განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053638
ინსტანცია
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700053638

საქმე №1ა/გ173-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე : კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები : გერონტი კახეთელიძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ს------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ს------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3(სამი)წელი;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს------------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი)წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10(ათი)წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2018 წლის 15 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ს------------------მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ და ვ“ პუნქტების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება.

მსჯავრდებულის მტკიცებით, მართალია, მას მსჯავრი დაედო 117,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანას“, უკანონო შეძენა - შესაშენახვისთვის და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად „ნედლი მარიხუანის“ დიდი ოდენობათ ითვლებოდა 100 გრამი, მაგრამ ამავე კანონში განხორციელებული 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების თანახმად, დიდ ოდენობად განისაზღვრა 140 გრამი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა არა კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულ ოდენობაზე და ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს 100 გრამამდე ნედლ მარიხუანაზე, რადგანაც ეს იყო ზღვრული ოდენობა, დღეის მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილება იგივე წესით უნდა გავრცელდეს 140 გრამამდე ნედლ მარიხუანაზეც. შესაბამისად, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის არგუმენტაციას, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ „ნედლი მარიხუანის“ სწორედ კონკრეტულ ოდენობაზე იმსჯელა მისი გასაღების პირობების შექმნის საფრთხიდან გამომდინარე და განმარტა, რომ 100 გრამამდე „ნედლი მარიხუანა“ არ მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობად, რომელიც თავისათავად ქმნის მისი გასაღების საფრთხეს. მსჯავრდებულისგან ამოღებული „ნედლი მარიხუანა“ კი 100 გრამზე მეტია.

გარდა ამისა, მსჯავრდებულ ს------------------ის ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე ვერ მოხდება იმ მიზეზითაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული, 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანისათვის დაწესებული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა გავიდა სსკ-ის 260-ე მუხლის შემადგენლობიდან და ახალი რეგულაციით მოექცა სსკ-ის 2731-ე მუხლის შემადგენლობაში, რაც გარკვეულწილად მსჯავრდებულის მდგომარეობას ამსუბუქებს.

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ს------------------ი მსჯავრდებულია დიდი ოდენობით - 117,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანას, უკანონო შეძენასა და შენახვისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლის მე-2 ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების მცენარე კანაფის ან ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნას, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით.

პალატა მიიჩნევს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც „ნედლი მარიხუანის“ დიდი ოდენობად განისაზღვრა 140 გრამზე მეტი ოდენობა, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ს------------------ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3.მსჯავრდებულ ს------ კ----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორასოცი)საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: გ. კახეთელიძე

 

ვ. ლომიძე