განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051802
ინსტანცია
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700051802-1აგ/96-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით ი-----–- ე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად 3(სამი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ი-----–- ე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად 2(ორი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით ი-----–- ე-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკი-ს 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) თვის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა 2500 ლარის ოდენობით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ( 2013 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- ე-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2(ორი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ი-----–- ე-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ი-----–- ე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.

_ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ე-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- ე-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის განაჩენით ი-----–- ე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 8(რვა) წლის ვადით და საბოლოოდ ი-----–- ე-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის მიმართ, შევიდა ცვლილება.

 

ი-----–- ე-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია);

 

ი-----–- ე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ე-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59- მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- ე-----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლია საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის განაჩენში.

 

ი-----–- ე-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის მიხეილ აბაშიშვილის წარდგინება მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შთანთქა ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი-----–- ე-----–---–ს მითითებული განაჩენების მიხედვით საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განესაზღვრა საბოლოო სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

2018 წლის 23 იანვარს, მსჯავრდებულმა ი-----–- ე-----–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და შესაბამისად განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება არ ვრცელდება ი-----–- ე-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების კუთხით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან დღეს მოქმედი რედაქციით ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც ნასამართლეობის გაქარწყლების კუთხით ამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რადგან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს დანაშაულის კატეგორიაზე, მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–- ე-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ი-----–- ე-----–---–ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/