განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053113
ინსტანცია
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1ა/გ-150-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გი------------ძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით გი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

გი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გი------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

გი------------ძეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მსჯავრდებულ გი------------ძეს ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 5 დღე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით გი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გი------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან გი------------ძეს რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დარჩენილი 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

გი------------ძეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

გი------------ძეს ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში ბრალდებულის სახით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 10 მარტიდან 2015 წლის 13 მარტის ჩათვლით და თავისუფლების აღკვეთის სახით რეალურად მოსახდელად დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 30 აპრილიდან მსჯავრდებულის სახით ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებული გი------------ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, შეეცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა და გი------------ძეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი (სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 5 დღე);

გი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს №1/217-14 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს №1/217-14 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გი------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელიდან გი------------ძეს რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დარჩენილი 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ გი------------ძეს თავისუფლების აღკვეთის სახით რეალურად მოსახდელად დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 30 აპრილიდან, მასვე, ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 10 მარტიდან 2015 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 ოქტომბრის №09/10/01 განკარგულებით, სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, გი------------ძე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით გი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გი------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

გი------------ძეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2018 წლის 8 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გი------------ძემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გი------------ძის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით გი------------ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით გი------------ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი) ათასი ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებული გი------------ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, შეეცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა და გი------------ძეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი (სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 5 დღე);

გი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს №1/217-14 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გი------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელიდან გი------------ძეს რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დარჩენილი 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ გი------------ძეს თავისუფლების აღკვეთის სახით რეალურად მოსახდელად დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 30 აპრილიდან, მასვე, ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 10 მარტიდან 2015 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 ოქტომბრის №09/10/01 განკარგულებით, სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, გი------------ძე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით გი------------ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. (როგორც სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის წერილით დასტურდება, მსჯავრდებულ გი------------ძის მიერ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა 1000 ლარი გადახდილი აქვს).

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გი------------ძე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული გი------------ძე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული გი------------ძე უნდა გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

რაც შეეხება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულს, გი------------ძეს მსჯავრი დაედო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - AB-CHMINACA უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებაში სასამართლომ იმსჯელა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენებით დანიშნულ მხოლოდ ძირითად სასჯელებზე. ის გარემოება, რომ არ მომხდარა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით განსაზღვრული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით შეკრება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, არ ნიშნავს, რომ მსჯავრდებული გათავისუფლდა აღნიშნული სასჯელის მოხდისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გი------------ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გი------------ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენებში გი------------ძის მიმართ შევიდეს ცვლილება.

მსჯავრდებული გი------------ძე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, აღუდგეს ამ დანაშაულისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული გი------------ძე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული გი------------ძე გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული გი------------ძეს მოსახდელად დაურჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

რევაზ ნადარაია