განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001647565
საქმე № 1ბ/06-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ეკატერინე უკლებას მდივნობით
პროკურორ - გ---------–--–---–---–ის
ადვოკატების - ე-------------ის, ნ-----–---------–----ის
მსჯავრდებულ - გ-----------ის
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გ---------–--–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:
გ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 3- მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------; ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ქ----------------------–----------–--------–-, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
გ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 8 ნოემბრიდან - 2016 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, გ-----------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
გ-----------ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
გ-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოეწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის 17 აგვისტოს, შპს ,,ს----------------’’-ს, რომელიც ქ. ბათუმში ფ------------–--–-----------------–- ნებართვის გარეშე აწარმოებდა დამხმარე სასაწყობო ფართის მშენებლობას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მისცეს მითითება მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის შესახებ, ასევე განუმარტეს, რომ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაჯარიმდება 3 000 ლარით.
შპს ,,ს----------------ი’’-ს მესაკუთრემ გ----------–-------მა გადაწყვიტა ქ. ბათუმის მერიიდან აეღო მშენებლობის ნებართვა, რაშიც დახმარება სთხოვა რ--------------–-–---–ს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ საკითხში გასარკვევად დაუკავშირდა ნაცნობს კახაბრის ადმინისტრაციაში ქ. ბათუმის მერის წარმომადგენელს, გ-----------ეს.
გ-----------ემ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლებოდა გ----------–------ის კუთვნილ ფულად თანხას და ამ უკანასკნელის წარმომადგენელს - რ--------------–-–---–ს მოატყუა, რომ 2 000 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა შპს ,,ს----------------’’-ის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ დაჯარიმებას და ასევე სათანადო მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2016 წლის 4 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მერიამ ფ------------–--–-----------------–- მდებარე ობიექტთან დაკავშირებით შპს ,,ს----------------’’-ს მისცა მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ არ მოხდა დასახელებული ორგანიზაციის დაჯარიმება. აღნიშნული ნებართვის გაცემის შემდგომ, გ-----------ე დაუკავშირდა რ--------------–-–---–ს და მოატყუა, რომ უკანონო მშენებლობისთვის შპს ,,ს----------------ი’’ მისი ძალისხმევით არ დაჯარიმდა და მშენებლობის ნებართვაც გაიცა მისი დამსახურებით, რის სანაცვლოდაც კვლავ თაღლითურად მოითხოვა 2 000 ლარი.
2016 წლის 8 ნოემბერს გ-----------ე ქ. ბათუმში პ----------–---–---–----------- მდებარე კაფე ,,ც----------’’-ში, თითქოსდა მის მიერ გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 2 000 ლარს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ---------–--–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, კერძოდ ის ფაქტი, რომ მან როგორც საჯარო მოხელემ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც აპელანტი ითხოვს გ-----------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ გ-----------ის მიერ - თაღლითობის მცდელობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ გ----------–------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: რ--------------–-–---–ის, ზ--------–--–---–ის, ვ----------------ის, მ-----------------–ის და მ-------–------ს გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, გ-----------ის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით, საქმეზე დართული დოკუმენტაციით, ნივთიერი მტკიცებულებით (მოტყუებით დაუფლებული ფულადი თანხა).
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.
აპელანტი სასჯელის დამძიმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულმა, როგორც საჯარო მოხელემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოდგენს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რის შედეგადაც გ. დ----ეს ბრალი წარდგენილი აქვს სწორედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად აღნიშნული ფაქტი, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც მსჯავრდებულის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება სასჯელის განსაზღვრისას.
პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გ---------–--–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 8 ნოემბრიდან - 2016 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, გ-----------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
გ-----------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
გ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 2 (ორი) ცალი DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართის საქმეს მისი შენახვის ვადით.
- გ-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონი, 1 ერთი) ცალი სიმბარათი, პირადობის მოწმობა, სამსახურეობრივი მოწმობა, საქართველოს ბანკის ბარათი, რომელიც ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ-----------ეს.
- გ-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს.
- გ-----------ის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ-----------ეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე