განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053985
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053985

საქმე ?1/აგ-194-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, რეციდივის გათვალისწინებით, დაენიშნა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი და 9(ცხრა) თვე; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ--------------–---–ს განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლით და 6(ექვსი) თვით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2(ორი) წელი.

 

თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, თ-------------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ თ-------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ჯარიმით - 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი და 9(ცხრა) თვე; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თამაზი თაზიაშვილს განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თ--------------–---–ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით (რაც 2016 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოხდილი ქონდა), ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2(ორი) წელი.

 

თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლისთვის პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, მსჯავრდებული თ-------------–---–ი მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული ჯარიმის მოხდისგან.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩენი სხვა, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ-------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა შესაბამისი სასჯელებისაგან გათავისუფლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით (თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი) თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ ვრცელდება თ-------------–---–ის მიმართ, თელავის რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენზე და აღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით, თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ და „კოდეინის“ უკანონო დამზადება და შენახვაში, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

თ-------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით (თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი) დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

თ-------------–---–ს მოსახდელად დარჩეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის, ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თ--------------–---–ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით (რაც 2016 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი.

 

თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი