განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001830045
საქმე №2ბ/5190-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი
მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - შპს „ყა-------------------–--ი“
წარმომადგენელი - გი-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „სა---------ი“
წარმომადგენელი - იო-----------–---–ი (დირექტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
შპს „სა---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ყა-------------------–--ს“ მოსარჩელე შპს „სა---------ის“ სასარგებლოდ გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ დაეკისრა - 57 333.72 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2011 წლის ბოლოდან 2017 წლის 26 მაისამდე პერიოდში შპს „ყა-------------------–--ი“ სარგებლობდა შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული გაზმომარაგების ქსელით (მილსადენი) მდებარე: თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) და ამარაგებდა ბ/აირით - 741 აბონენტს.
2.2. შპს „სა---------ი“ რეგისტრირებულია შპს „ყა-------------------–--ის“ აბონენტად (№3-----), რომელიც ყიდულობს გაზს და აკისრია ვალდებულება გადაიხადოს მიწოდებული გაზის საფასური.
2.3. შპს „სა---------ი“ არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს.
2.4. შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ თანხმობა გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი) მდებარე: თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ მარეგულირებელი პუქნტის მიერთებასთან დაკავშირებით არ მიუღია.
2.5. შპს „ყა-------------------–--ის“ მიერ ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელზე განხორციელდა - 2011 წლის ბოლოს.
2.6. 2012 წლის 30 ნოემბრიდან ქ. თ---–--ში, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი, ობიექტის სიგრძე - 321მ საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს „სა---------ს“.
2.7. მოპასუხე მხარის მიერ შედგენილი „გადართვის აქტის“ მიხედვით დგინდება, რომ 2017 წლის 26 მაისს თ-------ს ქუჩაზე მდებარე წნევის მარეგულირებელი დანადგარები გადმოირთო შპს „ყა-------------------–--ის“ კუთვნილ ქსელზე.
2.8. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - ტ. І, ს.ფ. 2-4, 28-29, იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის, 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განჩინება - ტ. І ს.ფ. 14-52.
- 2017 წლის 26 მაისის გადართვის აქტი.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მასზედ, რომ არ ევალება გატარების და თმენის საკომპენსაციო თანხის გადახდა მოსარჩელისათვის, რამდენადაც „სემეკის“ 2013 წლის 30 დეკემბერს მიღებული №15 დადგენილების შესაბამისად, არ მომხდარა ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელზე მილსადენზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გატარების მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯის აღრიცხვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლომ უპირველესად მხარეთა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს: სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს, დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს.
მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში გატარების ანაზღაურების საკითხი რეგლამენტირებულია ორი ნორმატიული აქტით. პირველი ეს არის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანაგრიშების წესების დამტკიცების შესახებ“, ხოლო მეორე - 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“. მითითებული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებასთან ან საფასურის გაანგარიშებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო №12 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სა---------ი“ უფლებამოსილია მისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიანტისაგან მოითხოვოს გატარების საფასურის ანდა თმენის კომპენსაციის გადახდა, ხოლო მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოს სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ორჯერ მიმართა სასამართლოს გატარებისა და თმენის საკომპენსაციო თანხის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლო დავები მიმდინარეობს ჯერ კიდევ 2013 წლიდან, მიუხედავად ამისა, მხარეთა შორის რაიმე სახის შეთანხმება გატარების საფასურის ანდა თმენის კომპენსაციის გადახდის თაობაზე არ მომხდარა, ამასთან, საყურადღებოა, რომ არც რაიმე სახის ხელშეკრულება გაფორმებულა მხარეთა შორის, რის საფუძველზეც მოხდებოდა მილსადენზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა და 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების მიხედვით გატარების საფასურის დაანგარიშება.
უდავოა ის გარემოება, შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ თანხმობა გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი) მდებარე: თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ მარეგულირებელი პუნქტის მიერთებასთან დაკავშირებით არ მიუღია. შპს „ყა-------------------–--ის“ მიერ ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელზე განხორციელდა 2011 წლის ბოლოს და სარგებლობდა - 2017 წლის 26 მაისამდე, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბრიდან ქ. თ---–--ში, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი, ობიექტის სიგრძე - 321მ საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს „სა---------ს“, ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება. მოპასუხე მხარის განმარტებით ვერ იქნა ცალსახა პოზიცია დაფიქსირებული მითითებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეთანხმება ან რა მიაჩნია თვიურად გატარებული ბუნებრივი აირის ოდენობად. აღნიშნულმა კი სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მოპასუხე მხარის ინტერესს არ წამოადგენდა აღნიშნული კვანძის მოწყობა, რამდენადაც მის მიერ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო იყო მოსარჩელე მხარის განცხადება და ამდენად, 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების წესების შესაბამისად ვერ დგინდება მილსადენი საშუალოდ თვეში რა ოდენობის გაზს ატარებს, ეს ვერ გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის და მათ მხარეს არსებული ვალდებულებების არსებობის გათვალისწინებით, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია შესაძლებლობა თავად მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და აღნიშნული, ისევე როგორც მხარესთან მოლაპარაკება, ხელშეკრულების დადება - განაწილების ლიცენზიანტის მოვალეობაცაა, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ 2013 წლიდან მოსარჩელე მხარე დავობს მასთან გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ თანხების დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება მასზედ, რამდენადაც მხარეთა შორის გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადება არ მომხდარა, აღნიშნულის გამო ვერ განხორციელდა აღრიცხვის კვანძის მოწყობა და შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და ვერ მოხდა მისი დაკმაყოფილება.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2011 წლის ბოლოდან 2017 წლის 26 მაისამდე პერიოში შპს „ყა-------------------–--ი“ სარგებლობდა შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული გაზმომარაგების ქსელით (მილსადენი) და ამარაგებდა ბ/აირით - 741 აბონენტს, ამდენად, უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის განმარტება მასზედ, რომ მილსადენის მოვლას და შენახვას არ ახორციელებდა მოსარჩელე მხარე და მას ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რამდენადაც ცალსახაა, რომ მითითებულ პერიოდში 741 აბონენტი მარაგდებოდა ბუნებრივი აირით, შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული გაზმომარაგების ქსელი (მილსადენი) გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე არ მოიპოვება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
- სემეკის 2016 წლის 2 აგვისტოს წერილი - ტ. І, ს.ფ. 53-54;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის, 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განჩინება - ტ. І, ს.ფ. 14-52.
- 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება;
- 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება.
- 2017 წლის 26 მაისის გადართვის აქტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
2009 წლის 09 ივლისის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №12 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ყა-------------------–--მა“ განახორციელა შპს „სა---------ის“ კუთვნილ მილსადენზე მარეგულირებელი პუნქტის მიერთება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა გაზის გადინება შესაბამის აბონენტებზე.
ვალდებულება, წარმოიშობა გარკვეული იურიდიული ფაქტების პირობებში, რომლებიც ასახულია ზემოთ მოყვანილ ნორმაში და გვევლინება ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებად. მათ შორის ერთ-ერთი კანონის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებებია. მოცემული შემთხვევა, ამ კლასიფიკაციის საფუძველია, სადაც თმენის მოვალეობას და შესაბამის კომპენსაციას აწესრიგებს 2009 წლის 09 ივლისის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის №12 დადგენილება. აღნიშნული ნორმატიული აქტი, ადგენს ასევე იმ კრიტერიუმებს, რომლები გათვალისწინებული უნდა იყოს კომპენსაციის მოცულობის დადგენისას, კერძოდ, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება. მითითებულ მხარეთა შორის არსებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ბუნებრივი აირის გატარების საფასურის გადახდა 2012 წლის 30 ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდე პერიოდზე, 1მ3-ზე 0.02 ლარის ოდენობით. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ფასის დადგენისას მიუთითა: „იმ ვითარებაში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ნოემბრიდან - 2013 წლის მაისი, სარჩელის აღძვრის მომენტი) არ არსებობს კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, შესაბამისად, გატარების საფასურის დადგენა იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა მოხდეს რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევს ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულვებელყოფს ქსელის მფლობელის უფლებას მიიღოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის გონივრული საფასური.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზაშეწონილად მიიჩნია 2012 წლის 30 ნოემბრიდან (ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტი) სარჩელის აღძვრის მონეტისათვის - 2013 წლის მაისამდე (5 თვე) საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის - 77 478 მ3 გათვალისწინებით 1მ3 x 0.02 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას, რაც ჯამურად შეადგენს - 7748 ლარს“. ამავე გადაწყვეტილებაში მოსამართლემ იმსჯელა მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხზე, კერძოდ, მილსადენის მიერ თვეში საშუალოდ გატარებული ბუნებრივი აირის ოდენობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს (იხ. 24.01.2014წ. გადაწყვეტილება, 3.2.3. პუნქტი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „ყა-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2014წ. გადაწყვეტილება. პალატამ მართებულად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საფასურის ოდენობა ბუნებრივი გაზის გატარებისთვის, 0.02 ლარი 1მ3-ზე. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.10.2014წ. განჩინება, ს.ფ. 19-33). თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „ყა-------------------–--ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
განსახილველ დავაში მონაწილეობენ მხარეები (მოსარჩელე - შპს „სა---------ი“, მოპასუხე შპს „ყა-------------------–--ი“), რომელთა შორის არსებულ ანალოგიურ სამოქალაქო დავაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბუნებრივი აირის - 37 თვის გატარების და თმენის საკომპესაციოდ თანხის მოპასუხეზე დაკისრებას - 57 333.72 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს 0.02 ლარს 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე. ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავაში დადგინდა სწორედ მითითებული ფასი, რაც დაეკისრა კიდეც მოპასუხე მხარეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დადგენილია ფაქტების პრეიუდიცია, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ის გარემოება, რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეზე არ მოიპოვება, გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად მიიჩნევა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მართლზომიერია 0.02 ლარი 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე.
დადგენილია, რომ 2011 წლის ბოლოდან 2017 წლის 26 მაისამდე პერიოდზე შპს „ყა-------------------–--ი“ სარგებლობდა შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული გაზმომარაგების ქსელით (მილსადენი) მდებარე: თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) და ამარაგებდა ბ/აირით - 741 აბონენტს. შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ თანხმობა გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი) მდებარე: თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ მარეგულირებელი პუნქტის მიერთებასთან დაკავშირებით არ მიუღია.
2012 წლის 30 ნოემბრიდან ქ. თ---–--ში, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი, ობიექტის სიგრძე - 321მ საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს „სა---------ს“. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება. საქმის განხილვისას დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ მიუხედავად არაერთხელ სასამართლოსათვის სასარჩელო წარმოების წესით მომართვისა მოპასუხე მხარემ არ მოახდინა აღრიცხვის კვანძის მოწყობა და შესაბამისი ხელშეკრულების დადება ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრესთან და მხოლოდ მოსარჩელე მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას მიმართოს მოთხოვნით შპს „ყა-------------------–--ს“ რათა გარკვეული ხარჯების გაღების სანაცვლოდ მოხდეს აღრიცხვის კვანძის მოწყობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღრიცხვის კვანძის არარსებობა თავისთავად ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ №15 დადგენილების წესების მიხედვით არ მომხდარა აღრიცხვის კვანძის მოწყობა და აღნიშნულში მხოლოდ მოსარჩელე მხარეა ბრალეული, ვერ გადაწონის მესაკუთრის მართლზომიერ მოთხოვნას მისი საკუთრებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდის თაობაზე, რამდენადაც თავად მოპასუხე მხარის მიერ მითითებული დადგენილებების მიხედვით, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრებოდა სარჩელში მოთხოვნილი ოდენობით გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ (2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით (ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტი) სარჩელის აღძვრის მომენტისათვის - (37 თვე) საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობაა - 77 478 მ3 გათვალისწინებით 1მ3 *0.02 ლარი, რაც ჯამურად შეადგენს - 57 333.72 ლარს) - 57 333.72 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ შპს „ყა-------------------–--ი“ 2011 წლის ბოლოდან 2017 წლის 26 მაისამდე პერიოდში უწყვეტად სარგებლობდა შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ბ/აირის ქსელით, მაშინ, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელმა არაერთხელ განმარტა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს სხვა ანალოგიური დავა სააპელაციო სასამართლოში, სადაც შპს „ყა-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ 2013 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის იანვრის თვემდე (სემეკის №15 დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდი) ბ/აირის ქსელის გამოუყენებლობა წარმოადგენს.
3.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ერთი სახის მტკიცებულებას - სასამართლო გადაწყვეტილებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება, რომელიც 2014 წლის 01 იანვარს შევიდა ძალაში და რომლითაც შემუშავებულ იქნა ბ/აირის გატარებისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობის გამოანგარიშების ფორმულა.
აპელანტის განმარტებით, მოსამართლე შინაგან რწმენაზე დაყრდნობით საუბრობს, რომ შპს „ყა-------------------–--ის“ ინტერესს არ წარმოადგენდა შპს „სა---------ის“ ქსელზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მოცემული არასწორი შეფასებაა და რა დაედო საფუძვლად მსგავსი სახის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას გაუგებარია, ვინაიდან, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებში, ასევე საქმეზე თანდართულ სემეკის წერილში ნათლად იკვეთება, რომ აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვალდებულება, სწორედ თმენის კომპენსაციისა თუ გატარების კომპენსაციის მიღების მსურველს ეკისრება, ამასთან დადგენილია ხსენებულის გაცემის წესი და ოდენობის დასაანგარიშებელი ფორმულაც. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მხოლოდ ქსელის მესაკუთრის განცხადებით მომართვის გზით კი არ წყდება, არამედ განცხადების საფუძველზე შედგენილი ხელშეკრულებით, ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი შესაბამისი აღრიცხვის კვანძის შეძენისა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შემდგომ. სასამართლომ თმენის კომპენსაცია კანონის საფუძველზე წარმოშობილ ვადებულებათა იმგვარ კატეგორიას მიაკუთვნა, რასთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლების რეალიზებისათვის არ არის საჭირო ე.წ. კრედიტორის ნების გამოხატვა, მოცემული მსჯელობა კი ეწინააღმდეგება სემეკის დადგენილებებს.
3.3. მხრის განმარტებით, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად უგულებელყო სემეკის №15 დადგენილება და შესაბამისად, არ გამოიყენა ის ნორმატიული აქტი, რაც უნდა გამოეყენებინა.
მხარისათვის გაუგებარია სასამართლოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ქსელი ამარაგებდა შპს „ყა-------------------–--ის“ აბონენტებს, აქედან გამომდინარე შპს „სა---------ი“ ახორციელებდა ქსელის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენახვას და სწევდა შესაბამის ხარჯებს, მაშინ როდესაც არც ერთი სახის მტკიცებულება, მოცემულის დასადასტურებლად, არ წარმოუდგენია მოსარჩელეს. საქმეს კი აღნიშნულის საპირწონედ ერთვის შპს „ყა-------------------–--ის“ სპეციალური ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მქონე სპეციალისტების მიერ შედგენილი შემოვლისა, თუ დიაგნოსტიკის აქტები.
3.4. მხარის მოსაზრებით, საყურადღებოა აღინიშნოს სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი რომლის თანახმადაც, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელ. ენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელ. ენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ (სემეკის 2013 წლის 30 დეკემბერს მიღებული №15 დადგენილება) შესაბამისად.
როგორც სააპელაციო, აგრეთვე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ თმენის კომპენსაცია შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ საკუთრების ჯეროვან სარგებლობაში ხელშეშლით, რომლის თმენის ვალდებულებასაც კანონმდებლობა აწესებს, მსგავსად სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლისა, თუმცა ამ ნორმის მიხედვით საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც შესაძლებელია შეეხოს თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქსელი ემსახურება თავად მოსარჩელის საწარმოს გაზმომარაგებას, შესაბამისად, მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მას შპს „ყა-------------------–--ის“ მხრიდან ქსელის სარგებლობით მიდგომოდა რაიმე სახის ზიანი, ან შეზღუდვოდა საკუთრებით სარგებლობა. აქვე საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ბ/აირის მოქმედი ქსელი მხოლოდ ბ/აირის გატარებას ემსახურება, ბ/აირის მიწოდების კუთხით კი მესაკუთრეს არავითარი ტექნიკური ხასიათის შეფერხება არ შექმნია, აქედან გამომდინარე ყოვლად გაუგებარია თმენის კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, შპს „ყა-------------------–--ს“, როგორც ბ/აირის განაწილების ლიცენზიანტ კომპანიას, ევალება მომხმარებელთა ბ/აირით, უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგება. ამასთან, სემეკის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, კომპანია ვალდებულია, პოტენციური აბონენტის მომართვის შემთხვევაში, ნებისმიერი გაზგამანაწილებელი ქსელიდან მკაცრად დადგენილ ვადაში და ტარიფით მიაწოდოს ბ/აირი. მოცემული ქმედების საკომპენსაციოდ კი ამავე დადგენილების მე-16 მუხლის თანახმად, ქსელის მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია. აქვე უნდა ითქვას, რომ შპს სა---------ის ქსელი წარმოადგენს მხოლოდ დამხარე ხასიათის ხაზოვან ნაგებობას, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ ზამთრის პერიოდში, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც ბ/აირის წნევა დაბალია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კი სემეკმა 2013 წლის 30 დეკემბერს მიღებული №15 დადგენილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 01 იანვარს, განსაზღვრა მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ ქსელში ბ/აირის გატარების საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრის წესი. შესაბამისად, საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი არის სახელმძღვანელო ხასიათის, რომლის მიხედვითაც ერთმნიშვნელოვნად უნდა დაანგარიშდეს საკომპენსაციო თანხის ოდენობა, რომელიც შესაძლებელია იყოს გატარების საფასურის ტოლი ან ნაკლები და არავითარ შემთხვევაში ამ ტარიფზე მეტი, რათა სემეკის №12 დადგენილების მე-16 მუხლისა და სემეკის მიერ დადგენილი სატარიფო განაკვეთის შეცვლა ან/და გაუარესება არ გამოიწვიოს.
3.5. აპელანტის განმარტებით, სემეკის №15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ/გაზის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:
P=(A*K)/(S)
სადაც,P- გატარების ფასი (ლარი/მ3;)
A- გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი);
K- მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის;
S - ქსელის მფლობელის ბ/გაზის მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა (მ3);
ხსენებული ფორმულის შესაბამისად:
A=4000 ათას ლარს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 19 მარტის №----------------- მიმართვისა და ამ მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის №---------- დასკვნის თანახმად);
K = 0.2;
S = 77478(სასამართლოს მიერ დადგენილი გატარებული ბ/აირის თვიური კუბატურა - მოცულობა) * 12 (თვე) = 929736 მ3;
აქედან გამომდინარე:
P = (4000*0,2) /929736 = 0,00086 (ლარი);
ამასთან, სემეკის № 15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
R=P*W
სადაც,R - ქსელის მფლობელისათვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადახდილი გატარების საფასური (ლარი, დღგ-ს გარეშე);
P - ამ პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/მ3);
W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ბ/გაზის რაოდენობა (მ3);
ხსენებული ფორმულის შესაბამისად:
P = 0,00086 (ლარი);
W = 77478 (სასამართლოს მიერ დადგენილი გატარებულიბ/გაზის თვიური კუბატურა - მოცულობა)*37(თვე-სადავო პერიოდი);
აქედან გამომდინარე:
R = 0,00086*77478*37 = 2465.34 (ორი ათას ოთხას სამოცდახუთი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარს;
№15 დადგენილებაში მოცემული ფორმულებისა და აპელანტის გამოთვლების თანახმად, შპს „სა---------ის“ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა არ უნდა გასცდენოდა 2465.34 ლარს. ყურადღება უნდა გამახვილებულიყო თმენის სტანდარტზეც, მაშინ როდესაც არავითარ ხარჯს არ წევდა შპს „სა---------ი“ თავის ქონებაზე და არც რაიმე სახის ზიანი ადგებოდა, მეტიც იგი უფასოდ იღებდა იმ მომსახურებას რასაც შპს „ყა-------------------–--ი“ ეწეოდა ქსელის დიაგნოსტიკისა და ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენახვის კუთხით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფა----–ებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ყა-------------------–--ი“ 2011 წლის ბოლოდან 2017 წლის 26 მაისამდე პერიოდში უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ბ/აირის ქსელით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის მისი მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი ბ/აირის ქსელით სარგებლობის ფაქტს 2013 წლის 01 ივნისიდან 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდში.
სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან 2011 წლის ბოლოდან 2013 წლის 01 ივნისამდე და 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 26 მაისამდე პერიოდში მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ბ/აირის ქსელის ფლობის და სარგებლობის ფაქტს, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ შპს „ყა-------------------–--ი“ 2013 წლის 01 ივნისიდან 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდშიც ფლობდა და სარგებლობდა შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ბ/აირის ქსელით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პრეზუმფციული ფაქტის საწინაამდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამ გარემოებაზე უთითებს. აპელანტმა კი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ ის სადავო პერიოდში არ სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ბ/აირის ქსელით, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველჰყო მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება.
4.2. უდავოა რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არის ქ. თ---–--ში, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი, ობიექტის სიგრძე - 321მ. შპს „სა---------ი“ არ არის განაწილების ლიცენზიატი, შპს „ყა-------------------–--ი“ კი განაწილების ლიცენზიატია.
4.3. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს „სა---------ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თ---–---, ჩა----–ის ქ. №---ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება(ტ. І, ს.ფ. 14-52).
4.4. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ყა-------------------–--ი“ ვალდებულია შპს „სა---------ს“ ამ უკანასკნელის კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელით სარგებლობისათვის გადაუხადოს გატარების საფასური, ანდა თმენის კომპენსაცია, არამედ, მხარეები სადავოდ ხდიან გატარების საფასურის და თმენის კომპენსაციის ოდენობას და გამოანგარიშების წესს.
4.5. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გაზის გატარების და მილსადენით სარგებლობის საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშება უნდა განხორციელდეს „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების საფუძველზე.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ არალიცენზიანტი მფლობელის საკუთრებას წარმოადგენს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით გარდა იმისა, რომ გაატაროს ელექტროენერგია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში.
მესაკუთრე მესამე პირის უფლებადამცავ დანაწესად გვევლინება სემეკის №15 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგია. ბ/გაზის გატარება თავის თავში მოიცავს ქსელით სარგებლობისათვის გარკვეული სამუშაოების გაწევას. სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების ამოქმედების შემდგომ პერიოდში გაზმომარაგების ქსელის არალიცენზიანტი მესაკუთრის მოთხოვნის ფა----–ების განსაზღვრის მიზნით საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე ნორმის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია გატარების საფასურის გაანგარიშების წესი და იგი დგინდება კომისიის დადგენილებით. ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოხმობილი ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიანტის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიანტის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური.
პალატა უთითებს სემეკის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „წესებში“ განხორციელებულ ცვლილებაზე, რომელიც წინამდებარე შემთხვევაზე ვრცელდება (1.2. მუხლი) და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების (სპეციალური რეგულაცია) ამოქმედების შემდგომ („წესებში“ მართალია, მოგვიანებით განხორციელდა ცვლილება, თუმცა სემეკის დადგენილებათა სწორი განმარტების შესაბამისად ეს ცვლილება ხელს არ უშლის სადავო პერიოდში არალიცენზიანტის კუთვნილ ქსელში ბ/გაზის გატარების საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშებას), „წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით კომისიამ გაათანაბრა „ბ/აირის გატარებისა“ და „თმენის“ გადასახადი და მისი ანაზღაურების მანამდე არსებული წესისაგან განსხვავებით (კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად), დაადგინა შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ბ/აირის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად.
სემეკის №15 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის გამოანგარიშების მეთოდოლოგია (მსგავსად ლიცენზიანტებს შორის მანამდე არსებული რეგულაციისა) მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ არალიცენზიანტის კუთვნილ ქსელში ბ/აირის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ მომსახურებისთვის არის დადგენილი. თავის მხრივ, ბ/გაზმომარაგების ხაზის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ გაზმომარაგების ქსელის გამოყენება, გარდა ბ/გაზის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია, არალიცენზიანტი მესაკუთრის თმენის ვალდებულებაც სწორედ ახალი რეგულაციის ფა----–ებში უნდა შეფასდეს. თავად სემეკის №15 დადგენილების 2.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კომისიამ განსაზღვრა, რომ გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით დაწესებულია ქსელის მფლობელი არალიცენზიანტის ვალდებულება, ერთი მხრივ, (მოთხოვნის შემთხვევაში) ქსელში გაატაროს სხვისი კუთვნილი ბ/გაზი, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციის შემოღებითა (30.12.2013წ. №15 დადგენილება) და სპეციალურ ნორმაში ცვლილების განხორციელებით (18.09.2008წ. №20 დადგენილების 15.2 მუხლი) თმენის კომპენსაციის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა გაუქმდა და იგი მთლიანად მოაწესრიგა სემეკის №15 დადგენილებამ, ანუ გატარების მომსახურება და თმენის კომპენსაცია, კანონისმიერი ბოჭვის ფა----–ებში გაიგივდა და თუ სახეზე არ გვაქვს მხარეთა განსხვავებული შეთანხმება, იგი სემეკის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება (სუსგ №ას-1174-1104-2015).
4.6. „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით 2014 წლის 01 იანვრიდან დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს მისი ქსელით სარგებლობისთვის თმენის კომპენსაციას 2014 წლის 01 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის, შესაბამისად, მისი გამოანგარიშება უნდა მოხდეს ხსენებული დადგენილების მიხედვით.
სემეკის №15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ/გაზის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:
P=(A*K)/(S)
სადაც,P- გატარების ფასი (ლარი/მ3;)
A- გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი);
K- მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის;
S - ქსელის მფლობელის ბ/გაზის მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა (მ3);
ხსენებული ფორმულის შესაბამისად:
A=4000 ათას ლარს (გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება დგინდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის №--------- სააღსრულებო ფურცლის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 19 მარტის №----------------- მიმართვისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის №---------- დასკვნის საფუძველზე. სხვა მტკიცებულება, რომლითაც განსხვავებული ღირებულება დადგინდებოდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის);
K = 0.2;
S = 77478 (გატარებული ბ/აირის თვიური მოცულობა) * 12 (თვე) = 929736 მ3;
P = (4000*0,2) /929736 = 0.00086 (ლარი);
სემეკის № 15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით - R=P*W
სადაც,R - ქსელის მფლობელისათვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადახდილი გატარების საფასური (ლარი, დღგ-ს გარეშე);
P - გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/მ3);
W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ბ/გაზის რაოდენობა (მ3);
P = 0.00086 (ლარი);
W = 77478 (გატარებული ბ/გაზის თვიური მოცულობა)*37(თვე - სადავო პერიოდი);
R = 0.00086*77478*37 = 2465.34 (ორი ათას ოთხას სამოცდახუთი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2465.34 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ყა-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, როლითაც შპს „სა---------ის“ სარჩელი დაკმაყოფლდება ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან შპს „ყა-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „სა---------ს“ შპს „ყა-------------------–--ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მხრიდან სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ყა-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „სა---------ის“ სარჩელი დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ.
4. შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2465.34 ლარის გადახდა.
5. შპს „ყა-------------------–--ს“ შპს „სა---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 74 ლარის ოდენობით.
6. შპს „სა---------ს“ შპს „ყა-------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2194 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი