განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141318700050374
საქმე №1/ა.გ.743-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი , 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ-–- ს--------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ლ-–- ს--------–--ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ლ-–- ს--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3(სამი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(სამი)წელი, ასევე სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2282.24 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ-–- ს--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით, 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით და ჯარიმა 2282.24 ლარის ოდენობით .
ლ-–- ს--------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 6(ექვსი)თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუუალების მართვის უფლება, ხოლო 3(სამი)წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 8 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლ-–- ს--------–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სსკ-ის 273-ე მუხლი და არა სსკ-ის 2731-ე მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და წყვეტს პრობლემას ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, შესაბამისად, იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.
ამდენად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მიზნებისათვის, სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლები ერთი რეგულაციის რეჟიმში ექცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ლ-–- ს--------–--ეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.
თბილისის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებული ლ-–- ს--------–--ის პირადი საქმის მიხედვით, მას დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მოხდილი არ აქვს.
თბილისის სააღსრულებლო ბიუროს 2018 წლის 12 იანვრის წერილის თანახმად, ლ-–- ს--------–--ის მიერ, ჯარიმის თანხა 2282.24 ლარი გადახდილი არ არის.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ლ-–- ს--------–--ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ-–- ს--------–--ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებული ლ-–- ს--------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან.
3. მსჯავრდებულ ლ-–- ს--------–--ეს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. მსჯავრდებულ ლ-–- ს--------–--ეს მოსახდელად დაეჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3(სამი)წელი, იმავე საგამოცდო ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2282.24 ლარის ოდენობით.
5. მსჯავრდებულ ლ-–- ს--------–--ეს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 21 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისამდე და პირობითი მსჯავრის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 24 ივლისიდან.
6. ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით, ლ-–- ს--------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5(ხუთი)წლით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე