განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2018
საქმის ნომერი
330100117002134268
ინსტანცია
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002134268

საქმე №1ბ/16-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-–---–---------–---–ის მიმართ, დაბადებულის: 2--0--1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: N4----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ყ-----–--------------------–------–-------–-; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–------–---–-----------------------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ-–---–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ლ-–---–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა გამოძალვა, ე. ი. ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 27 აგვისტოს ღამის საათებში, ქ. თბილისში სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ლ-–---–---------–---–მა ე----------------–---–ის მიმართ განახორციელა გამოძალვა. კერძოდ, ის დაემუქრა ე----------------–---–ს, რომ გაავრცელებდა მასთან არსებული სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებს, თუ არ გადასცემდა ფულად თანხას 2880 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გავრცელებით არსებითად დაზიანდებოდა ე----------------–---–ის უფლებები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ინტენსივობას და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას. ამასთან, მსჯავრდებული არ შერიგებია დაზარალებულს, რაც არ იქნა ჯეროვნად შეფასებული სასამართლოს მიერ. აპელანტი მიუთითებს, რომ ლ---–---------–--ლის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს მის მიერ ანალოგიური ქმედების გაგრძელების რეალური საფრთხე. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ ლ-–---–---------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------------–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ გამოძალვის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ე----------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ლ-–---–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატა მხედველობაში იღებს, რომ ლ---–---------–--ლს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ-–---–---------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ლ-–---–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 31 აგვისტოდან - 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

ლ-–---–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ლ-–---–---------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

მსჯავრდებულ ლ-–---–---------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცება:

 

1. ე----------------–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი მასში მოთვსებულ სიმ ბარათთან ერთად,რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციკულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2. ლ-–---–---------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 800 ლარი (რვა ცალი ასლარიანი კუპიურა),iPhone-ის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, ტყავის საფულე (მასში მოთავსებული პირადობის მოწმობა და 1 ლარიანი რკინის მონეტა) დალუქული სახით,რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

3. სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი 1 (ერთი) ცალი დისკი და ბრალდებულ ლ-–---–---------–---–ის ხმის ნიმუში, მოთავსებული ერთ ცალ დისკად დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან,კომპიუტერული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გადმოგზავნილი ორი ცალი დისკი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის სენახვის ვადით.

 

5. შპს ,,მაგთიკომიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკად, დალუქქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. პს ,,მობიტელიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკად დალუქული ერთ პაკეტად,რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე