განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.03.2018
საქმის ნომერი
330310918002300833
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310918002300833

საქმე N3ბ/576-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

9 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

საჩივრის ავტორები: ლ-------–------------ე, მ--------------ე

წარმომადგენელი - დ---------–---ვა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------------------

წარმომადგენელი - თ-------------–---–ი

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ-------–------------ისა და მ--------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

ლ-------–------------ემ და მ--------------ემ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ზურაბ მაისურაძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

ლ-------–------------ისა და მ--------------ის განმარტებით, ზ------------------ ბოლო პერიოდში არის ძალიან აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ, თუმცა 2018 წლის 1 თებერვალს მისი აგრესია და ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა იქამდე მივიდა, რომ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომლებმაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი ზურაბ მაისურაძის მიმართ. აღნიშნული ქმედების განმეორების თავიდან ასაცილებლად განმცხადებლებმა ითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა 6 თვის ვადით.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა განმცხადებლების განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლები, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული დანაწესების თანახმად, მოძალადის, როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრობის ნამდვილობა, მოისმინა მხარის ახსნა- განმარტება, გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები, იმსჯელა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის მოტივებზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება ზურაბ მაისურაძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. თავის მხრივ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

ამავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142-ე მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს, თავის მხრივ, ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრად, მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142-ე მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

ზემოხსენებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების III ოცეულის პატრულ-ინსპექტორის სამსონ ბერაძის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს გამოცემულ იქნა №003036 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად ზ------------------ ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მსხვერპლზე - მ--------------ეზე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიხლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ხოლო შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით. ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების III ოცეულის პატრულ-ინსპექტორის სამსონ ბერაძის მიერ 2018 წლის 1 თებერვლის №003037 შემაკავებელი ორდერის თანახმად ზ------------------ ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მსხვერპლზე - ლ-------–------------ეზე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიხლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ხოლო შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.

 

საქმეზე დადგენილია, რომ განმცხადებლები - ლ-------–------------ე და მ--------------ე დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვენ იმავე პირობებით, რა პირობებითაც 2018 წლის 1 თებერვალს გამოიცა შემაკავებელი ორდერები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების III ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ, იმ პირობებში როცა აღნიშნული ორდერების მოქმედების ვადა არ არის გასული. ამასთან, თავად განმცხადებლებიც ადასტურებენ, რომ არც შემაკავებელი ორდერების გამოცემამდე და არც მათი გამოცემის შემდგომ ზურაბ მაისურაძის მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ლ-------–------------ემ და მ--------------ემ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მოთხოვნით სასამართლოს მომართეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში - 2018 წლის 12 თებერვალს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გასულა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების III ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა, არ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ლ-------–------------ისა და მ--------------ის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მიზეზები თუ რატომ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, ფორმალურ ხასიათს ატარებს, საკითხი არ იქნა გამოკვლეული სრულყოფილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოსამართლემ არ გაიზიარა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები. საჩივრის ავტორების მოსაზრებით, გაუგებარია რომელ სამართლებრივ საფუძვლებზე აპელირებს სასამართლო, რადგან არც კანონში და არც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, რომლითაც იზღუდება დამცავი ორდერის გამოცემა შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.

 

დამცავი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნის თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. ამასთან, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან და დგინდება, რომ მათ შორის არის კონფლიქტი, თუმცა ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ გამოვლინდა ის გარემოებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ძალადობის ფაქტი, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა დამცავი ორდერის გამოცემის ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1-ე მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი მოთხოვნა და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილებას აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ამ ფაქტის დადასტურება ვერ შესძლო.

 

ყოველივე მითითებული და საქმეში არსებული მასალები, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ქმნის მყარ საფუძველს დადასტურდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ძალადობის ფაქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და საჩივრის უარყოფის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2113-ე; 2114-ე, 2115-ე, 261-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 383-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-------–------------ისა და მ--------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

მანანა ჩოხელი