განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2018
საქმის ნომერი
330310017001882091
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2087-17

საქმე № 330310017001882091

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე

 

აპელანტი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – ზ------ ი--–---–ი

 

დავის საგანი- ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ზ------ ი--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზ------ ი--–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი №3--- გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ------ ი--–---–ისათვის გადასაცემად. აღნიშნული წერილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2014 წლის 11 აპრილის №MCLA 7---------- წერილით გადაგზავნილი, ზ------ ი--–---–ის განცხადების (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 14.04.14) პასუხად ეცნობა, რომ მისი 2014 წლის 04 მარტის განცხადება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 04.03.14), რომელშიც იგი ითხოვდა სექსუალური უმცირესობების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, განსახილველად გადაეცა სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) და მისი განხილვის შედეგები ზ------ ი--–---–ს ეცნობა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილით. 2014 წლის 14 აპრილის №3--- წერილს დანართის სახით ერთვოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი, ზ------ ი--–---–ის 2014 წლის 4 მარტის განცხადებისა და სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილი.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების შტამპი, თარიღის - 15.04.2014წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №1------ის მითითებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მუხლით დაცული მიმოწერის ხელშეუხებლობა უზრუნველყოფს, გამოირიცხოს ადამიანის კერძო სფეროში სხვა პირთა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობა. აღნიშნული მუხლით დაცული უფლება ვრცელდება ნებისმიერ პირზე და აქედან გამომდინარე მითითებული უფლებები უზრუნველყოფილია ყველა პირისათვის მისი მოქალაქეობრივი თუ სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.

 

კერძოდ, 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი №3--- გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ------ ი--–---–ისათვის გადასაცემად. აღნიშნული წერილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2014 წლის 11 აპრილის №MCLA 7---------- წერილით გადაგზავნილი, ზ------ ი--–---–ის განცხადების (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 14.04.14) პასუხად ეცნობა, რომ მისი 2014 წლის 04 მარტის განცხადება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 04.03.14), რომელშიც იგი ითხოვდა სექსუალური უმცირესობების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, განსახილველად გადაეცა სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) და მისი განხილვის შედეგები ზ------ ი--–---–ს ეცნობა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილით. 2014 წლის 14 აპრილის №3--- წერილს დანართის სახით ერთვოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი, ზ------ ი--–---–ის 2014 წლის 4 მარტის განცხადებისა და სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილი. აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების შტამპი, თარიღის - 15.04.2014წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №1------ის მითითებით.

 

პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით).

 

ამდენად, ცალსახაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის გახსნის შედეგად, რასაც ადასტურებს წერილზე არსებული შტამპი, მასზე თარიღისა და ნომრის მითითებით, ხელყოფილ იქნა მოსარჩელის მიმოწერის თავისუფლება.

 

2.3 სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“. მითითებული მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა ,როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო აღიარებს, რომ პატიმრების მიმოწერაზე კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციასთან, მაგრამ ჩარევა არ უნდა სცდებოდეს დასახული კანონიერი მიზნის ფარგლებს. პატიმართა მიმოწერის კონტროლთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიება არ არის შეუსაბამო კონვენციასთან, თუმცა პატიმარსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის არსებული კორესპონდენციის გახსნა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამობას, თუნდაც რომ იგი ციხის ადმინისტრაციის მიერ არ ყოფილიყო წაკითხული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Campbell v.the United Kingdom მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრის საჩივარი, რომელშიც განმცხადებელი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ რომელიმე კონკრეტული წერილი გახსნილი იყო. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა შეზღუდვას კონვენციის მიზნებისათვის, ვინაიდან არსებული ციხის რეჟიმი იძლეოდა წერილების გახნისა და წაკითხვის საშუალებას, პირობა, რომელზეც სპეციალურად იქნა გამახვილებული განმცხადებლისა და მისი ადვოკატის ყურადღება. ასეთ გარემოებებში განმცხადებელს შეეძლო თავი გამოეცხადებინა მე-8 მუხლის ჭრილში მისი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვის მსხვერპლად.

 

სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მიმოწერის პატივისცემის უფლებასა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.

 

2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2015წ. №ბს-661-646 (2კ-14) გადაწყვეტილება).

 

ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენაციისთვის ფაქტის კონსტატაციასთან ერთად უნდა მოხდეს მისი მატერიალური ანაზღაურებაც, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული უფლების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და არც მატერალური ზიანის მიყენების განზრახვას ჰქონია ადგილი. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია. რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვა მიმოწერის უფლების დარღვევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე - ზ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, "1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით". აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელი ძირითადად ეფუძნება ერთადერთ გარემოებას, რომ კონვერტზე არ იყო მითითებული ზ-----–---–ის სახელი და გვარი, სულ მცირე სასამართლოს ავალდებულებდა ასეთი მტკიცებულების საქმეში არსებობას. სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მსჯელობა ამ კუთხით ძალიან მცირეა და არ ეფუძნება ფაქტების ზედმიწევნით შესწავლას. აღნიშნულის ცალსახად დადასატურების შემთხვევაშიც კი, დაუსაბუთებელია სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

 

აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა სამინისტროს კონკრეტული ქმედების დელიქტად კვალიფიკაციისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი გარემოებები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი“; რაც შეეხება ამავე კოდექსის 1005-ე მუხლს, მისი პირველი ნაწილი ადგენს, რომ „თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს“. აღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რამდენიმე გარემოების, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ბრალის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხის ქმედების მართლსაწინააღმდეგობა გამოიხატა მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევაში, ვინაიდან „პატიმრობის კოდექსის“ თანახმად, მოსარჩლისათვის გარანტირებულია კორესპონდენციის გაგზავნისა და მიღების უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაგზავნისა და მიღების შესაბამისი წესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, დაცული არ ყოფილა.

 

აპელანტი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევას, ვინაიდან სადავო წერილში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამოც ადგილი ვერ ექნებოდა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღვანებას. უფრო მეტიც, მიმოწერის ღია ფორმა არჩეული იქნა თავად მოსარჩლის მიერ. კერძოდ 2014 წლის 4 მარტის განცხადება მან ჩააბარაN#15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელს, რასაც იგი ადასტურებს 2017 წლის 11 აპრილის სარჩელო განცხადებაში. აღნიშნულის შემდეგ, ამ უკანასკნელის მიერ 2014 წლის 11 აპრილის #MCLA 7---------- წერილით განცხადება გადმოგზავნილ იქნა იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2014 წლის 14 აპრილის #3--- წერილს, მასში აღნიშნულია ინფორმაცია, რომ ზ-----–---–ის 2014 წლის 4 მარტის განცხადება განსახილველად გადაეცა სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), ხოლო მისი განხილვის შედეგები ზ-----–---–ს ეცნობა 2014 წლის 7 აპრილის #2--- წერილით.

 

აპელანტი სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზ-----–---–მა 2014 წლის 4 მარტის განცხადება თავად საკუთარი ნებით გააცნო #15 დაწესებულების ადმინისტრაციას, რაც მოწმობს იმას, რომ მისი განმარტება მისივე მიმოწერის კონფიდენციალურობის იუსტიციის სამინისტროს მიერ დარღვევის თაობაზე, არ შეესაბამება რეალობას. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტი მოწმობს იმასაც, რომ მისი განცხადების შინაარსის მესამე პირისთვის - დაწესებულების ადმინისტრაციისთვის გაცნობა არ გამხდარა მისთვის რაიმე სახის მორალური ზიანის მიყენების საფუძველი. შესაბამისად, მისთვის მორალური ზიანის მიყენებას ვერც პირიქით, იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებულების ადმინისტრაციისთვის პასუხის უკან დაბრუნება ვერ გამოიწვევდა.

 

როგორც აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ ზ-----–---–ს არსად არ დაუფიქსირებია, რომ წერილი არ იყო ღია (საჯარო) და აუცილებლობას წარმოადგენდა, იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა მომხდარიყო „დახურული“ კონვერტით. მაშინ როცა, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მიმოწერის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ რიგში სწორედ ზ-----–---–ს უნდა მიეღო ზომები და დაწესებულების ადმინისტრაციისთვის მიმართვისას დაეფიქსირებინა ასეთი მოთხოვნის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევის შეფასებისთვის, არამედ ამ დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისთვის, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სწორედ ზემოაღნიშნულ „დარღვევაში“ გამოიხატა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენება. აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო დამატებით შენიშნავს, რომ ზ-----–---–ის განცხადების შინაარსის მესამე პირისთვის - დაწესებულების ადმინისტრაციისთვის გაცნობა არ გამხდარა მისთვის რაიმე სახის მორალური ზიანის მიყენების საფუძველი. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ მისთვის მორალური ზიანის მიყენებას ვერც პირიქით - დაწესებულების ადმინისტრაციისთვის პასუხის უკან დაბრუნება გამოიწვევდა. ამდენად, იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული არაქონებრივი უფლებების შელახვისა და შესაბამისად, შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის არსებობის თაობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა ის გარეოება, რომელსაც ადგენს სამოქალაქო კოედქსის 415-ე მუხლი და ამავე კოდექისის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, 415-ე მუხლით დადგენილია, რომ „1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი“. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი“. ამ მუხლების მითითებით, იუსტიციის სამინისტროს სურს სასამართლოს ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე: იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება ზიანის მიყენების ფაქტი, სახეზე არ არის ზიანის ანაზღარების ვალდებულება, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, ზ-----–---–მა თავად აირჩია სამინისტროსთან კომუნიკაციის ფორმად ღია ტიპის კომუნიკაცია, რითაც ხელი შეუწყო საპასუხო წერილის მისთვის იმავე ფორმით დაბრუნების შესაძლებლობას.

 

ამასთან, „პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებასთან დაკავშირებით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თავად 2014 წლის 4 მარტის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა არავითარი სამართლებრივი ვალდებულება განსაკუთრებული პროცედურული წესი დაეცვა პასუხის მიწოდებისას. კერძოდ, ზ-----–---–ის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს პირადი, პერსონალური ან სხვა სახის საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. ამდენად, არც იუსტიციის სამინისტროს პასუხი შეიცავდა პირად, პერსონალური ხასიათის ინფორმაციას და არც სხვა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც, მოითხოვდა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ფორმის დაცვას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც სასამართლო მსჯელობს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების დარღვევაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხსენებულ მუხლებში მითითებული „პირადი მიმოწერით“ იდენტიფიცირებადი მიმოწერის შინაარსის განსაზღვრა და მისი სადავოდ ქცეულ კორესპონდენციასთან ურთიერთმიმართების დადგენა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ სადავო კორესპონდენცია ჩაითვლება ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილ „პირად მიმოწერად“, მასზე ამ ნორმებით დადგენილი დაცვის სტანდარტის მორგება მაინც ვერ მოხდება, ვინაიდან ეს სტანდარტი უგულვებელყოფილი იქნა თავად ნორმით დაცული უფლების მატარებლის - მოსარჩელის მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო აღინიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს კიდევ ერთი სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტები ადგენს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან/და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებთ იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის პოზიცია ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება და სცილდება გონივრულობისა და სამართლიანობის ფარგლებს. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზარალებულ პირს შეუმსუბუქდეს ის ნეგატიური განცდები, რომელიც მან მიიღო მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედების გამო. თუმცა, უმნიშვნელოვანესია გაიმიჯნოს მისი აღქმები უკანონობასთან დაკავშირებით და რეალურად არსებული მდგომარეობა, ოდენობა უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერებისა და ამასთან, აღნიშნული ქმედებით მოსარჩელისათვის პირდაპირ და უშუალოდ მიყენებული ზიანის კონტექსტში. ასევე, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გაანგარიშება უნდა იყოს მართლზომიერი, რისი განხორციელებაც შესაძლებელია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის არსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში, ანუ დაუშვებელია მხოლოდ კერძო ინტერესის დაცვა საჯარო ინტერესის ხარჯზე, ან პირიქით. განსახილველ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროსათვის მიუღებელია დაკისრებული თანხის ოდენობის გაანგარიშება ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან უკანონოდ მიყენებული მორალური ზიანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მიგვაჩნია, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი №3--- გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ------ ი--–---–ისათვის გადასაცემად. აღნიშნული წერილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2014 წლის 11 აპრილის №MCLA 7---------- წერილით გადაგზავნილი, ზ------ ი--–---–ის განცხადების (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 14.04.14) პასუხად ეცნობა, რომ მისი 2014 წლის 04 მარტის განცხადება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 04.03.14), რომელშიც იგი ითხოვდა სექსუალური უმცირესობების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, განსახილველად გადაეცა სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) და მისი განხილვის შედეგები ზ------ ი--–---–ს ეცნობა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილით. 2014 წლის 14 აპრილის №3--- წერილს დანართის სახით ერთვოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი, ზ------ ი--–---–ის 2014 წლის 4 მარტის განცხადებისა და სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილი.

 

4.5. აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების შტამპი, თარიღის - 15.04.2014წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №1------ის მითითებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სახელმწიფოს მხრიდან დარღვევის შემთხვევაში მას აკისრია ვალდებულება აანაზღაუროს ეს ზიანი.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.

 

4.9. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი №3--- გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ------ ი--–---–ისათვის გადასაცემად. აღნიშნული წერილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2014 წლის 11 აპრილის №MCLA 7---------- წერილით გადაგზავნილი, ზ------ ი--–---–ის განცხადების (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 14.04.14) პასუხად ეცნობა, რომ მისი 2014 წლის 04 მარტის განცხადება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №0------, 04.03.14), რომელშიც იგი ითხოვდა სექსუალური უმცირესობების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, განსახილველად გადაეცა სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) და მისი განხილვის შედეგები ზ------ ი--–---–ს ეცნობა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილით. 2014 წლის 14 აპრილის №3--- წერილს დანართის სახით ერთვოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი, ზ------ ი--–---–ის 2014 წლის 4 მარტის განცხადებისა და სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2014 წლის 7 აპრილის №2--- წერილი.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების შტამპი, თარიღის - 15.04.2014წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №1------ის მითითებით.

 

4.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით).

 

ამდენად, ცალსახაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის გახსნის შედეგად, რასაც ადასტურებს წერილზე არსებული შტამპი, მასზე თარიღისა და ნომრის მითითებით, ხელყოფილ იქნა მოსარჩელის მიმოწერის თავისუფლება. ამდენად, საფუძვლიანია მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მიმოწერის პატივისცემის უფლებასა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

 

4.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

4.11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა. ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით განსაზღვრული ოდენობა 1 000 ლარის შეესაბამება დამდგარი არაქონებრივი ზიანის სიმძიმეს და ბრალის ხარისხს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი,საქართველო იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონის „სახელწმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართცველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

 

მარიამ ცისკაძე