განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700050223
საქმე 1/აგ-04-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
შორენა ყაველაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით თ-------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენი, მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით თ-------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ-------------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2015 წლის 12 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენი თ-------------------–---–ის მიმართ, დარჩა უცვლელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის შესახებ, მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის მიმართ დადგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება, განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წელი, 1 (ერთი) თვე და 6 (ექვსი) დღე თავისუფლების აღკვეთა შეკრებილი იქნა სრულად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ-------------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 1 (ერთი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 6 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით თ-------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით) და საბოლოოდ, თ-------------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის, 3 (სამი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით).
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 25 აპრილიდან.
2018 წლის 4 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ-------------------–---–მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინება, რომელიც მოიცავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენს) თ-------------------–---–ის მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ-------------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინება, რომელიც მოიცავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენს) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები.
ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ ვრცელდება თ-------------------–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენზე (რომელშიც აისახა აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენი) და აღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით, თ-------------------–---–ს მსჯავრი დაედო პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შესნახვისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
თ-------------------–---–ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.
თ-------------------–---–ს მოსახდელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის, 3 (სამი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით.
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 25 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
შ.ყაველაშვილი