განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002167509
საქმე N1ბ/95-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2018 წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კ---ბერ მაჭავარიანმა
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- ჯ----–-ს ძე ჩ---–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------–--------------–-- პირადი N 1----------- საქართველოს მოქალაქე; არასრული საშუალო განათლებით; დაოჯახებული; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–--------------- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, კ--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ კ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
კ--------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 ოქტომბერს, გ---------- რაოინის სოფელ მ----------–-, კ--------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 9-- კალიბრის „----------------- მოდელის პისტოლეტი და 7--- მმ კალიბრის „ნაგანი“-ს სისტემის რევორველი, რომლებიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ი-----–-----------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეების ჩვენებებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის #------ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, კ--------–---–ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატუირის პროკურორის ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.კ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი) თვის ვადით; რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
4. მსჯავრდებულ კ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
6.საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
- კ--------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამიღებული ქარხნული წესით დამზადებული ბორხარდტ-ლუგერის კონსტრუქციის 1----–-–--------–------------–------ პისტოლეტის მოდელი - ,---------------------- ასევე, კ--------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 7----------–------------------ სისტემის რევოლვერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს;
-კ--------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ორი ტილოს ნაჭერი და ცელოფნის პარკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;
-კ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული 1 ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი