განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053764
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053764

საქმე №1/ა.გ.181-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ზ---------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ზ---------–----–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ---------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ---------–----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ზ---------–----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება.

 

ზ---------–----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 14 ივლიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ზ---------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით კი ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. დანშსნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 63-64-ე მუხლების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

ზ---------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 25 სექტემბრიდან.

 

2018 წლის 19 თებერვალს ზ---------–----–---–მა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვისა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შუამდგომლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენით ზ---------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გადაზიდვისთვის)

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტ წლამდე. შესაბამისად იგი განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ის ქმედება (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) აღარ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ვინაიდან კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ის სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ პუნქტების თანახმად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი რვა წლის შემდეგ, რის გამოც მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, ზ---------–----–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენით ზ---------–----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქვს 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი კანონის სანქციის ფარგლებშია. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ზ---------–----–---–ის მსჯავრდებას, ვინაიდან არ განხორციელებულა აღნიშნულ მუხლში საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არსებითად გააუმჯობესებდა ზ---------–----–---–ის სამართლებრივ მდგომარეობას, ამ ნაწილში პალატა ვერ იმსჯელებს.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე, სადაც ზ---------–----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაედო მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან (4 (ოთხი) წლით თ/აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი) მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წელი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს როგორც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებულ ზ---------–----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

 

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი