განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.01.2018
საქმის ნომერი
330310017001814126
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001814126

საქმე №3ბ/2173-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

26 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

წარმომადგენელი - მ-------------–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ჯ------- ჟ------ი;

წარმომადგენელი- მ--------–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ------- ჯღენტის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ.94-105);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. დადგენილია, რომ 2007 წლის 31 ივლისს, კერძო სამართლის იურიდიული პირის – კ---------------------------–---------------ტის მიერ ჯ------- ჟ------ზე გაიცა დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N--) მასზედ, რომ კ---------------------------–---------------ტის იურიდული ფაკულტეტის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------მა, დაბადებულმა 1--- წლის 1-----–-სს, დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მას მიენიჭა ი----------ს კვალიფიკაცია.

 

2.1.2. 2016 წლის 18 ოქტომბერს ჯ------- ჟ------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და კ---------------------------–---------------ტის მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.

 

2.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჯ------- ჟ------ის 2016 წლის 18 ოქტომბრის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2016 წლის 20 ოქტომბერს M---------------- წერილით მიმართა კ---------------------------–---------------ტს, რომლითაც მოითხოვა კ---------------------------–---------------ტის მიერ ჯ------- ჟ------ზე გაცემული C---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დიპლომის სერიის, ნომრის, სარეგისტრაციო ნომრისა და გაცემის თარიღის მითითება. ასევე მოთხოვნილ იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჯ------- ჟ------ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ოქმი), საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (საშუალო განათლების ატესტატი) არსებობის, დიპლომის გაცემის რეგისტრაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების (არა ამონაწერები) მიწოდება.

 

2.1.4. 2016 წლის 31 ოქტომბერს კ---------------------------–---------------ტის რექტორმა მ------- კ-----–---–-ამ წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც M---------------- წერილის პასუხად აცნობა, რომ ჯ------- ჟ------მა ნამდვილად დაამთავრა კ---------------------------–---------------ტის იურიდიული ფაკულტეტის ხუთწლიანი სწავლების სრული კურსი 2007 წელს, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მასზე გაიცა დიპლომი ნომრით C---------- (სარეგისტრაციო N--).

 

2.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------ს უარი ეთქვა კ---------------------------–---------------ტის მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,კ---------------------------–---------------ტმა“ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, აღნიშნული უ-----------ტი საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ-არაავტორიზებულ რეჟიმში. შპს ,,კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტს“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნულის შესაბამისად, შპს ,,კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტში“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2007 წლის ჩათვლით ჯ------- ჟ------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი C---------- დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

2.2.2. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს ჯ------- ჟ------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,კ---------------------------–---------------ტის“ მიერ მასზე გაცემული დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------ს უარი ეთქვა შპს ,,კ---------------------------–---------------ტის“ მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

2.2.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

2.2.4. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტის დროს (დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხის განხილვის პერიოდში) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, ხოლო კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად (უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ ჯ------- ჟ------ის მიერ დიპლომის მიღების დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი არეგულირებდა ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარებოდა აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 3 აპრილს კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული გარემოება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2007 წლის ჩათვლით ჯ------- ჟ------ის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლომ განმარტა, რომ დიპლომის გაცემის დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, კ---------------------------–---------------ტის იურიდიული ფაკულტეტის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------ის სახელზე გაცემული დიპლომი, C---------- (ს------------–-------) ექცევა მოცემული ნორმის რეგულირების ფარგლებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---------------------------–---------------ტი, C---------- დიპლომის გაცემის პერიოდში, წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი იმ სამართლებრივი შედეგების მატარებელ სუბიექტს, რომელიც ასევე გათვალისწინებულია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ.

 

2.2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლში დამატება განხორციელდა 2---------------- საქართველოს კანონით და ამოქმედდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

 

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისადმი მფლობელის კანონიერი ნდობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით პირდაპირ დადგენილი არ არის, თუმცა შესაბამის ნორმათა გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ დიპლომსა და დიპლომის დანართს როგორც უკვე არსებული ფაქტის (აქტის) დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტს, რეალაქტს გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. ასევე სახეზე არ არის აგრეთვე უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას. მოსარჩელე - ჯ------- ჟ------ისთვის 2007 წელს ცნობილი ვერ იქნებოდა კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო რაიმე ქმედითი ზომები და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით თავიდან აეცილებინა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის დიპლომის გაცემის შემდეგ წარმოშობილი ხელშემშლელი გარემოებები.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ ჯ------- ჟ------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება, ჯ------- ჟ------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ---------------------------–---------------ტის მიერ ჯ------- ჟ------ის სახელზე გაცემული C---------- დიპლომის (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2007 წლის 31 ივლისს, კერძო სამართლის იურიდიული პირის – კ---------------------------–---------------ტის მიერ ჯ------- ჟ------ზე გაიცა დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N--) მასზედ, რომ კ---------------------------–---------------ტის იურიდული ფაკულტეტის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------მა, დაბადებულმა 1--- წლის 1-----–-სს, დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მას მიენიჭა ი----------ს კვალიფიკაცია.

 

4.1.2. 2016 წლის 18 ოქტომბერს ჯ------- ჟ------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და კ---------------------------–---------------ტის მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.

 

4.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჯ------- ჟ------ის 2016 წლის 18 ოქტომბრის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2016 წლის 20 ოქტომბერს M---------------- წერილით მიმართა კ---------------------------–---------------ტს, რომლითაც მოითხოვა კ---------------------------–---------------ტის მიერ ჯ------- ჟ------ზე გაცემული C---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დიპლომის სერიის, ნომრის, სარეგისტრაციო ნომრისა და გაცემის თარიღის მითითება. ასევე მოთხოვნილ იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჯ------- ჟ------ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ოქმი), საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (საშუალო განათლების ატესტატი) არსებობის, დიპლომის გაცემის რეგისტრაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების (არა ამონაწერები) მიწოდება.

 

4.1.4. 2016 წლის 31 ოქტომბერს კ---------------------------–---------------ტის რექტორმა მ------- კ-----–---–-ამ წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც M---------------- წერილის პასუხად აცნობა, რომ ჯ------- ჟ------მა ნამდვილად დაამთავრა კ---------------------------–---------------ტის იურიდიული ფაკულტეტის ხუთწლიანი სწავლების სრული კურსი 2007 წელს, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მასზე გაიცა დიპლომი ნომრით C---------- (სარეგისტრაციო N--).

 

4.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------ს უარი ეთქვა კ---------------------------–---------------ტის მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,კ---------------------------–---------------ტმა“ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, აღნიშნული უ-----------ტი საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ-არაავტორიზებულ რეჟიმში. შპს ,,კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტს“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნულის შესაბამისად, შპს ,,კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტში“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2007 წლის ჩათვლით ჯ------- ჟ------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი C---------- დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. ამასთან, სააპალეციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

4.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს: თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს შემდეგს: სააპელაციო სასამართლოს პოზიცია განათლების საკითხებთან მიმართებაში არის ცალსახა, პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, პალატა თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომისა თუ განხორციელებული ცალკეული მოქმედების მიმართ წარმოეშვათ კანონიერი ნდობა.

 

სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპს არ უკავშირებს მხოლოდ აქტის არსებობის ფაქტს და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის აღმჭურველი ღონისძიება უნდა იყოს განჭვრეტადი და შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი. ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების მიმართ ჩნდება ნდობის პრინციპი, რაც თავის მხრივ განპირობებულია კანონიერების პრინციპით და გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, იმოქმედოს კონკრეტულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის დადასტურება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს იმ ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ღონისძიებების შეფასების საჭიროებას, რაც იძლევა საკმარის საფუძველს დადგინდეს, რომ პირს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა არსებული განვითარება შესაძლებელს გახდიდა სასურველი მიზნის მიღწევას.

 

აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, მოსარჩელეს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს ,,კ---------------------------–---------------ტის“ მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ მოტივით, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,კ---------------------------–---------------ტის“ მიერ 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯ------- ჟ------ის კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის C---------- დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რადგან შპს ,,კ---------------------------–---------------ტი“ საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში და შპს ,,კ---------------------------–---------------ტს“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. ამასთან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, შპს ,,კ---------------------------–---------------ტში“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2007 წლის ჩათვლით ჯ------- ჟ------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესში და თვლის, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა მასზე გაცემული დიპლომის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება.

 

აღნიშნული თვალსაზრისით განმსაზღვრელია სწორედ ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 3 აპრილს კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული გარემოება აპელანტი ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი არ ყოფილა. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს კ---------- ჰ-------------ლ უ-----------ტში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2007 წლის ჩათვლით ჯ------- ჟ------ის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. პალატა განმარტავს, რომ ჯ------- ჟ------ის მიერ დიპლომის მიღების დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი არეგულირებდა ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარებოდა აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, კ---------------------------–---------------ტის იურიდიული ფაკულტეტის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ------- ჟ------ის სახელზე გაცემული დიპლომი, C---------- (ს------------–-------) ექცევა მოცემული ნორმის რეგულირების ფარგლებში. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ კ---------------------------–---------------ტი, C---------- დიპლომის გაცემის პერიოდში, წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი იმ სამართლებრივი შედეგების მატარებელ სუბიექტს, რომელიც ასევე გათვალისწინებულია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე და ქმნის მოსარჩელის დაცვის ღირსი ინტერესის დადასტურების შესაძლებლობას, რამდენადაც განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება დიპლომის გაცემამდე და გაცემის მომენტში იძლეოდა საფუძველს დაშვებისა, რომ შპს ,,კ---------------------------–---------------ტის“ საქმიანობა შეესაბამებოდა ყველა იმ სტანდარტს, რომელზე კონტროლიც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონისმიერ ვალდებულებას.

 

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კანონიერი ნდობისა და საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

5.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.2..2. აპელანტის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე