განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210016001622828
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-370-17 28 თებერვალი, 2017 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე სხდომის მდივანი - ონისე გურეშიძე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ბ------ე - ნ----- ჩ-------ი, თ---------- ქ--–---- - თ---–ა ს------–--ე
ს--–---–----- მ-------------- სააგენტო - ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ი-------- ს--–---–----- მ-------------- ს--------- ც------- წარმომადგენელი - ნ----- წ--–----ე, ს------- ა---–--ე დავის საგანი - მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
-თ---–ა ს------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ლ----ი ბ------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის, 2013 წლის 2- ივლისს დაბადებული დ---თ ბ------ის საზღვარგარეთ გაყვანაზე ნებართვის გაცემის უფლების ნაწილში და შესაბამისად, დაევალა მოპასუხე ლ----ი ბ------ეს მისცეს თანხმობა თ---–ა ს------–--ეს მცირეწლოვანი შვილის - დ---თ ბ------ის საზღვარგარეთ გაყვანაზე;
-ლ----ი ბ------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- არასრულწლოვან შვილთან, 2013 წლის 2- ივლისს დაბადებულ დ---თ ბ------ესთან ურთიერთობის მიზნით, ლ----ი ბ------ეს განესაზღვრა შემდეგი ნახვის დღეები:
6 წლის ასაკამდე ზაფხულის (არდადეგების) მეორე ნახევრის განმავლობაში, ყოველი კვირის პარასკევს საღამოს 17 საათიდან კვირა დღის 15 საათამდე დ---თ ბ------ემ გაატაროს მამასთან, ლ----ი ბ------ესთან ბავშვის წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით; ბავშვის 6 (ექვსი) წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ყოველი წლის ზაფხულის (არდადეგების) მეორე ნახევარი დ---თ ბ------ემ გაატაროს მამასთან, ღამით ბავშვის დატოვების უფლებით;
-დაევალა თ---–ა ს------–--ეს, უზრუნველყოს შვილის, დ---თ ბ------ის ურთიერთობა მამასთან, ლ----ი ბ------ესთან;
-ლ----ი ბ------ეს თ---–ა ს------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ-100 ლარის ანაზღაურება;
- სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე თ---–ა ს------–--ე და მოპასუხე ლ----ი ბ------ე 2011 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში;
2.2. ერთად ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2013 წლის 2- ივლისს შეეძინათ ვაჟიშვილი დ---თ ბ------ე;
2.3. თ---–ა ს------–--ე და ლ----ი ბ------ე 2015 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ;
2.4. მცირეწლოვანი დ---თ ბ------ე ცხოვრობს დედასთან, თ---–ა ს------–--ესთან ერთად;
2.5. თ---–ა ს------–--ის დედა მ---ი (,,მ------’’) ჩ----–-–---–ი ცხოვრობს ავსტრალიაში, ხოლო ლ----ი ბ------ის დედა-იტალიაში. თ---–ა ს------–--ეს ფინანსურად ეხმარება დედა მ---ი ჩ----–-–---–ი და ნათესავები;
2.6. თ---–ა ს------–--ე სწავლობს კერძო სკოლაში ,,გონი’’ დამამთავრებელ, მე-12 კლასში, რადგან აქამდე ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და ატესტატის მიღება;
2.7. ლ----ი ბ------ე შრომისუნარიანია. თუმცა არ მუშაობს და ცხოვრობს ბებია- ბაბუასთან ერთად. მას ფინანსურ დახმარებას უწევდა მოსარჩელის დედა მ---ი ჩ----–-–---–ი, რომელიც იმყოფება ავსტრალიაში. ასევე დედა ი.ჯ-----ე, რომელიც იმყოფება იტალიის რესპუბლიკაში;
2.8. 2017 წლის 09 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული იქნა შემაკავებელი ორდერი ლ----ი ბ------ის მიმართ თ---–ა ს------–--ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის, მასზე სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების გამო;
2.9. ს--–---–----- მ-------------- ს---------- იმ---ეთის ს--–---–----- მ-------------- ს--------- ც-------ს ს--–---–----- მუშაკის დასკვნის თანახმად, თ---–ა ს------–--ე მცირეწლოვან შვილთან დ---თ ბ------ესთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, სადაც საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. ბავშვისათვის გამოყოფილია ცალკე საძინებელი ოთახი. მოწესრიგებულია ელექტროგაყვანილობა, დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახლი გარემონტებულია და აღჭურვილია სათანადო ავეჯით, მოწესრიგებულია სველი წერტილები. რაც შეეხება ლ----ი ბ------ის საცხოვრებელ პირობებს, იგი წარმოადგენს სამოთახიან ბინას, გარემონტებულია, მოწესრიგებულია ელექტრო/წყალგაყვანილობა, დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მოწესრიგებულია სველი წერტილები. დგას საყოფაცხოვრებო ავეჯი და ბავშვისათვის გამოყოფილია ცალკე საძინებელი;
2.10. მოსარჩელე თ---–ა ს------–--ე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად (მის.: ქ.ქუთაისი, დ.ა----–-----–ის გამზირი №---, ბინა 5-). საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არასრულწლოვანის (მცირეწლოვანის) ინტერესებს შეესაბამება და აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს;
2.11. მცირეწლოვანი დ---თ ბ------ე დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. კერძოდ, იგი არის კერძო საბავშვო ბაგა-ბაღის ,,ვ-------–--ი’’-ს აღსაზრდელი. მისი კოგნიტიური და ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია. ბავშვი აღრიცხვაზე იმყოფება ქუთაისის №- ბავშვთა პ---–---–-----–-, მას ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი ყველა გეგმიური აცრა;
2.12. არასრულწლოვანთან ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დ---თ ბ------ე მთლიანად მიჯაჭვულია დედაზე, დედასთან მას ძლიერი ემოციური კავშირი აქვს, დედაც ადეკვატურად რეაგირებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ბავშვის პასუხით, მას უნდა დედასთან და მამას არ გაჰყვება;
2.13. მოწმის სახით დაკითხვისას ფსიქოლოგმა ლალი ნ---–--ემ განმარტა, რომ თ---–ა ს------–--ის და ლ----ი ბ------ის ოჯახი დასაწყისიდანვე ძალადობრივი იყო. იგი მოიტაცეს არასრულწლოვანი, შემდეგში, ლ----ის არასწორი ცხოვრების წესის გამო, დაკარგეს ოჯახის ძვირფასი ნივთები, მანქანა და ბოლოს ბინა. ლ----ი გაირიცხა უნივერსიტეტიდან. ფინანსურად მუდმივად დამოკიდებულნი იყვნენ მოსარჩელე თ---–ა ს------–--ის დედაზე. 2015 წლის მარტში ლ----ი გაემგზავრა რუსეთში. ბავშვზე ზრუნვაში დახმარებას უწევდა ლ----ის ბებია და ბაბუა, მაგრამ ბავშვი ძირითადად იმყოფება დედასთან, რომელსაც მატერიალურად უზრუნველყოფს თ---–ას დედა ,,მ------’’(მ---ი), რომელიც ცხოვრობს ავსტრალიაში. მას საუბარი ჰქონდა ამ ქალბატონთანაც, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. მას ენატრება შვილი და შვილიშვილი და სურს ისინი ჩავიდნენ მასთან. თ---–ა 2 წლიდან იზრდებოდა მშობლების გარეშე ახლო ნათესავებთან და მუდმივად ცხოვრობს წარსულის ტრაგედიით და აქვს ფრუსტრაციის, იმედგაცრუების განცდა. მცირეწლოვანი დ---თ ბ------ე ასაკთან შესატყვისად კომუნიკაბელური ბავშვია, ბავშვური ლოგიკით პასუხობდა კითხვებზე. ნებისმიერი ტესტის შესრულების დროს იგრძნობა ბავშვის მიჯაჭვულობა დედასთან, რომელთანაც აკავშირებს ,,უპირობო სიყვარული’’. ბავშვი ასევე სითბოთი მოიხსენიებს ბებოს, თ---–ას დედას. რაც შეეხება მამას, იგი რამდენჯერმე შვილთან შეხვედრაზე არ მივიდა, ბოლოს კი მამა-შვილის შეხვედრა სიფრთხილით გამოირჩეოდა, ბავშვის მზერა დედისკენ იყო მიმართული. შემდგომში, ისევ თ---–ას ჩარევით ბავშვმა დაძლია დაძაბულობა და დედისვე დაჟინებული მოთხოვნით, წავიდა მამასთან სახლში. ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანამ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე (3 წლის და 9 თვისაა), შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიწვიოს ამ ეტაპზე, რადგან ნებისმიერი გადაადგილება უცნობ ტერიტორიულ და ენობრივ სივრცეში, არაა მიზანშეწონილი. ვინაიდან, მხარეებს არ აქვთ სტაბილური მდგომარეობა;
2.14. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების მოსაზრება მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, ხოლო შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის ნაწილში, გაიზიარა ნაწილობრივ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გაითვალისწინა არასრულწლოვანი დ---თ ბ------ის ასაკობრივი მაჩვენებლები, რეალური ფაქტობრივი მდგომარეობა და სოციალურ გარემო-პირობები, აგრეთვე, მშობლების ურთიერთობა როგორც ერთმანეთთან, ისე მცირეწლოვანი შვილის მიმართ, ასევე მასზე მზრუნველობა-დამოკიდებულება. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გაითვალისწინა ბავშვის ასაკი და თავისებურებები (მიჯაჭვულია მთლიანად დედაზე), ასევე მისი დღის რეჟიმი, მამისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულება, მოსარჩელისა და მოპასუხის ოჯახების გარემო-ს--–---–----- პირობები (არცერთს არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, თ---–ა არის ძალიან მოწესრიგებული, სუფთა და მზრუნველი დედა, ხოლო ლ----ი მუდმივად არ იმყოფება საქართველოში), ამ უკანასკნელთა პიროვნული თვისებები და მიიჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იყო სწორედ დედასთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება,3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა 3.1-დან 3.2 პუნქტამდე სრულიად შეუსაბამობაში მოდის მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი სარჩელის ფაქტობრივ და ფორმალურ დასაბუთებასთან. მოსაჩელეები 3 წლის დ---თ ბ------ის გაყვანას საქართველოდან მამის თანხმობის გარეშე ავსტარალიაში თეკლა ს------–--ის დედასთან მოითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ მცირეწლოვან დ---თ ბ------ეს ავსტრალიაში უფრო კარგი განვითარების პირობები ექნება, ვიდრე საქართველოში. სასამართლო ეყრდნობა ს--–---–----- სამსახურის დასკვნებს, რომ ორივე მშობელს საუკეთესო პირობები აქვს ბავშვის აღზრდისათვის, ს--–---–----- მუშაკის პოზიციას, რომ ბავშვის გაყვანა ამ ეტაპზე არასასურველია, ეყდრნობა მოსარჩელეთა მიერ წარმოგენილი კერძო ფსიქოლოგის დაკვნას, რომლის თანახმად ჩვეული გარემოს შეცვლა 3 წლის ბავშვისთვის უარყოფითად აისახება მასზე, თუმცა, რადგან თ---–ა ს------–--ეს დედა ჰყავს ავსტრალიაში და თ---–ას დედასთან უნდა წასვლა ჯობია ბავშვიც გააყოლოს, სხვა საფუძველი ლ---- ბ------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა სასამართლოს მტკიცებულებით არ დაუდგენია, გარდა საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერისა (რომლის თანხმად კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლენილ იქნა არა მცირეწლოვანი დ---თ ბ------ის, არამედ სრულწლოვანი თ---–ა ს------–--ის მიმართ) და იმ გარემოებისა, რომ ლ---- ბ------ეს დედა საზღვარგარეთიდან ეხმარება ფინანსურად. სასამართლომ იმსჯელა თ---–ა ს------–--ის ნება-სურვილის ირგვლივ და არა მცირეწლოვანი დ---თ ბ------ის ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით;
3.2. სასამართლო უდაო ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს რომ თ---–ა ს------–--ის დედა ცხოვრობს ავსტრალიაში, სადაც უშვებს მცირეწლოვან ბავშვს უვადოდ, ისე რომ საქმეში მტკიცებულება არ გააჩნია იმისა სად, რა პირობებში უნდა წავიდეს 3 წლის მცირეწლოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რასაც, უპირველეს რიგში, ითხოვს და იკვლევს სასამართლო, მტკიცებულებად მიუთითებს მხარეთა ახსნა-განმარტებას. ასევე არ გააჩნია 3.1.6-ის 3.1.7-ის დამდასტურებელი მტკიცებულება ეყრდნობა მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებს. ბავშვის წარმომადგენელი ს--–---–----- სამსახური, ფსიქოლოგი მოთხოვნის წინააღმდეგი იყო, ამიტომ არის ეს გადაწყვეტილება უკანონო. ასევე 3.2 პუნქტი სრულიად აბსურდულია. სასამართლომ სადაოდ მიიჩნია არამარტო ის რაც გადაწყვიტა, ასევე სადაოდ მიიჩნია სსკ-ის მე-4,102-ე და 105-ე მუხლები;
3.3. გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე უსწოროა. სადაო ფაქტობრივი გარემოებებიდან დაწყებული, სადაც სამართლებრივი ნორმებია მითითებული, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებით დამთვრებული. სრულიად იგნორირებულია მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესი, ს--–---–----- სამსახურისა და ფსოქოლოგის განმარტებები. აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1205-ე და 1206-ე მუხლებზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---–ა ს------–--ე და მოპასუხე ლ----ი ბ------ე 2011 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში;
4.2. დადგენილია, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2013 წლის 2- ივლისს შეეძინათ ვაჟიშვილი დ---თ ბ------ე; თ---–ა ს------–--ე და ლ----ი ბ------ე 2015 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ;
4.3. დადგენილია, რომ მცირეწლოვანი დ---თ ბ------ე ცხოვრობს დედასთან და ასევე დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს მამის ოჯახში;
4.5. დადგენილია, რომ თ---–ა ს------–--ის დედა მ---ი (,,მ------’’) ჩ----–-–---–ი ცხოვრობს ავსტრალიაში, ხოლო ლ----ი ბ------ის დედა-იტალიაში. თ---–ა ს------–--ეს ფინანსურად ეხმარება დედა მ---ი ჩ----–-–---–ი და ნათესავები;
4.6. მოსარჩელე თ---–ა ს------–--ე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად (მის.: ქ.ქუთაისი, დ.ა----–-----–ის გამზირი №---, ბინა 5-). საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არასრულწლოვანის (მცირეწლოვანის) ინტერესებს შეესაბამება და აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს;
4.7. ს--–---–----- მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვის მამის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელში არის შესაძლებლობა სრილფასოვნად გაიზარდოს მცირეწლოვანი;
4.8. მცირეწლოვანი დ---თ ბ------ე დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. კერძოდ, იგი არის კერძო საბავშვო ბაგა-ბაღის ,,ვ-------–--ი’’-ს აღსაზრდელი. მისი კოგნიტიური და ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია. ბავშვი აღრიცხვაზე იმყოფება ქუთაისის №- ბავშვთა პ---–---–-----–-, მას ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი ყველა გეგმიური აცრა;
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით;
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს;
4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები;
4.12. სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად;
4.13. მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობა განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციით“ (21.04.1994წ.). ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული დავის განხილვისას;
4.14. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
4.14. „ბავშვის უფლებების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი.
4.15. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
4.16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 -Nეულინდერ ანდ შჰურუკ ვ. შწიტზერლანდ, აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
4.17. პალატა მიუთითებს, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
4.18. პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების განხილვისას განმარტავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
4.19. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფსიქოლოგის დასკვნიდან დგინდება, რომ ფსოქოლოგს თ---–ა ს------–--ის მოთხოვნა მამის უფლების შეზღუდვის თაობაზე მიაჩნია მიუღებლად; ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფსიქოლოგს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ბავშვის აბსოლუტურად უცხო ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან აღნიშნული გამოიწვევს ბავშვის უარყოთი განწყობისა და შფოთვების გაძლიერებას, რაც არასასურველ შედეგს გამოიღებს;
4.20. პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ს--–---–----- მ-------------- სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 18 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ს--–---–----- მუშაკის მიერ ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი ძირითადად იმყოფება მამის - ლ---- ბ------ის ოჯახში, სადაც მას აქვს დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები. ს--–---–----- მუშაკი ბავშვის სოციალური გარემოს შესწავლის მიზნით დაუკავშირდა იმ ბაღის დირექტორს, სადაც ბავშვი სწავლობს. ბაღის დირექტორის განმარტებით, ბავშვი ბაღში მოწესრიგებულად დაჰყავს ბაბუას. ამავე დასკვნის თანახმად, ბავშვის დედის ძირითად სურვილს წარმოადგენს, ბავშვის საზღვარგარეთ (ავსტრალიაში) გაყვანა, შესაბამისად, მათ მოსთხოვეს დედას წარმოედგინა დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნა. შესაბამისად, ს--–---–----- სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს გარემოს შესწავლა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე სასამართლო სხდომაზე ს--–---–----- მ-------------- ს---------- წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი ვერ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის შემთხვევაში, ავსტრალიაში მას დახვდება უსაფრთხო და საიმედო პირობები, მათ ინფორმაციის დონეზეც კი არ იციან თუ სად და რა პირობებში აპირებს დედა ბავშვის წაყვანას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი წინააღმდეგნი არიან დედის მიერ ბავშვის წაყვანაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარის ახსნა-განმარტების გარდა, საქმეში არ მოიპოვება ავსტრალიაში ბავშვისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი და სოციალური პირობების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, შესაბამისად, ბუნდოვანია თუ რა პირობებში მოუწევს ბავშვს ცხოვრება;
4.21. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე არასრულწლოვნის მიერ მიცემული განმარტებით დადასტურდა მისი მამასთან ერთად ყოფნის დიდი სურვილი, ბავშვმა ასევე განმარტა, რომ მამის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს, ბავშვმა დააფიქსირა მამასთან ყოფნის სურვილი;
4.22. პალატა მოიშველიებს ევროსასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყველიბას - ,,ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი ადაპტირებულ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას – მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას. მოსამართლეებმა პატივი უნდა სცენ ბავშვების უფლებას, მოხდეს მათი მოსმენა, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათზე ან, სულ მცირე, მოხდეს მათი მოსმენა, როდესაც მიჩნეულია, რომ მათ საკმარისად ესმით განსახილველი საკითხები. ამ მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა ადაპტირებულ იქნას ბავშვის გაგებისა და კომუნიკაციისა და საქმის გარემოებების გათვალისწინების უნარის შესაბამისად. კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ პირდაპირ ან წარმომადგენლის საშუალებით ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მას შეეხება. კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნას გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მუხლი 12 არ ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას ბავშვის უფლებაზე გამოხატოს მისი მოსაზრებები, და არ უჭერს მხარს სახელმწიფოების მიერ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას კანონში ან პრაქტიკაში, რაც შეზღუდავდა ბავშვის უფლებას, მოუსმინონ, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება. აღსანიშნავია ის, რომ ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაგმო ის გარემოება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა კონკტერულ დავასთან მიმართებაში არ გაითვალისწინეს ბავშვების სურვილი;
4.23. პალატა განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს ბავშვის არა მარტო მატერიალური უზრუნველყოფა, არამედ გასათვალისწინებელია ასევე ბავშვების დადებითი ფსიქო-ემოციური განწყობა, ვინაიდან ფსიქო-ემოციური ფონის დარღვევა წარმოადგენს ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესი; ოჯახური გარემო - ოჯახში არსებული დადებითი ემოციური ურთიერთობები, ემოციურად მხარდამჭერი ოჯახი და ოჯახში მიღებული აღზრდის სტილი, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს. მშობლისა და შვილის ერთმანეთთან ყოფნით მიღებული სიამოვნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს მათთვის მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში განვითარების საშუალების მიცემა, მითუმეტეს მაშინ როცა ბავშვის უდიდეს სურვილს წარმოადგენს მამასთან ყოფნა, რისი იგნორირებაც წარმოუდგენელია;
4.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვი განმარტავს, რომ მას არ სურს მამასთან დაშორება, შესაბამისად, მართებული არაა ბავშვის სურვილის საწინააღმდეგო ისეთი ქმედების განხორცილება, რაც ზიანს მიაყენებს მის ფსიქიკას. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, წარმოდგენილი მტკიცებულებების, არასრულწლოვანის ასაკის, ბავშვის ფსიქო-ემოციური განწყობის, მისი განმარტების, ფსიქოლოგის დასკვნის ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ბავშვის დაშორება მამასთან და მისი საზღვარგარეთ წაყვანა, მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება შეფასდეს მის საუკეთესო ინტერესად. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბავშვს უნდა მიეცეს მამასთან ურთიერთობის სრულფასოვანი უფლება;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. თ---–ა ს------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ---- ბ------ის შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს;
4.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.27. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.28. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ---- ბ------ის საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ---–ა ს------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ---- ბ------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მამას - ლ---- ბ-----ეს შვითლან - 2013 წლის 2- ივლისს დაბადებულ დ---თ ბ------ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს კვირაში 2 დღე პარასკევს საღამოს 17 საათიდან კვირა დღის 15 საათამდე, პარასკევს და შაბათს ღამით მამის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვის დატოვების უფლებით და სადღესასწაულო დღეების ნახევარი ბავშვმა უნდა გაატაროს მამასთან საცხოვრებელ მისამართზე. ბავშვის წაყვანა და წამოყვანა დედის საცხივრებელ მისამართზე უნდა უზრუნველყოს მამამ საკითარი ხარჯებით;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ლ---- ბ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ---–ა ს------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ---- ბ------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
6.2. დადგენილია, რომ აპელანტს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 200 ლარი - 50 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის, ხოლო 150 ლარი სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის; დადგენილია, რომ აპელანტმა დავა მოიგო სრულად; შესაბამისად, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟი სულ 200 ლარი გადასახდელად უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს თ---–ა ს------–--ეს ლ---- ბ------ის სასარგებლოდ;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---- ბ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სხაქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ---–ა ს------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ---- ბ------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. არასრულწლოვან შვილთან, 2013 წლის 2- ივლისს დაბადებულ დ---თ ბ------ესთან (პ/ნ.: 6----------) მამის ლ---- ბ------ის ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგნაირად:
მამას - ლ---- ბ-----ეს შვითლან - 2013 წლის 2- ივლისს დაბადებულ დ---თ ბ------ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს კვირაში 2 დღე პარასკევს საღამოს 17 საათიდან კვირა დღის 15 საათამდე, პარასკევს და შაბათს ღამით მამის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვის დატოვების უფლებით და სადღესასწაულო დღეების ნახევარი ბავშვმა გაატაროს მამასთან საცხოვრებელ მისამართზე. ბავშვის წაყვანა და წამოყვანა დედის საცხივრებელ მისამართზე უზრუნველყოს მამამ საკითარი ხარჯებით;
6. თ---–ა ს------–--ეს ლ---- ბ------ის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე