განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
120100117002159528
ინსტანცია
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002159528

საქმე #1ბ/157-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №013220917001), ფ--------------–--ის, დაბადებულის 198- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, განათლების არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ--–----------------------------–----------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ--------------–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 სექტემბერს, ფ--------------–--ემ, ადიგენის რაიონის ე.წ. „ჯაზიგოლი“-ს მთის საზაფხულო ბინების ტერიტორიაზე, მეზობლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცოლ-ქმარ ვ-–---------–------ესა და მ----------ეს საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ვ-–---------–------ეს სახისა და ტანის არეში ხელისა და ფეხის არაერთი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფ--------------–--ემ ასევე სახისა და ტანის არეში ხელისა და ფეხის არაერთხელ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ქმრის დასახმარებლად მისულ მ----------ეს, რომელმაც ცემის შედეგად ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

 

ფ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.

 

ფ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაინული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას ფ--------------–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ფ--------------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ფ--------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების - ვ-–---------–------ისა და მ----------ის გამოკითხვის ოქმების, მოწმეების - მ-------–------ის, ვ--–----------–--ის, შ---------------–--ის, რ----–-------–--–--ის, ი-–---–--–--ის გამოკითხვის ოქმების, ფ--------------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებით და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ფ--------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ფ--------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ფ--------------–--ის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. ამასთანავე, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ფ--------------–--ე მომავალშიც ჩაიდენს ძალადობრივი ხასიათის განზრახ დანაშაულს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ--------------–--ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ფ--------------–--ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ფ--------------–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ფ--------------–--ე მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის განზრახ დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ფ--------------–--ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. სააპელაციო პალატა პროკურორის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, აგრეთვე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული და სამართალთან შორს მყოფი მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ფ--------------–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ფ--------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე აღნიშნული კი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას. გარდა ამისა, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ფ--------------–--ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 220 (ორას ოცი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ფ--------------–--ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ფ--------------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ--------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ფ--------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ფ--------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ფ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც არ იყო უზრუნველყოფილი, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე