განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2018
საქმის ნომერი
010141318700053400
ინსტანცია
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010141318700053400

საქმე №1/აგ-160-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ--------------–--–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

ბ--------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ბ--------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ--------------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

ბ--------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

ბ--------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ--------------–--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ბ--------------–--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი და თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

ბ--------------–--–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ბ--------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ბ--------------–--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარი და თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

 

ბ--------------–--–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ--------------–--–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ბ--------------–--–---–ის შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით ბ--------------–--–---–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით წონით - 0,000055 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მუხლის სანქცია კი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სხვა სახის სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ბ--------------–--–---–ი უნდა გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილისაგან და მას მოსახდელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელი. ხოლო, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე და ამ განაჩენით უნდა დარჩეს მოსახდელად მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი.

 

ამრიგად, ცვლილება უნდა შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ--------------–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული ბ--------------–--–---–ი გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. რომლის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს და მას მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე.

 

მსჯავრდებული ბ--------------–--–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

შ. ყაველაშვილი