განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2018
საქმის ნომერი
330210015001056682
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001056682

საქმე №2ბ/1333-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდო----ე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ტაბაღუა

გოდერძი გიორგიშვილი

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

პირველი აპელანტი – ხ------- ს---–---–ი, ი-----–- ქ----------–---–ი, ვ----– ქ----------–---–ი, თ----- ს-----------ე, ო---- დ---–--ე, ა------- ო---–--–--ე, ო----- წ----–-–---–ი, გ---- გ-----–-–---–ი, ვ------- ღ-----–---–ი, ლ---- ა--------ი, ვ-–- ბ----------ი, ნ------- ბ--------ე, ე-–--------ა შ-------ი, ვ--–------ დ---------ი

 

(მოწინააღმდეგე მხარე მეორე სააპელაციო საჩივართან მიმართებაში)

 

წარმომადგენელი - დავით ალავიძე

 

მეორე აპლანტი _ ლ---- ნ-----ა

 

(მოწინააღმდეგე მხარე პირველ სააპელაციო საჩივართან მიმართებაში)

 

წარმომადგენელი - გიგლა მაჩიტიძე

 

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „გ-–------------ი“

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება, კომპენსაციის თანხის დაკისრება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

პირველი აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

მეორე აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- ს-----------ის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ისა და ვ--–------ დ---------ის სარჩელი მოპასუხეების ლ---- ნ-----ას და შპს „გ-–-------------ის“ წინააღმდეგ კრების ოქმების ბათილად ცნობის, ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.შპს „გ-–-------------ის“ სასარგებლოდ ლ---- ნ-----ას დაეკისრა 85 000 ლარი; ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- ს-----------ის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ისა და ვ--–------ დ---------ის სარჩელი ლ---- ნ-----ას და შპს „გ-–-------------ის“ მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ლ---- ნ-----ას ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- ს-----------ის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ისა და ვ--–------ დ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 550 ლარის ანაზღაურება; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „გ-–-------------ს“ (ს/კ 209477190) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8 - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ---- ნ-----ას (პ/ნ 01026014981) კუთვნილ 48.9% წილს შპს „გ-–-------------ში“ (ს/კ 209477190).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 1999 წლის 27 სექტემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ-–-------------ი“, რომელიც რეორგანიზაციის (დაყოფის) შედეგად წარმოადგენს „ავტომოტორსერვისის“ უფლებამონაცვლეს. შპს „გ-–-------------ის“ დირექტორი არის ლ---- ნ-----ა, ხოლო პარტნიორებს წარმოადგენენ: ლ---- ნ-----ა (48.9%), ვ----– ნ-----ა (41.37%), ზ----- გ-------ა (0.34%), ზ------ ბ---–---–ი (0.07%), მ-----–ი კ--------ო (0.04%), ი----- მ------–--ი (0.04%), ე----------- ნ------–---–ი (0.04%), ხ------- ს---–---–ი (0.49%), ი-----–- ქ----------–---–ი (0.49%), ვ----– ქ----------–---–ი (0.49%), თ----- ს-----------ე (0.49%), ვ--–------ დ---------ი (0.49%), ვ------- ღ-----–---–ი (0.49%), ო---- დ---–--ე (0.49%), ნ------- ბ--------ე (0.49%), ა------- ო---–--–--ე (0.49%), ვ-–- ბ----------ი (0.99%), ო-----ი წ----–-–---–ი (0.49%), გ---- გ-----–-–---–ი (0.99%), გ--- ყ------–---–ი (0.05%), ლ----ი ა--------ი (0.49%), თ---------- მ---------ე (0.70%), ე-–--------ა შ-------ი (0.99%), ხოლო გ--- ყ------–---–ი, ლ----ი ა--------ი, ლ---- ნ-----ა, გ---- გ-----–-–---–ი, ო---- დ---–--ე, ე----------- ნ------–---–ი, ვ-–- ბ----------ი, ვ----– ქ----------–---–ი, ო----- წ----–-–---–ი, თ---------- მ---------ე, ვ------- ღ-----–---–ი, ე-–--------ა შ-------ი, ვ----– ნ-----ა, მ-----–ი კ--------ო, ნ------- ბ--------ე, ა------- ო---–--–--ე, ი----- მ------–--ი, თ----- ს-----------ე, ხ------- ს---–---–ი, ზ------ ბ---–---–ი, ზ----- გ-------ა, ი-----–- ქ----------–---–ი და ვ--–------ დ---------ი - 0.09%-ის 1/41 წილის მესაკუთრეები არიან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ი-----დიული პირების რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 234-238).

 

2.2 უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8, დაზუსტებული ფართობი: 6861.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1-დან N15-ის ჩათვლით, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.001 მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „გ-–------------ი“. შპს „გ-–-------------ის“ წარმომადგენელ ლ---- ნ-----ას განცხადების საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაიყო ორ დამოუკიდელ მიწის ნაკვეთად და შესაბამისად გამოეყო 4889.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.11.05.033.078 და 1972.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.11.05.033.077.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 139, 148, 150-151);

- განცხადება, გამიჯვნის პროექტი (ტ. 1, ს.ფ. 146-147).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3 2015 წლის 13 იანვარს შპს „გ-–-------------ის“ დირექტორ ლ---- ნ-----ას წარმომადგენელ ვ----– ნ-----ასა და ქეთრინ ქეითსს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ვ----– ნ-----ამ ქეთრინ ქეითსისგან ისესხა 35 000 აშშ დოლარი, პროცენტის დაურიცხავად, ერთი თვის ვადით.

 

სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა შპს „გლდანი სერვისის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქერჩის ქ. 8, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1972.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.077.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილებას შპს „გ-–-------------ის“ დირექტორი ლ---- ნ-----ა აფუძნებს 2015 წლის 13 იანვრის კრების ოქმს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 13.01.2015 წლის კრებას არ ესწრებოდა ყველა პარტნიორი. კრების ოქმში მითითებული იყო, რომ კრებას ესწრებოდა ყველა პარტნიორი, რასაც არ ადასტურებდნენ მოსარჩელეები. ამავე კრების ოქმის თანახმად, ლ---- ნ-----ას რწმუნებით წარმოადგენდა ვ----– ნ-----ა. საზოგადოების დირექტორს - ლ---- ნ-----ას დაევალა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 154-161);

- 13.01.2015წ. კრების ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 162-163);

- მინდობილობა (ტ. 1, ს.ფ. 164-166).

 

2.4 2015 წლის 30 მარტს შპს „გ-–-------------სა“ და შპს „ქ-----–--------ის“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ქეი ელ კომპანიმ“ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8, საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.077. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ნასყიდობის ფასი შეადგენს 85 000 ლარს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მის უფლებამოსილებას შპს „გ-–-------------ის“ დირექტორი ლ---- ნ-----ა აფუძნებს 2015 წლის 30 მარტის კრების ოქმს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.03.2015 წლის კრებას არ ესწრებოდა ყველა პარტნიორი, რასაც ადასტურებდა როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებები, ისე წარმოდგენილი კრების ოქმი, რომელსაც ხელს მხოლოდ ლ---- ნ-----ა და ვ----– ნ-----ა აწერდნენ.

 

შპს „ქ-----–--------ის“ დირექტორს წარმოადგენდა ქეთრინ ქეითსი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ნასყიდობის საგანზე, სწორედ ქეთრინ ქეითსთან იყო გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შპს „გ-–-------------ის“ დირექტორის - ლ---- ნ-----ას წარმომადგენლის ვ----– ნ-----ას მიერ, რომელიც ასევე მის შვილს წარმოადგენდა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ლ---- ნ-----ას მიერ მოხდა გარიგების გაფორმება არაკეთილსინდისიერად, იმ განზრახვის გარეშე, რომ ემოქმედა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით. ლ---- ნ-----ა გარდა იმისა რომ იყო კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, ასევე წარმოადგენდა შპს „გ-–-------------ის“ დირექტორს, რომელიც იყო კომპანიის წარმომადგენელი და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად მიღებული ყველა სახის მოგებაც და შემოსავალიც ეკუთვნოდა კომპანიას და არა მას პირადად. ამასთან სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ქმედებით დირექტორი ფარულად ახდენდა საწარმოდან დივიდენდის მიღებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 167-169);

-30.03.2015წ. კრების ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 172-173);

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ი-----დიული პირების რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 170-171).

 

2.5 საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 09 ივლისის აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა შპს „ქ-----–--------ის“ სახელზე რიცხული 1972.00 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 01.11.05.033.077. დასკვნით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 მარტის (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების) მდგო----ეობით შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 467 000 ლარს/210 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დასკვნის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, შესაფასებელი ქონება არ იყო დატვირთული არანაირი შეზღუდვებით და სასესხო ვალდებულებებით. ამის საპირისპიროდ, საქმის მასალების საფუძველზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ქეთრინ ქეითსის სასარგებლოდ. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა დასკვნის შედეგად არსებული ქონების შეფასება, რადგან უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლიანობა მასში ასახული არ იყო, რომ რეალური ღირებულების შეფასება მომხდარიყო. ამასთან ექსპერტი მიუთითებდა, რომ შეფასების შესახებ ანგარიში მოიცავდა შემფასებლის პროფესიონალურ აზრს შეფასებულ ღირებულებასთან მიმართებაში შეფასების თარიღისათვის. ღირებულების საბოლოო მაჩვენებლი არ წარმოადგენდა იმის გარანტიას, რომ შესაფასებლი ქონება გასხვისებული იქნება ღია ბაზარზე ამ ფასად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-დასკვნა (ტ. 1, ს.ფ. 177-182);

 

2.6 23.07.2015 წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნით, შპს „გ-–-------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8, საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.078 საბაზრო ღირებულებად დადგენილია 572 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-დასკვნა (ტ. 1, ს.ფ. 187-192);

 

2.7 მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეები საერთო ჯამში ფლობენ 8.39% წილს და მათი მოთხოვნა საზოგადოებიდან გასვლის სანაცვლოდ წილის ღირებულების ანაზღაურება ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. თავდაპირველად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, კრების ოქმი წარმოადგენს გარიგებას. მოსარჩელე ითხოვს სწორედ საქმეში წარმოდგენილი კრების ოქმების ბათილად ცნობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების ბათილობა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია ი-----დიული ინტერესის არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის სარჩელები, როგორც აღინიშნა, ყოველთვის შეზღუდულია ი-----დიული ინტერესით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ ი-----დიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს სარჩელის ავტორს ამგვარი აღიარებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენდა რა გარიგების ბათილად ცნობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასებულიყო წარმოადგენდნენ თუ არა დასახელებული გარიგების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირებს მოსარჩელეები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის შედეგად იყო შესაძლებელი. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა კრების ოქმების ბათილად ცნობა, ხოლო საქმის მასალებიდან დგინდებოდა, რომ აღნიშნული კრების ოქმების საფუძველზე მოხდა შპს „გ-–-------------ის“ დირექტორ ლ---- ნ-----ას მიერ ჯერ სესხისა და იპოთეკის, ხოლო შემდგომ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ არ იკვეთებოდა მოსარჩელეთა ი-----დიული ინტერესი. გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი ბუნება მდგო----ეობდა იმაში, რომ უნდა მომხდარიყო პირვანდელი მდგო----ეობის აღდგენა. როდესაც მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გამო ზიანის ანაზღაურება და თავად ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არიყო გამხდარი, ი-----დიული ინტერესი ვერ იქნებოდა გამოვლენილი და უფრო მეტიც, მოთხოვნები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდას.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამრთლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 13.01.2015 წლის და 30.03.2015 წლის პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში არის იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.9 სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

სასამართლომ, კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ დირექტორმა გაასხვისა საწარმოს ქონება. მიღებული მოგება პარტნიორებს შორის არ განაწილებულა და არც კომპანიის ანგარიშზე არ ასახულა. შესაბამისად, სასამართლოსთვის უდავო იყო ზიანის მიყენების ფაქტი, რომლის ანაზღაურება საწარმოს სასარგებლოდ დირექტორს ეკისრებოდა ფიდუცი----- ვალდებულებების დარღვევის გამო. შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა ლ---- ნ-----ას უნდა დაკისრებოდა უსაფუძვლოდ მიღებული ნასყიდობის თანხის - 85 000 ლარის თუ დასკვნაში მოცემული 210 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს-ს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება დაცულია ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპით (business judgement rule), რაც ნიშნავს, რომ კანონმდებელი დირექტორისაგან მოითხოვს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა კანონის ზემოაღნიშნული 9.6 მუხლზე, რომელიც დირექტორს ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას აკისრებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასების ერთგვარი საშუალებაა. ხსენებული ფიდუცი----- ვალდებულებები ხელმძღვანელ პირს/დირექტორს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ და არა საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, Business Judgment Rule-იც (სამეწარმეო გადაწყვეტილებათა თავისუფლება) კი ვერ გაათავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მოყვება ფიდუცი----- ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

 

დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, რადგან სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება ქართული სამართალწარმოება. სასამართლომ მიუთითა, რომ საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი მათ ეკისრებათ. ე.ი. დირექტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ არ მიუძღვის ბრალი იმ ზიანის წარმოშობაში, რომელიც მიადგა საზოგადოებას და რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ საწარმოს მიმართ მიყენებულ ზიანში ბრალი არ მიუძღვოდა და რომ ნასყიდობის თანხა- 85 000 ლარი მისთვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხა არ იყო, რომლის დაბრუნებაც რაიმე მიზეზით შეიძლება არ ევალებოდეს.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ მეორეს მხრივ, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვა მოხდა დაბალ ფასად, რადგან საქმის მასალებით დგინდებოდა კონკრეტულად ნასყიდობის საფასური, ისევე როგორც ის გარემოება, რომ იპოთეკით იყო დატვირთული ქონება გასხვისებისას. ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ნივთს გააჩნია ესა თუ ის საბაზრო ფასი, თუმცა ნივთი შესაძლოა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაიყიდოს, რაც ბაზარზე არსებული მიწოდების თავისებურებებიდან გამომდინარებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობა უნდა გამხდარიყო დირექტორის დაცვის მექანიზმი. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს არ გამორიცხავდა დირექტორის პასუხისმგებლობას კომპანიის წინაშე (სსკ 976-ე მუხლიდან გამომდინარე), თუმცა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც კონკრეტული შედეგით ზიანი მიადგა კომპანიას ანუ 85 000 ლარის ნაწილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე პარტნიორთა მოთხოვნა ლ---- ნ-----ასთვის, როგორც კომპანიის დირექტორისთვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და დირექტორს კომპანიის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა უსაფუძვლოდ მიღებული ნასყიდობის საფასურის - 85 000 ლარის გადახდა შპს „გ-–-------------ის“ სასარგებლოდ.

 

2.10 სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას, გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე წარმოადგენდა მათი წილის - 8.39%-ის შესაბამისი კომპენსაციის - 67 610 აშშ დოლარისა და 210 000 აშშ დოლარიდან შესაბამისი 17 619 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხები მოსარჩელის მიერ ეფუძნებოდა საქმეში წარმოდგენილ აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნებს.

 

სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე, რომელიც სპეციალურად არ არეგულირებს პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს. სასამართლომ მიუთითა ამ კანონის 46-ე მუხლის შინაარსზე, რომლიდან გამომდინარე, ეს საკითხი წესდებით უნდა იქნეს მოწესრიგებული. ანალოგიურ დათქმას შეიცავს ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით, ამ კანონის 144 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით (საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები) დადგენილი წესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო კანონით დადგენილი წინაპირობები პარტნიორთა საზოგადოებიდან გასვლისთვის და კომპენსაციის მოთხოვნისთვის. რაც შეეხება წესდებას, ის რაიმე განსაკუთრებულ წესს ამ საკითხთან მიმართებაში არ ადგენდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი საზოგადოებიდან გასვლისთვის რაიმე სხვა კონკრეტულ დანაწესს არ აკეთებდა. თუმცა, სასამართლოს პრაქტიკით, საზოგადოებიდან გასვლის შესახებ ნების განცხადება არ იყო მხოლოდ ცალმხრივი ნების გამოხატულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტნიორმა განცხადებით უნდა მიმართოს საზოგადოებას, საზოგადოებიდან გასვლის და წილის კომპენსაციის მოთხოვნით, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხზე პარტნიორთა კომპეტენციას მიეუკუთვნებოდა. სასამართლომ მოსაზრებით, გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს ისეთი საკითხები, როგორიცაა - რა სახსრებით მოხდება წილის კომპენსაცია და რა დაემართება წილს (თუ წესდებით არ არის გათვალისწინებული). რის შემდგომაც უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა წესდებაში და ამ ცვლილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ წილის ღირებულების განსაზღვრა მხოლოდ მატერიალური ფასეულობებიდან არ ხდებოდა, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა ყოფილიყოს საზოგადოების აქტივები და პასივები, ყველა ის ვალდებულებები რომელიც საზოგადოებას მესამე პირებთან მიმართებაში გააჩნდა. შესაბამისად, საწარმოდან პარტნიორის გასვლა საკმაოდ რთულ მექანიზმთან იყო დაკავშირებული და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ (3.2.1. პუნქტი) არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ 2015 წლის 13 იანვრის 2015 წლის 13 იანვრის კრების ოქმი გაფორმდა შ.პ.ს. „გ-–------------ის“ დირექტორ ლ---- ნ-----ას წარმომადგენელ ვ----– ნ-----ასა და ქეთრინ ქეითს შორის. სინამდვილეში 2015 წლის 13 იანვარს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ერთის მხრივ ფიზიკურ პირ ვ----– ნ-----ას, იპოთეკარ ქეთრინ ქეითს და მესაკუთრე შ.პ.ს. გ-–------------“ შორის. ხელშეკრულების შესაბამისად, ფიზიკურმა პირმა ვ----– ნ-----ამ ქეთრინ ქეითსისგან ისესხა 35 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით პროცენტის დაურიცხავად. ფიზიკურ პირ ვ----– ნ-----ას მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რატომღაც შ.პ.ს. „გ-–------------ის“ უძრავი ქონება, კერძოდ 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 01.11.05.033.077. 2015 წლის 13 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ვ----– ნ-----ამ თავისი უფლებამოსილება მართალია დაადასტურა შ.პ.ს. „გ-–------------ის“ 2015 წლის 13 იანვრის კრების ოქმით, მაგრამ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ კრების ოქმი იყო გაყალბებული, კრებას არ ესწრებოდა არც ერთი მოსარჩელე, მათთვის კრების ჩატარების თარიღი ცნობილი არ ყოფილა, კრება ჩაატარა მხოლოდ ერთმა პარტნიორმა ვ----– ნ-----ამ უფრო სწორად გააყალბა კრების ოქმი სინამდვილეში კრება არ ჩატარებულა.

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 13 იანვრის კრების ოქმის შესაბამისად კრებამ ლ---- მარსიას დაავალა იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ხელშეკრულებას კი ხელს აწერს ვ----– ნ-----ა. საზოგადოების პარტნიორებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება ლ---- ნ-----ას პირადი სესხის უზრუნველსაყოფად დაეტვირთათ საზოგადოების ქონება ასეთი გადაწყვეტილება მიღო მამა-შვილმა ნ-----ებმა, რომლებმაც შეადგინეს ყალბი საზოგადოების პარტნიორებოს კრების ოქმი. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და არ ცნო ბათილად 2015 წლის 13 იანვრის კრების ოქმი.

 

აპელანტების განმარტებით, სადაო გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ნ-----ას მიერ არაკეთილსინდისიერად მოხდა 2015 წლის 30 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება შ.პ.ს „გ-–------------სა“ და შ.პ.ს. „ქ-----–--------ის“ შორის, იმ განზრახვის გარეშე, რომ ემოქმედა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლოს განმარტებითვე ლ---- ნ-----ა გარდა იმისა, რომ იყო კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, ასევე წარმოადგენდა შ.პ.ს. „გ-–------------ის“ დირექტორს, რომელიც იყო კომპანიის წარმომადგენელი და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად მიღებული ყველა სახის მოგებაც და შემოსავალიც ეკუთვნოდა კომპანიას და არა მას პირადად. ამასთან სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ქმედებით დირექტორი ფარულად ახდენდა საწარმოდან დივიდენტის მიღებას.“

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად სასამართლოს ასეთი კატეგორიული ტონისა, სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მიეცა მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ ზემოთ მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან შექმნა საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილებისა, კერძოდ სასამართლომ ფაქტიურად გაითვალისწინა მათი პოზიცია, რომ საზოგადოების დირექტორი ლ---- ნ-----ა საზოგადოების საქმეებს დღიდან დაარსებისა დღემდე უძღვება არაკეთილსინდისიერად, მოქმედებს არა საზოგადოების, არამედ პირადი და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ქმედებით კი ზიანი ადგება საზოგადოებას და ის ვალდებულია თავის ქმედებით საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს მთელი თავისი ქონებით. დირექტორმა ლ---- ნ-----ამ, მაშინ, როდესაც საზოგადოების კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაყო ორ დამოუკიდებელ ერთეულად, იმოქმედა არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი შვილის - ვ----– ნ-----ას ინტერესების შესაბამისად. აპელანტების განმარტებით, საზოგადოების დანარჩენმა პარტნიორებმა არ იცოდნენ მიწის ნაკვეთის ორ დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფის შესახებ. ლ---- ნ-----ას აღნიშნული დაჭირდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის - თავისი შვილის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად - 2015 წლის 13 იანვარს იპოთეკით დაეტვირთა საზოგადოების კუთვნილი 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აპელანტების განმარტებით, მან საფრთხის წინაშე დააყენა საზოგადოების ქონება. ნაცვლად კანონის მოთხოვნისა, დირექტორი ზრუნავდეს საზოგადოების ქონებაზე, ლ---- ნ-----ამ შვილის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა საზოგადოების ქონება დანარჩენი პარტნიორების მალულად, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და სასამართლოს განმარტებით არაკეთილსინდისიერ დირექტორს დაუტოვა შესაძლებლობა კვლავ მიიღოს ფარულად საწარმოდან დივიდენტი, ისე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეამციროს საზოგადოების უძრავი ქონება. აპელანტების მტკიცებით, ბოლოს მივიღებთ გამდიდრებულ მამა-შვილს ერთ მხარეზე და დანარჩენ პარტნიორებს მეორე მხარეს, რომელთა წილის შესაბამისი საბაზრო ღირებულება იქნება ნულის ტოლი.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ (3.2.3. პუნქტი) უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 09 ივლისის აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შეფასება 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებისა (210 000 აშშ დოლარი) იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სადაო ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ქეთრინ ქეითსის სასარგებლოდ. სასამართლოს განმარტებით, უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლიანობა ფასში ასახული არ იყო. აპელანტებს უცნაურად მიაჩნიათ სასამართლოს ამ კუთხით მსჯელობა, საქმისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასხვისებისას დატვირთული იყო თუ არა იპოთეკით. მოსარჩელეებმა 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეფასება წარმოადგინეს მხოლოდ ერთი მიზნით, რათა დაედასტურებიათ, რომ შ.პ.ს „გ-–------------ის“ ყოფილი 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 01.11.05.033.077 საბაზრო ღირებულება 2015 წლის 30 მარტისათვის შეადგენდა 210 000 აშშ დოლარს, 1კვ.მ - 106,5 აშშ დოლარს და არა 85 000 ლარს, ანუ ერთი კვ.მ. 43 ლარი დაახლოებით 19 აშშ დოლარს. აპელანტების აზრით, განსხვავებაა 19 აშშ დოლარსა და 106,5 აშშ დოლრს შორის. აპელანტის განმარტებით, შეუძლებელია თბილისში კომერციულად მომგებიან ადგილზე კი არა, სადაც განთავსებულია 1972 კვ.მ უძრავი ნივთი, არამედ ნებისმიერ ადგილზე კომერციული ფართი, რომელზედაც აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, ღირდეს 19 აშშ დოლარი, უფრო მეტიც დღეისათვის მითითებული მიწის ნაკვეთის რეალური ღირებულებაა 200 აშშ დოლარზე მეტი, მოსარჩელეებმა კი წარმოადგინეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შეფასება 2015 წლის 30 მარტისათვის, როდესაც მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება. აპელანტს მიაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც საუბარია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე, რის შედეგადაც საზოგადოებამ განიცადა ზიანი, არა ჰქონდა მნიშვნელობა დირექტორმა გაყიდვამდე მიწის ნაკვეთი დატვირთა თუ არა იპოთეკით. აპელანტები აღნიშნავენ, რომ იპოთეკით მიწის ნაკვეთი დაიტვირთა მისი შვილის ვ----– ნ-----ას მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად და ვალდებულება სესხის გასტუმრებისა ეკისრებოდა არა საზოგადოებას და მითუმეტეს არა მოსარჩელეებს, არამედ ფიზიკურ პირს - ვ----– ნ-----ას. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ გაურკვეველი ლოგიკით საზოგადოების დირექტორს არ დააკისრა საზოგადოების სასარგებლოდ მიწის რეალური ღირებულების მინიმუმი 210 000 აშშ დოლარი და დააკისრა 85 000 ლარი, რომლის სიდიდე ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, თუმცა იქვე 3.2.4 პუნქტში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „გ-–------------ის“ ჯერ კიდევ საკუთრებაში არსებული 4889 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაა 572 000 აშშ დოლარი ანუ 1კვ.მ _ 117 აშშ დოლარი.

 

აპელანტების განმარტებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, არასწორად მიუსადაგა მათ კონკრეტულ სიტუაციას.

 

აპელანტები უთითებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვალელობის უფლებამოსილება აქვთ დირექტორებს. იმავე მუხლის მე-6 ნაწილით: „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.“

 

აპელანტები უთითებენ, რომ სადაო გადაწყვეტილებაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ნ-----ა არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა შ.პ.ს „გ-–------------ის“ უძრავი ქონების გასხვისებისას, იმ განზრახვის გარეშე, რომ ემოქმედა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლოს განმარტებითვე აღნიშნული ქმედებით დირექტორმა ლ---- ნ-----ამ ფარულად მოახდინა საწარმოდან დივიდენტის მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვა საზოგადოების დირექტორის მიერ მოხდა დაბალ ფასში, ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობა უნდა გახდეს დირექტორის დაცვის მესქანიზმიო განმარტავს სასამართლო და დირექტორს აკისრებს მხოლოდ 85 000 ლარის ანაზრაურებას საზოგადოების სასარგებლოდ.

აპელანტები უთითებენ, რომ საწარმოს მართვის პროცესში მართალია დირექტორი დაცულია ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპით, ანუ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა დირექტორს ევალება მოქმედებდეს კეთილგონიერების ფარგლებში და იმ რწმენით, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ნაკარნახევია საზოგადოების საუკეთესი ინტერესებიდან გამომდინარე. როცა სასამართლო ადგენს, რომ დირექტორი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, აპელანტების აზრით, იქ არ უნდა იყოს საუბარი ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპზე, რამეთუ დირექტორის არაკეთილსინდისიერება თავშივე გამორიცხავს ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპის გამოყენებას.

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დირექტორი ლ---- ნ-----ა საზოგადოების საქმეებს დღიდან დაარსებისა უძღვება არაკეთილსინდისიერად, მოქმედებს არა საზოგადოების არამედ პირადი და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ქმედებით კი ზიანი ადგება საზოგადოებას და ის ვალდებულია თავის ქმედებით საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს მთელი თავისი ქონებით. დირექტორმა ლ---- ნ-----ამ მაშინ, როდესაც საზოგადოების კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაყო ორ დამოუკიდებელ ერთეულად იმოქმედა არა საზოგადოების ინტერესებისად გამომდინარე არამედ საკუთარი შვილის ვ----– ნ-----ას ინტერესების შესაბამისად. საზოგადოების დანარჩენმა პარტნიორებმა არ იცოდნენ მიწის ნაკვეთის ორ დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფის შესახებ. ლ---- ნ-----ას აღნიშნული დაჭირდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის თავისი შვილის მიერ აღებული სესხის უძრუნველსაყოფად 2015 წლის 13 იანვარს იპოთეკით დაეტვირთა საზოგადოების კუთვნილი 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მან საფრთხის წინაშე დააყენა საზოგადოების ქონება. აპელნატები აღნიშნავენ, რომ ნაცვლად კანონის მოთხოვნისა დირექტორი ზრუნავდეს საზოგადოების ქონებაზე ლ---- ნ-----ამ შვილის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა საზოგადოების ქონება დანარჩენი პარტნიორების მალულად. ლ---- ნ-----ა ასევე მოქმედებდა საზოგადოების საზიანოდ, როდესაც დანარჩენ პარტნიორთა მალულად 2015 წლის 30 მარტს გაასხვისა საზოგადოების კუთვნილი 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მას არ ქონდა უფლება მხოლოდ თავის შვილთან შეთანხმებით ისე, რომ საქმის კურსში არ ჩაეყენებინა დანარჩენი პარტნიორები გაესხვისებინა საზოგადოების საკუთრება, როცა პირიქით, მისი უშუალო მოვალეობაა საზოგადოების ქონების დაცვა. ლ---- ნ-----ამ ვერ გადაიხადა სესხი, რომელიც აიღო მისმა შვილმა 2015 წლის იანვრის თვეში. იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი კი დირექტორმა მიყიდა იმ ფირმას რომლის 100 %-ის მესაკუთრეა პიროვნება, რომლისგანაც სესხი ქონდა აღებული მის შვილს ვ----– ნ-----ას. რაც მთავარია, დირექტორმა საზოგადოების კუთვნილი 1972 კვ.მ მიწის ფართი გაასხვისა 85 000 ლარად, ერთი კვ.მ გაასხვისა 43 ლარად, დაახლოებით 19 აშშ დოლარათ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით, შ.პ.ს „გ-–------------ის“ ყოფილი 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 01.11.05.033.077 საბაზრო ღირებულება 2015 წლის 30 მარტისათვის შეადგენდა 210 000 აშშ დოლარს (467 000 ლარს), 1კვ.მ - 236,8 ლარი - 106,5 აშშ დოლარს. დირექტორმა აღნიშნული „ოპერაციით“ 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფით საზოგადოების ქონებიდან შემდგომ მისი იპოთეკით დატვირთვით შვილის სესხის უზრუნველსაყოფად შემდეგ კი შვილის მიერ ვალის გაუსტუმრებლობის გამო მიწის ნაკვეთის რეალიზაციით ხელოვნურად შემცირებული ფასით საზოგადოებას მიაყენა 210 000 აშშ დოლარის ზიანი, რომლის გადახდაც საზოგადოების სასარგებლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.6 მუხლის შესაბამისად უნდა დაეკისროს დირექტორს ლ---- ნ-----ას.

 

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, სასამართლოს განმარტებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ არეგულირებს პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს, საწარმოდან პარტნიორის გასვლა სასამართლოს განმარტებით საკმაოდ რთულ მექანიზმთან არის დაკავშირებული რის გამოც ამ ნაწილში უარი გვეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ კრძალავს პარტიორის საზოგადოებიდან გასვლას წილის კომპენსაციის სანაცვლოდ. თითოეული კონკრეტული შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული სასამართლოს მიერ და საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანად და კანონიერად. საზოგადოებიდან გასვლის მსურველი პარტნიორების ინტერესები არ უნდა იყოს უგულველყოფილი, თუ მათი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილეებაა საზოგადოებიდან გასვლა, ისე რომ ზიანი არ ადგება საზოგადოებას, იგი განაგრძობს ჩვეულებრივად საქმიანობას და ნათელია, რომ დარჩენილი პარტნიორების უარი საზოგადოებიდან გასვლაზე ნაკარნახებია მხოლოდ იმით, რომ არ გადაუხადონ გასვლის მსურველ პარტნიორებს წილის კომპენსაცია.

 

აპელანტები უთითებენ, რომ ლ---- ნ-----ა დღიდან საზოგადოების ჩამოყალიბებისა არ ზრუნავს საზოგადოების ინტერესებისათვის მისი ერთადერთი საზრუნავი იყო გაეზარდა მისი და მისი შვილის წილი საზოგადოებაში და ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც საზოგადოების ჩამოყალიბების დროს მამა-შვილის წილი საზოგადოებაში შეადგენდა 68,56 %-ს დღეისათვის კი გაზარდეს 90,27 %-მდე. ლ---- ნ-----ას განმარტებით, საზოგადობის საქმიანობა დღიდან დაარსებისა დღემდე არის წამგებიანი და ამიტომ ვერც ერთ წელს ვერ მოხდა პარტნიორებზე დივიდენტების განაწილება. აპელნტებს საინტერესოდ მიაჩნიათ, წამგებიან საწარმოში მამა-შვილი ნ-----ები რატომ ზრდიან თავინთ წილს და ამაში ბუნებრივია იხდიან თანხას. აპელანტების განმარტებით, სინამდვილეში წარმოება რა თქმა უნდა მომგებიანია, მხოლოდ რეალურად მომგებიანია ნ-----ებისათვის და არა სხვა პარტნიორებისათვის. დირექტორი იჯარის ხელშეკრულებებში ხელოვნურად ამცირებს იჯარის თანხებს, სინამდვილეში კი ხელზე ღებულობს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხებზე მეტ თანხას, რითაც მცირდება საზოგადოების შემოსავალი მაგრამ იზრდება დირექტორის შემოსავალი. აპელნტები უთითებენ, რომ16 წლის მასნძილზე საზოგადოებას ხელმძღვანელობს ლ---- ნ-----ა და ამ ხნის განმავლობაში, მოსარჩელეებმა ვერ მიიღეს თავისი წილის შესაბამისი დივიდენტი ვერც ერთ წელს, მაშინ როდესაც ხედავენ, რომ საზოგადოება მუშაობს სრული დატვირთვით.

 

აპელანტების განმარტებით, ლ---- ნ-----ა თვლის, რომ საზოგადოება მისი საკუთრებაა და რასაც უნდა იმას უზამს საზოგადოების ქონებას, მისი განმარტებით მიწის ნაკვეთი მისი შესყიდულია, ის მხოლოდ მას ეკუთვნის, მოსარჩელეთა წილი კი მხოლოდ ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებშია, მიწის ნაკვეთს კი როცა უნდა და რამდენადაც უნდა მაშინ გაყიდის, არც იმაზეა თანახმა მოსარჩელე პარტნიორებს გადაუხადოს თავიანთი წილის შესაბამისი კომპენსაცია წილის დათმობის სანაცვლოდ. დირექტორის ასეთი პოზიციის შემდეგ, რომელსაც საზოგადოების ქონება საკუთარ ქონებად მიაჩნია და მზადაა ნებისმიერ დროს გაასხვისოს იგი პარტნიორების დაუკითხავად, დღის წესრიგში დააყენა მოსარჩელეთა ინტერესების დაცვა სასამართლო წესით, კერძოდ სარჩელის შეტანით სასამართლოში. აპელანტების განმარტებით, ლ---- ნ-----ა არა მარტო თვლის, რომ საზოგადოების ქონება მისი პირადი ქონებაა და რასაც უნდა იმას უზამს მას, არამედ რეალურადაც ასე იქცევა და პარტნიორების შეუკითხავად ორ ნაწილად ყოფს საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. მაშინ როდესაც საზოგადოების ერთადერთი შემოსავალი დღეისათვის არის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების იჯარით გაცემიდან შემოსული თანხა, ლ---- ნ-----ა გამიჯნულ მიწის 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 9 ერთეულ შენობა-ნაგებობას უკეთებს დემონტაჟს საერთო ფართით 653,6 კვ.მ. ნ-----ების მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად დანგრეული 9 შენობა-ნაგებობის ფასი შეადგენდა 85 764 ლარს, ე.ს. დირექტორი საგოგადოების ქონებიდან აცალკავებს 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთს, დემონტაჯს უკეთებს მასზე განთავსებულ 9 შენობა-ნაგებობას, ამით ყოველთვიურ შემოსავალს უკარგავს საზოგადოებას, სანაცვლოდ კი ასხვისებს მიწის ნაკვეთს იმ ფასზე ნაკლებ ფასად რა ღირებულების შენობა-ნაგებობაც იყო მასზე განთავსებული.

 

აპელანტები უთითებენ, რომ დირექტორის მავნებლურ გადაწყვეტილებას პირველი ინსტანციის სასამართლო ამართლებს ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპით. სინამდვილეში ლ---- ნ-----ამ და მისმა შვილმა ვ----– ნ-----ამ სააზოგადოების ქონებიდან თვითნებურად გამოაცალკევეს 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გადასცეს სამშენებლო კომპანიას, სანაცვლოდ დაახლოებით 2000 კვ.მ ფართი მიიღეს ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. აპელანტები აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ეტაპზე არ გააჩნიათ, მაგრამ ამ ქალაქში ცხოვრობენ და იციან რა ურთიერთობებია მესაკუთრესა და მშენებელ ორგანიზაციას შორის, ანუ ნ-----ები შენიღბულად გახდნენ თითქმის მილიონი დოლარის უძრავი ქონების მფლობელები, ხოლო საზოგადოების ქონება შემცირდა 210 000 აშშ დოლარით. სწორედ ასეა შეფასებული 1972 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასხვისების მომენტში. აპელანტები ასევე აღნიშნავენ, რომ ნ-----ებს გადაწყვეტილი აქვთ საზოგადოების დარჩენილი 4889 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან იმავე სამშენებლო ორგანიზაციას გადასცეს 2000 კვ. მიწის ნაკვეთი ასევე საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად. ნ-----ები კიდევ ერთ მილიონ ქონებას მიიღებენ, მოსარჩელე პარტიორების წილის საბაზრო ღირებულება კი კიდევ შემცირდება და ნ-----ების მესამე „ოპერაციის“ შემდეგ მათი წილის საბაზრო ღირებულება იქნება ნულის ტოლი. ამიტომაა ლ---- და ვ----– ნ-----ა წინააღმდეგი მოსარჩელე პარტნიორებმა გამოისყიდონ საზოგადოებიდან მიწის ნაკვეთი, თუ მიწის ნაკვეთის გასხვისება აუცილებელია საზოგადობისათვის და თანახმანი არინ გადაიხადონ ორჯერ უფრო მეტი თანხა, ვიდრე ლ---- ნ-----ამ მოახდინა მისი გასხვისება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოსარჩელე პარტნიორების უფლებების დაცვისათვის ერთად ერთი გამოსავალია მათი საზოგადოებიდან გასვლა წილის კომპენსაციის სანაცვლოდ.

 

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ასევე დაუსაბუთებელი და უკანონოა სასამართლო გადაწყვეტილება შ.პ.ს. „გ-–------------ის“ 2015 წლის 13 იანვრის და 30 მარტის კრების ოქმების ბათილობის შესახებ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით „პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი. კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. . .“ აპელანტები უთითებენ ამავე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.

 

აპელანტები უთითებენ, რომ შ.პ.ს. „გ-–------------ის“ წესდების მე-2 მუხლის შესაბამისად საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტომომსახურების სადგურების მოწყობა და ექსპლოატაცია, სხვადასხვა კომერციული საქმიანობა. წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება დირექტორს, დირექტორი ვალდებულია მხოლოდ პარტნიორების თანხმობით განახორციელოს ის საქმეები, რაც საჭიროებს წინასწარ თანხმობას. პარტნიორთა წინასწარი თანხმობა მიიღება პარტნიორთა გადაწყვეტილების ფორმით. პარტნიორების წინასწარ თანხმობას დირექტორი საჭიროებს ყველა იმ საქმისთვის, რაც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას მათ შორის უძრავი ქონების გასხვისებას და ვალდებულებით დატვირთვას. წესდების მე-8.2 მუხლის დანაწესით პარტნიორთა კრება მოიწვევა დირექტორის მიერ თითოეული პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის, ფაქსის ან ტელექსის გაგზავნით, შეტყობინებაში უნდა მიეთითოს კრების ჩატარების ადგილი, დრო დღის წესრიგი.

 

აპელანტები უთითებენ, რომ ლ---- ნ-----ას მიერ გაყალბებულია, როგორც 2015 წლის 13 იანვრის ასევე 30 მარტის კრების ოქმები, რაც მათი ბათილობის საფუძველია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეები თავიანთი პოზიციის დასაცავად სწორედ აღნიშნულ კრების ოქმებზე აპელირებენ და უთითებენ, რომ დირექტორი ლ---- ნ-----ა მოქმედებდა საზოგადოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეაბამისად.

 

3.2 ლ---- ნ-----ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტი არ ეთანხმება გადაწყვეტილების 6.2 პუნქტის მე-3 აბზაცში სასამართლო მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტს, რომ ლ---- ნ-----ამ, როგორც საწარმოს დირექტორმა გაასხვისა ქონება და ქონების ნასყიდობის ფასი 85 000 ლარის ოდენობით მიიღო პირადად. აღნიშნული გარემოება სასამართლო მხრიდან იყო არასწორად დადგენილი, და წინააღმდეგობაშია სასამართლოს მსჯელობის შედეგთან. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და დაადასტურა, რომ ქონება გაასხვისა შპს „გ-–------------მა“ და ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ლ---- ნ-----ამ მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ ის იყო საწარმოს დირექტორი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ დირექტორი სარგებლოს მესამე პირებთან საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და სხვა მხრივ, ეს გარიგება არც გაფორმდებოდა. აპელანტის განმარტებით, უზუსტობას წარმოადგენს შემდეგი ფაქტი, სადაც სასამართლო ადგენს, რომ ნასყიდობის ფასი 85 000 ლარი ჩერიცხა და მიიღო პირადად ლ---- ნ-----ამ, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა საწარმომ შპს „გ-–------------მა“. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ნასყიდობის ფასი გადაეცა შპს „ლგდანისერვისს“ და არა ლ---- ნ-----ას. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი უთითებს, რომ არსებობს ნასყიდობის თანხის 85 000 ლარის ჩარიცხვის საბანკო ჩეკები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რომ 85 000 მიიღო შპს „გ-–------------მა“ და ლ---- ნარია, როგორც ფიზიკური პირი არ წარმოადგენს მითითებული თანხის მიმღებ პირს. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ცნობილია მოსარჩელე მხარისათვის და სასამართლოში წარდგენილი სარჩელითაც კი არ იყო მითითებული იმ გარემოებაზე, რომ 85 000 პირადად მიიღო ლ---- ნ-----ამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი უსწორობა არის საფუძველი გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილების და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ფაქტობრივი უსწორობის დადგენის საფუძველზე მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება.

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რადგან მოსარჩელეები სასამართლოში წარდგენილი სარჩელით არ დავობდნენ იმ გარემოებაზე, რომ 85 000 ლარი არ მიუღია შპს „გ-–-------------ს“ და მიიღო ფიზიკურმა პირმა ლ---- ნ-----ამ. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორი მხარე არის შპს „გ-–------------ი“, რომელიც არ წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს და შესაბამისად, გაუგებარია, როგორ გაჩნდა მოპასუხე მხარე მოთხოვნის კრედიტორ მხარედ, მაშინ როდესაც შპს „გ-–------------ს“ გადაწყვეტილებით სადავოდ გამხდარი 85 000 ლარი უკვე მიღებული აქვს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ---- ნ-----ა სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ი-----დიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

- 1999 წლის 27 სექტემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ-–-------------ი“, რომელიც რეორგანიზაციის (დაყოფის) შედეგად წარმოადგენს „ავტომოტორსერვისის“ უფლებამონაცვლეს. შპს „გ-–-------------ის“ დირექტორი არის ლ---- ნ-----ა, ხოლო პარტნიორებს წარმოადგენენ: ლ---- ნ-----ა (48.9%), ვ----– ნ-----ა (41.37%), ზ----- გ-------ა (0.34%), ზ------ ბ---–---–ი (0.07%), მ-----–ი კ--------ო (0.04%), ი----- მ------–--ი (0.04%), ე----------- ნ------–---–ი (0.04%), ხ------- ს---–---–ი (0.49%), ი-----–- ქ----------–---–ი (0.49%), ვ----– ქ----------–---–ი (0.49%), თ----- ს-----------ე (0.49%), ვ--–------ დ---------ი (0.49%), ვ------- ღ-----–---–ი (0.49%), ო---- დ---–--ე (0.49%), ნ------- ბ--------ე (0.49%), ა------- ო---–--–--ე (0.49%), ვ-–- ბ----------ი (0.99%), ო-----ი წ----–-–---–ი (0.49%), გ---- გ-----–-–---–ი (0.99%), გ--- ყ------–---–ი (0.05%), ლ----ი ა--------ი (0.49%), თ---------- მ---------ე (0.70%), ე-–--------ა შ-------ი (0.99%), ხოლო გ--- ყ------–---–ი, ლ----ი ა--------ი, ლ---- ნ-----ა, გ---- გ-----–-–---–ი, ო---- დ---–--ე, ე----------- ნ------–---–ი, ვ-–- ბ----------ი, ვ----– ქ----------–---–ი, ო----- წ----–-–---–ი, თ---------- მ---------ე, ვ------- ღ-----–---–ი, ე-–--------ა შ-------ი, ვ----– ნ-----ა, მ-----–ი კ--------ო, ნ------- ბ--------ე, ა------- ო---–--–--ე, ი----- მ------–--ი, თ----- ს-----------ე, ხ------- ს---–---–ი, ზ------ ბ---–---–ი, ზ----- გ-------ა, ი-----–- ქ----------–---–ი და ვ--–------ დ---------ი - 0.09%-ის 1/41 წილის მესაკუთრეები არიან.

 

- უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8, დაზუსტებული ფართობი: 6861.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1-დან N15-ის ჩათვლით, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.001 მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „გ-–------------ი“. შპს „გ-–-------------ის“ წარმომადგენელ ლ---- ნ-----ას განცხადების საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაიყო ორ დამოუკიდელ მიწის ნაკვეთად და შესაბამისად გამოეყო 4889.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.11.05.033.078 და 1972.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.11.05.033.077.

 

- 2015 წლის 13 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ვ----– ნ-----ამ ქეთრინ ქეითსისგან ისესხა 35 000 აშშ დოლარი, პროცენტის დაურიცხავად, ერთი თვის ვადით.

 

სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა შპს „გლდანი სერვისის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქერჩის ქ. 8, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1972.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.077.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილებას შპს „გ-–-------------ის“ დირექტორი ლ---- ნ-----ა აფუძნებს 2015 წლის 13 იანვრის კრების ოქმს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 13.01.2015 წლის კრებას არ ესწრებოდა ყველა პარტნიორი. კრების ოქმში მითითებული იყო, რომ კრებას ესწრებოდა ყველა პარტნიორი, რასაც არ ადასტურებდნენ მოსარჩელეები. ამავე კრების ოქმის თანახმად, ლ---- ნ-----ას რწმუნებით წარმოადგენდა ვ----– ნ-----ა. საზოგადოების დირექტორს - ლ---- ნ-----ას დაევალა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება.

 

- 2015 წლის 30 მარტს შპს „გ-–-------------სა“ და შპს „ქ-----–--------ის“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ქეი ელ კომპანიმ“ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8, საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.077. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ნასყიდობის ფასი შეადგენს 85 000 ლარს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მის უფლებამოსილებას შპს „გ-–-------------ის“ დირექტორი ლ---- ნ-----ა აფუძნებს 2015 წლის 30 მარტის კრების ოქმს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.03.2015 წლის კრებას არ ესწრებოდა ყველა პარტნიორი, რასაც ადასტურებდა როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებები, ისე წარმოდგენილი კრების ოქმი, რომელსაც ხელს მხოლოდ ლ---- ნ-----ა და ვ----– ნ-----ა აწერდნენ.

შპს „ქ-----–--------ის“ დირექტორს წარმოადგენდა ქეთრინ ქეითსი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ნასყიდობის საგანზე, სწორედ ქეთრინ ქეითსთან იყო გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შპს „გ-–-------------ის“ დირექტორის - ლ---- ნ-----ას წარმომადგენლის ვ----– ნ-----ას მიერ, რომელიც ასევე მის შვილს წარმოადგენდა.

 

-საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 09 ივლისის აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა შპს „ქ-----–--------ის“ სახელზე რიცხული 1972.00 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 01.11.05.033.077. დასკვნით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 მარტის (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების) მდგო----ეობით შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 467 000 ლარს/210 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

- 23.07.2015 წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნით, შპს „გ-–-------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N8, საკადასტრო კოდი: 01.11.05.033.078 საბაზრო ღირებულებად დადგენილია 572 000 აშშ დოლარი.

 

- მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეები საერთო ჯამში ფლობენ 8.39% წილს და მათი მოთხოვნა საზოგადოებიდან გასვლის სანაცვლოდ წილის ღირებულების ანაზღაურება ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ლ---- ნ-----ას მიერ მოხდა გარიგების გაფორმება არაკეთილსინდისიერად, იმ განზრახვის გარეშე, რომ ემოქმედა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით. ლ---- ნ-----ა, გარდა იმისა, რომ იყო კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, ასევე, წარმოადგენდა შპს „გ-–-------------ის“ დირექტორს, რომელიც იყო კომპანიის წარმომადგენელი და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად მიღებული ყველა სახის მოგებაც და შემოსავალიც ეკუთვნოდა კომპანიას და არა მას პირადად. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ქმედებით დირექტორი ფარულად ახდენდა საწარმოდან დივიდენდის მიღებას.

 

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა იმ არგუმენტებსა თუ მტკიცებულებებზე, რომლებიც უარყოფს საქალაქო სასამართლოს ზემოთ მითითებულ მოსაზრებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმის მასალების მიხედვით საზოგადოების ქონება იპოთეკით დაიტვირთა ვ----– ნ-----ას მიერ სესხის აღების გამო (ს.ფ 37) აღნიშნულ ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება ვ----– ნ-----ას მიენიჭა შპს ,,გ-–-------------ის’’ 2015 წლის 13 იანვრის პარტნიორთა კრებაზე, რომელიც სადავოდ გახდილი აქვთ პარტნიორებს. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ საზოგადოებას ქონება არ დაუტვირთავს საზოგადოების ვალის უზრუნველსაყოფად და აღნიშნული სესხის აღება განხორციელდა პარტნიორის პირადი ინტერესების გამო. აღნიშნულ გარემოებას კი შედეგად მოყვა ის ფაქტი, რომ ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ გასხვისდა ქონება არცუთუ ისე სოლიდურ ფასად. გასხვისებული ქონების საფასური საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად დიამეტრულად განსხვავებულია. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოსაზრება ქონების ფასთან დაკავშირებით, რადგან მისი ყოველდრი----- საქმიანობა დაკავშირებულია სწორედ გასასხვისებელი ქონების შეფასებასთან. მისი შეფასებით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენ 572000 აშშ დოლარს.

 

მიუხედვად ამისა, არ გამოირიცხება ის ფაქტიც, რომ სწორედ ხელშეკრულებაში მითითებულ ფასად გაიყიდა სადავო ქონება. ფაქტია, რომ გასხვისდა უფლებრივად დაუტვირთავი ქონება, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ქონება გაიყიდოს რეალურზე დაბალ ფასადაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც გამოკვეთილი უნდა იყოს საზოგადოების ინტერესი და ის აუცილებლობა, რისთვისაც საზოგადოება ახორციელებს მსგავს მოქმედებას. ამისათვის უნდა არსებობდეს რაიმე ხელშესახები მიზეზი, რომლის გამოც საზოგადოებისათვის უმჯობესია, გაიყიდოს ქონება თუნდაც იაფად, რომ არ მოხდეს საზოგადოებისათვის უფრო მეტი ვალდებულების დაკისრება. მსგავს შემთხვევაზე კი ვერ უთითებს მხარე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მეტად მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ საზოგადოების ქონების გაყიდვა განხორციელდა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებიდან არ იკვეთება მსგავსი მოქმედების განხორციელების მიზანშეწონილობა, ეჭვქვეშ დგება საზოგადოების დირექტორის კეთილსინდისიერების საკითხი. შეიძლება დავასკვნათ, რომ მსგავსი მოქმედების განხორციელება საზიანო იყო საზოგადოებისათვის.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საზოგადოების დირექტორის და უმრავლესობაში მყოფ პარტნიორთა არაკეთილსინდისიერება. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა დირექტორის მიერ ფიდუციურ ვალდეულებათა დარღვევა. ,, მეწარმეთა შესახებ კანონის’’ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები (აქ იგულისხმება დირექტორები შპს-ში) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, ფიდუცი----- ვალდებულების დარღვევისას დირექტორი პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე არ გვაქვს საზოგადოების მოთხოვნა. აქ სახეზეა უმცირესობაში მყოფი პარტნიორების მოთხოვნა, რომ საზოგადოების დირექტორმა დააბრუნოს ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. მსგავსი მოთხოვნის დაყენების უფლება კი მხოლოდ საზოგადოებას გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში უმცირესობაში მყოფი პარტნიორები აყენებენ მოთხოვნას საზოგადოების დირექტორისათვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის 210000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ასევე, საზოგადოებისათვის მათი წილის შესაბამისი კომპენსაციის დაკისრებაზე და მოგების განაწილებას 210000 აშშ დოლარიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უმცირესობაში მყოფი პარტნიორების მოთხოვნები საზოგადოების დომინანტი პარტნიორების მიმართ. მათი სურვილია, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების მიერ გასხვისებული ქონების ღირებულება და ამ ღირებულებიდან მათ მიიღონ შესაბამისი მოგება და საზოგადოებამ მოახდინოს მათი წილების გამოსყიდვა. ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონი იძლევა მეტად მკაფიო პასუხს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშრებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლო არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი საზოგადოების მიერ გასხვისებული ქონების ღირებულების საზოგადოებაში დაბრუნების თაობაზე. პალატა თვლს, რომ მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება საფუძველს მოკლებულია. ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონი განსაზღვრავს ზოგადად პარტნიორთა და მათ შორის უმცირესობაში მყოფი პარტნიორების უფლებებს. კანონის 46-ე მუხლში გაწერილია შპს-ს პარტნიორთა უფლებები. აღინიშნული ნორმის თანახმად, შესაძლებელია დერივატიული სარჩელის დაყენება. ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად,. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

 

დერივატიული სარჩელი წარმოადგენს უმცირესობაში მყოფი პარტნიორების ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მექანზმს, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთვევაში სახეზე არ გვაქვს მსგავსი სარჩელი. დერივატიული სარჩელის არსებობისას არსებობს საზოგადოების მოთხოვნა მესამე პირების მიმართ და თუ საზოგადოება არ სარგებლობს ამ უფლებით, მსგავსი უფლების გამოყენება შეუძლიათ სხვა პარტნიორებს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა დაკავშრებულია საზოგადოების შიგნით მიმდინარე პროცესებთან და იგი არ ეხება საზოგადოების მოთხოვნებს მესამე პირებთან (სარჩელი ამ სახით დაყენებული არ არის). შესაბამისად, შუძლებელია აღნიშნული ნორმა გამოვიყენოთ მსგავსი ურთიერთობის რებულირებისათვის.

 

რაცვ შეეხება მოცემული სარჩელით დირექტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იგი უნდა მოხდეს მხოლოდ საზოგადოების მიერ მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში ,, მეწარმეთა შესახებ კანონის’’ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.

 

როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე პარტნიორები მსგავს მოთხოვნას აყენებდნენ იმისათვის, რომ მათ აღარ სურთ საზოგადოებაში დარჩენა. მათი სურვილია, მიიღონ საზოგადოებიდან მიუღებელი მოგება და გავიდნენ საზოგადოებიდან სხვა პარტნიორების მიერ მათი წილის შესყიდვის გზით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა პარტნიორთა მოთხოვნა მოგების განაწილების თაობაზეც. ,,მწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლი----- მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.

 

მოცემული ნორმიდან ცალსახად ჩანს, რომ მოგების განაწილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მსგავსი გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

რაც შეეხება წილის გამოსყიდვის პარტნიორთათვის დავალდებულებას, პალატის მოსაზრებით, არც მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. წილის გამოსყიდვის უფლება შპს-ში არ არის გათვალისწინებული კანონით. მსგავსი თვალსაზრისით, პარტნიორთა უფლებები სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისათვის განსხვავებულია. ამის დასტურია, თუნდაც ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 531 - ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები. აღნიშნული ნორმა აქციონერს ანიჭებს უფლებას ამ მუხლით დადგენილი წესით საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან ეხება საწარმოს რეორგანიზაციას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სააქციო საზოგადოებაში ასევე დაშვებულია, რომ თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ მას უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები (მუხლი 534) . მსგავსი უფლებები არ აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს. მითითებული ნორმატიული აქტი არ შეიცავს ასეთი შინაარსის დებულებებს. შესაბამისად, შეუძლებელია, შპს-ს პარტნიორმა მოსთხოვოს საზოგადოების სხვა პარტნიორს გამოისყიდოს მისი წილი.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის იცნობს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორების უპირატესი შესყიდვის უფლებას. მითითებული ნორმატიული აქტის 461 -ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია, ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, პარტნიორის მიერ წილის გასხვისების სურვილის არსებობის შემთხვევაში, იმავე საზოგადოების სხვა პარტნიორებს ენიჭებათ უპირეტესობა სხვა მყიდველებთან შედარებით შეისყიდონ მისი საზოგადოების პარტნიორის წილები. მაგრამ დავადებულება, რომ პარტნიორმა შეიძინოს წილი შეუძლებელია. მსგავს უფლებაზე საუბარი არ არის მითითებულ სამართლებრივ აქტში.

 

მსგავსი შემთხვევა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხელშეკრულებიდან გასვლა. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). აღნიშნულ ნორმაში საუბარია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გასვლაზე. ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეები ერთმანეთს უბრუნებენ მიღებულ შესრულებასა და სარგებელს. აქ არ ხდება გამოსყიდვა მხარეთა მიერ განხორციელებული შესრულების ან სარგებლის. ისინი უპირობრდ აბრუნებენ მათ. მეწარმე სუბიექტებისათვის კი დაწესებულია საზოგადოებიდან გასვლის წესები, რომელიც რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე.

 

პალატა, მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მსჯელობა ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ საზოგადოების უმცირესობაში მყოფ პარტნიორს არ შეუძლია თავი დაიცვას დომინანტი პარტნიორების არაკეთილსინდისიერი საქმიანობისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი. მითითბული ნორმის თანახმად, თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგო----ეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. მსგავს შემთხვევებში პარტნიორებს უფლება აქვთ სარჩელი დააყენონ არაკეთილსინდისიერი დომინანტი პარტნიორების მიმართ და მოითხოვონ შესაბამისი კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნა მხარეთა მიერ დაყენებული არ არის, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს სარჩელი.

 

რას შეეხება კრების ოქმების ბათილობის საკითხს. აღნიშულთან დაკავშრებით ჩვენ შევეხებით აღიარებით სარჩელის თავისებურებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ანუ, მოცემულ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მსგავსი სარჩელის სასამართლო წესით განხილვა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივად შედეგის მომტანი უნდა იყოს მხარეებისათვის. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაბათილობა, რომლითაც ნება დაერთო საზოგადოებას გაესხვისებინა სადავო ქონება, ან გაიცა ამ მიზნის განსახორციელებლად მინდობილობა, არ წარმოშობს არანაირ შედეგს მოსარჩელეებისათვის. ქონება გასხვისებულია, და მისი დაბრუნება შეუძლებელია. მითუმეტეს იმ ფარგლებში, როდესაც მოსარჩელეს მსგავსი მოთხოვნა დაყენებული არ აქვს. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობს მსგავსი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ლ---- ნ-----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის ლ---- ნ-----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავით ალავიძის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3400 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ---- ნ-----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

 

4. ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის სარჩელის არ დაკმაყოფილდეს.

 

5. ხ------- ს---–---–ის, ი-----–- ქ----------–---–ის, ვ----– ქ----------–---–ის, თ----- სებისკვრაძის, ო---- დ---–--ის, ა------- ო---–--–--ის, ო----- წ----–-–---–ის, გ---- გ-----–-–---–ის, ვ------- ღ-----–---–ის, ლ---- ა--------ის, ვ-–- ბ----------ის, ნ------- ბ--------ის, ე-–--------ა შ-------ის, ვ--–------ დ---------ის ლ---- ნ-----ას სასარგებლოდ დაეკისროთ დავით ალავიძის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3400 ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდო----ე: მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლე: ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გიორგიშვილი