განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100117002304540
საქმე №1ბ/159-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–-----------–--ის (საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხ-–----–------–----------------–ი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--–-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლისთ გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 15:10 საათზე, ხ-–----–-, პ--–----ს ქ----ს N--–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისა დროს, მ--–-----------–--ემ თავის დას, მ-------------–---ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მ--–-----------–--ემ მას ფიცარი თავის, მარცხენა მკლავის და ზურგის არეში დაარტყა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და აღნიშულის შედეგად, მ-------------–---მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით:
მ--–-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-- გ-----ემ და მ--–-----------–--ისთვის სასჯელის დამძიმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--–-----------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის ოქმების, ბრალდებულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ნივთიერი მტკიცებულების, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება ხ-–----ის რაიონული პროკურატური პროკურორის თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ მ--–-----------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ მ--–-----------–--ეს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.
ამასთან ააპელაციო პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი მ--–-----------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ--–-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ--–-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ფიცრის ნაჭერი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/