განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100117002080247
საქმე №1/ბ-43-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ--------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------- დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ა--------------------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
პ-------------მა 2017 წლის 07 აგვისტოს ა-------------------------–----------–ი მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილის 3--------- წელს დაბადებული მ------–------------ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-------------ს, რა დროსაც მან ხელი დაარტყა მეუღლეს სახის არეში, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია მ-------------ის ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით პ-------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და პ-------------ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პ-------------ის ბრალეულობა დადასტურებული იქნა სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ-------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების ლ------------–---–ის, თეონა და მ-------------–---–ების, დ------------–--ის, ზ---------–---–---–ის, მ-----------------ის ჩვენებებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ-------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში პ-------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს წერლობით მტიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს.
2017 წლის 08 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (გამომძიებელი შ-------------ე) თანახმად, მ-------------მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა და აჩვენა ის ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ მას დაარტყა და წაიქცა, როგორც მ-------------მა განმარტა სახლში შესასვლელი ორივე კარები იყო ღია და მთლიანად ეზოში არ იყო შესული, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე ნივთი ან და სისხლის მაგვარი ლაქები აღმოჩენილი ვერ იქნა, ასევე გადაღებული იქნა ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის ოქმს.
გამომძიებელმა შ-------------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომ ა-------------------------–----------–ი ესაჭიროებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან ქალბატონი იყო ნაცემი, დაწყებული იქნა გამოძიება გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნანახი იქნა დაზარალებული მ-------------ი, რომელიც დაკითხული იქნა მოწმის სახით, დაკითხული იქნენ მოწმეები, დანიშნული იქნა ექსპერტიზა, დაკავებული იქნა ბრალდებული და ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
2017 წლის 09 აგვისტოს N4--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი დ-------------–---–-) მ-------------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა დ-------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე მის მიერ გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, შემოწმებული იქნა მოქალაქე მ-------------ი, აღნიშნულ მოქალაქეს ჩივილები არ ჰქონდა, მარცხენა ქვემო ქუთუთოს არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით ორი გამრავლებული სამ სანტიმეტრზე, ცხვირის მარცხენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც არ ცდებოდა კანის ზედაპირის მხარეს ზომით 0.5 გამრავლებული 0.6 სანტიმეტრზე, ხოლო მარცხენა ცხვირ ტუჩის ნაოჭთან აღენიშნებოდა იგივე ხასიათის ნაჭდევი ზომით 0.5 გამრავლებული 0.5 სანტიმეტრზე,მარცხენა მხრის შუა მესამედის მედეალურ შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთები. მ-------------ს აღნიშნული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე მიყენებული ჰქონდა რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნისმოქმედებით, მკვრივ ბლაგვ საგანს მიეკუთვნება ფრჩხილები, მუშტი, თავი, და ა.შ. ადასტურებს დასკვნის სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
დ------------–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 07 აგვისტოს მასთან სტუმრად იმყოფებოდა მ-------------ი, 15-20 წუთში მასთან ასევე მივიდა მ--------------ის მეუღლე პ---------------, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში პ--------------მა უთხრა მეუღლეს სახლში წასულიყვნენ, რის შემდეგაც მ-------------ი წავიდა. არც ყვირილის და არც ჩხუბის ხმა არ გაუგია, მან მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო, რომ მ-------------ი უცემია მის მეუღლეს პ-------------ს.
ლ------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 07 აგვისტოს პ---------------ს სახლის წინ დაინახა ძირს წაქცეული პ---------------ს მეუღლე მ--------------ი, რომელსაც სახეზე ჰქონდა სისხლი და შეშუპება, ის შვილმა მ------–-------------მა უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფოში, მან დარეკა სასწრაფოში. ადგილზე მისვლისას მას დახვდა ძირს წაქცეული მ-------------ი, ხოლო შვილი და დედამთილი ასულიერებდნენ მას, პ-------------ი არ დაუნახავს, არ იცის სინამდვილეში რა მოხდა.
მ-------------–---–ის და თ---------------–---–ის ჩვენებების თანახმად, 2017 წლის 07 აგვისტოს იმყოფებოდნენ ა-------------------------–----------–ი, შემოესმათ ყვირილის და ჩხუბის ხმა, პ-------------ის სახლის მახლობლად დაახლოებით 5-7 მეტრში დაინახეს, რომ ძირს წაქცეული იყო მ--------------ი რომელსაც სახიდან ლოყის არეში ჰქონდა სისხლი და ეტყობოდა, რომ სავარაუდოდ ნაცემი იყო, თუმცა მათ არ დაუნახავთ ვინ ცემა და ნამდვილად ცემეს თუ არა არ იციან, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება.
ზ---------–---–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 07 აგვისტოს მიდიოდა სახლისაკენ გზაში შეხვდა მ-------------ი, რომელსაც მთელი სახე ჰქონდა სისხლიანი, ჰკითხა ცუდად ხომ არ იყო მან უპასუხა რომ ცუდად იყო შევიდა მ-----------------ის სახლში, მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია, მან მოგვიანებით გაიგო პ---------------ს დედისაგან, რომ მ--------------ი უცემია მის მეუღლეს პ-------------ს.
მ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 07 აგვისტოს ზუსტად საათი არ ახსოვს მასთან მივიდა მ--------------ი, რომელსაც სახიდან სისხლი მოსდიოდა და თვალი ჰქონდა გალურჯებული, რაზედაც მან განაცხადა რომ სახლის წინ წაიქცა, ცოტა ხანში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა მავრას წნევა გაუსინჯეს და კაპლი დაალევინეს,მეორე დღეს გაიგო რომ პ-------------ი პოლიციის თანამშრომლებს წაუყვანიათ, მას არც ყვირილის და არც ჩხუბის ხმა გაუგონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ-------------ის მეუღლემ მ-------------მა, შვილმა არასრულწლოვანმა მ------–------------მა და დედამ მ------–------------მა, რომელთა ჩვენებებიც დაცვის მხრის მიერ სადავოდ იყო გამხდარი, სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავად პ-------------მა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე ბრალდების მხარის პოზიციას, რომ პ-------------ის ბრალეულობა დადასტურებული იქნა სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ-------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების ჩვენებებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით, კონკრეტულად ის ფაქტი რომ პ-------------მა 2017 წლის 07 აგვისტოს ა--------------------------–----------ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-------------ს, რა დროსაც მან ხელი დაარტყა მეუღლეს სახის არეში, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც გამოიწვია მ-------------ის ფიზიკური ტკივილი, ვერ იქნა დადასტურებული.
სააპელაციო პალატა, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ მ-------------ს სწორედ მეუღლემ, პ-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, რადგან მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად ბრალდების მხარემ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგინა მოწმეები, რომლებსაც მოცემულ დღეს შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულთან, დაზარალებულის შვილთან და დედამთილთან და მათ მიერ საქმეზე მიცემული ჩვენებებიც სწორედაც, რომ ეფუძნებოდა დაზარალებულის, დაზარალებულის შვილის და დედამთილის მიერ მათვის მიწოდებულ ინფორმაციას (ხოლო დაზარალებულის - მ-------------ის, დაზარალებულის შვილის - მ------–------------ის და დაზარალებულის დედამთილის - მ------–------------ის დაკითხვა საქმის არსებით სხდომაზე მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად არ/ვერ განხორციელებულა), შესაბამისად, მათი ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (იხ. უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილება).
2017 წლის 8 აგვისტოს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს რაც შეეხება, პალატა, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რათა აღდგენილი იქნეს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომელიც ეხება ჩვენების ადგილზე შემოწმებას მეორე ჩვენება არ არის, ეს არის ერთერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოწმის მანამდე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით მის მიერ გარემოების აღდგენას ითვალისწინებს მიზნად, ამასთან იმ მოცემულობით, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტით, როდესაც მოწმის ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება და ჩვენების ავტორი, დაზარალებული უარს აცხადებს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ანუ არ ადასტურებს მას, სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, რომ დაზარალებულს სწორედ პ-------------მა მიაყენა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანება, ხოლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებსა და ირიბ მტკიცებულებებს, რაც არ არის საკმარისი პ-------------ის მიერ ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასადგენად და შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ პ-------------მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა პ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი პ-------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
პ-------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პ-------------ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი