განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015699006 (3ბ/162-16)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 იანვარი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მა----–-----------–---–ი
წარმომადგენელი - ი-------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნუ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - იო-----------–----ი
მოპასუხე (მესამე პირი) - ეკ-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მა----–-----------–---–ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ში მდებარე 66 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე 11.10.2011წ. №8----------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა (ს/კ №0---------------) ეკ-----------------ის საკუთრების უფლება.
2.2. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 28.02.2014 წლის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ეკ-----------------ის მოთხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტერიტორიის მოპირკეთების მიზნით საჭირო სამუშაოები.
2.3. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილებით მოქალაქე ეკ-----------------ეს მიეცა თანხმობა განეხორციელებინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (№0---------------) წინ ბაქანისა და ლითონის სვეტების მოწყობა.
2.4. ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ში მდებარე 6-----.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე 07.02.2012წ. №8----------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა (ს/კ №0---------------) მ-----–------------–---–ის საკუთრების უფლება.
2.5. საქმეში წარმოდგენილი ინტერაქტიული რუკის ფრაგმენტით დგინდება, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი.
2.6. 2014 წლის 22 ოქტომბერს მა----–-----------–---–მა მიმართა ქ. თბილისის მერიას №1------------- ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 თებერვლის №-- ბრძანებით მა----–-----------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ,,1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
2.9. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. იმავე პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველ კლასს განეკუთვნება შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. დადგენილების 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილებით ეკ-----------------ეს მიეცა თანხმობა განეხორციელებინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №0---------------) წინ ბაქანისა და ლითონის სვეტების მოწყობა. საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები წარმოადგენს I კლასის მშენებლობას. ასეთი მშენებლობა წარმოებს ნებართვის გარეშე და საჭიროებს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მხრიდან დადასტურებას.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). (სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია). საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 28.02.2014 წლის №Q-------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ეკ-----------------ის მოთხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტერიტორიის მოპირკეთების მიზნით საჭირო სამუშაოები. შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიაზე საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დამკვეთის მიერ წარდგენილი იყო უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა. მოსარჩელის თანხმობა საჭირო არ იყო, ვინაიდან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.12. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამდენად, აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესების შელახვის ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ეკ-----------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი. შესაბამისად, მითითებული სამუშაოებით მოსარჩელეს ზიანი ვერ მიადგებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მა----–-----------–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 თებერვლის №-- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და N0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი. აპელანტის მითითებით, ამ ორ მიწის ნაკვეთს აქვთ ერთი და იგივე მისამართი - ა--------- ქუჩა N-- და თუ მათ არ აქვთ მომიჯნავე საზღვარი, რატომ აქვთ ერთი და იგივე მისამართი? აღნიშნული საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია, უფრო მეტიც, სასამართლომ არ გმაოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ N0--------------- მიწის ნაკვეთზე მთლიანად განთავსებულია 66.0 კვ.მ. ფართის ნაგებობა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მარცხენა მხრიდან ესაზღვრება N0--------------- სააკდასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მარჯვენა და წინა მხრიდან საზოგადოებრივი ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს სავალ გზას, აღნიშნულზე მოწყობიულია მარჯვენა მხარეს ნაგვის ბუნკერები, ხოლო წინა მხარეს მიწის ქვეშ გადის მიწისქვეშა კომუნიკაციები, ცენტრალური წყლის მილი, ცენტრალური კანალიზაცია, სანიაღვრე მილი.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში წერია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულიად უნდა გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნული ნორმის მითითებისა, აპელანტის აზრით, არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, სადავო ობიექტზე გაცემული თანხმობით ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება ერთი პირის სასარგებლოდ და უგულებელყო პირთა განსაზღვრული რაოდენობის ინტერესები. გასაჩივრებული აქტებით ზიანი ადგება მა----–-----------–---–ს, როგორც მესაკუთრის უფლებებს და ასევე ზიანი ადგება საჯარო ინტერესს, ვინაიდან სადავო ობიექტის მოწყობით შევიწროვდა სავალი და სამანქანო გზა, შემცირდა გზის გამტარუნარიანობა. ადგილი აქვს სახიფათო მოსახვევის წარმოშობას და შედეგად იქმნება ავტო საგზაო შემთხვევათა მოხდენის ალბათობა. აპელანტის მითითებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხდება N-- ავტობუსის მობრუნება, რაც არის საფრთხის შემცველი.
3.4. აპელანტის განმარტებით, ერთი მოქალაქის ეკ-----------------ის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხარჯზე საფრთხე ადგება პირთა განუსაზღვრელ რაოდენობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. თავად ეკ-----------------ე მის მიერ მერიაში შეტანილი განცხადებით ადასტურებს, რომ სადავო ობიექტი ყოველთვის წარმოადგენდა ავტოსაგზაო შემთხვევების ადგილს. მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის წინ, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე, ბაქნისა და ლითონის სვეტების მოწყობით ობიექტი კიდევ უფრო სახიფათო გახდა, რადგან კიდევ უფრო შევიწროვდა საზოგადოებრივი გზა. აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თანხმობა გასცა ისე, რომ არ განუხორციელებია აპელანტის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ მან ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა. სასამართლო გადაწყვეტილებაში კი წერია, რომ თანხმობა საჭირო არ იყო, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ეკ-----------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია სამეზობლო საზღვარი, შესაბამისად მას ზიანი ვერ მიადგებოდა. საქალაქო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით აპელანტის, როგორც მესაკუთრის, უფლებების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა.
3.5. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასაამრთლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 10 აპრილის N1------ გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რაც საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია. საქალაქო სასამართლომ კი აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობა არასრულია, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ში მდებარე 66 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე 11.10.2011წ. №8----------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა (ს/კ №0---------------) ეკ-----------------ის საკუთრების უფლება.
4.3. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 28.02.2014 წლის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ეკ-----------------ის მოთხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტერიტორიის მოპირკეთების მიზნით საჭირო სამუშაოები.
4.4. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილებით მოქალაქე ეკ-----------------ეს მიეცა თანხმობა განეხორციელებინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (№0---------------) წინ ბაქანისა და ლითონის სვეტების მოწყობა.
4.5. ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ში მდებარე 6-----.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე 07.02.2012წ. №8----------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა (ს/კ №0---------------) მ-----–------------–---–ის საკუთრების უფლება.
4.6. საქმეში წარმოდგენილი ინტერაქტიული რუკის ფრაგმენტით დგინდება, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი.
4.7. 2014 წლის 22 ოქტომბერს მა----–-----------–---–მა მიმართა ქ. თბილისის მერიას №1------------- ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 თებერვლის №-- ბრძანებით მა----–-----------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. იმავე პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველ კლასს განეკუთვნება შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. დადგენილების 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილებით ეკ-----------------ეს მიეცა თანხმობა განეხორციელებინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №0---------------) წინ ბაქანისა და ლითონის სვეტების მოწყობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები წარმოადგენს I კლასის მშენებლობას. ასეთი მშენებლობა წარმოებს ნებართვის გარეშე და საჭიროებს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მხრიდან დადასტურებას.
4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). (სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია). საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 28.02.2014 წლის №Q-------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ეკ-----------------ის მოთხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა--------ს ქ. №---ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტერიტორიის მოპირკეთების მიზნით საჭირო სამუშაოები. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საპროექტო ტერიტორიაზე საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დამკვეთის მიერ წარდგენილი იყო უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, მოსარჩელის თანხმობა კი არ იყო საჭირო, ვინაიდან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამდენად, აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. საქმის მასალების, მათ შორის, საქმეში არსებული ფოტოსურათების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესების შელახვის ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ეკ-----------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნიათ სამეზობლო საზღვარი. შესაბამისად, მითითებული სამუშაოებით მოსარჩელეს ზიანი ვერ მიადგებოდა. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს სადავო ობიექტის მოწყობით შევიწროვდა სავალი და სამანქანო გზა, შემცირდა გზის გამტარუნარიანობა, ადგილი აქვს სახიფათო მოსახვევის წარმოშობას და შედეგად იქმნება ავტო საგზაო შემთხვევათა მოხდენის ალბათობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალების, მათ შორის, საქმეში არსებული ფოტოსურათების შესწავლის საფუძველზე ასეთი რამ არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მა----–-----------–---–ს უარი მართებულად ეთქვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ სწორად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 თებერვლის №-- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №1------ გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა----–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე