განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2018
საქმის ნომერი
010141318700050976
ინსტანცია
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050976

საქმე №1ა/გ-57-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

მარინა ხოლოაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ-------–--------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასმართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-------–-------- (დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-------–-------- (ნასამართლობის არმქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი-თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვარის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი-თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------–--------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე, 67-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

გ-------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2014 წლის 27 დეკემბრიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-------–-------- (ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი-თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკევთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, გ-------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 16 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა მსჯავრდებულ გ-------–--------ს მიმართ.

 

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 იანვრის წერილით დგინდება, რომ ქვემო ქართლის საარსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლი, რომლითაც გ-------–--------ს დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. რაც მსჯავრდებულის მიერ გადახდილია.

 

2018 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ-------–--------მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-------– ძა-----ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენით გ-------–--------ს მსჯავრი დაედო არა ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, არამედ ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის ჯგუფის“, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) და ფსიქოტროპული ნივთიერების ,,ბენზოდიაზეპინების ჯგუფის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, აღნიშნული ქმედებებისთვის გ-------–--------ს წარედგინა ბრალდება ერთიანად და არა ცალ-ცალკე ეპიზოდებად თითოეული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, შესაბამისად მსჯავრი დაედო მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. ამიტომ პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განაჩენით გ-------–--------ს მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია ერთიანად, როგორც ,,ტეტრაჰიდროკანაბინილის“ (მარიხუანას), ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით გ-------–--------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ-------–-------- უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

რაც შეეხება გ-------–--------სთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით, როგორც ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიუროს წერილით დგინდება, მას მოხდილი აქვს, შესაბამისად პალატა არ მსჯელობს სასჯელისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ გ-------–--------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------–--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებული გ-------–-------- გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

მ. ხოლოაშვილი