განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210015001092348
საქმე №2ბ/139-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - აი--------------ი
წარმომადგენელი - ნუ-----------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - სა--------------------ა
მესამე პირის - სსიპ სო–---–------------------------------ო
წარმომადგენელი - თა--------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
აი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აი--------------ს უარი ეთქვა არასრულწლოვანი ბავშვების ფო-–--- და გუ-----------------ის საცხოვრებელი ადგილად მისი საცხოვრებელის განსაზღვრაზე. მოსარჩელეს აი--------------ს მიეცა უფლება იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვანი შვილების 2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ისა და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------თან. ურთიერთობის პირველი ექვსი თვის მანძილზე მამის აი--------------ის შეხვედრები შვილებთან გუ---------------თან და ფო-–--- მი-------თან განხორცილედეს ერთობლივად განსაზღვრულ დროსა და ადგილას სსიპ სო–---–------------------------------ოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მუშაკის თანდასწრებით, რათა მოხდეს მამასა და შვილებს შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
დასკვნები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. აი--------------ს და გუ-–----------------------ვს ჰყავთ ორი შვილი, 2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ი და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------ი.
2.2. არასრულწლოვანი ბავშვების ფო-–--- და გუ-----------------ის დედა გუ-–----------------------ვი გარდაიცვალა 2015 წლის 26 მარტს.
2.3. მშობლების დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვები გუ----- და ფო-–--- მი-------ები 2013 წლიდან იზრდებიან დედისეულ ოჯახში, ბებიის და ბიძის ოჯახში, სა---------ს რაიონი, სოფელი ლა----–--ში, ოჯახში არის ბავშვისათვის მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო.
2.4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე აი--------------ს არასრულწლოვანი შვილების - ფო-–--- მი-------ისა (დაბადებული 2009 წლის 22 თებერვალს) და გუ---------------ის (დაბადებული 2007 წლის 02 იანვარს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჯამში ორივე ბავშვზე 200 (ორასი) ლარის გადახდა, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2014 წლის 13 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. მოპასუხე აი--------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის გუ-–----------------------ვის კუთვნილი შემდეგი ნივთები: სარეცხი მანქანა ღირებული 150 (ასორმოცდაათი) ლარად და ბავშვის საწოლი ღირებული - 500 (ხუთასი) ლარად. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.5. 2016 წლის 12 იანვრის სო–---–------------------------------ოს სა---------ს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, მშობლების გუ-–---------------------ას და აი--------------ის დაშორების შემდეგ, ბავშვები ცხოვრობენ დედის ოჯახში, 2015 წლის მარტის თვეში გარდაიცვალა გუ-–----------------------ვა, მას შემდეგ ბავშვებზე ბებია სა--------------------ა და მისი შვილები ზრუნავენ.
არასრულწლოვანი გუ---------------ი ირიცხება სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ს საჯარო სკოლაში მესამე კლასში, ბავშვი სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია, ჩატარებული აქვს ასაკობრივი აცრები, საჭიროების შემთხევაში შეუძლია ისარგებლოს უბნის ექიმის მომსახურებით, ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. არასრულწლოვანი ფო-–--- მი-------ი ირიცხება სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ს საჯარო სკოლაში პირველ კლასში, ბავშვი სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია, ჩატარებული აქვს ასაკობრივი აცრები, საჭიროების შემთხევაში შეუძლია ისარგებლოს უბნის ექიმის მომსახურებით, ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. ბავშვებს აქვთ აქტიური სოციალური ურთიერთობები თანატოლებთან და მათ გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან, არ უჭირთ კონტაქტში შესვლა, ამჟამად ფო-–--- და გუ-----------------ი ცხოვრობენ ბებიასთან და ბიძებთან ერთად სოფელ ლა----–--ში, ოჯახს აქვს ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი დამხმარე ნაგებობებით, ოჯახის სანიტარულ-ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, განსაკუთრებით სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ ბავშვების მიმართ, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვის ძირითადი მოთხოვნები, ოჯახის უფროსი წევრები ყველანაირად ცდილობენ, რომ შეუქმნან ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის საჭირო პირობები. ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1900 ლარს, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, არიან სუფთად მოვლილები, აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური ჩასაცმელით, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი, ოჯახში ბავშვის საჭიროებები დამაკმაყოფილებელია.
აი--------------მა ყოფილ მეუღლესთან გუ-–----------------------ვასთან დაშორების შემდეგ, იქორწინა ზე------- მი-------აზე, მასთან ერთად ცხოვრობს სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ში, საკუთარ ორსართულიან კეთილმოწყობილ სახლში, საყოფაცხოვრებო და სანიტარული-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია, უსაფრთხო გარემოა, სახლის ნახევარში ცხოვრობს აი--------------ის ძმის ოჯახი, მოპოვებული ინფორმაციით ორივე ოჯახს შორის კარგი დამოკიდებულებაა, ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1200 ლარს, 1000 ლარი კერძო საქმიანობიდან და 200 ლარი ბავშვების პენსია მარჩენალ-გარდაცვლილის გამო. ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 2015 წლის 01 მაისიდან აი--------------მა დაინიშნა ბავშვების კუთვნილი პენსია მარჩენალ-გარდაცვლილის გამო, როგორც მან სოც. მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, პენსიის თანხას იყენებს პირადი საჭიროებისთვის, რადგან შვილები მასთან არ ცხოვრობენ, არ თვლის საჭიროდ, რომ მათი კუთვნილი თანხა უნდა მოხმარდეთ მის შვილებს, ამის შესახებ ბავშვები და მათი მზრუნველი პირები ინფორმაციას არ ფლობენ. აღნიშნული გარემოება სოციალაური მუშაკის აზრით, მიუთითებს აი--------------ის უპასუხისმგებლობაზე და მზრუნველობითი უნარ - ჩვევების არ ქონაზე. აი--------------ი დაჟინებით მოითხოვს, რომ ბავშვები მასთან ერთად ცხოვრობდნენ და აგრესიას გამოხატავს ყოფილი მეუღლის და მისი ოჯახის მიმართ. სამი წელია მამა ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს, იგი გარეგნულად გამოხატავს სითბოს მათ მიმართ. აი--------------ის მეუღლე ზე------- მი-------ა მზაობას გამოთქვამს იზრუნოს გერებზე, თუმცა რამდენად შეძლებს მათ მოვლას საეჭვოა, რადგან ფეხმძიმედაა და შვილს ელოდება, ასევე გაურკვეველია მოხდება თუ არა თავსებადობა დედინაცვალსა და ბავშვებს შორის, რაც შეეხება ბავშვებს ისინი განიცდიან შექმნილ ვითარებას და განსაკუთრებით დედის გარდაცვალებას. ბავშვებს არ სურთ მამასთან ცხოვრება და და ასევე ჯერ მზად არ არიან ურთიერთობა იქონიონ მამის მეუღლესთან, სა--------------------ა უარს არ აცხადებს რომ ბავშვებმა ურთიერთობა იქონიონ მამასთან, თუმცა არ სურს დაირღვეს ბავშვების უფლებები და მათ იცხოვრონ მშვიდ და მზრუნველ გარემოში.
2.6. 2016 წლის 21 მარტის მიმართვის საფუძველზე გუ----- და ფო-–--- მი-------ების შესახებ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ფო-–--- და გუ-----------------თან შეინიშნება ემოციური ტრამვები დედის დაკარგვასთან დაკავშირებით, რადგან დედა იყო ერთადერთი ვინც მათ ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, მამასა და შვილებს შორის ცუდი ემოციური კავშირია, ფო-–---ი განსაკუთრებით გამოირჩევა მამისადმი აგრესიული დამოკიდებულებით, მისი მისამართით ხშირად გაიძახის „მოკვდეს“, რაც შეეხება გუ-----ს, ის ნაკლებად კატეგორიულია, მამასთან მიმართებაში მან უფრო ადვილად შეძლო პოზიტიური მოვლენების გახსენება, თუმცა გაუჭირდა, შეხვედრაზე მამა მაქსიმალურად ცდილობდა გაეთვალისწინებინა ბავშვების სურვილი, მან თავიდან უარიც კი განაცხადა ბავშვებთა შეხვედრაზე, რადგან იცოდა, რომ ბავშვები მის მიმართ ცუდად იყვნენ განწყობილები, აღნიშნა, რომ არ უნდა ძალა დაატანოს მათ.
ბავშვებსა და მამას შორის ცუდი ემოციური კავშირია, მამის ქცევა სკოლაში, რომელზედაც ორივე ბავშვი საუბრობს, როგორც ფიზიკური ასევე ემოციურ ძალადობაზე მიუთითებს მამის მხრიდან, ასევე შეინიშნება ბავშვებზე ნეგატიური ზეგავლენა ოჯახის წევრებისგან, ფრაზები: „მამამ დედა მოკლა, მამა წამლებს არ ყიდულობდა დედისთვის“ და ამით მამის ავტორიტეტის შელახვა ასევე მატრამვირებელია ბავშვებისთვის და ხელს უშლის მათ პიროვნულ განვითარებას, ამასთან ართულებს მამასა და შვილების დაახლოებას. ბავშვების ცოდნის დონე არ შეესაბამება ასაკს, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია პედაგოგიური ხელმიშვებულობით, აქვთ ინტერესების ნაკლებობა, არც ერთი ბავშვი არ უყურებს ასაკის შესაბამის გადაცემებს, მხოლოდ იმ სერიალებით შემოიფარგლებიან, რასაც უფროსები უყურებენ. ფსიქოლოგის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია, რომ მამამ ნელ-ნელა აღადგინოს ურთიერთობა ბავშვებთან, რადგან ამჟამად ბავშვები მამის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები, იმ ოჯახმა სადაც ამ ეტაპზე ბავშვები იმყოფებიან, ხელი უნდა შეუწყოს მამის ავტორიტეტის აღდგენასა და მათ დაახლოებას ბიოლოგიურ მშობელთან, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების გარშემო იყოს ასაკის შესაფერისი გარემო, კითხულობდნენ და უყურებდნენ ასაკის შესაფერის წიგნებს და გადაცემებს.
2.7. სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოკითხულ იქნენ არასრულწლოვანი ბავშვები ფო-–--- და გუ-----------------ი. მათ გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ისინი ცხოვრობენ ბიძასთან, სადაც თავს გრძნობენ კარგად, მათზე ზრუნავს ბებია და ბიცოლა, ბიძა ყიდულობს მათთვის საჩუქრებს, ტანსაცმელს, იქ არ ეჩხუბებიან და კარგად უვლიან, მათ არ სურთ მამასთან წასვლა და მასთან ერთად ცხოვრება, რადგან მამა ექცეოდათ მათ ცუდად, როცა მასთან ცხოვრობდნენ, ცემდა და უყვიროდათ, არ ყიდულობდა მათთვის საჩუქრებს, არ ეთამაშებოდათ და არ ასეირნებდათ, მათ უვლიდათ დედა. გუ---------------მა დამატებით განაცხადა, რომ მამამ ერთხელ, როდესაც ოყო პირველ კლასში სკოლაში ცემა სხვების თანდასწრებით. მათ არ სურთ მამასთან ცხოვრება (სხდომის ოქმი 03.10.2016 წელი).
2.8. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა 06.05.2016 წელს მხარეთა შორის მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრებოდა ბებიის, სანამ თანრივერიდიევას საცხოვრებელი სახლი, მანამ სანამ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე არ დაადასტურებდნენ, რომ ბავშვების მამის სახლში გადასვლა არ გამოიწვევდა მათთვის ფსიქოლოგიურ ტრამვას. ამასთან, მამას აი--------------ს 6 თვის განმავლობაში ბავშვებთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა: პირველ ეტაპზე მამისა და შვილების შეხვედრა უნდა მომხდარიყო ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის თანდასწრებით. ბ) ერთი თვის მანძილზე აი--------------ს უნდა მიეკითხა შვილებისათვის სკოლაში, ხოლო შემდეგ მისცემოდა შესაძლებლობა კვირაში ორჯერ წაეყვანა თავის საცხოვრებელ სახლში სტუმრად, არა ღამისთევით. აი--------------ს დღემდე მიღებული ბავშვების კუთვნილი პენსია თვეში 200 ლარი უნდა შეეტანა მათ სადეპოზიტო ანგარიშზე.
აღნიშნულ მორიგების პირობებზე 2016 წლის 24 მაისს სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მოსარჩელე აი--------------მა, მან ასევე განაცხადა, რომ იმ ოჯახში არ უნდა, რომ დაბრუნდნენ ბავშვები და მას ურჩევნია ბავშვთა სახლში გადაიყვანონ ბავშვები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.05.2016 წელს მხარეთა შორის მორიგების აქტი;
- 2016 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
2.10. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
2.11. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
2.12. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
2.14. სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
2.15. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის კანონის ამ მოთხოვნებით და გუ---------------ს და ფო-–--- მი-------ს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი, სსიპ სო–---–------------------------------ოს სპეციალური თანამშრომელი.
2.16. ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
ზემოაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირეწლოვნობის გათვალისწინებით (2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ის და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------ის.) გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.
2.17. კანონის ამ მოთხოვნებიდან, არასრულწლოვანების კანონიერი წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, ასევვე თავად არასრულწლოვანი ბავშვების სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკითხვის შემდგომ, მათი მოსმენის შემდეგ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები, კერძოდ არასრულწლოვანი ბავშვები გუ----- (დაბადებული 02.01.2007) და ფო-–--- მი-------ები (დაბადებული 22.10.2009 წელი) 2013 იანვრის თვიდან წამოვიდნენ და იზრდებებიან დღემდე დედის გუ-–----------------------ვის (გარდაიცვალა 26.03.2015 წელს) ოჯახში ბებიის სა--------------------ას და ბიძის ოჯახში, სა---------ს რაიონი, სოფელი ლა----–--ში. ოჯახში არის ბავშვისათვის მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო. 2015 წლის მარტის თვეში გარდაიცვალა გუ-–----------------------ვა, მას შემდეგ ბავშვებზე ბებია, სა--------------------ა და მისი შვილები ზრუნავენ, გუ----- და ფო-–--- მი-------ები განათლებას იღებენ სა---------ს რაიონის სოფელ ლა----–--ს საჯარო სკოლაში, სადაც მათ დამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწერება აქვთ. ბავშვებს აქვთ აქტიური სოციალური ურთიერთობები თანატოლებთან და მათ გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან, არ უჭირთ კონტაქტში შესვლა, ამჟამად ფო-–--- და გუ-----------------ი ცხოვრობენ ბებიასთან და ბიძებთან ერთად სოფელ ლა----–--ში, ოჯახს აქვს ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი დამხმარე ნაგებობებით, ოჯახის სანიტარულ-ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, განსაკუთრებით სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ ბავშვების მიმართ, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვის ძირითადი მოთხოვნები, ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ადეკვატური საკვებით, არიან სუფთად მოვლილები, აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური ჩასაცმელით, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი, ოჯახში ბავშვის საჭიროებები დამაკმაყოფილებელია.
2.18. რაც შეეხება მოსარჩელეს, აი--------------ს მან სასამართლოს მიმართა 2015 წლის 11 სექტემბერს. იგი მეუღლესთან ზე------- მი-------ასთან ერთად ცხოვრობს სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ში, საკუთარ ორსართულიან კეთილმოწყობილ სახლში, საყოფაცხოვრებო და სანიტარული-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია, უსაფრთხო გარემოა, სახლის ნახევარში ცხოვრობს აი--------------ის ძმის ოჯახი, მოპოვებული ინფორმაციით ორივე ოჯახს შორის კარგი დამოკიდებულებაა, ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1200 ლარს, 1000 ლარი კერძო საქმიანობიდან და 200 ლარი ბავშვების პენსია მარჩენალ-გარდაცვლილის გამო. ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 2015 წლის 01 მაისიდან აი--------------მა დაინიშნა ბავშვების კუთვნილი პენსია მარჩენალ-გარდაცვლილის გამო. დადგენილია, რომ მამა აღნიშნულ თანხას არ ახმარს შვილებს რადგან ისინი მასთან არ ცხოვრობენ. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე აი--------------ის არასრულწლოვანი შვილების - ფო-–--- მი-------ისა (დაბადებული 2009 წლის 22 თებერვალს) და გუ---------------ის (დაბადებული 2007 წლის 02 იანვარს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჯამში ორივე ბავშვზე 200 (ორასი) ლარის გადახდა. აი--------------ს არ გადაუხდია შვილებისათვის ალიმეტი, მისივე განმარტებით მას არ ქონდა შესაბამისი შემოსავალი, რომ გადაეხადა ალიმენტი. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს აი--------------ის უყურადღებობაზე ბავშვების მიმართ, კერძოდ იგი ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს არ ეხმარებოდა.
ამასთან სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მამას სურს ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვებთან თუმცა იგი ვერ აცნობიერებს, რომ მის მიერ ბავშვების მასთან ბავშვების ნების საწინააღმდეგოდ წაყვანა ფსიქოლოგიურ ტრამვას მიაყენებს არასრულწლოვან ბავშვებს.
2.19. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფო-–--- და გუ-----------------თან შეინიშნება ემოციური ტრავმები დედის დაკარგვასთან დაკავშირებით, რადგან დედა იყო ერთადერთი ვინც მათ ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, ბავშვებსა და მამას შორის ცუდი ემოციური კავშირია, მამის ქცევა სკოლაში, რომელზედაც ორივე ბავშვი საუბრობს, როგორც ფიზიკური ასევე ემოციურ ძალადობაზე მიუთითებს მამის მხრიდან. ასევე შეინიშნება ბავშვებზე ნეგატიური ზეგავლენა ოჯახის წევრებისგან, ბებიის ოჯახისგან.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილი დასკვნით ასევე სასამართლოს სხდომაზე გუ----- და ფო-–--- მი-------ების გამოკითხვისას დადგინდა, რომ ბავშვებსა და მამას შორის ცუდი ემოციური კავშირია, ბავშვებს კატეგორიულად არ სურთ მამასთან ცხოვრება და აღნიშნული ბავშვებმა აშკარად გამოხატეს სასამართლო სხდომაზე. ასევე გაურკვეველია მოხდება თუ არა თავსებადობა დედინაცვალსა და ბავშვებს შორის, რაც შეეხება ბავშვებს ისინი განიცდიან შექმნილ ვითარებას და განსაკუთრებით დედის გარდაცვალებას. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დედისეულ ოჯახში უკვე 3 წელია ცხოვრობენ და იქ თავს გრძნობენ დაცულად, ასევე მათივე განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დედისეულ ოჯახში ბავშვები ცხოვრობენ მათთვის კომფორტულ გარემოში.
ამასთან სასამართლო პროცესებზე მამამ აი--------------მა განაცხადა, რომ ბავშვები იზრდებიან არასაიმედო გარემოში, თუმცა მან ამის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ ვითარებაში, ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მათი იძულება დატოვონ დედისეული ოჯახი, სასამართლოს დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით გაუმართლებელია. შესაბამისად სასამართლომ, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ უნდა იქნეს გატარებული მოსამზადებელი ღონისძიებები, რომელიც მიზნად დაისახავს არასრულწლოვან ბავშვებსა და მათ გაუცხოებულ მამას შორის ურთიერთობების აღდგენაში დახმარების აღმოჩენას რაც თავდაპირველად შესაძლებელია გამოიხატოს ბავშვებსა და მამას შორის ფსიქოლოგის მონაწილეობით შეხვედრებში.
შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გააუარესოს უკვე სტრესული მდგომარეობა. შესაბამისდ ბავშვების მათ მამასთან შეგუება უნდა მოხდეს ბუნებრივად.
2.20. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დავალებით მოხდა შეხვედრის ორგანიზება ბავშვებსა და მათ მამას შორის, თუმცა აღნიშნულ შეხვედრებზე შემდგომში თავად მოსარჩელემ აი--------------მა უარი განაცხადა, ასევე უარი განაცხადა მან 2016 წლის 05 მაისს შედგენილ მორიგებაზე, რომელიც ასევე ითვალისწინებდა თავდაპირველად მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის აღდგენას.
ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის, ვინაიდან ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ მამაზე, მნიშვნელოვანია იყვნენ დედისეულ ოჯახში ბებიასთან სა--------------------ასთან.
2.21. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათავალისწინებით სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ის და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო მამის - აი--------------ის საცხოვრებელი ადგილი სა---------ს რაიონი, სოფელი თუ-–---ი. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, რომ აღდგეს შვილებსა და მამას შორის ურთიერთობა - მამას აი--------------ს უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვანი შვილების 2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ისა და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------თან. ურთიერთობის პირველი ექვსი თვის მანძილზე მამის აი--------------ის შეხვედრები შვილებთან გუ---------------თან და ფო-–--- მი-------თან განხორცილდეს ერთობლივად განსაზღვრულ დროსა და ადგილას სსიპ სო–---–------------------------------ოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მუშაკის თანდასწრებით, რათა მოხდეს შვილებსა და მამას შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბებია და ბიძები უკრძალავდნენ აპელანტს შვილების ნახვას. სასამართლომ მას შეუზღუდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები. სსკ-ის 1202-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბებიას კი არა მშობელსაც კი, რომელთანაც შვილი ცხოვრობს უფლება არა აქვს შეუზღუდოს მეორე მშობელს უფლება-მოვალეობები. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ 6 თვეს, აპელანტისა და ბავშვების დაახლოების შესახებ, იმ სახლში, სადაც მის შვილებს უხდებათ ცხოვრება, ბებია და ბიძები აშინებენ მამის სახელის ხსენებითაც კი, ბავშვებს ეუბნებიან თითქოს მან მოკლა მათი დედა. ფაქტიურად ამახინჯებენ ბავშვების ფსიქიკას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. აი--------------ს და აწ გარდაცვლილ გუ-–----------------------ვს ჰყავთ ორი შვილი, 2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ი და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------ი.
4.2. არასრულწლოვანი ბავშვების ფო-–--- და გუ-----------------ის დედა - გუ-–----------------------ვი გარდაიცვალა 2015 წლის 26 მარტს.
4.3. მშობლების დაშორების შემდეგ, 2013 წლიდან, არასრულწლოვანი ბავშვები გუ----- და ფო-–--- მი-------ები იზრდებიან დედის ოჯახში, ბებიასა და ბიძასთან, სა---------ს რაიონში, სოფელი ლა----–--ში.
4.4. 2016 წლის 12 იანვრის სო–---–------------------------------ოს სა---------ს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი გუ---------------ი ირიცხება სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ს საჯარო სკოლაში მესამე კლასში, ბავშვი სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია, ჩატარებული აქვს ასაკობრივი აცრები, საჭიროების შემთხევაში შეუძლია ისარგებლოს უბნის ექიმის მომსახურებით, ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. არასრულწლოვანი ფო-–--- მი-------ი ირიცხება სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ს საჯარო სკოლაში პირველ კლასში, ბავშვი სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია, ჩატარებული აქვს ასაკობრივი აცრები, საჭიროების შემთხევაში შეუძლია ისარგებლოს უბნის ექიმის მომსახურებით, ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. ბავშვებს აქვთ აქტიური სოციალური ურთიერთობები თანატოლებთან და მათ გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან, არ უჭირთ კონტაქტში შესვლა, ამჟამად ფო-–--- და გუ-----------------ი ცხოვრობენ ბებიასთან და ბიძებთან ერთად სოფელ ლა----–--ში, ოჯახს აქვს ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი დამხმარე ნაგებობებით, ოჯახის სანიტარულ-ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, განსაკუთრებით სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ ბავშვების მიმართ, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვის ძირითადი მოთხოვნები, ოჯახის უფროსი წევრები ყველანაირად ცდილობენ, რომ შეუქმნან ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის საჭირო პირობები. ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1900 ლარს, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, არიან სუფთად მოვლილები, აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური ჩასაცმელით, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი, ოჯახში ბავშვის საჭიროებები დამაკმაყოფილებელია. აი--------------მა ყოფილ მეუღლესთან გუ-–----------------------ვასთან დაშორების შემდეგ, იქორწინა ზე------- მი-------აზე, მასთან ერთად ცხოვრობს სა---------ს რაიონის, სოფელ ლა----–--ში, საკუთარ ორსართულიან კეთილმოწყობილ სახლში, საყოფაცხოვრებო და სანიტარული-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია, უსაფრთხო გარემოა, სახლის ნახევარში ცხოვრობს აი--------------ის ძმის ოჯახი, მოპოვებული ინფორმაციით ორივე ოჯახს შორის კარგი დამოკიდებულებაა, ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1200 ლარს, 1000 ლარი კერძო საქმიანობიდან და 200 ლარი ბავშვების პენსია მარჩენალ-გარდაცვლილის გამო. ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 2015 წლის 01 მაისიდან აი--------------მა დაინიშნა ბავშვების კუთვნილი პენსია მარჩენალ-გარდაცვლილის გამო, როგორც მან სოც. მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, პენსიის თანხას იყენებს პირადი საჭიროებისთვის, რადგან შვილები მასთან არ ცხოვრობენ, არ თვლის საჭიროდ, რომ მათი კუთვნილი თანხა უნდა მოხმარდეთ მის შვილებს, ამის შესახებ ბავშვები და მათი მზრუნველი პირები ინფორმაციას არ ფლობენ. აღნიშნული გარემოება სოციალაური მუშაკის აზრით, მიუთითებს აი--------------ის უპასუხისმგებლობაზე და მზრუნველობითი უნარ - ჩვევების არ ქონაზე. აი--------------ი დაჟინებით მოითხოვს, რომ ბავშვები მასთან ერთად ცხოვრობდნენ და აგრესიას გამოხატავს ყოფილი მეუღლის და მისი ოჯახის მიმართ. სამი წელია მამა ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს, იგი გარეგნულად გამოხატავს სითბოს მათ მიმართ. აი--------------ის მეუღლე ზე------- მი-------ა მზაობას გამოთქვამს იზრუნოს გერებზე, თუმცა რამდენად შეძლებს მათ მოვლას საეჭვოა, რადგან ფეხმძიმედაა და შვილს ელოდება, ასევე გაურკვეველია მოხდება თუ არა თავსებადობა დედინაცვალსა და ბავშვებს შორის, რაც შეეხება ბავშვებს ისინი განიცდიან შექმნილ ვითარებას და განსაკუთრებით დედის გარდაცვალებას. ბავშვებს არ სურთ მამასთან ცხოვრება და და ასევე ჯერ მზად არ არიან ურთიერთობა იქონიონ მამის მეუღლესთან, სა--------------------ა უარს არ აცხადებს რომ ბავშვებმა ურთიერთობა იქონიონ მამასთან, თუმცა არ სურს დაირღვეს ბავშვების უფლებები და მათ იცხოვრონ მშვიდ და მზრუნველ გარემოში (ტ.І, ს.ფ.130-131).
4.5. გუ----- და ფო-–--- მი-------ების შესახებ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ფო-–--- და გუ-----------------თან შეინიშნება ემოციური ტრამვები დედის დაკარგვასთან დაკავშირებით, რადგან დედა იყო ერთადერთი ვინც მათ ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, მამასა და შვილებს შორის ცუდი ემოციური კავშირია, ფო-–---ი განსაკუთრებით გამოირჩევა მამისადმი აგრესიული დამოკიდებულებით, მისი მისამართით ხშირად გაიძახის „მოკვდეს“, რაც შეეხება გუ-----ს, ის ნაკლებად კატეგორიულია, მამასთან მიმართებაში მან უფრო ადვილად შეძლო პოზიტიური მოვლენების გახსენება, თუმცა გაუჭირდა, შეხვედრაზე მამა მაქსიმალურად ცდილობდა გაეთვალისწინებინა ბავშვების სურვილი, მან თავიდან უარიც კი განაცხადა ბავშვებთა შეხვედრაზე, რადგან იცოდა, რომ ბავშვები მის მიმართ ცუდად იყვნენ განწყობილები, აღნიშნა, რომ არ უნდა ძალა დაატანოს მათ. ბავშვებსა და მამას შორის ცუდი ემოციური კავშირია, მამის ქცევა სკოლაში, რომელზედაც ორივე ბავშვი საუბრობს, როგორც ფიზიკური ასევე ემოციურ ძალადობაზე მიუთითებს მამის მხრიდან, ასევე შეინიშნება ბავშვებზე ნეგატიური ზეგავლენა ოჯახის წევრებისგან, ფრაზები: „მამამ დედა მოკლა, მამა წამლებს არ ყიდულობდა დედისთვის“ და ამით მამის ავტორიტეტის შელახვა ასევე მატრამვირებელია ბავშვებისთვის და ხელს უშლის მათ პიროვნულ განვითარებას, ამასთან ართულებს მამასა და შვილების დაახლოებას. ბავშვების ცოდნის დონე არ შეესაბამება ასაკს, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია პედაგოგიური ხელმიშვებულობით, აქვთ ინტერესების ნაკლებობა, არც ერთი ბავშვი არ უყურებს ასაკის შესაბამის გადაცემებს, მხოლოდ იმ სერიალებით შემოიფარგლებიან, რასაც უფროსები უყურებენ. ფსიქოლოგის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია, რომ მამამ ნელ-ნელა აღადგინოს ურთიერთობა ბავშვებთან, რადგან ამჟამად ბავშვები მამის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები, იმ ოჯახმა სადაც ამ ეტაპზე ბავშვები იმყოფებიან, ხელი უნდა შეუწყოს მამის ავტორიტეტის აღდგენასა და მათ დაახლოებას ბიოლოგიურ მშობელთან, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების გარშემო იყოს ასაკის შესაფერისი გარემო, კითხულობდნენ და უყურებდნენ ასაკის შესაფერის წიგნებს და გადაცემებს (ტ. І, 155-159).
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოკითხულ იქნენ არასრულწლოვანი ბავშვები ფო-–--- და გუ-----------------ი. მათ გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ისინი ცხოვრობენ ბიძასთან, სადაც თავს გრძნობენ კარგად, მათზე ზრუნავს ბებია და ბიცოლა, ბიძა ყიდულობს მათთვის საჩუქრებს, ტანსაცმელს, იქ არ ეჩხუბებიან და კარგად უვლიან, მათ არ სურთ მამასთან წასვლა და მასთან ერთად ცხოვრება, რადგან მამა ექცეოდათ მათ ცუდად, როცა მასთან ცხოვრობდნენ, ცემდა და უყვიროდათ, არ ყიდულობდა მათთვის საჩუქრებს, არ ეთამაშებოდათ და არ ასეირნებდათ, მათ უვლიდათ დედა. გუ---------------მა დამატებით განაცხადა, რომ მამამ ერთხელ, როდესაც ოყო პირველ კლასში სკოლაში ცემა სხვების თანდასწრებით. მათ არ სურთ მამასთან ცხოვრება (სხდომის ოქმი 03.10.2016 წელი).
4.7. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ იქნენ არასრულწლოვანი ბავშვები ფო-–--- და გუ-----------------ი. მათი განმარტებით, მათზე ზრუნავს ბებია და ბიძა. ისინი ყიდულობენ მათ ტანსაცმელებს და უვლიან მათ. მათ არ სურთ მამასთან ცხოვრება, რადგან ის ცუდად ექცეოდა მათ დედას, არ ყიდულობდა მას წამლებს (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.8. უდავოა, რომ გუ----- და ფო-–--- მი-------ები საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ სწავლას აგრძელებენ მუსულმანურ რელიგიურ პანსიონში „მე------ში“ (იურიდიული სტატუსი არ გააჩნია), სადაც სწავლობენ რელიგიურ საგნებს („ყურანს“, „ნამაზს“, „აზანს“ და მათი წაკითხვის მეთოდიკას). მხარეთა განმარტებებით და არასრულწოვნების გამოკითხვით დასტურდება, რომ მოპასუხე არასრულწლოვან გუ----- და ფო-–--- მი-------ებს ხშირად (ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაშიც კი) ღამისთევით ტოვებდა აღნიშნულ სასწავლებელში (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე წლოვანობის გათვალისწინებით (2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ის და 2009 წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------ის) გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასწრულწლოვნების დედა გარდაცვლიალია და მათ ჰყავთ ერთადერთი ბიოლოგიური მშობელი - მამა, რომელსაც სურს მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა მასთან იცხოვრონ.
სააპელაციო პალატას ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად მიაჩნია მათი საცხოვრებლად დატოვება ბებიასთან, რომელიც მიუხედავად ბავშვების მცირეწლოვანი ასაკისა, მათ ღამისთევით (ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაშიც კი) ტოვებს იურიდიული სტატუსის არმქონე, რელიგიურ პანსიონში „მე------ში“, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, მათი პიროვნული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ისინი იზრდებოდნენ ოჯახურ გარემოეში, სადაც იგრძნობენ სითბოს და სიყვარულს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, უდავოდ დგინდება, რომ ბავშვები ფაქტობრივად ცხოვრობენ და იზრდებიან რელიგიურ პანსიონში, რაც პალატის მოსაზრებით, ბავშვების განვითარებისთვის და მათი საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებისთვის საფრთხის შემცველია.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბავშვების გამოკითხვისას მათ მიერ მიცემულ განმარტებებზე, რომლებითაც პალატას შეექმნა რწმენა, რომ ბავშვებსა და ბებიას შორის მყარი ემოციური კავშირი არ არსებობს. ბავშვები მხოლოდ საუბრობენ იმაზე, რომ ბებია მათზე მატერიალურად ზრუნავს, თუმცა არცერთი მათგანს არ უთქვამს, რომ ბებია მათ ეფერება, ექცევა თბილად და რომ ბებია ძალიან უყვართ. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ფსიქოლოგის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, შეინიშნება ბავშვებზე ნეგატიური ზეგავლენა ბებიის ოჯახის წევრებისგან, ფრაზები: „მამამ დედა მოკლა, მამა წამლებს არ ყიდულობდა დედისთვის“ და ამით მამის ავტორიტეტის შელახვა ასევე მატრამვირებელია ბავშვებისთვის და ხელს უშლის მათ პიროვნულ განვითარებას, ართულებს მამასა და შვილების დაახლოებას. ბავშვების ცოდნის დონე არ შეესაბამება ასაკს, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია პედაგოგიური ხელმიშვებულობით, აქვთ ინტერესების ნაკლებობა, არც ერთი ბავშვი არ უყურებს ასაკის შესაბამის გადაცემებს, მხოლოდ იმ სერიალებით შემოიფარგლებიან, რასაც უფროსები უყურებენ. ფსიქოლოგის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია, რომ მამამ ნელ-ნელა აღადგინოს ურთიერთობა ბავშვებთან, რადგან ამჟამად ბავშვები მამის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები, იმ ოჯახმა სადაც ამ ეტაპზე ბავშვები იმყოფებიან, ხელი უნდა შეუწყოს მამის ავტორიტეტის აღდგენასა და მათ დაახლოებას ბიოლოგიურ მშობელთან, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების გარშემო იყოს ასაკის შესაფერისი გარემო, კითხულობდნენ და უყურებდნენ ასაკის შესაფერის წიგნებს და გადაცემებს.
4.10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვან შვილებსა და მამას შორის ცუდი ემოციური კავშირია, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილზე გადასვლა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც აღდგება შვილებსა და მამას შორის ურთიერთობა. ამისთვის კი აუცილებელია დადგინდეს არასრულწლოვნების მამასთან შეჩვევის პერიოდი, კერძოდ კი, მამას აი--------------ს უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან გუ---------------თან და ფო-–--- მი-------თან. ურთიერთობის პირველი ექვსი თვის მანძილზე მამის აი--------------ის შეხვედრები შვილებთან გუ---------------თან და ფო-–--- მი-------თან უნდა განხორცილდეს ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 16:00 საათიდან 18 საათამდე და პარასკევს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე სსიპ სო–---–------------------------------ოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მუშაკის თანდასწრებით, რათა მოხდეს მამასა და შვილებს შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში კი, აი--------------ს უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა ბავშვებთან ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე და პარასკევს 18:00 საათიდან შაბათს 18:00 საათამდე (წაყვანის უფლებით).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აი--------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება აი--------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აი--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. აი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. არასრულწლოვანი ბავშვების ფო-–--- და გუ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - აი--------------ის საცხოვრებელი ადგილი მას შემდეგ, რაც მოხდება ბავშვების მამასთან შეჩვევა.
5. მამის არასრუწლოვან შვილებთან შეჩვევის მიზნით, აი--------------ს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან 2007 წლის 02 იანვარს დაბადებული გუ---------------ისა და 2009 წლის წლის 22 თებერვალს დაბადებული ფო-–--- მი-------თან შემდეგი პირობებით:
5.1. ურთიერთობის პირველი ექვსი თვის მანძილზე მამის აი--------------ის შეხვედრები შვილებთან გუ---------------თან და ფო-–--- მი-------თან განხორციელდეს ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 16:00 საათიდან 18 საათამდე და პარასკევს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე სსიპ სო–---–------------------------------ოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მუშაკის თანდასწრებით, რათა მოხდეს მამასა და შვილებს შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
5.2. შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში აი--------------ს მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა ბავშვებთან ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე და პარასკევს 18:00 საათიდან შაბათს 18:00 საათამდე (წაყვანის უფლებით).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი