განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.01.2018
საქმის ნომერი
010310016001222216
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
03.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310016001222216 (3/ბ-677-2016წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ

 

03 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ლ-----------ის წარმომადგნლის ადვოკატ, ჟ--–------–--------------ის განცხადება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ-----------ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ჟ--–------–--------------ემ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

 

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს აეკრძალა რ------------ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. ბათუმი, გ--------–-----–--ის ქუჩა №19, საკადასტრო კოდი № 0-----------) გასხვისებისა ან/და სანივთო უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია. ლ-----------ის მოთხოვნა ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ-----------ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და რიგი ადმინისტრაციული აქტები ცნობილ იქნა ბათილად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რითაც კანონიერ ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა განცხადების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ლ-----------ის წარმომადგენლის ჟ--–------–--------------ის მოთხოვნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-----------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა:

- უძრავ ნივთზე რ------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №3---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1-----------ის №2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რ------------ე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით

 

1. ლ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ

- ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე რ------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №8------------05 გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №3---- გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1-----------ის №2----- გადაწყვეტილება;

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ-----------ისა და ა----–-----–-ას განცხადებაზე, ქ.ბათუმში, კ----------------–---–ი მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადატრო კოდით: 0-----------, საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, იპოთეკარად გ------–------–--ის დარეგისტრირების შესახებ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის №3-27/16 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: ,,ლ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

- ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №3---- გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1-----------ის №2----- გადაწყვეტილება’’

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელე ლ-----------ემ, ისე მოპასუხეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის რეგიონულმა ოფისმა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, 2016 წლის 08 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ-----------ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ჟ--–------–--------------ემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 194-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის, რ------------ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ.ბათუმი, გ--------–-----–--ის ქუჩა №19, ს/კ. 0-----------) ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვისა და ნებისმიერი ფორმით გასხვისების რეგისტრაციის აკრძალვა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ-----------ის წარმომადგენლის ჟ--–------–--------------ის განცხადება დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს აეკრძალა რ------------ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. ბათუმი, გ--------–-----–--ის ქუჩა №19, საკადასტრო კოდი № 0-----------) გასხვისებისა ან/და სანივთო უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე აჭარის რეგიონული ოფისი) და ლ-----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 05 ოქტომბრის №ბს-533-530 (კ-17) განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება.

 

2017 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ-----------ის წარმომადგენელმა ჟ--–------–--------------ემ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განმცხადებელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ-----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ-----------ისა და ა----–-----–-ას განცხადებაზე, ქ.ბათუმში, კ----------------–---–ი მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადატრო კოდით: 0-----------, საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, იპოთეკარად გ------–------–--ის დარეგისტრირების შესახებ.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მოპასუხის მიმართ, იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამდენად, ლ-----------ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების (სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის ფარგლებში) აღსრულების უზრუნველსაყოფად არ არის გამართლებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, მითუმეტეს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე კვლავ არსებობს ის საფრთხე, როს გამოც თავის დროზე მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნევლყოფა და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ ხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ-----------ის წარმომადგენლის ადვოკატ ჟ--–------–--------------ის განცხადება (შუამდგომლობა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე