიდან დამრღვევი ობიექტზე არ იმყოფებოდა, სამსახურის სპეციალისტებმა შემოწმების აქტი განათავსეს ობიექტის ფასადზე. ამავე სამსახურის
2015 წლის 19 ივნისის N4---------- ბრძანებით გაგრძელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 მარტის N------ მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა.
4.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზით, დაკვალვის აქტით დგინდება, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც არ წარმოადგენს კერძო საკუთრების ობიექტს.
4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის 2015 წლის 19 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათის თანახმად, მის მიერ ობიექტის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ზემოხსენებული მითითების მოთხოვნების შეუსრულებლობა, კერძოდ, არ იყო დემონტირებული უნებართვოდ მოწყობილი კიბის მარში და ბაქანის ქვეშ შექმნილი ფართი, რაც დასტურდება წარდგენილი ფოტომასალით.
4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილებით ზ----- ზ-------ე დაჯარიმდა 10000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში მდებარე კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (კიბის მარშისა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა). ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი.
4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს N---------- შეტყობინების თანახმად, ზ----- ზ-------ემ A-------- განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N-------ში უნებართვოდ მოწყობილი ვიტრაჟების ლეგალიზება, რასთან დაკავშირებითაც ზეპირი მოსმენის სხდომა დანიშნული იყო 2015 წლის 02 სექტემბერს, 15:00სთ-ზე.
4.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 11 სექტემბერს N-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზ----- ზ-------ემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ----- ზ-------ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება.
4.9. 2008 წლის 7 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N------ში მდებარე, N01--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სარდაფი 4.00 კვმ. წარმოადგენდა ზ----- ზ-------ის საკუთრებას.
4.10. 2015 წლის 2 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N------ში მდებარე, N01--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - ნახევარსარდაფი 10.66 კვ.მ. წარმოადგენს ზ----- ზ-------ის საკუთრებას.
4.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის N------- ბრძანების თანახმად, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N------ში უნებართვოდ მიშენებული ფართი. მიშენების საერთო ფართი - 6.66 კვ.მ.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ჯარიმის დაკისრების ნაწილში კანონს არ ეწინააღმდეგებიან, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (რომლის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის დაჯარიმება), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებას, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, მითითებული აქტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე დადგენილების 36-ე მუხლში მოცემულია მშენებლობის ნებართვის გაიცემის ზოგადი წესი. კონკრეტულად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ყ“ ქვეპუნქტების თანახმად, „I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი...“ ამავე დადგენილების 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, „I კლასის შენობა- ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად კი, „ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა“.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (შენობის განთავსება) დასაშვებია შესაბამისი ნებართვის/წერილობითი დასტურის არსებობის შემთხვევაში, ხოლო თუ რა ითვლება მშენებლობად, აღნიშნული განმარტებულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით.
ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის 78-ე პუნქტის თანახმად, შენობა – ნაგებობა ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
მოცემული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს იმ სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, რომელსაც ესაჭიროებოდა ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული სათანადო წესით გაცემული წერილობითი დასტური მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე, რაც მოსარჩელეს სადავო დადგენილების მიღების დროისათვის არ გააჩნდა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობა განხორციელებული არ არის მის მიერ.
საქმეში წარმოდეგნილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
პალატა განმარტავს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება - სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი;
2008 წლის 7 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N------ში მდებარე, N01--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სარდაფი 4.00 კვმ. წარმოადგენდა ზ----- ზ-------ის საკუთრებას.
აქვე პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მართებულ მსჯელობაზე, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რომელიც გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.
პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად იზიარებს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს კიბის მარშის მოწყობასა და ბაქანის ქვეშ ფართის შექმნას, ეს თავისთავად გულისხმობს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაბარიტების გაზრდას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით (დაკვალვის აქტით) დგინდება, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები სცდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, არსებული ფართის გაბარიტების გაზრდისათვის კანონმდებლობა პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრავს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 10000 (ათიათასი) ლარით.
შესაბამისად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება ჯარიმის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილებას უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟის ნაწილში:
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის N------- ბრძანებაზე (მე-2 ტომი, ს.ფ. 33-34), რომლის თანახმად, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N------ში უნებართვოდ მიშენებული ფართი. მიშენების საერთო ფართი - 6.66 კვ.მ.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო მშენებლობის მიმართ უკვე არსებობს კანონით დადგენილი წესით გაცემული ბრძანება ლეგალიზების თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება შენობის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ლეგალიზება გამორიცხავს უკვე აშენებული შენობა-ნაგების დემონტაჟის სამართლებრივ შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ----- ზ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ზ----- ზ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება შენობის დემონტაჟის დადგენის ნაწილში, ხოლო აღნიშნული აქტები ჯარიმის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის - ზ----- ზ-------ის სააპელაციო საჩივარი და ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ზ----- ზ-------ის სარჩელი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის (100 (ასი) ლარი) ნახევარი - 50 (ორმოცდაათი) ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის (150 (ას ორმოცდაათი) ლარი) ნახევარი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარეებს (მოპასუხეებს) ზ----- ზ-------ის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 125 ( ას ოცდახუთი) ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ----- ზ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ----- ზ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება შენობის დემონტაჟის დადგენის ნაწილში, ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 ნოემბრის N--- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N------ დადგენილება ჯარიმის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 (ასი) ლარის ნახევარი 50 (ორმოცდაათი) ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ნახევარი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, თანაბარწილად დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო, დარჩენილი 125 (ას ოცდახუთი) ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მურუსიძე