განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001469641
საქმე №3ბ/1878-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელეები) - მ----–-- კ------ე, ტ------– ა---–--ე, კ---- ბ---------–ი, პ------ ს----–---–ი, ლ------ ბ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის №57995-29/16 გადაწყვეტილება მ----–-- კ------ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;
დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ----–-- კ------ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ----–-- კ------ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ნაზღაურება;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ----–-- კ------ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის №57995-45/16 გადაწყვეტილება ლ------ ბ-------–---–ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;
დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ------ ბ-------–---–ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ------ ბ-------–---–ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურება;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ------ ბ-------–---–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის №57995-23/16 გადაწყვეტილება პ------ ს----–---–ის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;
დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც პ------ ს----–---–ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პ------ ს----–---–ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ნაზღაურება;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პ------ ს----–---–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის №57995-18/16 გადაწყვეტილება კ---- ბ---------–ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;
დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც კ---- ბ---------–ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ---- ბ---------–ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურება;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ---- ბ---------–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურება.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 25 ივლისის №57995-16 გადაწყვეტილება ტ------– ა---–--ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;
დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ტ------– ა---–--ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტ------– ა---–--ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურება;
დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტ------– ა---–--ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე არ დარღვეულა მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელეთა მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ----–-- კ------ის, ტ------– ა---–--ის, კ---- ბ---------–ის, პ------ ს----–---–ის და ლ------ ბ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016 წლის №57995-29/16 გადაწყვეტილება, მ----–-- კ------ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - მ----–-- კ------ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; მოსარჩელის მ----–-- კ------ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016 წლის №57995-45/16 გადაწყვეტილება, ლ------ ბ-------–---–ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ლ------ ბ-------–---–ს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; მოსარჩელის ლ------ ბ-------–---–ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016 წლის №57995-23/16 გადაწყვეტილება, პ------ ს----–---–ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - პ------ ს----–---–ს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; მოსარჩელის პ------ ს----–---–ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016 წლის №57995-18/16 გადაწყვეტილება, კ---- ბ---------–ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - კ---- ბ---------–ს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;
მოსარჩელის კ---- ბ---------–ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 25.07.2016 წლის №57995-16 გადაწყვეტილება, ტ------– ა---–--ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ტ------– ა---–--ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; მოსარჩელის ტ------– ა---–--ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მ----–-- კ------ე დაიბადა 1934 წლის 16 აგვისტოს.
სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ----–-- კ------ე 2010 წლის 01 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი „დ--–---ს“ ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მეტალურგიული საწარმოს ძირითადი მუშის (ლითონის მდნობელი) თანამდებობაზე.(ტ.5 ს.ფ 59)
2016 წლის 19 ივლისს, მ----–-- კ------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. (ტ.5 ს.ფ 21)
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 21 ივლისს გამოიცა №57995-29/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, მ----–-- კ------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.5 ს.ფ 13)
4.2. ლ------ ბ-------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------ს.
სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლ------ ბ-------–---–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მექანიკური დამუშავების და სპეცნაკეთობების საწარმოს ზეინკალის თანამდებობაზე. (ტ.- ს.ფ54)
2016 წლის 19 ივლისს, ლ------ ბ-------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 21 ივლისს გამოიცა №57995-45/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ლ------ ბ-------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).( ტ- 12,13)
4.3. პ------ ს----–---–ი დაიბადა 1----–-–-------------ს.
სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პ------ ს----–---–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მეტალურგიული საწარმოს სამჭედლო საჩამომსხმელო საამქროს უფროსის თანამდებობაზე. (ტ-54-58)
2016 წლის 19 ივლისს, პ------ ს----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 21 ივლისს გამოიცა №57995-23/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, პ------ ს----–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ-12-13)
4.4. კ---- ბ---------–ი დაიბადა 1----–-–------------ს.
სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კ---- ბ---------–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მეტალურგიული საწარმოს ძირითადი მუშის (მჭედელ- მტვიფრავი) თანამდებობაზე. (ტ- ს.ფ 54)
2016 წლის 19 ივლისს, კ---- ბ---------–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 21 ივლისს გამოიცა №57995-18/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, კ---- ბ---------–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.- ს.ფ 12-13)
4.5. ტ------– ა---–--ე დაიბადა 1----–-–-------------ს.
სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტ------– ა---–--ე 2011 წლის 01 იანვრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის საამწყობო, სარემონტო და საფრენ-საგამოცდო საწარმოს ზეინკალის თანამდებობაზე. (ტ-ს.ფ 54)
2016 წლის 19 ივლისს, ტ------– ა---–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 25 ივლისს გამოიცა №57995-16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ტ------– ა---–--ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.-ს.ფ12-13)
4.6. სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი ,,დ--–---ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, მისი 2017 წლის 09 თებერვლის N04/8010 წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–---“ ამავე ცენტრის დაფუძნების მიზნებიდან, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ს“ დებულების შესაბამისად, ახორციელებს სამხედრო-სამეცნიერო, სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევით და კვლევით საქმიანობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ,,დ--–---“ არ წარმოდგენს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებულ და ამავე კანონით განსაზღვრულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
ამასთან, ,,დ--–---ს“ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება ზემოხსენებული კანონით განსაზღვრული ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. (ტ-5 ს.ფ 81)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიჩნია, რომ სსსდც „დ--–---“ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და რომ მასში საქმიანობა არ ითვლება საჯარო საქმიანობად და ამდენად, მოსარჩელეთათვის სახელმწიფო პენიის არმიცემა კანონსაწინააღმდეგო იყო; აღნიშნულის დასასაბუთებლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზეც (ბს-77-75(კ-15); სასამართლომ მიუთითა დ--–---ს წესდებაზე, შესაბამის ნორმატიულ მასალაზე და განმარტა, რომ ცენტრის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა იქ საქმიანობა არ ატარებდა საჯარო ხასიათს; ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ყველა სასარჩელო მოთხოვნა, გარდა ერთისა - დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აპელანტებს: მ----–-- კ------ეს, ლენტო ბ-----–---–ს, პ------ ს----–---–ს, კ---- ბ---------–ს და ტ------– ა---–--ეს, აუნაზღაუროს 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი აღნიშნული პერიოდისათვის სახელმწიფო პენსიის სახით მისაღები თანხების ოდენობით, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაშია, არ გასაჩივრებულა და ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნულ პერიოდში პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.
6. მ----–-- კ------ის, ლ------ ბ-----–---–ის, პ------ ს----–---–ის, კ---- ბ---------–ის, ტ------– ა---–--ის სააპელაციო მოთხოვნა:
ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაევალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აპელანტებს: მ----–-- კ------ეს, ლ------ ბ-----–---–ს, პ------ ს----–---–ს, კ---- ბ---------–ს და ტ------– ა---–--ეს, აუნაზღაუროს 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი აღნიშნული პერიოდისათვის სახელმწიფო პენსიის სახით მისაღები თანხების ოდენობით.
6.1. მ----–-- კ------ის, ლ------ ბ-----–---–ის, პ------ ს----–---–ის, კ---- ბ---------–ის, ტ------– ა---–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის არსებობის შესახებ, რომლითაც 2013 წლის 01 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო (ასაკობრივი) პენსია. აპელანტებს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ჩაბარებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ის გარემოება, რომ აპელანტებს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს უკანონო მოქმედებით 2013 წლის 01 დეკემბრიდან მიადგა ზიანი, სასამართლოს მხრიდან არ იქნა სამართლებრივად შეფასებული.
აპელანტების განმარტებით საქართველოს კონტიტუციით, სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით სახელმწიფო არის გარანტი ადამიანთა უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე, რის გამოც სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად დაირღვა აპელანტების უფლებები, რის გამოც მათ უნდა აღუდგეთ ის უფლებები, რაც უკვე მოპოვებული ჰქონდათ და მით უფრო იმ პირობებში, როცა პენსიის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და კომპეტენტური ორგანოს უკანონო ქმედების გამო შეუწყდათ სახელმწიფო პენსია.
7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების მიხედვით: საქართველოს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დ--–---ს, როგორც მაკოორდინებელი ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს დებულება.
აღნიშნული დებულების მიხედვით: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ წარმოადგენს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დ--–---“. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ სსსტც დ--–--- - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო - კვლევით, დაწესებულებას, სამეცნიერო - კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
აპელანტის განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევიან უშუალოდ სსიპ - სსსტ ცენტრ დ--–---ში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.
აპელანტის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ სააგენტომ 2017 წლის 09 თებერვალს N04/8010 წერილით მიმართა „დ--–---ს“ და 2017 წლის 27 თებერვალს N338 წერილობითი პასუხით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უარყო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ბუნება, საქმიანობის პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭოს ის უფლებამოსილება, რასაც თავად განმახორციელებელი უარყოფს, ვინაიდან აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტი ფიზიკური პირების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
უპირველესად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების აუცილებლობით, რადგანაც არსებობს შესაბამისი საფუძვლები, კერძოდ, საფუძვლიანია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ითხოვენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მათ სასარგებლოდ დაეკისროთ 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება აღნიშული პერიოდისათვის სახელმწიფო პენსიის სახით მისაღები თანხების ოდენობით. დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოსარჩელეები მ----–-- კ------ე, ტ------– ა---–--ე, კ---- ბ---------–ი, პ------ ს----–---–ი, ლ------ ბ-------–---–ი წარმოადგენენ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე.
პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა ...... სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებებისა, ..... ) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოებები, რომ მ----–-- კ------ე 2010 წლის 01 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი „დ--–---ს“ ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მეტალურგიული საწარმოს ძირითადი მუშის (ლითონის მდნობელი) თანამდებობაზე, ლ------ ბ-------–---–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მექანიკური დამუშავების და სპეცნაკეთობების საწარმოს ზეინკლის თანამდებობაზე. პ------ ს----–---–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მეტალურგიული საწარმოს სამჭედლო საჩამომსხმელო საამქროს უფროსის თანამდებობაზე. კ---- ბ---------–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მეტალურგიული საწარმოს ძირითადი მუშის (მჭედელ- მტვიფრავი) თანამდებობაზე. ტ------– ა---–--ე 2011 წლის 01 იანვრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის საამწყობო, სარემონტო და საფრენ-საგამოცდო საწარმოს ზეინკლის თანამდებობაზე.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75(კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“ -ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო - კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება; ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება არსებობდეს, როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.
ამავე კანონის მე-101 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (მათ შორის: ინსტიტუტი, ცენტრი და ა.შ.) (შემდგომში – დაწესებულება) იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუ დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაწესებულების წესდება მტკიცდება მასთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის N164 დადგენილებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულება.
აღნიშნული დებულების მესამე მუხლით გათვალისწინებულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. ამავე დებულების პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე; ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაზე და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი „დ--–---“-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელეები 2010 წლიდან დღემდე მუშაობენ სსიპ ს----–-–----------------------–---------------ურ ცენტრ „დ--–---“-ში ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე.
ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ სსიპ ს----–-–----------------------–---------------ური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელეები მუშაობენ, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. "დ--–---ს" საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდაოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დ--–---" კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
სააპელაციო პალატა მითითებას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური განმარტების შედეგად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ „დ--–---“ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომელში სამსახურიც არ ითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობად, მ----–-- კ------ის, ტ------– ა---–--ის, კ---- ბ---------–ის, პ------ ს----–---–ის, ლ------ ბ-------–---–ის საქმიანობა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საჯარო საქმიანობად; მათ კანონის შესაბამისად არ უნდა შეუწყდეთ უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების აუცილებლობაში, რადგანაც არსებობს შესაბამისი საფუძვლები, კერძოდ, საფუძვლიანია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ითხოვენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მათ სასარგებლოდ დაეკისროთ 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება აღნიშული პერიოდისათვის სახელმწიფო პენსიის სახით მისაღები თანხების ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებთან მიმართებით სახეზე გვაქვს ზიანი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელეების სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების მ----–-- კ------ის, ტ------– ა---–--ის, კ---- ბ---------–ის, პ------ ს----–---–ის, ლ------ ბ-------–---–ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ----–-- კ------ეს, ლ------ ბ-----–---–ს, პ------ ს----–---–ს, კ---- ბ---------–ს და ტ------– ა---–--ეს, უნდა აუნაზღაურდეთ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი აღნიშნული პერიოდისათვის სახელმწიფო პენსიის სახით მისაღები თანხების ოდენობით.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ----–-- კ------ის, ტ------– ა---–--ის, კ---- ბ---------–ის, პ------ ს----–---–ის, ლ------ ბ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ----–-- კ------ეს, ტ------– ა---–--ეს, კ---- ბ---------–ს, პ------ ს----–---–სა და ლ------ ბ-------–---–ის უარი ეთქვათ 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მისაღები სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. მ----–-- კ------ის, ტ------– ა---–--ის, კ---- ბ---------–ის, პ------ ს----–---–ის, ლ------ ბ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მ----–-- კ------ის, ტ------– ა---–--ის, კ---- ბ---------–ის, პ------ ს----–---–ის, ლ------ ბ-------–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე სახელმწიფო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება აღნიშული პერიოდისათვის სახელმწიფო პენსიის სახით მისაღები თანხების ოდენობით.
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -