განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2018
საქმის ნომერი
080310015001051578
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310015001051578 (3/ბ-242-2017წ.)

განჩინება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტი − ჯ--------------ე

მოწინააღმდეგე მხარე − ს-------------------------------–----------ო, ს-------------------------------–----------ოს იმერეთის რეგიონული ოფისი; შ----------------------“; შ---------------------ო“

მესამე პირები − ს----–-–-------------------------–----------ო; შ---------–-------–----------------------–---------------ა“

დავის საგანი − ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება − ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

აპელანტთა მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2015 წლის 29 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ--------------ემ და ს-------------------------------–----------ოს 2015 წლის 29 ივნისის №------- გადაწყვეტილების; ს-------------------------------–----------ოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 აპრილის №-------------- გადაწყვეტილების; ს-------------------------------–----------ოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ საკადასტრო კოდზე 2-----------, რომლითაც შ----------–-------–----------------------–--------------ია’’-ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა წყალტუბოს რაიონის ს------–------–---------ში მდებარე 74,9 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი- ბათილად ცნობა; ს-------------------------------–----------ოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ საკადასტრო კოდზე 3-----------, რომლითაც შ----------–-------–----------------------–--------------ია’’-ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სამტრედიის რაიონის ს------–--------------––- მდებარე 1860000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ბათილად ცნობა და შ-----------------------ს’’ და შ------------------------ნ’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 3----------------------------- ) ცვლილების შეტანა და 10.2 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირება მოითხოვა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ჯ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ჯ--------------ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვისას 2018 წლის 14 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ჯ--------------ემ და შ----------------------ს“ წარმომადგენელმა ი-----–--–----–---–---მა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომლის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

 

ჯ--------------ე და შ----------------------ს“ წარმომადგენელი ი-----–--–----–---–---ი მორიგების აქტის თანახმად შეთანხმდნენ მორიგების შემდეგ პირობებზე:

 

– მხარეებს შორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა გასწორდეს ი------------------------–---–-“. ე---–------ს მიერ შესრულებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, რომელიც შესრულებული არის 2017 წლის 12 დეკემბერს და აღნიშნული სიტუაციური ნახაზის მიხედვით ჯ--------------ეს პ/ნ 5---------- საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაურეგისტრირდეს 10,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შ----------------------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების ს/კ 2-----------------------------------------------, შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

 

მხარეები გაცნობილი არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

 

მხარეებს ერთმანეთის მიმართ სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ. აღნიშნული აქტის საფუძველზე მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი.

 

მხარეებს განემარტათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მორიგებით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება, ხოლო მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში განჩინება გადაეცემა იძულებითი აღსრულებისათვის.

 

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ჯ--------------ის და შ----------------------ს“ წარმომადგენლის ი-----–--–----–---–---ის მიერ, რომელიც საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებით აღჭურვილია საქმის მორიგებით დამთავრების უფლებამოსილებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს მიიჩნევს, რომ მხარეთა შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ჯ--------------ის წარმომადგენელ მ--–------------------ეს და შ----------------------ს“ წარმომადგენელ ი-----–--–----–---–---ს შორის 2018 წლის 14 თებერვალს გაფორმებული მორიგება, შესაბამისად გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას. ამგვარად მხარეებმა გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან; მხარეები დავის საგანთან მიმართებაში პრეტენზიას არ აცხადებდნენ ერთმანეთის მიმართ და ამასთან შეთანხმების პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ამგვარი ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. ამდენად, მ--–------------------ეს უნდა დაუბრუნდეს ჯ--------------ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ნახევარი – 75 ლარი. ამასთან მხარე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის მოპასუხეზე დაკისრებას არ ითხოვს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, 257-ე, 273-274-ე, 372-ე, 390-ე, 414-416-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ჯ--------------ის და შ----------------------ს“ წარმომადგენელ ი-----–--–----–---–---ის შუამდგომლობა;

 

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

 

აპელანტი ჯ--------------ე და შ----------------------ს“ წარმომადგენელი ი-----–--–----–---–---ი შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

- მხარეებს შორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა გასწორდეს ი------------------------–---–-“. ე---–------ს მიერ შესრულებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, რომელიც შესრულებული არის 2017 წლის 12 დეკემბერს და აღნიშნული სიტუაციური ნახაზის მიხედვით ჯ--------------ეს პ/ნ 5---------- საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაურეგისტრირდეს 10,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შ----------------------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების ს/კ 2-----------------------------------------------, შესაბამისი ცვლილებების შეტანით;

 

3. მხარეთა მორიგების დამტკიცების და ჯ--------------ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 272–ე მუხლის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების თანახმად შეწყდეს საქმის წარმოება;

 

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

 

5. მ--–------------------ეს დაუბრუნდეს ჯ--------------ის ( პ/ნ 5----------) სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ნახევარი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მ--–------------------ის (პ/ნ 6----------) მიერ 2017 წლის 04 ივლისს სს ,,ტ--------ში’’ №1 საგადახდო დავალებით, სახაზინო კოდი 300183150, ბანკის კოდი TRESGE22 );

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი