განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2018
საქმის ნომერი
140100117002194691
ინსტანცია
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100117002194691 - 1ბ/153-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

5 მარტი 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ-----–-------–---–ი

 

მსჯავრდებული: მ--–-----–---------ი (პირადი ნომერი: №5----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: გ---------–-------------–-----------–---;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 1(ერთი) თვის და 25(ოცდახუთი) დღის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--–-----–---------მა და ითხოვა მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–-----–---------მა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. გ---------–-------------–-----------–--- №--ში, ყოფილ მეუღლეს - ნ-----------ეს ხელი ძლიერად ჰკრა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ნ-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–-----–---------მა. ქ-------–-----–-------------–-----------–---ში, ქვა ჩაარტყა თავში ყოფილ მეუღლეს - ნ-----------ეს, რის შედეგადაც ნ-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახური ძალადობა - ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 28 ივნისის ეპიზოდი):

 

დაზარალებულ ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქალაქ გორში, ე-–-------------–-----------–---ში. 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მ--–-----–---------თან და ცხოვრობდნენ ერთობლივად შეძენილ სახლში. 2017 წლის 28 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, ბანაობდა და კარები დაკეტილი ჰქონდა, რა დროსაც მასთან შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–-----–---------ი და დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, თუ რატომ ჰქონდა დაკეტილი კარები და ვინ ჰყავდა სახლში. მ--–-----–---------მა მას ხელი ჰკრა, რის გამოც იგი წაიქცა, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება კისრის არეში. ხოლო 2017 წლის 29 ივნისს, საღამო ხანს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–-----–---------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი გამოერიდა და წავიდა მისი მშობლების სახლში. ტირილით მივიდა მამასთან ს--------------ესთან და უთხრა რაშიც იყო საქმე. მ--–-----–---------ი გამოეკიდა და კვლავ განაგრძობდა შეურაცხყოფის მიყენებას. ეს უკანასკნელი მივიდა მათთან და მისი მიმართულებით იწევდა საცემრად, ხოლო თვითონ ეფარებოდა მამას. მ--–-----–---------მა აიღო ქვა ხელში, ხოლო მამამისმა როდესაც დაინახა რომ აპირებდა ქვის ჩარტყმას, ხელი აუკრა, თუმცა ქვა მაინც მოხვდა თავში, რა დროსაც მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მ--–-----–---------ი მანამდეც ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. ბოლო შემაკავებელი ორდერი გამოწერილი იყო აღნიშნულ ფაქტამდე 2 თვით ადრე.

 

მოწმის ს--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული ნ-----------ე მისი შვილია. ნ-----------ე და მ--–-----–---------ი 11 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. 2017 წლის 29 ივნისს, საღამოს ეზოს გარეთ იჯდა და ისვენებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ნ-----------ე და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–-----–---------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათთან მალევე მივიდა მ--–-----–---------ი და დაიწყო ორივეს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. იგი იდგა მისი შვილისა და მ--–-----–---------ს შორის, ამ უკანასკნელმა აიღო ქვა და მოიქნია მისი შვილის მიმართულებით, მან ხელი შეუშალა მ--–-----–---------ს, მთელი ძალით ქვა ჩაერტყა ნ-----------ისათვის, თუმცა ქვის ქიმი მაინც მოხვდა. მოწმის ჩვენებით დადგენილია, 11 წლის განმავლობაში მის შვილს ხშირად აყენებდა მ--–-----–---------ი შეურაცყოფას.

 

2017 წლის 29 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. გ---------–-------------–-----------–---ში.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ მ--–-----–---------ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2017 წლის 29 ივნისს 23:15 საათზე.

 

2017 წლის 30 ივნისის სასამართლო-სამედიცინო №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე, ნაჭდევი გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2017 წლის 28 ივნისის თარიღს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით მ--–-----–---------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მ--–-----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით დადგენილია, რომ მ--–------------ეს მსჯავრი დაედო ოჯახის წევრის მიერ მეორის - ნ-----------ის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოწევია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: პ-----------–--ემ, გამომძიებლებმა: დ--------------–-–--–მა, მ-----–-------ემ, ა-----–---–--–---–მა, შ-------------–---–მა და გ----------------–-–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--–-----–---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ--–-----–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, დაზარალებული არ არის მისი მეუღლე, მისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. კერძოდ, დაზარალებულ ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 და 29 ივნისს მსჯავრდებულმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, 28 ივნისს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ხელი ჰკრა, რის გამოც იგი გადავარდა და ტკივილი განიცადა კისრის არეში, ხოლო 29 ივნისს ქვა ჩაარტყა თავში, რასაც შეესწრო მამამისი - ს--------------ე, რომლის ჩვენებაც, 2017 წლის 29 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის ზემო არეში, ნაჭდევი გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2017 წლის 28 ივნისის თარიღს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაუდენია ოჯახური დანაშაული და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის შესაბამისად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი ითვლება ოჯახის წევრად. დაზარალებულ ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--–-----–---------ი არის მისი ქმარი, რომელთანაც 11 წლის განმავლობაში იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწეოდა ერთიან მეურნეობას, მათ თანაცხოვრების პერიოდში ააშენეს სახლში და ცხოვრობდნენ იქ ერთად. აღნიშნული დადასტურებულია ასევე მოწმე ს--------------ის ჩვენებით, თვით მსჯავრდებულ მ--–-----–---------ის ჩვენებით და გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის და 2015 წლის 9 ივნისის განაჩენებით, რითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულ მ--–-----–---------სა და ბრალდების მხარეს შორის და რითაც მას მსჯავრი დაედო სწორედ ოჯახის წევრის - ნ-----------ის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისათვის.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--–-----–---------მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–-----–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

მ--–-----–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს მის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ მ--–-----–---------ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა მკაცრი სასჯელი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული ქმედებისათვის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატა ეთანხმება.

 

ამავე დროს, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ--–---- შ---------ისათვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

საქართველოს სსკ-ის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოდს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულში, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ--–-----–---------ი, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის მსჯავრდებულ იქნა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისს განაჩენით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, რისთვისაც იგი მსჯავრდებულია, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, ჩაიდინა 2017 წლის 28 და 29 ივნისს, ანუ პირველ საქმეზე განაჩენის დადგენამდე.

 

ამდენად, პალატას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა მ--–-----–---------მა განსახილველი განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის დადგენამდე, ამასთან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მიაჩნია რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენში, მ--–-----–---------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ--–-----–---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მ--–-----–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მ--–-----–---------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) თვის და 25(ოცდახუთი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მ--–-----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მ--–-----–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 ივნისიდან. მასვე ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით ჩათვლილი პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 22 ივლისის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი