განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
010141318700052377
ინსტანცია
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700052377

საქმე ?1/აგ-123-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით ბ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლით და 6 თვით გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ ბ--------------–---–ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2.000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე; მოუხდელი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით - დაემატა ახლანდდანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ--------------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ბ--------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2014 წლის 17 ნოემბრიდან.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ--------------–---–ი გათავისუფლდა პირობით 18 დღით ადრე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ახლადდანიშნულ ძირითად სასჯელს - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმას სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ბ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ--------------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა ჯარიმამ 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3000(სამი ათასი) ლარი და ბ--------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ--------------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე პირველი ნაწილით (2017 წლის 03 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ბ--------------–---–ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3000(სამი ათასი) ლარიდან, ნაწილობრივ დაემატა 2000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ--------------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 31 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ--------------–---–მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა, სასჯელისაგან გათავისუფლება და 3 წლით ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სსკ-ის 273-ე მუხლი და არა სსკ-ის 2731-ე მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და წყვეტს პრობლემას ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, შესაბამისად, იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.

ამდენად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მიზნებისათვის, სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლები ერთი რეგულაციის რეჟიმში ექცევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ბ--------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 03 ოქტომბრის ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბ--------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 03 ოქტომბრის ეპიზოდი) (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენი), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან, მითითებული გადაწყვეტილება, არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენი) და აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ დამატებით სასჯელზე - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც აისახა ზემოთმითითებულ განაჩენებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ბ--------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ--------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ--------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ--------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ--------------–---–ს მოსახდელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით, განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი