განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2018
საქმის ნომერი
010141318700052368
ინსტანცია
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700052368

საქმე №1/ა.გ.120-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ-------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით გ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

გ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახე გირაო გაუქმდა.

 

გ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 4 მაისის ჩათვლით.

 

გ-------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება- გ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა(საიდანაც სასჯელის ვადაში ჩათვლილია დაკავებაში ყოფნის დრო 2017 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 4 მაისის ჩათვლით), რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და გამოსაცდელ ვადად განსაზღვრული იყო 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ გ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით(საიდანაც სასჯელის ვადაში ჩათვლილია დაკავებაში ყოფნის დრო 2017 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 4 მაისის ჩათვლით), რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი. გ-------------ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით.

 

გ-------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროდან შემოსული მასალების თანახმად გ-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების საქმის წარმოება დაიწყო 2017 წლის 30 ნოემბერს და მისი დასრულების თარიღია 2019 წლის 27 სექტემბერი, ხოლო 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელიდან - 120(ასოცი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომიდან შესრულებულია მხოლოდ 20(ოცი) საათი.

 

2018 წლის 31 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ-------------ემ, რომელმაც ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების(საქმე №1/13/732) საფუძველზე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, ასევე ითხოვა მოსახდელად იმ სასჯელის დატოვება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით განესაზღვრა, პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის განსაზღვრა 2017 წლის 21 ივნისიდან.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ,,მარიხუანის“ განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ გ-------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით(საიდანაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს 20 საათი) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან. ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებებს, აღნიშნული უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ-------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის და 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენებში.

 

გ-------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.

 

გ-------------ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

გ-------------ეს მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის და 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი