განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2018
საქმის ნომერი
010141318700050210
ინსტანცია
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050210

საქმე 1/აგ-01-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბ----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ----------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2018 წლის 4 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ----------–---–მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა, სასჯელისგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ----------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სსკ-ის 273-ე მუხლი და არა სსკ-ის 2731-ე მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და წყვეტს პრობლემას ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, შესაბამისად, იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.

 

ამდენად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მიზნებისათვის, სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლები ერთი რეგულაციის რეჟიმში ექცევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბ----------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ადმინისტრაციული სახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბ----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლედეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ ვრცელდება ბ----------–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე და აღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით, ბ----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისათვის (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ბ----------–---–ი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს; ბ----------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ----------–---–ს მოსახდელად დარჩეს წინა განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენი), დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

მ. კაპანაძე