განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002135188
საქმე №1ბ/79-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გ------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–----------ის მიმართ (დ----------–-------–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–--------------------------------------------) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–----------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპროტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 19:50 საათზე, ე-–----------ე მართავდა „ნისან მარჩის“ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა ქ. თბილისში, უ----------------------------------------–--------ს მხრიდან თ------–---–-ს ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გასწრების მანევრის შესრულების დროს შეეჯახა მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მიმავალ მოტოციკლ „კავასაკს“, რომელსაც გ-------------ე მართავდა. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ-------------ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
ე-–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გ------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორმა ხ-----------------ემ და მოითხოვა ე-–----------ისთვის სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გ------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ დაზარალებულ გ-------------ის, მოწმეების: ლ-–----------ის, ე-–----------ის ჩვენებების, 2017 წლის 4 აპრილის ცნობის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანდართული სქემით, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტების, 2017 წლის 12 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის N5--/ს დასკვნის, 2017 წლის 10 აპრილის სატრანსპორტო- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N7------ დასკვნის, 2017 წლის 30 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, 2017 წლის 23 მაისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N6--/ა დასკვნის, 2017 წლის 1 სექტემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, ასევე ბრალდებულ ე-–----------ის ჩვენების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–----------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპროტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გ------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრედბულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ე-–----------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ასევე პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია აქვს და მიაჩნია, რომ ე-–----------ეს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვრა დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ე-–----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გ------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ე-–----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე-–----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ე-–----------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/